საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-671
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016951 217
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 31/10/2025
1,161 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 22.10.2021 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 25.03.2025 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 21.11.2018 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 18.09.2025 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 13.08.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-671 2025 წლის 30 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის“ დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით. 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები  დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, დაგეგმვა, განხორციელება. თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ბ) ადამიანური რესურსების მოზიდვის, შერჩევის, განვითარებისა და შენარჩუნების მიზნით არსებული პროცესების შესწავლა, საუკეთესო პრაქტიკის მოძიება და პოლიტიკის შემუშავება/განხორციელება; წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების/ინდიკატორების შესაბამისად, თანამშრომელთა შეფასებისა და მოტივაციის ასამაღლებელი სისტემების შემუშავება, დანერგვა, პერიოდული განახლება; გ) სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი სისტემის, პოლიტიკის და სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა, მათი საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური მხარდაჭერა; დ) სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, მონაცემთა ბაზის შექმნა და სისტემატიზაცია; ე) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების, წახალისების, შვებულების, მივლინების, დროებითი ფუნქციების დაკისრებისა და გადაყვანის  შესახებ ბრძანებების პროექტებისა და შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულებების მომზადება; ვ) სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატურის შერჩევისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის      პირველადი    სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) უფლებამოსილია ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს; ვ) წლის ბოლოს, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; კ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა  დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადამიანური რესურსების ადმინისტრირების სამმართველო; ბ) ადამიანური რესურსების განვითარების სამმართველო.  მუხლი 5🔗. სამმართველოების კომპეტენციები 1. ადამიანური რესურსების ადმინისტრირების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამინისტროს მიზნებთან და ამოცანებთან შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში და შემუშავებული პროცესების/პროცედურების განხორციელება; ბ) სამინისტროში ორგანიზაციულ ცვლილებებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესების მართვა; გ) სამინისტროში რეორგანიზაციის, შერწყმის, ლიკვიდაციის პროცესების მართვა; დ) შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა: თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, დროებითი ფუნქციების დაკისრებისა და გადაყვანის შესახებ ბრძანების პროექტების მომზადება; შრომითი, ადმინისტრაციული, სასამსახურო ხელშეკრულებების მომზადება; ე) თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებისა და წახალისების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; ვ) თანამშრომელთა შვებულებების, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებების ბრძანების პროექტების მომზადება; ზ) სამინისტროს თანამშრომელთა პირადი საქმეების მატერიალური და ელექტრონული წარმოება, განახლება, დაარქივება, მონაცემთა ბაზის შექმნა და სისტემატიზაცია; თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შერჩევა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს          კანონის შესაბამისად, კონკურსების ორგანიზება/დაგეგმვა, გამოცხადება და ჩატარება; ი) სამინისტროში სტაჟირების პროცესის მართვა, სტაჟირების კონკურსების ორგანიზება/დაგეგმვა, გამოცხადება და ჩატარება; კ) ახალ თანამშრომელთა დასაქმების კოორდინაცია და ადაპტაციის პროცესის მართვა, სამართლებრივი და დოკუმენტური უზრუნველყოფა; ლ) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე კონსულტაციებისა და მეთოდური მხარდაჭერის უზრუნველყოფა; მ) შესაბამისი პასუხისმგებელი პირის მოთხოვნის საფუძველზე საჯარო ინფორმაციის მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში; ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 2. ადამიანური რესურსების განვითარების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამინისტროს მიზნებთან და ამოცანებთან შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვის პროცესების/პროცედურების/ შემუშავება; ბ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, პროცესების/პროცედურების განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებაში მონაწილეობა; გ) სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი სისტემის, პოლიტიკის და სტრატეგიის შემუშავებისა და გატარების ხელშეწყობა; დ) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე კონსულტაციების გაცემა და მეთოდური მხარდაჭერა; ე) სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა: ტრენინგ და პროფესიული განვითარების საჭიროებების კვლევა და შესაბამისი პროგრამების ორგანიზების მხარდაჭერა/უზრუნველყოფა; ვ) სამინისტროს თანამშრომელთა კარიერული განვითარების ხელშეწყობა; ზ) სამინისტროს პროფესიული საჯარო მოხელეების შეფასების პროცესის მართვა და დახვეწა; თ) თანამშრომელთა წახალისების პროცესის მართვა, მატერიალური და არამატერიალური წახალისების პროცედურების და სისტემების შემუშავება, დანერგვა და დახვეწა; ი) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში კვლევების წარმოება, მათ შორის, ადამიანური რესურსების მოზიდვის, შერჩევისა და შენარჩუნების, ადამიანური რესურსების მართვის სისტემებისა და, ინსტიტუციური მოწყობის გაუმჯობესების მიზნით, არსებული პროცესების შესწავლა, ახალი ტენდენციებისა და საუკეთესო გამოცდილებების საფუძველზე, შესაბამისი ინიციატივებისა და წინადადებების მომზადება; კ) თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის და სხვა შეთავაზებების პროცესების მართვა; ლ) სამინისტროში ახალი თანამშრომლის ადაპტაციის, სტაჟირების, მენტორინგის პროცესში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში შედეგების ანალიზი და დახვეწა;  მ) სამინისტროს პოლიტიკის, მიზნების, ამოცანებისა და სტრუქტურის შესაბამისად, სამუშაოს ანალიზის პროცესის მართვა და სამუშაო აღწერილობების შემუშავების, განახლებისა და დამტკიცების ორგანიზება; ნ) სამინისტროში ორგანიზაციული გარემოს ანალიზისა და პერსონალის დაგეგმვის მიზნით სტატისტიკის წარმოება, მათ შორის, სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების შესახებ რეგულარული ინფორმაციისა და სტანდარტიზებული ანგარიშების მომზადება; ო) უნივერსიტეტებთან, ტრენინგცენტრებთან, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა, ადამიანური რესურსების მართვის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; პ) შესაბამისი პასუხისმგებელი პირის მოთხოვნის საფუძველზე, საჯარო ინფორმაციის მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში; ჟ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლებისთვის, დაინტერესებულ პირთათვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; რ) კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ს) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 6🔗. სამმართველოს ხელმძღვანელობა 1. სამმართველოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს ხელმძღვანელი: ა) კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ორგანიზაციას უწევს სამმართველოს მუშაობას, ანაწილებს ფუნქციებს საჯარო მოსამსახურეებს შორის და პასუხისმგებელია სამმართველოს მუშაობაზე; გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს საჯარო მოსამსახურეთა შორის; ე) არანაკლებ წელიწადში ერთხელ, დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; ვ) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 3. სამმართველოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.