„საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ივლისის №352 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №473 |
|
2025 წლის 24 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს 2022 – 2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შესრულებისა და შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების მიზნით, შეიქმნას საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარე.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი.
3. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი.
4. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი.
5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი.
6. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე – კომისიის წევრი.
7. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე – კომისიის წევრი.
8. სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი – კომისიის წევრი.
9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი – კომისიის წევრი.
10. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე – კომისიის წევრი.
11. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი – კომისიის წევრი.
12. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი.
13. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის დებულების“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კომისიის სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი. კომისიის სამდივნო უზრუნველყოფს კომისიისა და სამუშაო ჯგუფის შეხვედრების ორგანიზებას.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ივლისის №352 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ივლისის №352 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.10.2025.
- როდის იქნა მიღებული „საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ივლისის №352 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ივლისის №352 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 24.10.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №473. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.10.003.025367.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ივლისის №352 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ივლისის №352 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ივლისის №352 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.10.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ივლისის №352 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №473, 24.10.2025, სარეგისტრაციო კოდი 310150000.10.003.025367 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6653370/