საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-670
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016950 217
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 31/10/2025
605 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 30.12.2016 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 20.02.2015 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 06.03.2017 საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 22.01.2026 საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 06.05.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-670 2025 წლის 30 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულება.“ მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პროტოკოლის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. სამსახური წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 4. სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 5. სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.  მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება; ბ) მინისტრის მოწვევით სამთავრობო დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობა (დახვედრა-გაცილება, ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების უზრუნველყოფა, ოფიციალური შეხვედრებისა და მიღების (სადილი/ვახშამი) ორგანიზება); გ) საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზება; დ) საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან, უცხო ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ასევე საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა; ე) მინისტრის მოწვევით უცხო სახელმწიფოთა დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენაში მონაწილეობა; ვ) საქართველოს სხვადასხვა სამინისტროების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა და მათი სავიზო მომსახურების ორგანიზება; თ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობა დიპლომატიური ფოსტის გაგზავნის, სავიზო და საპასპორტო საკითხთა მიმართულებით; ი) მინისტრის ყოველდღიური შეხვედრებისთვის საპროტოკოლო ღონისძიებების გატარება, ოფიციალური ატრიბუტიკის შერჩევა და დანიშნულებისამებრ გამოყენება; კ) მინისტრის სახელით გადასაცემი ოფიციალური საჩუქრების შერჩევა და მათი დანიშნულებისამებრ გადაცემა; ლ) საქართველოს ტერიტორიაზე მინისტრის მივლინების დაგეგმვასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიღება. მ) მინისტრის სახელით გამართული ღონისძიებების/ცერემონიების დაგეგმავასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, საპროტოკოლო ინვენტარით უზრუნველყოფის განსაზღვრა; ნ) მინისტრის სახელით ოფიციალური და სამუშაო სადილის/ვახშმის დაგეგმვა და ჩატარებაში მონაწილეობის მიღება პროტოკოლით გათვალისწინებული წესით; ო) მინისტრის და საჭიროების შემთხვევაში მინისტრის მოადგილეების საზღვარგარეთ ვიზიტის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. მინისტრის, თანმხლები დელეგაციისა და საჭიროების შემთხვევაში მინისტრის მოადგილეებისთვის ავიაბილეთების, განთავსების და ტრანსპორტირების უზრუნველყოფისათვის  საჭირო პროცედურების  გატარება; პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. 2. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 4. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე; ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს საჯარო მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს; დ) ზედამხედველობს საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის ცალკეულ დავალებებს; ზ) წლის ბოლოს, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში წარადგენს ანგარიშს სამსახურის  მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მუხლი 4🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები  1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სამსახურის უფროსი. 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის  წინაშე.