საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შრომის სახელმწიფო ინსპექციის სამმართველოს შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 07.09.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №559
სარეგისტრაციო კოდი 000000070.02(0).001.000020 4
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 9, 29/09/1995
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.09.1995 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შრომის სახელმწიფო ინსპექციის სამმართველოს შექმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №559
1995 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შრომის სახელმწიფო ინსპექციის სამმართველოს შექმნის შესახებ
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 81-ე კონვენციის რეკომენდაციის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკაში შრომის დაცვის სახელმწიფო სისტემის სრულყოფისათვის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შექმნას სამინისტროსთან არსებული შრომის დაცვის საზედამხედველო ორგანო - შრომის სახელმწიფო ინსპექციის სამმართველო.
2. შრომის სახელმწიფო ინსპექციის სამმართველოს დაფინანსება 1996 წლის პირველ იანვრამდე როგორც გამონაკლისი, განხორციელდეს საქართველოს რესპუბლიკის სოციალური დაზღვევისა და სამედიცინო უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სახსრებიდან.
3. შრომის სახელწმიფო ინსპექციის სამმართველოს სტრუქტურა და საშტატო ერთეულები განსაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
შტატების დაკომპლექტება ძირითადად განხორციელდეს დარგობრივი პროფკავშირების შრომის ტექნიკური ინსპექტორებით და რწმუნებული ექიმებით.
4. საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციასა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტთან შეთანხმებით დადგენილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში დაამტკიცოს შრომის ნორმატიული საკანონმდებლო აქტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ ორგანიზაციის ნორმალურ ფუნქციონირებას.
5. საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შრომის სახელმწიფო ინსპექციის სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით შეწყდეს რესპუბლიკის პროფესიულ კავშირებში არსებული შრომის ტექნიკური ინსპექტორებისა და რწმუნებული ექიმების საშტატო ერთეულების დაფინანსება რესპუბლიკის სოციალური დაზღვევისა და სამედიცინო უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სახსრებიდან.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია