📋

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კურორტების განვითარების სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შერწყმის შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 27.10.2025
მოქმედების პერიოდი 27.10.2025 — 20.11.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №477
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
27.10.2025
20.11.2025
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კურორტების განვითარების სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შერწყმის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №477 2025 წლის 27 ოქტომბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კურორტების განვითარების სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შერწყმის შესახებ მუხლი 1🔗 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, განხორციელდეს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კურორტების განვითარების სააგენტოს (შემდგომში − სსიპ − კურორტების განვითარების სააგენტო) შერწყმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან (შემდგომში − სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია). 2. სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩაითვალოს სსიპ − კურორტების განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლედ. 3. სსიპ − კურორტების განვითარების სააგენტოს მიერ მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები, ასევე დადებული გარიგებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე ან/და გარიგების დადებამდე. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, უზრუნველყოს სსიპ − კურორტების განვითარების სააგენტოსთვის „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში დარჩენილი რესურსის განკარგვის უფლებამოსილების მინიჭება სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის განხორციელების შემდგომ სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა შესაძლებელია, აღემატებოდეს „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით მისთვის დამტკიცებულ მომუშავეთა რიცხოვნობას, მაგრამ არაუმეტეს სსიპ − კურორტების განვითარების სააგენტოსთვის ამავე კანონით განსაზღვრულ მომუშავეთა რიცხოვნობის ოდენობით. ამასთან, სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა შესაძლებელია, გაიზარდოს არაუმეტეს სსიპ − კურორტების განვითარების სააგენტოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობით. მუხლი 2🔗 1. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ შერწყმასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2026 წლის 1 იანვრამდე. 2. 2026 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კურორტების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 8 ივლისის №1-1/298 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება; ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2006 წლის 21 ნოემბრის №1-1/642 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება; გ) ამ დადგენილების მოთხოვნების შესრულების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. მუხლი 3🔗 1. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე