საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შრომის სახელმწიფო ინსპექციის სამმართველოს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №559 |
|
1995 წლის 7 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შექმნას სამინისტროსთან არსებული შრომის დაცვის საზედამხედველო ორგანო - შრომის სახელმწიფო ინსპექციის სამმართველო.
2. შრომის სახელმწიფო ინსპექციის სამმართველოს დაფინანსება 1996 წლის პირველ იანვრამდე როგორც გამონაკლისი, განხორციელდეს საქართველოს რესპუბლიკის სოციალური დაზღვევისა და სამედიცინო უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სახსრებიდან.
3. შრომის სახელწმიფო ინსპექციის სამმართველოს სტრუქტურა და საშტატო ერთეულები განსაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
შტატების დაკომპლექტება ძირითადად განხორციელდეს დარგობრივი პროფკავშირების შრომის ტექნიკური ინსპექტორებით და რწმუნებული ექიმებით.
4. საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციასა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტთან შეთანხმებით დადგენილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში დაამტკიცოს შრომის ნორმატიული საკანონმდებლო აქტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ ორგანიზაციის ნორმალურ ფუნქციონირებას.
5. საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შრომის სახელმწიფო ინსპექციის სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით შეწყდეს რესპუბლიკის პროფესიულ კავშირებში არსებული შრომის ტექნიკური ინსპექტორებისა და რწმუნებული ექიმების საშტატო ერთეულების დაფინანსება რესპუბლიკის სოციალური დაზღვევისა და სამედიცინო უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სახსრებიდან.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ო. ფაცაცია