პენიტენციურ დაწესებულებაში იმ ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის წესის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობაც ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას
მიღების თარიღი 31.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №1129
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.017613 124
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 03/11/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.2025 მიღება
📜 ცვლილებების ისტორია (3)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეტანილია აქტით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- პენიტენციურ დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის წესის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ანდა რომლებით სარგებლობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს მინისტრის ბრძანება 31.08.2017
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
№11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ №17 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ №10 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
პენიტენციურ დაწესებულებაში იმ ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის წესის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობაც ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№1129
2025 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
პენიტენციურ დაწესებულებაში იმ ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის წესის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობაც ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას
პენიტენციური კოდექსის 57-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს პენიტენციურ დაწესებულებაში იმ ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის თანდართული წესი, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობაც ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პენიტენციურ დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის წესის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ანდა რომლებით სარგებლობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს №102 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია
პენიტენციურ დაწესებულებაში იმ ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის წესი, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობაც ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას
მუხლი 1🔗
ეს წესი აწესრიგებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი (შემდგომ – სამსახური) დაქვემდებარებულ პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ – დაწესებულება) იმ ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობაც ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (შემდგომ – აკრძალული ნივთი).
მუხლი 2🔗
სამსახურის გენერალური დირექტორი (შემდგომ − გენერალური დირექტორი) უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად გასცეს სპეციალური წერილობითი ნებართვა დაწესებულებაში აკრძალული ნივთის შეტანის თაობაზე, თუკი დაწესებულებაში აკრძალული ნივთის შეტანა აუცილებელია:
ა) სამშენებლო/სარემონტო საქმიანობის განხორციელების მიზნით;
ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ ინდივიდუალური საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით;
დ) დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული საწარმოს გამართული ფუნქციონირების მიზნით;
ე) დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარების მიზნით;
ვ) სხვა მნიშვნელოვანი გარემოების არსებობის გამო.
მუხლი 3🔗
1. დაწესებულებაში აკრძალული ნივთის შეტანის მსურველმა პირმა აკრძალული ნივთის შეტანის შესახებ შუამდგომლობით უნდა მიმართოს გენერალურ დირექტორს.
2. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს დაწესებულებაში აკრძალული ნივთის შეტანის მიზანი, საჭიროება, აუცილებლობა, აკრძალული ნივთის დანიშნულება, ასევე აკრძალული ნივთის უშუალოდ შემტანი პირის ვინაობა (სახელი, გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი, პირადი ნომერი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა) და დაწესებულების ტერიტორიაზე ნივთის მოძრაობის ფარგლები.
მუხლი 4🔗
1. გენერალური დირექტორი აკრძალული ნივთის დაწესებულების ტერიტორიაზე შეტანის შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას იღებს შუამდგომლობის შეტანიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
2. გადაწყვეტილების მიღებისას გენერალური დირექტორი ვალდებულია:
ა) შეაფასოს დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის შეტანის მიზანშეწონილობა;
ბ) შეაფასოს ის რისკები, რომლებიც დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის შეტანასთან არის დაკავშირებული;
გ) იმსჯელოს ყველა იმ გარემოებაზე, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს აკრძალული ნივთის დაწესებულების ტერიტორიაზე ამ წესის შესაბამისად შეტანასა და გამოყენებას.
3. გადაწყვეტილების მიღებისას გენერალურ დირექტორს შეუძლია შუამდგომლობის ავტორს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენა.
მუხლი 5🔗
დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის შეტანისას აკრძალული ნივთისა და შემსვლელი პირის შემოწმებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილი მოსამსახურე.
მუხლი 6🔗
დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის შეტანიდან მისი გატანის მომენტამდე, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების შესაბამისი მოსამსახურეები ვალდებულნი არიან, თვალყური ადევნონ აკრძალული ნივთის დაწესებულების ტერიტორიაზე გადაადგილებასა და მის დანიშნულებისამებრ გამოყენებას.
მუხლი 7🔗
დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის შეტანის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ გენერალური დირექტორის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება შუამდგომლობის ავტორს, შესაბამის დაწესებულებასა და სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარ სამმართველოს, ხოლო შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი – შუამდგომლობის ავტორს.
მუხლი 8🔗
დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის შეტანის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ გენერალური დირექტორის გადაწყვეტილების აღსრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, დაწესებულების დირექტორი ვალდებულია გენერალურ დირექტორს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ.