სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება

მიღების თარიღი 17.07.1998
ძალაში შესვლა 01.12.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №2187 UNTS 3
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016836 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 31/10/2025
23,109 სიტყვა · ~116 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.07.1998 მიღება
01.12.2003 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 95% 19.10.2018 მიხეილ ხაინდრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 95% 17.06.2022 საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 20.11.2024 სამსონ თამარიანი, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მერაბ მიქელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 27.07.2023 თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილების კონსტიტუციურობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 07.03.2025

დოკუმენტის ტექსტი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება [სარჩევი და სქოლიოები არ არის რომის წესდების ავთენტური ტექსტის ნაწილი] სარჩევი პრეამბულა ნაწილი 1. სასამართლოს დაფუძნება მუხლი 1🔗. სასამართლო მუხლი 2🔗. სასამართლოს ურთიერთობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მუხლი 3🔗. სასამართლოს განლაგების ადგილი მუხლი 4🔗. სასამართლოს სამართლებრივი სტატუსი და უფლებამოსილება ნაწილი 2. იურისდიქცია, დასაშვებობა და გამოსაყენებელი სამართალი მუხლი 5🔗. სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულები მუხლი 6🔗. გენოციდი მუხლი 7🔗. დანაშაულები ადამიანურობის წინააღმდეგ მუხლი 8🔗. ომის დანაშაულები მუხლი 8🔗bis. აგრესიის დანაშაული მუხლი 9🔗. „დანაშაულების ელემენტები“ მუხლი 10🔗 მუხლი 11🔗. იურისდიქცია ratione temporis მუხლი 12🔗. იურისდიქციის განხორციელების წინაპირობები მუხლი 13🔗. იურისდიქციის განხორციელება მუხლი 14🔗. სიტუაციის გადაცემა (რეფერალი) მხარე სახელმწიფოს მიერ მუხლი 15🔗. პროკურორი მუხლი 15🔗bis. იურისდიქციის განხორციელება აგრესიის დანაშაულზე (გადაცემა (რეფერალი) სახელმწიფოს მიერ, proprio motu) მუხლი 15🔗ter. იურისდიქციის განხორციელება აგრესიის დანაშაულზე (გადაცემა (რეფერალი) უშიშროების საბჭოს მიერ) მუხლი 16🔗. გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის გადავადება (დეფერალი) მუხლი 17🔗. დასაშვებობის საკითხები მუხლი 18🔗. წინმსწრები განჩინებები დასაშვებობასთან დაკავშირებით მუხლი 19🔗. სასამართლოს იურისდიქციის ან საქმის დასაშვებობის გასაჩივრება მუხლი 20🔗. Ne bis in idem მუხლი 21🔗. გამოსაყენებელი სამართალი ნაწილი 3. სისხლის სამართლის ზოგადი პრინციპები მუხლი 22🔗. Nullum crimen sine lege მუხლი 23🔗. Nulla poena sine lege მუხლი 24🔗. უკუძალის აკრძალვა ratione personae მუხლი 25🔗. ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მუხლი 26🔗. თვრამეტ წლამდე ასაკის პირებზე იურისდიქციის გამორიცხვა მუხლი 27🔗. ოფიციალური უფლებამოსილების არარელევანტურობა მუხლი 28🔗. მეთაურებისა და სხვა ზემდგომების პასუხისმგებლობა მუხლი 29🔗. ხანდაზმულობის ვადის გამოუყენებლობა მუხლი 30🔗. სუბიექტური ელემენტი მუხლი 31🔗. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი საფუძვლები მუხლი 32🔗. ფაქტობრივი ან სამართლებრივი შეცდომა მუხლი 33🔗. ზემდგომის ბრძანებები და სამართლის დანაწესი ნაწილი 4. სასამართლოს შემადგენლობა და ადმინისტრირება მუხლი 34🔗. სასამართლოს ორგანოები მუხლი 35🔗. მოსამართლეთა მიერ საქმიანობის განხორციელება მუხლი 36🔗. მოსამართლეთა კვალიფიკაცია, ნომინირება და არჩევა მუხლი 37🔗. მოსამართლეთა ვაკანტური ადგილები მუხლი 38🔗. პრეზიდიუმი მუხლი 39🔗. პალატები მუხლი 40🔗. მოსამართლეთა დამოუკიდებლობა მუხლი 41🔗. მოსამართლეების გათავისუფლება და აცილება მუხლი 42🔗. პროკურორის ოფისი მუხლი 43🔗. რეგისტრატურა მუხლი 44🔗. პერსონალი მუხლი 45🔗. ფიცის დადება მუხლი 46🔗. თანამდებობიდან გათავისუფლება მუხლი 47🔗. დისციპლინური ზომები მუხლი 48🔗. პრივილეგიები და იმუნიტეტები მუხლი 49🔗. თანამდებობრივი სარგო, დანამატები და ხარჯების ანაზღაურება მუხლი 50🔗. ოფიციალური და სამუშაო ენები მუხლი 51🔗. „პროცედურისა და მტკიცებულების წესები“ მუხლი 52🔗. „სასამართლოს რეგულაციები“ ნაწილი 5. გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა მუხლი 53🔗. გამოძიების დაწყება მუხლი 54🔗. პროკურორის მოვალეობები და უფლებამოსილებები გამოძიებასთან დაკავშირებით მუხლი 55🔗. პირთა უფლებები გამოძიების დროს მუხლი 56🔗. წინასასამართლო პალატის როლი განსაკუთრებულ საგამოძიებო შესაძლებლობასთან დაკავშირებით მუხლი 57🔗. წინასასამართლო პალატის ფუნქციები და უფლებამოსილებები მუხლი 58🔗. წინასასამართლო პალატის მიერ დაპატიმრების ორდერის ან გამოძახების უწყების გამოცემა მუხლი 59🔗. დაპატიმრების პროცედურები პატიმრობის განმახორციელებელ სახელმწიფოში მუხლი 60🔗. საწყისი სამართალწარმოება სასამართლოს წინაშე მუხლი 61🔗. ბრალდებების დადასტურება სასამართლო პროცესამდე ნაწილი 6. სასამართლო პროცესი მუხლი 62🔗. სასამართლო პროცესის ადგილი მუხლი 63🔗. სასამართლო პროცესი ბრალდებულის თანდასწრებით მუხლი 64🔗. სასამართლო პალატის ფუნქციები და უფლებამოსილებები მუხლი 65🔗. დანაშაულის აღიარებასთან დაკავშირებული სამართალწარმოება მუხლი 66🔗. უდანაშაულობის პრეზუმფცია მუხლი 67🔗. ბრალდებულის უფლებები მუხლი 68🔗. დაზარალებულთა და მოწმეთა დაცვა და მათი მონაწილეობა სამართალწარმოებაში მუხლი 69🔗. მტკიცებულება მუხლი 70🔗. დანაშაულები მართლმსაჯულების განხორციელების წინააღმდეგ მუხლი 71🔗. სასჯელები სასამართლოში არასათანადო ქცევისთვის მუხლი 72🔗. ეროვნული უსაფრთხოების ინფორმაციის დაცვა მუხლი 73🔗. მესამე მხარის ინფორმაცია ან დოკუმენტები მუხლი 74🔗. მოთხოვნები გადაწყვეტილების მიღებისთვის მუხლი 75🔗. რეპარაცია დაზარალებულებს მუხლი 76🔗. სასჯელის დანიშვნა ნაწილი 7. სასჯელები მუხლი 77🔗. გამოსაყენებელი სასჯელები მუხლი 78🔗. სასჯელის განსაზღვრა მუხლი 79🔗. ნდობის ფონდი მუხლი 80🔗. ჯარიმებისა და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შეუზღუდავად გამოყენება ეროვნულ დონეზე ნაწილი 8. გასაჩივრება და გადასინჯვა მუხლი 81🔗. გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენის ან სასჯელის გასაჩივრება მუხლი 82🔗. სხვა გადაწყვეტილებების გასაჩივრება მუხლი 83🔗. საჩივართან დაკავშირებული სამართალწარმოება მუხლი 84🔗. მსჯავრდების ან სასჯელის გადასინჯვა მუხლი 85🔗. კომპენსაცია დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს ნაწილი 9. საერთაშორისო თანამშრომლობა და სამართლებრივი დახმარება მუხლი 86🔗. თანამშრომლობის ზოგადი ვალდებულება მუხლი 87🔗. თანამშრომლობის მოთხოვნები: ზოგადი დებულებები მუხლი 88🔗. შიდასახელმწიფოებრივი სამართლით გათვალისწინებული პროცედურების არსებობა მუხლი 89🔗. პირთა გადაცემა სასამართლოსთვის მუხლი 90🔗. კონკურენტული მოთხოვნები მუხლი 91🔗. დაპატიმრებისა და გადაცემის მოთხოვნის შინაარსი მუხლი 92🔗. დროებითი დაპატიმრება მუხლი 93🔗. თანამშრომლობის სხვა ფორმები მუხლი 94🔗. მიმდინარე გამოძიებასთან ან სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულების გადავადება მუხლი 95🔗. მოთხოვნის შესრულების გადავადება დასაშვებობის გასაჩივრების გამო მუხლი 96🔗. 93-ე მუხლით გათვალისწინებული დახმარების სხვა ფორმების მოთხოვნის შინაარსი მუხლი 97🔗. კონსულტაციები მუხლი 98🔗. თანამშრომლობა იმუნიტეტის მოხსნასთან და გადაცემაზე თანხმობასთან დაკავშირებით მუხლი 99🔗. 93-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება მუხლი 100🔗. ხარჯები მუხლი 101🔗. სპეციალობის წესი მუხლი 102🔗. ტერმინთა გამოყენება ნაწილი 10. აღსრულება მუხლი 103🔗. სახელმწიფოების როლი თავისუფლების აღკვეთის სასჯელების აღსრულებაში მუხლი 104🔗. აღსრულების სახელმწიფოს შეცვლა მუხლი 105🔗. სასჯელის აღსრულება მუხლი 106🔗. სასჯელების აღსრულებისა და პატიმრობის პირობების ზედამხედველობა მუხლი 107🔗. პირის გადაყვანა სასჯელის მოხდის შემდეგ მუხლი 108🔗. სისხლისსამართლებრივი დევნის ან დასჯის შეზღუდვა სხვა სამართალდარღვევებისთვის მუხლი 109🔗. ჯარიმებისა და ქონების ჩამორთმევის ღონისძიებების აღსრულება მუხლი 110🔗. სასამართლოს მიერ სასჯელის შემცირებასთან დაკავშირებული გადასინჯვა მუხლი 111🔗. გაქცევა ნაწილი 11. მხარე სახელმწიფოთა ასამბლეა მუხლი 112🔗. მხარე სახელმწიფოთა ასამბლეა ნაწილი 12. დაფინანსება  მუხლი 113🔗. „ფინანსური რეგულაციები“ მუხლი 114🔗. ხარჯების ანაზღაურება მუხლი 115🔗. სასამართლოსა და მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის ფინანსური სახსრები მუხლი 116🔗. ნებაყოფლობითი შენატანები მუხლი 117🔗. შენატანების განსაზღვრა მუხლი 118🔗. წლიური აუდიტი ნაწილი 13. დასკვნითი დებულებები მუხლი 119🔗. დავების მოგვარება მუხლი 120🔗. დათქმები მუხლი 121🔗. ცვლილებები მუხლი 122🔗. ცვლილებების შეტანა ინსტიტუციური ხასიათის დებულებებში მუხლი 123🔗. წესდების გადასინჯვა მუხლი 124🔗. გარდამავალი დებულება მუხლი 125🔗. ხელმოწერა, რატიფიცირება, მიღება, დამტკიცება ან შეერთება მუხლი 126🔗. ძალაში შესვლა მუხლი 127🔗. წესდებიდან გასვლა მუხლი 128🔗. ავთენტური ტექსტები პრეამბულა წინამდებარე წესდების მხარე სახელმწიფოები, აცნობიერებენ რა, რომ ყველა ხალხი გაერთიანებულია საერთო კავშირებით, მათი კულტურები გაერთიანებულია საერთო მემკვიდრეობაში და შეშფოთებული არიან, რომ ეს მყიფე მოზაიკა შეიძლება ნებისმიერ დროს დაიშალოს, მხედველობაში იღებენ რა, რომ ამ საუკუნის განმავლობაში მილიონობით ბავშვი, ქალი და მამაკაცი გახდა წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლი, რამაც ღრმად შეძრა კაცობრიობის ცნობიერება, აღიარებენ რა, რომ ასეთი მძიმე დანაშაულები საფრთხეს უქმნის მსოფლიოს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას, ადასტურებენ რა, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის შემაშფოთებელი უმძიმესი დანაშაულები არ უნდა დარჩეს დაუსჯელი და მათი ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ეროვნულ დონეზე ზომების მიღებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებით, გადაწყვიტეს რა, რომ დაასრულონ დაუსჯელობა ამ დანაშაულების ჩამდენთა მიმართ და ამგვარად ხელი შეუწყონ მსგავსი დანაშაულების თავიდან აცილებას, კიდევ ერთხელ აღნიშნავენ რა, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, განახორციელოს თავისი სისხლის სამართლის იურისდიქცია იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საერთაშორისო დანაშაულებისთვის, კვლავ ადასტურებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის მიზნებსა და პრინციპებს და განსაკუთრებით იმას, რომ ყველა სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს ძალის მუქარისგან ან გამოყენებისგან ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ან გაერთიანებული ერების მიზნებთან შეუსაბამო ნებისმიერი სხვა ფორმით, ამასთან დაკავშირებით, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წინამდებარე წესდებაში არაფერი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ რომელიმე მხარე სახელმწიფოს ენიჭება უფლება, ჩაერიოს ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ კონფლიქტში ან მის შიდა საქმეებში, იღვწიან რა ამ მიზნების მისაღწევად და ამჟამინდელი და მომავალი თაობებისთვის, აფუძნებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემასთან ურთიერთობის მქონე სისხლის სამართლის დამოუკიდებელ მუდმივმოქმედ საერთაშორისო სასამართლოს, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება მთელი საერთაშორისო საზოგადოების შემაშფოთებელ უმძიმეს დანაშაულებზე, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წინამდებარე წესდებით დაფუძნებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის ეროვნული სისხლის სამართლის იურისდიქციების შემავსებელი (კომპლემენტარული), გადაწყვეტეს რა, რომ უზრუნველყონ საერთაშორისო მართლმსაჯულების განგრძობითი პატივისცემა და აღსრულება, შეთანხმდნენ შემდეგზე: ნაწილი 1. სასამართლოს დაფუძნება მუხლი 1🔗. სასამართლო წინამდებარე წესდებით ფუძნდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო („სასამართლო“). ის არის მუდმივმოქმედი ინსტიტუცია და აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს თავისი იურისდიქცია წინამდებარე წესდებაში მოცემულ, საერთაშორისო შეშფოთების გამომწვევ უმძიმეს დანაშაულებზე პასუხისმგებელ პირებზე, და არის ეროვნული სისხლის სამართლის იურისდიქციების შემავსებელი (კომპლემენტარული). სასამართლოს იურისდიქცია და ფუნქციონირება მოწესრიგებულია წინამდებარე წესდების დებულებებით. მუხლი 2🔗. სასამართლოს ურთიერთობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან სასამართლო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ურთიერთობას ამყარებს შეთანხმებით, რომელსაც ამტკიცებს წინამდებარე წესდების მხარე სახელმწიფოთა ასამბლეა და ამის შემდეგ დებს სასამართლოს პრეზიდენტი სასამართლოს სახელით. მუხლი 3🔗. სასამართლოს განლაგების ადგილი სასამართლოს განლაგების ადგილია ჰააგა, ნიდერლანდები („მასპინძელი სახელმწიფო“). სასამართლო მასპინძელ სახელმწიფოსთან დებს შეთანხმებას ადგილსამყოფლის შესახებ, რომელსაც ამტკიცებს მხარე სახელმწიფოთა ასამბლეა და ამის შემდეგ დებს სასამართლოს პრეზიდენტი სასამართლოს სახელით. სასამართლოს შეუძლია, რომ, წინამდებარე წესდების შესაბამისად, შეიკრიბოს სხვა ადგილზე, როდესაც ამას მიზანშეწონილად ჩათვლის. მუხლი 4🔗. სასამართლოს სამართლებრივი სტატუსი და უფლებამოსილება სასამართლოს აქვს საერთაშორისო სამართლებრივი სუბიექტობა. მას ასევე აქვს ისეთი უფლებაუნარიანობა, რაც შეიძლება საჭირო იყოს მისი ფუნქციების განხორციელებისა და მიზნების მიღწევისთვის. სასამართლოს შეუძლია წინამდებარე წესდების შესაბამისად, განახორციელოს თავისი ფუნქციები და უფლებამოსილებები ნებისმიერი მხარე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო სპეციალური შეთანხმების საფუძველზე – ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ნაწილი 2. იურისდიქცია, დასაშვებობა და გამოსაყენებელი სამართალი მუხლი 5🔗. სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულები​1 სასამართლოს იურისდიქცია შემოიფარგლება მთელი საერთაშორისო საზოგადოების შემაშფოთებელი უმძიმესი დანაშაულებით. წინამდებარე წესდების შესაბამისად, სასამართლოს აქვს იურისდიქცია შემდეგ დანაშაულებზე: გენოციდის დანაშაული; დანაშაულები ადამიანურობის წინააღმდეგ; ომის დანაშაულები; აგრესიის დანაშაული. მუხლი 6🔗. გენოციდი წინამდებარე წესდების მიზნებისთვის „გენოციდი“ ნიშნავს ქვემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ჩადენილია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის, როგორც ასეთის, მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურების მიზნით: ჯგუფის წევრების მოკვლა; ჯგუფის წევრებისთვის სერიოზული სხეულებრივი ან მენტალური დაზიანების მიყენება; ჯგუფისთვის განზრახ ისეთი საარსებო პირობების შექმნა, რომლებიც გათვლილია მისი მთლიანი ან ნაწილობრივი ფიზიკური განადგურების გამოწვევაზე; ისეთი ზომების მიღება, რომლის მიზანია ჯგუფში შობადობის პრევენცია; ჯგუფიდან სხვა ჯგუფში ბავშვების იძულებით გადაყვანა. მუხლი 7🔗. დანაშაულები ადამიანურობის წინააღმდეგ წინამდებარე წესდების მიზნებისთვის „დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ“ ნიშნავს ქვემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ ქმედებას, როდესაც ის ჩადენილია ნებისმიერი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი ან სისტემატური თავდასხმის ფარგლებში, თავდასხმის ცოდნით: მკვლელობა; მასობრივი განადგურება; დამონება; დეპორტაცია ან მოსახლეობის იძულებითი გადაყვანა; დატყვევება ან ფიზიკური თავისუფლების სხვაგვარი უხეში აღკვეთა საერთაშორისო სამართლის ძირითადი წესების დარღვევით; წამება; გაუპატიურება, სქესობრივი მონობა, იძულებითი პროსტიტუცია, იძულებითი ორსულობა, იძულებითი სტერილიზაცია ან მსგავსი სიმძიმის სქესობრივი ძალადობის სხვა ფორმები; ნებისმიერი იდენტიფიცირებადი ჯგუფის ან ერთობის დევნა პოლიტიკური, რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური, კულტურული, რელიგიური, გენდერული, როგორც ეს განმარტებულია მე-3 პუნქტში, ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით საყოველთაოდ დაუშვებლად აღიარებული სხვა საფუძვლით, წინამდებარე პუნქტში მითითებულ ნებისმიერ ქმედებასთან ან სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ ნებისმიერ დანაშაულთან კავშირში; პირთა იძულებითი გაუჩინარება; აპარტეიდის დანაშაული; მსგავსი ხასიათის სხვა არაადამიანური ქმედებები, რომლებიც განზრახ იწვევენ მძიმე ტანჯვას, სხეულის, მენტალური ან ფიზიკური ჯანმრთელობის სერიოზულ დაზიანებას. პირველი პუნქტის მიზნებისთვის: „ნებისმიერი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმა“ ნიშნავს ქმედების მიმდინარეობას, რომელიც მოიცავს პირველ პუნქტში მითითებულ ქმედებათა მრავალგზის ჩადენას ნებისმიერი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, ასეთი თავდასხმის განხორციელების მიზნით შემუშავებული სახელმწიფო ან ორგანიზაციული პოლიტიკის შესაბამისად ან მისი ხელშეწყობის მიზნით; „მასობრივი განადგურება“ მოიცავს ისეთი საარსებო პირობების განზრახ შექმნას, inter alia, საკვებსა და მედიკამენტებზე წვდომის აღკვეთას, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ გამოიწვიოს მოსახლეობის ნაწილის განადგურება; „დამონება“ ნიშნავს პირის მიმართ საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ან ყველა უფლებამოსილების განხორციელებას და მოიცავს ასეთი უფლებამოსილების განხორციელებას ადამიანებით, განსაკუთრებით კი ქალებით და ბავშვებით ვაჭრობის პროცესში; „დეპორტაცია ან მოსახლეობის იძულებითი გადაყვანა“ ნიშნავს გაძევებით ან სხვა იძულებითი ქმედებებით, საერთაშორისო სამართლით ნებადართული საფუძვლების გარეშე, შესაბამის პირთა იძულებით გადაადგილებას იმ არეალიდან, სადაც ისინი კანონიერად იმყოფებიან; „წამება“ ნიშნავს მძიმე ტკივილის ან ტანჯვის, იქნება ეს ფიზიკური თუ მენტალური, განზრახ მიყენებას იმ პირისთვის, რომელიც იმყოფება ბრალდებულის განკარგულების ან კონტროლის ქვეშ; წამება არ მოიცავს ტკივილს ან ტანჯვას, რომელიც გამოწვეულია მხოლოდ კანონიერი სასჯელებით, განუყოფელია მათგან ან მათი თანმდევია; „იძულებითი ორსულობა“ ნიშნავს იძულებით დაორსულებული ქალის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, რომელსაც თან სდევს ნებისმიერი მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაზე გავლენის მოხდენის ან საერთაშორისო სამართლის სხვა მძიმე დარღვევების ჩადენის განზრახვა. ეს განსაზღვრება არავითარ შემთხვევაში არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ გავლენა მოახდინოს ორსულობასთან დაკავშირებულ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაზე; „დევნა“ ნიშნავს ძირითადი უფლებების განზრახ და მძიმე ხელყოფას საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ, ჯგუფის ან ერთობის იდენტობის საფუძველზე; „აპარტეიდის დანაშაული“ ნიშნავს პირველ პუნქტში მოცემული მოქმედებების მსგავსი ხასიათის არაადამიანურ ქმედებებს, რომლებიც ჩადენილია სისტემატური ჩაგვრის ინსტიტუციონალიზებული რეჟიმისა და ერთი რასობრივი ჯგუფის მიერ ნებისმიერ სხვა რასობრივ ჯგუფზე ან ჯგუფებზე დომინაციის კონტექსტში და ჩადენილია ასეთი რეჟიმის შენარჩუნების განზრახვით; „პირთა იძულებითი გაუჩინარება“ ნიშნავს პირთა დაპატიმრებას, დაკავებას ან მოტაცებას სახელმწიფოს ან პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ, ან მათი ნებართვით, მხარდაჭერით ან უმოქმედობით გამოხატული თანხმობით, რასაც თან ახლავს უარი თავისუფლების ამგვარი აღკვეთის აღიარებაზე ან ასეთი პირების ბედის ან ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებაზე იმ განზრახვით, რომ ასეთი პირები ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარჩნენ სამართლით მინიჭებული დაცვის მიღმა. წინამდებარე წესდების მიზნებისთვის ტერმინი „გენდერი“ გაიგება იმგვარად, რომ გულისხმობს ორ სქესს – მამრობითს და მდედრობითს – საზოგადოების კონტექსტში. ტერმინი „გენდერი“ არ ატარებს ზემოაღნიშნულისგან განსხვავებულ რაიმე მნიშვნელობას. მუხლი 8🔗. ომის დანაშაულები​2 3 4 სასამართლოს აქვს იურისდიქცია ომის დანაშაულებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ჩადენილია გეგმის ან პოლიტიკის ფარგლებში, ან ასეთი დანაშაულების ფართომასშტაბიანი ჩადენის ფარგლებში. წინამდებარე წესდების მიზნებისთვის „ომის დანაშაულები“ ნიშნავს: 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციების მძიმე დარღვევებს, კერძოდ, ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებას იმ პირების ან ქონების წინააღმდეგ, რომლებიც დაცულნი არიან შესაბამისი ჟენევის კონვენციის დებულებებით: განზრახ მოკვლა; წამება ან არაადამიანური მოპყრობა, მათ შორის, ბიოლოგიური ექსპერიმენტები; მძიმე ტანჯვის, სხეულის ან ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების განზრახ გამოწვევა; ქონების ფართომასშტაბიანი განადგურება და მითვისება, რომელიც არ არის გამართლებული სამხედრო აუცილებლობით და განხორციელებულია უკანონოდ და უმიზეზოდ; სამხედრო ტყვის ან სხვა დაცული პირის იძულება, იმსახუროს მოწინააღმდეგე ძალის შეიარაღებულ ძალებში; სამხედრო ტყვისთვის ან სხვა დაცული პირისთვის სამართლიანი და რეგულარული სასამართლო პროცესის უფლებების განზრახ ჩამორთმევა; უკანონო დეპორტაცია ან გადაყვანა ან თავისუფლების უკანონო აღკვეთა; მძევლების აყვანა. საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში მოქმედი წესებისა და ჩვეულებების სხვა სერიოზული დარღვევები, საერთაშორისო სამართლის დადგენილი ჩარჩოს ფარგლებში, კერძოდ, ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი მოქმედება: თავდასხმების განზრახ მიმართვა სამოქალაქო მოსახლეობის, როგორც ასეთის, წინააღმდეგ ან ცალკეულ სამოქალაქო პირებზე, რომლებიც პირდაპირ არ მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში; თავდასხმების განზრახ მიმართვა სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ, ესე იგი იმ ობიექტებზე, რომლებიც არ არის სამხედრო ობიექტები; თავდასხმების განზრახ მიმართვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის შესაბამისად მოქმედი ჰუმანიტარული დახმარების ან სამშვიდობო მისიაში ჩართული პერსონალის, ინსტალაციების, მასალების, დანაყოფების ან ტრანსპორტის წინააღმდეგ მანამ, სანამ მათ უნარჩუნდებათ სამოქალაქო პირებისთვის ან სამოქალაქო ობიექტებისთვის შეიარაღებული კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის მიხედვით მინიჭებული დაცვა; თავდასხმის განზრახ განხორციელება იმის ცოდნით, რომ ასეთი თავდასხმა გამოიწვევს სამოქალაქო პირთა სიცოცხლის თანმდევ მოსპობას ან დაზიანებას, ან სამოქალაქო ობიექტების დაზიანებას, ან ბუნებრივი გარემოს ფართომასშტაბიან, ხანგრძლივ და მძიმე დაზიანებას, რომელიც აშკარად გადამეტებული იქნებოდა კონკრეტული და მოსალოდნელი პირდაპირი ზოგადი სამხედრო უპირატესობის მიმართ; ნებისმიერი საშუალებით იმ ქალაქებზე, სოფლებზე, საცხოვრებლებზე ან შენობებზე თავდასხმა ან მათი დაბომბვა, რომლებიც დაუცველია და არ არის სამხედრო სამიზნე; იმ კომბატანტის მოკვლა ან დაჭრა, რომელმაც დაყარა რა იარაღი ან აღარ აქვს თავდაცვის საშუალებები, თავისი სურვილით დანებდა; ცეცხლის შეწყვეტის ალმის, მოწინააღმდეგე მხარის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროშის ან სამხედრო ნიშნების ან უნიფორმის, ასევე, ჟენევის კონვენციებით გათვალისწინებული განმასხვავებელი ემბლემების არასათანადო გამოყენება, რომელმაც გამოიწვია სიკვდილი ან სერიოზული პერსონალური დაზიანება; ოკუპანტი ძალის მიერ საკუთარი სამოქალაქო მოსახლეობის ნაწილების პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაყვანა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ან ოკუპირებული ტერიტორიის მთელი მოსახლეობის ან მისი ნაწილების დეპორტაცია ან გადაყვანა ამ ტერიტორიის ფარგლებში ან მის გარეთ; თავდასხმების განზრახ მიმართვა რელიგიური, საგანმანათლებლო, ხელოვნების, სამეცნიერო ან საქველმოქმედო მიზნებისთვის განკუთვნილი შენობების, ისტორიული ძეგლების, საავადმყოფოების ან ავადმყოფთა და დაჭრილთა თავშეყრის ადგილების წინააღმდეგ, იმ პირობით, რომ ისინი არ არიან სამხედრო სამიზნეები; მოწინააღმდეგე მხარის ხელში მყოფი პირების დაქვემდებარება ფიზიკური დასახიჩრებისადმი ან ნებისმიერი სახის სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტისადმი, რომელიც არ არის გამართლებული აღნიშნული პირის სამედიცინო, სტომატოლოგიური ან სტაციონარული მკურნალობით და არ არის განხორციელებული მისი ინტერესების შესაბამისად, და რომელიც იწვევს ამ პირის ან პირთა სიკვდილს ან სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას; მოწინააღმდეგე ერის ან შეიარაღებული ძალების კუთვნილი ფიზიკური პირების მზაკვრულად მოკვლა ან დაჭრა; გამოცხადება იმისა, რომ არავინ იქნება შეწყალებული; მტრის ქონების განადგურება ან ჩამორთმევა, თუ ასეთი განადგურება ან ჩამორთმევა იმპერატიულად არ არის განპირობებული ომის საჭიროებებით; სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის მოქალაქეთა უფლებებისა და სასამართლოსთვის მიმართვის უფლების გაუქმებულად, შეჩერებულად ან დაუშვებლად გამოცხადება; მოწინააღმდეგე მხარის მოქალაქეთა იძულება, მონაწილეობა მიიღონ მათი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ საომარ ოპერაციებში, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ომის დაწყებამდე ისინი იმყოფებოდნენ მეომარი მხარის სამსახურში; ქალაქის ან ადგილის ძარცვა, თუნდაც იერიშით აღებისას; საწამლავის ან მოწამლული იარაღების გამოყენება; მხუთავი, მომწამვლელი ან სხვა აირების და ყველა მსგავსი სითხის, მასალის ან მოწყობილობის გამოყენება; ისეთი ტყვიების გამოყენება, რომლებიც ადვილად სკდება ან ბრტყელდება ადამიანის სხეულში, როგორიცაა ტყვიები მყარი გარსით, რომელიც მთლიანად არ ფარავს ბირთვს, ან რომელიც დასერილია; ისეთი ხასიათის იარაღების, ჭურვების, მასალებისა და ომის წარმოების მეთოდების გამოყენება, რომლებიც იწვევენ გადაჭარბებულ ზიანს ან გაუმართლებელ ტანჯვას, ან თანდაყოლილი სახით განურჩეველი მოქმედებისაა შეიარაღებული კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის დარღვევით, იმ პირობით, რომ ასეთი იარაღები, ჭურვები, მასალები და ომის წარმოების მეთოდები ექვემდებარება ყოვლისმომცველ აკრძალვას და მოცემულია წინამდებარე წესდების დანართში, რომელიც ცვლილების სახით მიღებულია 121-ე და 123-ე მუხლების შესაბამისი დებულებების მიხედვით. პირადი ღირსების შელახვა, განსაკუთრებით, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა; გაუპატიურების, სქესობრივი მონობის, იძულებითი პროსტიტუციის, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის (f) ქვეპუნქტში განსაზღვრული იძულებითი ორსულობის, იძულებითი სტერილიზაციის ან სქესობრივი ძალადობის ნებისმიერი სხვა ფორმით ჩადენა, რაც ასევე წარმოადგენს ჟენევის კონვენციების მძიმე დარღვევას; სამოქალაქო ან სხვა დაცული პირის ყოფნის გამოყენება ცალკეული პუნქტების, არეალების ან სამხედრო ძალების სამხედრო მოქმედებებისგან დაცვის მიზნით; თავდასხმების განზრახ მიმართა იმ შენობების, მასალების, სამედიცინო დანაყოფების ან ტრანსპორტის და პერსონალის წინააღმდეგ, რომლებიც, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, იყენებენ ჟენევის კონვენციებით გათვალისწინებულ განმასხვავებელ ემბლემებს; ომის წარმოების მეთოდის სახით, სამოქალაქო პირების განზრახ დამშევის გამოყენება, მათი გადარჩენისთვის აუცილებელი საშუალებების ჩამორთმევით, მათ შორის, ჟენევის კონვენციებით გათვალისწინებული დახმარების მარაგების განზრახ შეფერხებით; თხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვების გაწვევა ან ჩარიცხვა ეროვნულ შეიარაღებულ ძალებში ან მათი გამოყენება საბრძოლო მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად. იმ იარაღების გამოყენება, რომლებიც იყენებენ მიკრობულ ან სხვა ბიოლოგიურ აგენტებს ან ტოქსინებს, მათი წარმოშობის ან წარმოების მეთოდის მიუხედავად; [საქართველოსთვის არ არის ძალაში] იმ იარაღების გამოყენება, რომელთა პირველადი ეფექტი არის დაზიანება იმ ფრაგმენტებით, რომელთა ადამიანის სხეულში აღმოჩენა შეუძლებელია რენტგენის სხივებით. [საქართველოსთვის არ არის ძალაში] ლაზერული იარაღების გამოყენება, რომლებიც სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ გამოიწვიონ დაუცველი მხედველობის, ანუ შეუიარაღებელი თვალის ან მხედველობის მაკორექტირებელი მოწყობილობით აღჭურვილი თვალის მუდმივი სიბრმავე, რაც წარმოადგენს მათ ერთადერთ ან ერთ-ერთ საბრძოლო ფუნქციას. [საქართველოსთვის არ არის ძალაში] საერთაშორისო ხასიათის არმქონე შეირაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის ოთხი კონვენციის საერთო მე-3 მუხლის სერიოზული დარღვევები, კერძოდ, ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედება, ჩადენილი იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას არ იღებენ საბრძოლო მოქმედებებში, მათ შორის, შეიარაღებული ძალების იმ წევრების წინააღმდეგ, რომლებმაც დაყარეს იარაღი ან იქცნენ hors de combat პირებად ავადმყოფობის, ჭრილობების, დაკავების ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო: სიცოცხლისა და პირის მიმართ ძალადობა, განსაკუთრებით, ყველა სახის მკვლელობა, დასახიჩრება, სასტიკი მოპყრობა და წამება; პირადი ღირსების შეურაცხყოფა, განსაკუთრებით, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა; მძევლების აყვანა; სასჯელის შეფარდება და სიკვდილით დასჯის აღსრულება წინმსწრები გადაწყვეტილების გარეშე, რომელიც გამოტანილია რეგულარულად დაფუძნებული სასამართლოს მიერ და რომელიც უზრუნველყოფს ყველა სასამართლო გარანტიას, რომლებიც ზოგადად აღიარებულია, როგორც განუყოფელი. მე-2 პუნქტის (c) ქვეპუნქტი ვრცელდება საერთაშორისო ხასიათის არმქონე შეიარაღებულ კონფლიქტებზე და, შესაბამისად, არ ვრცელდება შიდა არეულობებისა და დაძაბულობის სიტუაციებზე, როგორიცაა ამბოხება, ძალადობის იზოლირებული და სპორადული აქტები ან მსგავსი ხასიათის სხვა აქტები. საერთაშორისო ხასიათის არმქონე შეიარაღებულ კონფლიქტებში მოქმედი წესებისა და ჩვეულებების სხვა სერიოზული დარღვევები, საერთაშორისო სამართლით დადგენილ ფარგლებში, კერძოდ, რომელიმე შემდეგი ქმედება: თავდასხმების განზრახ მიმართვა სამოქალაქო მოსახლეობის, როგორც ასეთის, ან ინდივიდუალური სამოქალაქო პირების წინააღმდეგ, რომლებიც პირდაპირ არ მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში; თავდასხმების განზრახ მიმართვა შენობების, მასალების, სამედიცინო დანაყოფებისა და ტრანსპორტის და პერსონალის წინააღმდეგ, რომლებიც, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, იყენებენ ჟენევის კონვენციებით გათვალისწინებულ განმასხვავებელ ემბლემებს; თავდასხმების განზრახ მიმართვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის შესაბამისად მოქმედი ჰუმანიტარული დახმარების ან სამშვიდობო მისიაში ჩართული პერსონალის, ნაგებობების, მასალების, დანაყოფების ან სატრანსპორტო საშუალებების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ მანამ, სანამ მათ აქვთ შეიარაღებული კონფლიქტის საერთაშორისო სამართლით სამოქალაქო პირებისთვის ან სამოქალაქო ობიექტებისთვის მინიჭებული დაცვით სარგებლობის უფლება; თავდასხმების განზრახ მიმართვა რელიგიისთვის, განათლებისთვის, ხელოვნებისთვის, მეცნიერებისთვის ან საქველმოქმედო მიზნებისთვის განკუთვნილი შენობების, ისტორიული ძეგლების, საავადმყოფოებისა და ავადმყოფებისა და დაჭრილების თავმოყრის ადგილების წინააღმდეგ, იმ პირობით, რომ ისინი არ არიან სამხედრო სამიზნეები; ქალაქის ან ადგილის ძარცვა, თუნდაც იერიშით აღებისას; გაუპატიურების, სქესობრივი მონობის, იძულებითი პროსტიტუციის, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის (f) ქვეპუნქტში განსაზღვრული იძულებითი ორსულობის, იძულებითი სტერილიზაციის და სქესობრივი ძალადობის ნებისმიერი სხვა ფორმით ჩადენა, რაც ასევე წარმოადგენს ჟენევის ოთხი კონვენციის საერთო მე-3 მუხლის სერიოზულ დარღვევას; თხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვების გაწვევა ან ჩარიცხვა შეიარაღებულ ძალებში ან ჯგუფებში და მათი გამოყენება საბრძოლო მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად. კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო სამოქალაქო მოსახლეობის გადაადგილების თაობაზე ბრძანების გაცემა, თუ ამას არ მოითხოვს შესაბამისი სამოქალაქო პირების უსაფრთხოება ან იმპერატიული სამხედრო მიზეზები; მოწინააღმდეგე მებრძოლის მზაკვრულად მოკვლა ან დაჭრა; გამოცხადება იმისა, რომ არავინ იქნება შეწყალებული; კონფლიქტის მეორე მხარის ხელში მყოფი პირების დაქვემდებარება ფიზიკური დასახიჩრებისადმი ან ნებისმიერი სახის სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტისადმი, რომელიც არ არის გამართლებული აღნიშნული პირის სამედიცინო, სტომატოლოგიური ან სტაციონარული მკურნალობით და არ არის განხორციელებული მისი ინტერესების შესაბამისად, და რომელიც იწვევს ამ პირის ან პირთა სიკვდილს ან სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას; მოწინააღმდეგის ქონების განადგურება ან ჩამორთმევა, თუ ასეთი განადგურება ან ჩამორთმევა იმპერატიულად არ არის განპირობებული კონფლიქტის საჭიროებებით; საწამლავის ან მოწამლული იარაღების გამოყენება; [ საქართველოსთვის ძალაშია 2016 წლის 3 ნოემბრიდან] მხუთავი, მომწამვლელი ან სხვა აირების და ყველა მსგავსი სითხის, მასალის ან მოწყობილობის გამოყენება; [ საქართველოსთვის ძალაშია 2016 წლის 3 ნოემბრიდან] ისეთი ტყვიების გამოყენება, რომლებიც ადვილად სკდება ან ბრტყელდება ადამიანის სხეულში, როგორიცაა ტყვიები მყარი გარსით, რომელიც მთლიანად არ ფარავს ბირთვს, ან რომელიც დასერილია; [ საქართველოსთვის ძალაშია 2016 წლის 3 ნოემბრიდან] იმ იარაღების გამოყენება, რომლებიც იყენებენ მიკრობულ ან სხვა ბიოლოგიურ აგენტებს ან ტოქსინებს, მათი წარმოშობის ან წარმოების მეთოდის მიუხედავად; [საქართველოსთვის არ არის ძალაში] იმ იარაღების გამოყენება, რომელთა პირველადი ეფექტი არის დაზიანება იმ ფრაგმენტებით, რომელთა ადამიანის სხეულში აღმოჩენა შეუძლებელია რენტგენის სხივებით; [საქართველოსთვის არ არის ძალაში] ლაზერული იარაღების გამოყენება, რომლებიც სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ გამოიწვიონ დაუცველი მხედველობის, ანუ შეუიარაღებელი თვალის ან მხედველობის მაკორექტირებელი მოწყობილობით აღჭურვილი თვალის მუდმივი სიბრმავე, რაც წარმოადგენს მათ ერთადერთ ან ერთ-ერთ საბრძოლო ფუნქციას. [საქართველოსთვის არ არის ძალაში] ომის წარმოების მეთოდის სახით, სამოქალაქო პირების განზრახ დამშევის გამოყენება, მათი გადარჩენისთვის აუცილებელი საშუალებების ჩამორთმევით, მათ შორის, დახმარების მარაგების განზრახ შეფერხებით; [საქართველოსთვის არ არის ძალაში] მე-2 პუნქტის (e) ქვეპუნქტი ვრცელდება საერთაშორისო ხასიათის არმქონე შეიარაღებულ კონფლიქტებზე და, შესაბამისად, არ ვრცელდება შიდა არეულობებისა და დაძაბულობის სიტუაციებზე, როგორიცაა ამბოხება, ძალადობის იზოლირებული და სპორადული აქტები ან მსგავსი ხასიათის სხვა აქტები. ის ვრცელდება შეიარაღებულ კონფლიქტებზე, რომლებიც მიმდინარეობს სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როდესაც არსებობს გახანგრძლივებული შეიარაღებული კონფლიქტი სამთავრობო უწყებებსა და ორგანიზებულ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის ან ასეთ ჯგუფებს შორის. მე-2 პუნქტის (c) და (e) ქვეპუნქტების რომელიმე დებულება გავლენას არ ახდენს მთავრობის პასუხისმგებლობაზე, შეინარჩუნოს ან აღადგინოს მართლწესრიგი სახელმწიფოში ან დაიცვას სახელმწიფოს ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა ყველა ლეგიტიმური საშუალებით. მუხლი 8🔗bis. აგრესიის დანაშაული​5 [საქართველოსთვის ძალაშია 2015 წლის 5 დეკემბრიდან] წინამდებარე წესდების მიზნებისთვის „აგრესიის დანაშაული“ ნიშნავს ისეთ პოზიციაში მყოფი პირის მიერ, რომელიც ეფექტიანად ახორციელებს კონტროლს სახელმწიფოს პოლიტიკურ ან სამხედრო მოქმედებაზე ან წარმართავს მათ, აგრესიის აქტის დაგეგმვას, მომზადებას, დაწყებას ან აღსრულებას, რომელიც თავისი ხასიათით, სიმძიმითა და მასშტაბით წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის აშკარა დარღვევას. პირველი პუნქტის მიზნებისათვის, „აგრესიის აქტი“ ნიშნავს სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ძალის გამოყენებას სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიასთან შეუსაბამო სხვა ნებისმიერი ფორმით. ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედება, ომის გამოცხადების მიუხედავად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1974 წლის 14 დეკემბრის 3314 (XXIX) რეზოლუციის შესაბამისად, შეფასდება აგრესიის აქტად: სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეჭრა ან თავდასხმა, ან ნებისმიერი სამხედრო ოკუპაცია, მიუხედავად მისი დროებითი ხასიათისა, რომელიც ასეთი შეჭრის ან თავდასხმის შედეგია, ან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ან მისი ნაწილის ანექსია ძალის გამოყენებით; სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვა ან სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის წინააღმდეგ ნებისმიერი იარაღის გამოყენება; სახელმწიფოს პორტების ან სანაპიროების ბლოკადა სხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ; სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების თავდასხმა სხვა სახელმწიფოს სახმელეთო, საზღვაო ან საჰაერო ძალებზე, ან საზღვაო და საჰაერო ფლოტებზე; მიმღები სახელმწიფოს თანხმობით თავის ტერიტორიაზე მყოფი მეორე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების გამოყენება შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, ან შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ ამ ტერიტორიაზე მათი ყოფნის ვადის ნებისმიერი გაგრძელება; სახელმწიფოს ქმედება, რომლითაც იძლევა ნებას, მეორე სახელმწიფოს განკარგულებაში გადაცემული თავისი ტერიტორია ამ მეორე სახელმწიფოს მიერ გამოყენებულ იქნეს მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის აქტის ჩასადენად; სახელმწიფოს მიერ ან მისი სახელით შეიარაღებული ბანდების, ჯგუფების, არარეგულარული ძალების ან დაქირავებულების გაგზავნა, რომლებიც სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ახორციელებენ შეიარაღებული ძალის იმგვარი სიმძიმის აქტებს, რომლებიც უტოლდება ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებებს, ან მისი არსებითი ჩართულობა ასეთ ქმედებებში. მუხლი 9🔗. „დანაშაულების ელემენტები“​6 „დანაშაულების ელემენტები“ ეხმარება სასამართლოს მე-6, მე-7, მე-8 და მე-8bis მუხლების განმარტებასა და გამოყენებაში. ისინი მტკიცდება მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით. „დანაშაულების ელემენტებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადების წარდგენა შეუძლია: ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს; აბსოლუტური უმრავლესობით მოქმედ მოსამართლეებს; პროკურორს. ასეთი ცვლილებები მტკიცდება მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით. „დანაშაულების ელემენტები“ და მათში შეტანილი ცვლილებები უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე წესდებას. მუხლი 10🔗 წინამდებარე წესდების მიზნებისგან განსხვავებული მიზნებისთვის, წინამდებარე ნაწილში არაფერი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ რაიმე ფორმით შეზღუდოს ან ხელყოს საერთაშორისო სამართლის არსებული ან ჩამოყალიბების პროცესში მყოფი წესები. მუხლი 11🔗. იურისდიქცია ratione temporis სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება მხოლოდ წინამდებარე წესდების ძალაში შესვლის შემდეგ ჩადენილ დანაშაულებზე. თუ სახელმწიფო წინამდებარე წესდების მხარე გახდება მისი ძალაში შესვლის შემდეგ, სასამართლოს შეუძლია, რომ თავისი იურისდიქცია განახორციელოს მხოლოდ იმ დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია წინამდებარე წესდების ამ სახელმწიფოსთვის ძალაში შესვლის შემდეგ, თუ ამ სახელმწიფოს არ გაუკეთებია მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დეკლარაცია. მუხლი 12🔗. იურისდიქციის განხორციელების წინაპირობები სახელმწიფო, რომელიც ხდება წინამდებარე წესდების მხარე, ამით აღიარებს სასამართლოს იურისდიქციას მე-5 მუხლში მითითებულ დანაშაულებზე. მე-13 მუხლის (a) ან (c) პუნქტის შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია განახორციელოს თავისი იურისდიქცია, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფოებიდან ერთი ან მეტი არის წინამდებარე წესდების მხარე ან აღიარეს სასამართლოს იურისდიქცია მე-3 პუნქტის შესაბამისად: სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა შესაბამისი ქმედება, ან, თუ დანაშაული ჩადენილ იქნა გემზე ან საჰაერო ხომალდზე, ამ გემის ან საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის სახელმწიფო; სახელმწიფო, რომლის მოქალაქეც არის დანაშაულში ბრალდებული პირი. თუ მე-2 პუნქტის მიხედვით საჭიროა იურისდიქციის აღიარება წინამდებარე წესდების არამხარე სახელმწიფოს მიერ, ამ სახელმწიფოს შეუძლია რეგისტრატორთან წარდგენილი დეკლარაციით, აღიაროს სასამართლოს მიერ იურისდიქციის განხორციელება შესაბამის დანაშაულზე. ამღიარებელი სახელმწიფო ვალდებულია, რომ სასამართლოსთან ითანამშრომლოს ყოველგვარი შეფერხების ან გამონაკლისის გარეშე, მე-9 ნაწილის შესაბამისად. მუხლი 13🔗. იურისდიქციის განხორციელება სასამართლოს შეუძლია თავისი იურისდიქციის განხორციელება მე-5 მუხლში მითითებულ დანაშაულებზე, წინამდებარე წესდების დებულებების შესაბამისად, თუ: სიტუაცია, რომლის ფარგლებშიც, სავარაუდოდ, ჩადენილია ერთი ან მეტი ასეთი დანაშაული, მხარე სახელმწიფოს მიერ გადაეცემა (რეფერალი) პროკურორს მე-14 მუხლის შესაბამისად; სიტუაცია, რომლის ფარგლებშიც, სავარაუდოდ, ჩადენილია ერთი ან მეტი ასეთი დანაშაული, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის VII თავის საფუძველზე მოქმედი უშიშროების საბჭოს მიერ გადაეცემა (რეფერალი) პროკურორს; ან პროკურორმა დაიწყო ასეთი დანაშაულის გამოძიება მე-15 მუხლის შესაბამისად. მუხლი 14🔗. სიტუაციის გადაცემა (რეფერალი) მხარე სახელმწიფოს მიერ მხარე სახელმწიფოს შეუძლია პროკურორს გადასცეს (რეფერალი) სიტუაცია, რომლის ფარგლებშიც, სავარაუდოდ, ჩადენილია ერთი ან მეტი ასეთი დანაშაული, და პროკურორისგან მოითხოვოს სიტუაციის გამოძიება იმის დასადგენად, უნდა წაეყენოს თუ არა ბრალი ერთ ან რამდენიმე კონკრეტულ პირს ასეთი დანაშაულების ჩადენაში. რამდენადაც შესაძლებელია რეფერალში უნდა მიეთითოს შესაბამისი გარემოებები და თან უნდა დაერთოს ისეთი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც ხელმისაწვდომია სიტუაციის გადამცემი სახელმწიფოსთვის. მუხლი 15🔗. პროკურორი პროკურორს შეუძლია სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე, proprio motu დაიწყოს გამოძიებები. პროკურორი აანალიზებს მიღებული ინფორმაციის სერიოზულობას. ამ მიზნით, მას შეუძლია დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა სახელმწიფოებიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანოებიდან, მთავრობათაშორისი ან არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ან სხვა სანდო წყაროებიდან, რომლებსაც ის მიზანშეწონილად მიიჩნევს, და შეუძლია მიიღოს წერილობითი ან ზეპირი ჩვენებები სასამართლოს განლაგების ადგილზე. თუ პროკურორი დაასკვნის, რომ არსებობს გამოძიების დაწყების გონივრული საფუძველი, მან წინასასამართლო პალატას უნდა მიმართოს გამოძიების დაწყების ნებართვის მოთხოვნით, რომელსაც თან ერთვის ნებისმიერი შეგროვებული დამადასტურებელი მასალა. დაზარალებულებს შეუძლიათ პოზიციების წარდგენა წინასასამართლო პალატაში, „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად. თუ წინასასამართლო პალატა, მოთხოვნისა და დამადასტურებელი მასალების განხილვის შემდეგ, მიიჩნევს, რომ არსებობს გამოძიების დაწყების გონივრული საფუძველი, და რომ საქმე, სავარაუდოდ, სასამართლოს იურისდიქციაში ექცევა, ის გასცემს გამოძიების დაწყების ნებართვას, რომელიც გავლენას არ ახდენს სასამართლოს შემდგომ გადაწყვეტილებებზე საქმის იურისდიქციისა და საქმის დასაშვებობის თაობაზე. წინასასამართლო პალატის მიერ გამოძიების დაწყების ნებართვის გაცემაზე უარი ხელს არ უშლის პროკურორის მიერ იმავე სიტუაციასთან დაკავშირებით შემდგომი მოთხოვნის წარდგენას, რომელიც ეფუძნება ახალ ფაქტებს ან მტკიცებულებებს. თუ პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული წინასწარი მოკვლევის შემდეგ პროკურორი დაასკვნის, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ ქმნის გონივრულ საფუძველს გამოძიებისთვის, ის ამის შესახებ აცნობებს ინფორმაციის მიმწოდებლებს. ეს ხელს არ უშლის პროკურორს, ახალი ფაქტების ან მტკიცებულებების გათვალისწინებით, განიხილოს იმავე სიტუაციასთან დაკავშირებით წარდგენილი დამატებითი ინფორმაცია. მუხლი 15🔗bis. იურისდიქციის განხორციელება აგრესიის დანაშაულზე (გადაცემა (რეფერალი) სახელმწიფოს მიერ, proprio motu)​7 [საქართველოსთვის ძალაშია 2015 წლის 5 დეკემბრიდან] სასამართლოს შეუძლია იურისდიქციის განხორციელება აგრესიის დანაშაულზე მე-13 მუხლის (a) და (c) პუნქტების შესაბამისად, წინამდებარე მუხლის დებულებების გათვალისწინებით. სასამართლოს შეუძლია იურისდიქციის განხორციელება მხოლოდ იმ აგრესიის დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია ოცდაათი მხარე სახელმწიფოს მიერ ამ ცვლილებების რატიფიცირებიდან ან მიღებიდან ერთი წლის შემდეგ. სასამართლომ აგრესიის დანაშაულზე იურისდიქცია უნდა განახორციელოს წინამდებარე მუხლის შესაბამისად, წესდების ცვლილების დასამტკიცებლად საჭირო რაოდენობის მხარე სახელმწიფოების მიერ 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ მისაღები გადაწყვეტილების გათვალისწინებით. სასამართლოს, მე-12 მუხლის შესაბამისად, შეუძლია განახორციელოს იურისდიქცია აგრესიის დანაშაულზე, რომელიც გამომდინარეობს მხარე სახელმწიფოს მიერ ჩადენილი აგრესიის აქტიდან, თუ ამ მხარე სახელმწიფომ, რეგისტრატორთან განცხადების წარდგენით, მანამდე არ განაცხადა, რომ არ აღიარებს ასეთ იურისდიქციას. ასეთი დეკლარაცია შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს და მისი გაუქმება მხარე სახელმწიფომ უნდა განიხილოს სამი წლის განმავლობაში. იმ სახელმწიფოსთან მიმართებით, რომელიც არ არის წინამდებარე წესდების მხარე, სასამართლომ არ უნდა განახორციელოს თავისი იურისდიქცია აგრესიის დანაშაულზე, როდესაც ის ჩადენილია ამ სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ ან თავის ტერიტორიაზე. როდესაც პროკურორი დაასკვნის, რომ აგრესიის დანაშაულის მიმართ არსებობს გამოძიების დაწყების გონივრული საფუძველი, იგი, პირველ რიგში, აფასებს, დაადგინა თუ არა უშიშროების საბჭომ შესაბამისი სახელმწიფოს მიერ აგრესიის აქტის ჩადენა. პროკურორი შეატყობინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს სასამართლოში არსებული სიტუაციის, მათ შორის, ნებისმიერი შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტის შესახებ. თუ უშიშროების საბჭომ ამგვარად დაადგინა, პროკურორს შეუძლია გამოძიების დაწყება აგრესიის დანაშაულის მიმართ. თუ ამგვარად არ დადგინდა შეტყობინების თარიღიდან ექვსი თვის განმავლობაში, პროკურორს შეუძლია აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება, იმ პირობით, რომ წინასასამართლო განყოფილებამ აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით გასცა გამოძიების დაწყების ნებართვა მე-15 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად და უშიშროების საბჭოს არ მიუღია სხვაგვარი გადაწყვეტილება მე-16 მუხლის შესაბამისად. სასამართლოს გარეთ არსებული ორგანოს მიერ აგრესიის აქტის დადგენა გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ წინამდებარე წესდების შესაბამისად გაკეთებულ საკუთარ მიგნებებზე. წინამდებარე მუხლი გავლენას არ ახდენს მე-5 მუხლში მითითებულ სხვა დანაშაულებზე იურისდიქციის განხორციელებასთან დაკავშირებულ დებულებებზე. მუხლი 15🔗ter. იურისდიქციის განხორციელება აგრესიის დანაშაულზე (გადაცემა (რეფერალი) უშიშროების საბჭოს მიერ)​8 [საქართველოსთვის ძალაშია 2015 წლის 5 დეკემბრიდან] სასამართლოს შეუძლია იურისდიქციის განხორციელება აგრესიის დანაშაულზე მე-13 მუხლის (b) პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე მუხლის დებულებების გათვალისწინებით. სასამართლოს შეუძლია იურისდიქციის განხორციელება მხოლოდ იმ აგრესიის დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია ოცდაათი მხარე სახელმწიფოს მიერ ცვლილებების რატიფიცირებიდან ან მიღებიდან ერთი წლის შემდეგ. სასამართლომ აგრესიის დანაშაულზე იურისდიქცია უნდა განახორციელოს წინამდებარე მუხლის შესაბამისად, წესდების ცვლილების დასამტკიცებლად საჭირო რაოდენობის მხარე სახელმწიფოების მიერ 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ მისაღები გადაწყვეტილების გათვალისწინებით. სასამართლოს გარეთ არსებული ორგანოს მიერ აგრესიის აქტის დადგენა გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ წინამდებარე წესდების შესაბამისად გაკეთებულ საკუთარ მიგნებებზე. წინამდებარე მუხლი გავლენას არ ახდენს მე-5 მუხლში მითითებულ სხვა დანაშაულებზე იურისდიქციის განხორციელებასთან დაკავშირებულ დებულებებზე. მუხლი 16🔗. გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის გადავადება (დეფერალი) არ შეიძლება, რომ წინამდებარე წესდების შესაბამისად დაიწყოს ან გაგრძელდეს რაიმე გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა 12 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ამის თაობაზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის VII თავის შესაბამისად მიღებული რეზოლუციით, სასამართლოს მოთხოვნას წაუყენებს უშიშროების საბჭო. ეს მოთხოვნა საბჭოს მიერ შეიძლება განახლდეს იმავე პირობებით. მუხლი 17🔗. დასაშვებობის საკითხები პრეამბულის მე-10 პუნქტისა და პირველი მუხლის გათვალისწინებით, სასამართლო დაადგენს, რომ საქმე დაუშვებელია, თუ: საქმეს იძიებს ან სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს სახელმწიფო, რომელსაც აქვს მასზე იურისდიქცია, თუ სახელმწიფოს არ სურს ან არ შეუძლია რეალურად განახორციელოს გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა; საქმე გამოიძია სახელმწიფომ, რომელსაც აქვს მასზე იურისდიქცია და ამ სახელმწიფომ გადაწყვიტა, არ დაეწყო სისხლისსამართლებრივი დევნა შესაბამისი პირის მიმართ, თუ ეს გადაწყვეტილება გამოწვეული არ იყო სახელმწიფოს მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის რეალურად განხორციელების სურვილის არქონით ან შეუძლებლობით; შესაბამისი პირი უკვე გასამართლებულია იმ ქმედებისთვის, რომელიც არის საჩივრის საგანი, და სასამართლოს მიერ მისი გასამართლება არ არის ნებადართული მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით; საქმე არ არის საკმარისი სიმძიმის, რათა გაამართლოს სასამართლოს შემდგომი რეაგირება. კონკრეტულ საქმეში სურვილის არქონის დასადგენად, სასამართლო, სათანადო სასამართლო პროცესის საერთაშორისო სამართლით აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით, განიხილავს, შესაბამის შემთხვევაში, არსებობს თუ არა შემდეგი პირობებიდან ერთი ან მეტი: სამართალწარმოება მიმდინარეობდა ან მიმდინარეობს, ან ეროვნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შესაბამისი პირის სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი მე-5 მუხლში მითითებული დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან დაცვის მიზნით; სამართალწარმოებაში ადგილი ჰქონდა გაუმართლებელ გაჭიანურებას, რაც, კონკრეტულ გარემოებებში, შეუსაბამოა შესაბამისი პირის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის განზრახვასთან; სამართალწარმოება არ მიმდინარეობდა ან არ მიმდინარეობს დამოუკიდებლად ან მიუკერძოებლად და ის მიმდინარეობდა ან მიმდინარეობს იმგვარად, რომ, კონკრეტულ გარემოებებში. შეუსაბამოა შესაბამისი პირის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის განზრახვასთან. კონკრეტულ საქმეში შეუძლებლობის დასადგენად, სასამართლო განიხილავს, ეროვნული სასამართლო სისტემის სრული ან არსებითი კოლაფსის ან მისი მიუწვდომლობის გამო, შეუძლია თუ არა სახელმწიფოს ბრალდებულის დაკავება ან საჭირო მტკიცებულებებისა და ჩვენებების მოპოვება, ან სხვაგვარად ხომ არ არის მოკლებული საკუთარი სამართალწარმოების განხორციელების შესაძლებლობას. მუხლი 18🔗. წინმსწრები განჩინებები დასაშვებობასთან დაკავშირებით როდესაც სიტუაცია სასამართლოს გადაეცა მე-13 მუხლის (a) ქვეპუნქტის შესაბამისად და პროკურორმა დაადგინა, რომ არსებობდა გამოძიების დაწყების გონივრული საფუძველი, ან როდესაც პროკურორი იწყებს გამოძიებას მე-13 მუხლის (c) ქვეპუნქტისა და მე-15 მუხლების შესაბამისად, პროკურორი ამის შესახებ აცნობებს ყველა მხარე სახელმწიფოს და იმ სახელმწიფოებს, რომლებიც, არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ჩვეულებრივ განახორციელებდნენ იურისდიქციას შესაბამის დანაშაულებზე. პროკურორს შეუძლია ასეთ სახელმწიფოებს შეტყობინება მიაწოდოს კონფიდენციალურად და, თუ პროკურორი მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია პირთა დასაცავად, მტკიცებულებების განადგურების თავიდან ასაცილებლად ან პირთა მიმალვის თავიდან ასაცილებლად, შეუძლია შეზღუდოს სახელმწიფოებისთვის მიწოდებული ინფორმაციის მოცულობა. ამ შეტყობინების მიღებიდან ერთი თვის ვადაში, სახელმწიფოს შეუძლია აცნობოს სასამართლოს, რომ იგი იძიებს ან გამოიძია თავისი მოქალაქეების ან თავის იურისდიქციაში მყოფი სხვა პირები იმ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდეს მე-5 მუხლში მითითებულ დანაშაულებს და რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფოებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში მოცემულ ინფორმაციასთან. ამ სახელმწიფოს მოთხოვნით, პროკურორმა ამ პირების გამოძიება უნდა დაუთმოს სახელმწიფოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინასასამართლო პალატა, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, გასცემს გამოძიების დაწყების ნებართვას. პროკურორის მიერ გამოძიების სახელმწიფოსთვის დათმობა ექვემდებარება პროკურორის მიერ გადახედვას დათმობის თარიღიდან ექვსი თვის შემდეგ ან ნებისმიერ დროს, როდესაც გარემოებები მნიშვნელოვნად შეიცვალა სახელმწიფოს მიერ გამოძიების რეალურად ჩატარების სურვილის არქონის ან შეუძლებლობის გამო. შესაბამის სახელმწიფოს ან პროკურორს შეუძლია, 82-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატაში გაასაჩივროს წინასასამართლო პალატის გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივარი შეიძლება განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით. როდესაც პროკურორმა დათმო გამოძიება მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროკურორს შეუძლია მოითხოვოს, რომ შესაბამისმა სახელმწიფომ პერიოდულად აცნობოს პროკურორს თავისი გამოძიებების მიმდინარეობისა და შემდგომი სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ. მხარე სახელმწიფოებმა ასეთ მოთხოვნებს უნდა უპასუხონ გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე. წინასასამართლო პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, ან ნებისმიერ დროს, როდესაც პროკურორი დათმობს გამოძიებას წინამდებარე მუხლის შესაბამისად, პროკურორს შეუძლია, გამონაკლის შემთხვევებში, წინასასამართლო პალატისგან მოითხოვოს ნებართვა მტკიცებულებების დაცვის მიზნით აუცილებელი საგამოძიებო ნაბიჯების გადადგმის შესახებ, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების უნიკალური შესაძლებლობა ან არსებობს მნიშვნელოვანი რისკი, რომ ასეთი მტკიცებულებები შემდგომში აღარ იქნება ხელმისაწვდომი. სახელმწიფოს, რომელმაც გაასაჩივრა წინასასამართლო პალატის გადაწყვეტილება წინამდებარე მუხლის შესაბამისად, შეუძლია გაასაჩივროს საქმის დასაშვებობა მე-19 მუხლის შესაბამისად, დამატებითი მნიშვნელოვანი ფაქტების ან გარემოებების მნიშვნელოვანი ცვლილების საფუძველზე. მუხლი 19🔗. სასამართლოს იურისდიქციის ან საქმის დასაშვებობის გასაჩივრება სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ მას აქვს იურისდიქცია მის წინაშე წარდგენილ ნებისმიერ საქმეზე. სასამართლოს შეუძლია საკუთარი ინიციატივით დაადგინოს საქმის დასაშვებობა მე-17 მუხლის შესაბამისად. საქმის დასაშვებობა, მე-17 მუხლში მითითებული საფუძვლებით, ან სასამართლოს იურისდიქცია, შეიძლება გასაჩივრდეს: ბრალდებულის მიერ ან იმ პირის მიერ, რომლის მიმართაც გაცემულია დაპატიმრების ორდერი ან სასამართლოში გამოძახების უწყება 58-ე მუხლის შესაბამისად; საქმეზე იურისდიქციის მქონე სახელმწიფოს მიერ იმ საფუძვლით, რომ ის იძიებს საქმეს ან საქმეზე აწარმოებს სისხლისსამართლებრივ დევნას, ან ჩაატარა გამოძიება ან განახორციელა სისხლისსამართლებრივი დევნა; ან იმ სახელმწიფოს მიერ, რომლისგანაც მოთხოვნილია იურისდიქციის აღიარება მე-12 მუხლის შესაბამისად. პროკურორს შეუძლია სასამართლოსგან მოითხოვოს განჩინება იურისდიქციის ან დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით. იურისდიქციასთან ან დასაშვებობასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში მოსაზრებები სასამართლოს შეიძლება წარუდგინონ მათ, ვინც მას გადასცა სიტუაცია მე-13 მუხლის შესაბამისად, ასევე დაზარალებულებმა. საქმის დასაშვებობა ან სასამართლოს იურისდიქცია შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ერთხელ, მე-2 პუნქტში მითითებული ნებისმიერი პირის ან სახელმწიფოს მიერ. გასაჩივრება უნდა მოხდეს სასამართლო პროცესის დაწყებამდე ან მისი დაწყებისთანავე. გამონაკლის შემთხვევებში სასამართლოს შეუძლია გასცეს გასაჩივრების ერთზე მეტჯერ ან სასამართლო პროცესის დაწყების შემდგომ წარდგენის ნებართვა. საქმის დასაშვებობის გასაჩივრება სასამართლო პროცესის დაწყებისას ან შემდგომში, სასამართლოს ნებართვით, შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის (c) ქვეპუნქტს. მე-2 პუნქტის (b) და (c) ქვეპუნქტებში მითითებულმა სახელმწიფომ საჩივარი უნდა წარადგინოს პირველივე შესაძლებლობისთანავე. ბრალდებების დადასტურებამდე საქმის დასაშვებობასთან ან სასამართლოს იურისდიქციასთან დაკავშირებული საჩივრები გადაეცემა წინასასამართლო პალატას. ბრალდებების დადასტურების შემდეგ ისინი გადაეცემა სასამართლო პალატას. იურისდიქციასთან ან დასაშვებობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო პალატაში, 82-ე მუხლის შესაბამისად. თუ საჩივარს წარადგენს მე-2 პუნქტის (b) ან (c) ქვეპუნქტში მითითებული სახელმწიფო, პროკურორი აჩერებს გამოძიებას მანამ, სანამ სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას მე-17 მუხლის შესაბამისად. სასამართლოს მიერ განჩინების მიღებამდე პროკურორს შეუძლია სასამართლოსგან მოითხოვოს ნებართვა: მე-18 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული სახის აუცილებელი საგამოძიებო ნაბიჯების განხორციელების მიზნით; მოწმისგან განცხადების ან ჩვენების აღების ან მტკიცებულებების შეგროვებისა და გამოკვლევის დასრულების მიზნით, რომელიც დაიწყო საჩივრის წარდგენამდე; და შესაბამის სახელმწიფოებთან თანამშრომლობით, იმ პირების მიმალვის თავიდან აცილების მიზნით, რომელთა მიმართაც პროკურორს უკვე მოთხოვნილი აქვს დაპატიმრების ორდერი 58-ე მუხლის შესაბამისად. გასაჩივრება გავლენას არ ახდენს საჩივრის წარდგენამდე პროკურორის მიერ განხორციელებული რომელიმე ქმედების ან სასამართლოს რომელიმე ბრძანების ან ორდერის ნამდვილობაზე. თუ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქმე დაუშვებელია მე-17 მუხლის შესაბამისად, პროკურორს შეუძლია წარადგინოს გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნა, როდესაც იგი სრულად დარწმუნებულია, რომ გამოვლინდა ახალი ფაქტები, რომლებიც აბათილებს იმ საფუძველს, რომლის გამოც საქმე ადრე დაუშვებლად იქნა ცნობილი მე-17 მუხლის შესაბამისად. თუ პროკურორი, მე-17 მუხლში მითითებული საკითხების გათვალისწინებით, დათმობს გამოძიებას, პროკურორს შეუძლია მოითხოვოს, რომ შესაბამისმა სახელმწიფომ პროკურორს მიაწოდოს ინფორმაცია სამართალწარმოების შესახებ. ეს ინფორმაცია, შესაბამისი სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში, იქნება კონფიდენციალური. თუ პროკურორი შემდგომში გადაწყვეტს გამოძიების დაწყებას, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს იმ სახელმწიფოს, რომელსაც მან დაუთმო სამართალწარმოება. მუხლი 20🔗. Ne bis in idem​9 წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა არავინ შეიძლება გასამართლდეს სასამართლოს წინაშე იმ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენდა იმ დანაშაულების საფუძველს, რომლისთვისაც ეს პირი მსჯავრდებული ან გამართლებული იყო სასამართლოს მიერ. არავინ შეიძლება გასამართლდეს სხვა სასამართლოს მიერ მე-5 მუხლში მითითებული დანაშაულისთვის, რომლისთვისაც ეს პირი უკვე მსჯავრდებული ან გამართლებული იყო სასამართლოს მიერ. არავინ, ვინც სხვა სასამართლოს მიერ გასამართლდა მე-6, მე-7, მე-8 ან მე-8bis მუხლით აკრძალული ქმედებისთვის, არ შეიძლება სასამართლოს მიერ გასამართლდეს იმავე ქმედებისთვის, თუ სხვა სასამართლოში სამართალწარმოება: მიზნად არ ისახავდა შესაბამისი პირის დაცვას სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან; ან სხვაგვარად არ ჩატარებულა დამოუკიდებლად ან მიუკერძოებლად, სათანადო სასამართლო პროცესის საერთაშორისო სამართლით აღიარებული ნორმების შესაბამისად, და ჩატარდა ისე, რომ კონკრეტულ გარემოებებში შეუსაბამო იყო შესაბამისი პირის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის განზრახვასთან. მუხლი 21🔗. გამოსაყენებელი სამართალი სასამართლომ უნდა გამოიყენოს: პირველ რიგში, წინამდებარე წესდება, „დანაშაულების ელემენტები“ და თავისი „პროცედურისა და მტკიცებულების წესები“; მეორე რიგში, საჭიროების მიხედვით, შესაბამისი ხელშეკრულებები და საერთაშორისო სამართლის პრინციპები და წესები, მათ შორის, შეიარაღებული კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის დადგენილი პრინციპები; თუ ეს ვერ მოხერხდა – მსოფლიოს სამართლებრივი სისტემების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობებიდან სასამართლოს მიერ იდენტიფიცირებული სამართლის ზოგადი პრინციპები, მათ შორის, შესაბამის შემთხვევაში, იმ სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობები, რომლებიც, ჩვეულებრივ, განახორციელებდნენ იურისდიქციას დანაშაულზე, იმ პირობით, რომ ეს პრინციპები არ არის შეუსაბამო წინამდებარე წესდებასთან, საერთაშორისო სამართალთან და საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებთან და სტანდარტებთან. სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სამართლის პრინციპები და ნორმები, როგორც ისინი განმარტებულია მის წინა გადაწყვეტილებებში. წინამდებარე მუხლის მიხედვით სამართლის გამოყენება და განმარტება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი სახის უარყოფითი განსხვავებისგან, რომელიც დაფუძნებულია ისეთ ნიშანზე, როგორიცაა მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გენდერი, ასაკი, რასა, კანის ფერი, ენა, რელიგია ან რწმენა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულება, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობა, ქონება, დაბადება ან სხვა სტატუსი. ნაწილი 3. სისხლის სამართლის ზოგადი პრინციპები მუხლი 22🔗. Nullum crimen sine lege პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წინამდებარე წესდების საფუძველზე, თუ შესაბამისი ქმედება, მისი ჩადენის დროს, არ წარმოადგენს სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ დანაშაულს. დანაშაულის შემადგენლობა მკაცრად უნდა განიმარტოს ვიწროდ და არ უნდა გაფართოვდეს ანალოგიით. ორაზროვნების შემთხვევაში შემადგენლობა უნდა განიმარტოს იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც იმყოფება გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის ან მსჯავრდების ქვეშ. წინამდებარე მუხლი არ ახდენს გავლენას წინამდებარე წესდებისგან დამოუკიდებლად რაიმე ქმედების დანაშაულებრივად მიჩნევაზე საერთაშორისო სამართლის მიხედვით. მუხლი 23🔗. Nulla poena sine lege სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ პირს სასჯელი შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ წინამდებარე წესდების შესაბამისად. მუხლი 24🔗. უკუძალის აკრძალვა ratione personae არავის დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წინამდებარე წესდების საფუძველზე, წესდების ძალაში შესვლამდე ჩადენილი ქმედებისთვის. საბოლოო განაჩენის გამოტანამდე კონკრეტულ საქმეზე გამოსაყენებელი სამართლის ცვლილების შემთხვევაში გამოიყენება გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფი ან მსჯავრდებული პირისთვის უფრო ხელსაყრელი სამართალი. მუხლი 25🔗. ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა​10 სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, წინამდებარე წესდების შესაბამისად. პირი, რომელიც ჩაიდენს სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ დანაშაულს, პასუხისმგებელია ინდივიდუალურად და ექვემდებარება სასჯელს წინამდებარე წესდების შესაბამისად. წინამდებარე წესდების შესაბამისად, პირს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და ექვემდებარება სასჯელს სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულისთვის, თუ ეს პირი: ჩაიდენს ასეთ დანაშაულს პირადად, სხვასთან ერთად თუ სხვა პირის მეშვეობით, მიუხედავად იმისა, ეკისრება თუ არა ამ სხვა პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა; გასცემს ბრძანებას, აქეზებს ან ახდენს ზეგავლენას ისეთი დანაშაულის ჩადენაზე, რომელიც ფაქტობრივად ხორციელდება ან რომლის ჩადენის მცდელობაც არსებობს; ასეთი დანაშაულის ჩადენის ხელშეწყობის მიზნით, ეხმარება, ახალისებს ან სხვაგვარად უჭერს მხარს მის ჩადენას ან ჩადენის მცდელობას, მათ შორის, მისი ჩადენის საშუალებების უზრუნველყოფით; ნებისმიერი სხვა ფორმით წვლილი შეაქვს საერთო მიზნით მოქმედ პირთა ჯგუფის მიერ ასეთი დანაშაულის ჩადენაში ან ჩადენის მცდელობაში. ასეთი წვლილი უნდა იყოს განზრახი და უნდა განხორციელდეს: ჯგუფის დანაშაულებრივი საქმიანობის ან დანაშაულებრივი მიზნის ხელშეწყობის მიზნით, როდესაც ასეთი საქმიანობა ან მიზანი გულისხმობს სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულის ჩადენას; ან ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის განზრახვის შესახებ ცოდნით; გენოციდის დანაშაულთან დაკავშირებით, პირდაპირ და საჯაროდ აქეზებს სხვებს გენოციდის ჩადენისკენ; ეცდება ასეთი დანაშაულის ჩადენას ისეთი მოქმედებით, რომლითაც არსებითად იწყება მისი აღსრულება, მაგრამ დანაშაული ვერ იქნა ჩადენილი პირის განზრახვისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო. თუმცა პირი, რომელიც უარს იტყვის დანაშაულის ჩადენის მცდელობაზე ან სხვაგვარად თავიდან აიცილებს დანაშაულის დასრულებას, არ დაეკისრება სასჯელი წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მცდელობისთვის, თუ ეს პირი სრულად და ნებაყოფლობით უარს იტყვის დანაშაულებრივ მიზანზე. 3bis. აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით, წინამდებარე მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ ისეთ პოზიციაში მყოფ პირთა მიმართ, რომლებიც ეფექტიანად ახორციელებენ კონტროლს სახელმწიფოს პოლიტიკურ ან სამხედრო მოქმედებაზე ან წარმართავენ მათ. [საქართველოსთვის ძალაშია 2015 წლის 5 დეკემბრიდან] წინამდებარე წესდების არცერთი დებულება, რომელიც ეხება ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, არ ახდენს გავლენას სახელმწიფოების პასუხისმგებლობაზე საერთაშორისო სამართლის მიხედვით. მუხლი 26🔗. თვრამეტ წლამდე ასაკის პირებზე იურისდიქციის გამორიცხვა სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია იმ პირზე, რომელსაც დანაშაულის სავარაუდო ჩადენის დროს მიღწეული არ ჰქონდა 18 წლის ასაკამდე. მუხლი 27🔗. ოფიციალური უფლებამოსილების არარელევანტურობა წინამდებარე წესდება თანაბრად ვრცელდება ყველა პირზე, ოფიციალურ უფლებამოსილებაზე დაფუძნებული ნებისმიერი განსხვავების გარეშე. კერძოდ, სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურის, მთავრობის ან პარლამენტის წევრის, არჩეული წარმომადგენლის ან მთავრობის თანამდებობის პირის ოფიციალური უფლებამოსილება არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს პირს წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და არც თავისთავად წარმოადგენს სასჯელის შემცირების საფუძველს. იმუნიტეტები ან სპეციალური პროცედურული წესები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს პირის ოფიციალურ უფლებამოსილებასთან შიდასახელმწიფოებრივი თუ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ხელს არ უშლის სასამართლოს, განახორციელოს თავისი იურისდიქცია ასეთ პირზე. მუხლი 28🔗. მეთაურებისა და სხვა ზემდგომების პასუხისმგებლობა სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულებისთვის წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა საფუძვლებზე დამატებით: სამხედრო მეთაურს ან პირს, რომელიც ეფექტიანად მოქმედებს, როგორც სამხედრო მეთაური, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულებისთვის, რომლებიც ჩადენილია მისი ეფექტიანი მეთაურობის და კონტროლის ან, შესაბამის შემთხვევაში, ეფექტიანი უფლებამოსილების და კონტროლის ქვეშ მყოფი ძალების მიერ, ასეთ ძალებზე მისი სათანადო კონტროლის განუხორციელებლობის შედეგად, როდესაც: ამ სამხედრო მეთაურმა ან პირმა იცოდა ან, იმ დროისთვის არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა სცოდნოდა, რომ ასეთი ძალები სჩადიოდნენ ან აპირებდნენ ასეთი დანაშაულების ჩადენას; და ამ სამხედრო მეთაურმა ან პირმა არ მიიღო მის უფლებამოსილებაში არსებული ყველა საჭირო და გონივრული ზომა მათი ჩადენის თავიდან ასაცილებლად ან აღსაკვეთად, ან საკითხის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისთვის კომპეტენტური ორგანოებისთვის წარდგენის მიზნით. ზემდგომებისა და დაქვემდებარებული პირების ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არის მოცემული (a) პუნქტში, ზემდგომს ეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულებისთვის, რომლებიც ჩადენილია მისი ეფექტიანი უფლებამოსილებისა და კონტროლის ქვეშ მყოფი დაქვემდებარებული პირების მიერ, ასეთ დაქვემდებარებულ პირებზე სათანადო კონტროლის განუხორციელებლობის შედეგად, როდესაც: ზემდგომმა ან იცოდა, ან შეგნებულად უგულებელყო ინფორმაცია, რომელიც ნათლად მიუთითებდა, რომ დაქვემდებარებულები სჩადიოდნენ ან აპირებდნენ ასეთი დანაშაულების ჩადენას; დანაშაულები ეხებოდა იმ საქმიანობას, რომელიც იყო ზემდგომის ეფექტიანი პასუხისმგებლობისა და კონტროლის ფარგლებში; და ზემდგომმა ვერ მიიღო მის უფლებამოსილებაში არსებული ყველა საჭირო და გონივრული ზომა მათი ჩადენის თავიდან ასაცილებლად ან აღსაკვეთად, ან საკითხის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისთვის კომპეტენტური ორგანოებისთვის წარდგენის მიზნით. მუხლი 29🔗. ხანდაზმულობის ვადის გამოუყენებლობა სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულების მიმართ არ მოქმედებს ხანდაზმულობის ვადა. მუხლი 30🔗. სუბიექტური ელემენტი თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და სასჯელი სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულისთვის დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ობიექტური ელემენტები ჩადენილია განზრახვითა და ცოდნით. წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, პირს აქვს განზრახვა, როდესაც: ქმედების მიმართ, ამ პირს გამიზნული აქვს ასეთი ქმედების ჩადენა; შედეგის მიმართ, ამ პირს გამიზნული აქვს ამ შედეგის დადგომა ან გაცნობიერებული აქვს, რომ ის დადგება მოვლენების ჩვეულებრივი განვითარებისას. წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის „ცოდნა“ ნიშნავს იმის გაცნობიერებას, რომ არსებობს გარემოება, ან შედეგი დადგება მოვლენების ჩვეულებრივი განვითარებისას. ტერმინები „ცოდნა“ და „შეგნებულად“ უნდა განიმარტოს შესაბამისად. მუხლი 31🔗. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი საფუძვლები წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხველ სხვა საფუძვლებზე დამატებით, პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ ამ პირის ქმედების დროს: პირი დაავადებულია მენტალური აშლილობით ან დარღვევით, რომელიც ამ პირს ართმევს უნარს, გააცნობიეროს თავისი ქმედების უკანონობა ან ხასიათი, ან უნარს, გააკონტროლოს თავისი ქმედება, რათა შეუსაბამოს სამართლის მოთხოვნებს; პირი იმყოფება ინტოქსიკაციის მდგომარეობაში, რომელიც ანადგურებს მის უნარს, გააცნობიეროს თავისი ქმედების უკანონობა ან ხასიათი, ან უნარს, გააკონტროლოს თავისი ქმედება, რათა შეუსაბამოს სამართლის მოთხოვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირმა ნებაყოფლობით ჩაიყენა თავი ინტოქსიკაციის მდგომარეობაში ისეთ გარემოებებში, როდესაც პირმა იცოდა ან უგულებელყო რისკი, რომ ინტოქსიკაციის მდგომარეობაში ყოფნის შედეგად იგი სავარაუდოდ ჩაერთვებოდა ქმედებაში, რომელიც წარმოადგენს სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ დანაშაულს; პირი მოქმედებს გონივრულად საკუთარი თავის ან სხვა პირის, ან, ომის დანაშაულის შემთხვევაში, ამ პირის ან სხვა პირისთვის საციცოცხლო მნიშვნელობის ქონების ან სამხედრო მისიის შესრულებისთვის აუცილებელი ქონების წინააღმდეგ მიმართული გარდაუვალი და უკანონო ძალის გამოყენებისგან დასაცავად, რაც პროპორციულია ამ პირის ან სხვა პირის ან დაცული ქონებისთვის საფრთხის ხარისხისა. ის ფაქტი, რომ პირი მონაწილეობდა ძალების მიერ ჩატარებულ თავდაცვით ოპერაციაში, თავისთავად არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხველ საფუძველს წინამდებარე ქვეპუნქტის შესაბამისად; ქმედება, რომელიც, სავარაუდოდ, სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ დანაშაულს წარმოადგენს, ჩადენილია იძულებით, რაც გამოწვეულია ამ პირის ან სხვა პირის მიმართ გარდაუვალი სიკვდილის ან სხეულის განგრძობადი ან გარდაუვალი სერიოზული დაზიანების მუქარით და პირი მოქმედებს აუცილებლობით და გონივრულად ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, იმ პირობით, რომ პირი არ აპირებს უფრო დიდი ზიანის გამოწვევას, ვიდრე ის, რომლის თავიდან აცილებაც სურდა. ასეთი საფრთხე შეიძლება: მომდინარეობდეს სხვა პირებისგან; ან გამოწვეული იყოს პირის კონტროლის მიღმა არსებული გარემოებებით. სასამართლო განსაზღვრავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული გამომრიცხველი საფუძვლების მის წინაშე არსებული საქმის მიმართ გამოყენების საკითხს. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, სასამართლოს შეუძლია, რომ იმსჯელოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამომრიცხველი საფუძვლისგან განსხვავებულ საფუძველზე, როდესაც ასეთი საფუძველი გამომდინარეობს 21-ე მუხლით გათვალისწინებული გამოსაყენებელი სამართლიდან. ასეთი საფუძვლის განხილვასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით.“ მუხლი 32🔗. ფაქტობრივი ან სამართლებრივი შეცდომა ფაქტობრივი შეცდომა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი საფუძველია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აბათილებს დანაშაულისთვის საჭირო სუბიექტურ ელემენტს. სამართლებრივი შეცდომა, წარმოადგენს თუ არა კონკრეტული ტიპის ქმედება სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ დანაშაულს, არ არის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი საფუძველი. თუმცა, სამართლებრივი შეცდომა შეიძლება იყოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი საფუძველი, თუ ის აბათილებს ასეთი დანაშაულისთვის საჭირო სუბიექტურ ელემენტს, ან როგორც ეს გათვალისწინებულია 33-ე მუხლით. მუხლი 33🔗. ზემდგომის ბრძანებები და სამართლის დანაწესი ის ფაქტი, რომ სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაული ჩადენილია პირის მიერ მთავრობის ან სამხედრო თუ სამოქალაქო ზემდგომი პირის ბრძანების შესაბამისად, არ ათავისუფლებს ამ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ამ პირს ეკისრებოდა სამართლებრივი ვალდებულება, დამორჩილებოდა შესაბამისი მთავრობის ან ზემდგომის ბრძანებებს; ამ პირმა არ იცოდა, რომ ბრძანება იყო უკანონო; და ბრძანება არ იყო აშკარად უკანონო. წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის, გენოციდის ან ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენის ბრძანებები აშკარად უკანონოა. ნაწილი 4. სასამართლოს შემადგენლობა და ადმინისტრირება მუხლი 34🔗. სასამართლოს ორგანოები სასამართლო შედგება შემდეგი ორგანოებისგან: პრეზიდიუმი; სააპელაციო განყოფილება, სასამართლო განყოფილება და წინასასამართლო განყოფილება; პროკურორის ოფისი; რეგისტრატურა. მუხლი 35🔗. მოსამართლეთა მიერ საქმიანობის განხორციელება ყველა მოსამართლე აირჩევა სასამართლოს სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებულ წევრად და ამ სახით საქმიანობის განხორციელებისთვის მზად უნდა იყვნენ უფლებამოსილების დაწყებიდან. პრეზიდიუმში შემავალი მოსამართლეები სრულ სამუშაოზე განაკვეთზე საქმიანობას ახორციელებენ არჩევისთანავე. სასამართლოს სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით და წევრებთან კონსულტაციის შედეგად, პრეზიდიუმს შეუძლია, დროდადრო გადაწყვიტოს, თუ რა მოცულობით მოეთხოვებათ დარჩენილ მოსამართლეებს სრულ სამუშაო განაკვეთზე მუშაობა. არცერთი ასეთი გადაწყვეტილება გავლენას არ ახდენს მე-40 მუხლის დებულებებზე. ფინანსური საკითხები იმ მოსამართლეებისთვის, რომლებსაც არ მოეთხოვებათ სრულ სამუშაო განაკვეთზე მუშაობა, წესრიგდება 49-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 36🔗. მოსამართლეთა კვალიფიკაცია, ნომინირება და არჩევა მე-2 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, სასამართლოში არის 18 მოსამართლე. სასამართლოს სახელით მოქმედ პრეზიდიუმს შეუძლია წარადგინოს მოსამართლეების პირველ პუნქტში მითითებული რაოდენობის გაზრდის წინადადება და მიუთითოს მიზეზები, თუ რატომ ითვლება ეს აუცილებლად და მიზანშეწონილად. რეგისტრატორმა ასეთი წინადადება დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს ყველა მხარე სახელმწიფოს. ამის შემდეგ, ნებისმიერი ასეთი წინადადება განიხილება 112-ე მუხლის შესაბამისად მოწვეულ მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის სხდომაზე. წინადადება ჩაითვლება დამტკიცებულად, თუ მას სხდომაზე მხარს დაუჭერს მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის წევრების ორი მესამედი და ძალაში შევა მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის მიერ განსაზღვრულ დროს. მას შემდეგ, რაც მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის შესახებ წინადადება დამტკიცდება (b) ქვეპუნქტის შესაბამისად, დამატებითი მოსამართლეები აირჩევიან მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის შემდეგ სესიაზე, მე-3 – მე-8 პუნქტებისა და 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად; მას შემდეგ, რაც მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის შესახებ წინადადება დამტკიცდება და ძალაში შევა (b) ქვეპუნქტისა და (c) ქვეპუნქტის (i) ქვეპუნქტის შესაბამისად, პრეზიდიუმს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, თუ სასამართლოს სამუშაო დატვირთვა ამას ამართლებს, წარადგინოს წინადადება მოსამართლეთა რაოდენობის შემცირების თაობაზე იმ პირობით, რომ მოსამართლეთა რაოდენობა არ იქნება პირველ პუნქტში მითითებულ რაოდენობაზე ნაკლები. წინადადება განიხილება (a) და (b) ქვეპუნქტებით დადგენილი პროცედურის შესაბამისად. წინადადების დამტკიცების შემთხვევაში, მოსამართლეთა რაოდენობა ეტაპობრივად შემცირდება მოქმედი მოსამართლეების უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან ერთად, საჭირო რაოდენობის მიღწევამდე. მოსამართლეები შეირჩევიან მაღალი მორალური თვისებების, მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერების მქონე პირთაგან, რომლებიც ფლობენ თავიანთ სახელმწიფოებში უმაღლეს სასამართლო თანამდებობებზე დანიშვნისთვის საჭირო კვალიფიკაციას. სასამართლოს არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს: უნდა ჰქონდეს აღიარებული კომპეტენცია მატერიალურ და საპროცესო სისხლის სამართალში და სისხლის სამართლის სამართალწარმოებისთვის საჭირო შესაბამისი გამოცდილება, როგორიცაა მოსამართლედ, პროკურორად, ადვოკატად ან სხვა მსგავსი უფლებამოსილების ფარგლებში მუშაობა; ან უნდა ჰქონდეს აღიარებული კომპეტენცია საერთაშორისო სამართლის შესაბამის დარგებში, როგორიცაა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის უფლებათა სამართალი, და პროფესიული სამართლებრივი საქმიანობის ფართო გამოცდილება, რომელიც რელევანტურია სასამართლოს სამართლებრივი საქმიანობისთვის. სასამართლოს არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს უნდა ჰქონდეს სასამართლოს სამუშაო ენებიდან, სულ მცირე, ერთი ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართულად უნდა ფლობდეს მას. სასამართლოს არჩევნებში კანდიდატების ნომინირება შეუძლია წინამდებარე წესდების ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს და უნდა განხორციელდეს: ან შესაბამის სახელმწიფოში უმაღლეს სასამართლო თანამდებობებზე დანიშვნის მიზნით კანდიდატების ნომინირების პროცედურის მიხედვით; ან მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წევრობის კანდიდატების წარდგენისათვის ამ სასამართლოს წესდებით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. ნომინაციას თან უნდა ახლდეს განცხადება იმ აუცილებელი დეტალებით, რომელიც მიუთითებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს კანდიდატი მე-3 პუნქტის მოთხოვნებს. თითოეულ მხარე სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ არჩევნებში წარადგინოს ერთი კანდიდატი, რომელიც აუცილებელი არ არის, რომ იყოს ამ მხარე სახელმწიფოს მოქალაქე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს მხარე სახელმწიფოს მოქალაქე. მხარე სახელმწიფოთა ასამბლეას შეუძლია გადაწყვიტოს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, დააფუძნოს საკონსულტაციო კომიტეტი ნომინაციების შესახებ. ამ შემთხვევაში, კომიტეტის შემადგენლობას და მანდატს განსაზღვრავს მხარე სახელმწიფოთა ასამბლეა. არჩევნების მიზნებისათვის დგება კანდიდატთა ორი სია: „A სია“, რომელიც შეიცავს მე-3 პუნქტის (b) ქვეპუნქტის (i) ქვეპუნქტში მითითებული კვალიფიკაციის მქონე კანდიდატების ვინაობებს; და „B სია“, რომელიც შეიცავს მე-3 პუნქტის (b) ქვეპუნქტის (ii) ქვეპუნქტში მითითებული კვალიფიკაციის მქონე კანდიდატების ვინაობებს. ორივე სიისთვის საკმარისი კვალიფიკაციის მქონე კანდიდატს შეუძლია აირჩიოს, რომელი სიით წარადგინოს კანდიდატურა. სასამართლოს პირველ არჩევნებზე, სულ მცირე, ცხრა მოსამართლე აირჩევა „A სიიდან“ და, სულ მცირე, ხუთი მოსამართლე „B სიიდან“. შემდეგი არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, რომ სასამართლოში შენარჩუნდეს „A“ და „B“ სიებით კვალიფიცირებული მოსამართლეების ეკვივალენტური თანაფარდობა. მოსამართლეები აირჩევიან ფარული კენჭისყრით, 112-ე მუხლის შესაბამისად, ამ მიზნით მოწვეულ მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის სხდომაზე. მე-7 პუნქტის გათვალისწინებით, სასამართლოში არჩეულ პირებად ჩაითვლება ის 18 კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ ხმების ყველაზე მეტ რაოდენობას და დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარე სახელმწიფოების ორი მესამედის უმრავლესობას. იმ შემთხვევაში, თუ პირველივე კენჭისყრაზე ვერ აირჩა საკმარისი რაოდენობის მოსამართლეები, შემდგომი კენჭისყრები ტარდება (a) ქვეპუნქტში მითითებული პროცედურის შესაბამისად, დარჩენილი ადგილების შევსებამდე. არ შეიძლება ორი მოსამართლე იყოს ერთი და იმავე სახელმწიფოს მოქალაქე. პირი, რომელიც სასამართლოს წევრობის მიზნებისთვის შეიძლება ჩაითვალოს ერთზე მეტი სახელმწიფოს მოქალაქედ, უნდა ჩაითვალოს იმ სახელმწიფოს მოქალაქედ, სადაც ეს პირი ჩვეულებრივ ახორციელებს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს. მოსამართლეების არჩევისას, მხარე სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ იმის საჭიროება, რომ სასამართლოს წევრების შემადგენლობაში უზრუნველყოფილი იყოს: მსოფლიოს ძირითადი სამართლებრივი სისტემების წარმომადგენლობა; სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობა; და ქალი და მამაკაცი მოსამართლეების სამართლიანი წარმომადგენლობა. მხარე სახელმწიფოებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ კონკრეტულ საკითხებში, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ქალების ან ბავშვების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ექსპერტიზის მქონე მოსამართლეების მონაწილეობის აუცილებლობა. (b) ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მოსამართლეები თანამდებობას იკავებენ ცხრა წლის ვადით და, (c) ქვეპუნქტისა და 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, არ აქვთ ხელახლა არჩევის უფლება. პირველი არჩევნების დროს არჩეული მოსამართლეების ერთი მესამედი წილისყრით შეირჩევა სამი წლის ვადით განწესების მიზნით; არჩეული მოსამართლეების ერთი მესამედი წილისყრით შეირჩევა ექვსი წლის ვადით განწესების მიზნით; ხოლო დანარჩენი მოსამართლეები განწესდებიან ცხრა წლის ვადით. მოსამართლე, რომელიც, (b) ქვეპუნქტის შესაბამისად, განწესდება სამი წლის ვადით, უფლებამოსილია, ხელახლა იქნეს არჩეული სრული ვადით. მე-9 პუნქტის მიუხედავად, სასამართლო ან სააპელაციო პალატაში 39-ე მუხლის შესაბამისად განწესებული მოსამართლე აგრძელებს უფლებამოსილების განხორციელებას ნებისმიერი სასამართლო ან სააპელაციო პროცესის დასრულების მიზნით, რომლის განხილვაც უკვე დაიწყო ამ პალატაში. მუხლი 37🔗. მოსამართლეთა ვაკანტური ადგილები ვაკანტური ადგილის შემთხვევაში ვაკანტური ადგილის შესავსებად ტარდება არჩევნები 36-ე მუხლის შესაბამისად. ვაკანტური ადგილის შესავსებად არჩეული მოსამართლე თანამდებობას იკავებს წინამორბედის დარჩენილი ვადის განმავლობაში და, თუ ეს პერიოდი სამ წელს ან ნაკლებს შეადგენს, მას აქვს ხელახლა არჩევის უფლება სრული ვადით, 36-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 38🔗. პრეზიდიუმი პრეზიდენტი და პირველი და მეორე ვიცე-პრეზიდენტები აირჩევიან მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობით. თითოეული მათგანი განწესდება სამი წლის ვადით ან მათი, როგორც მოსამართლის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, რომელიც უფრო ადრე იწურება ამ ვადებიდან. მათ აქვთ უფლება, რომ ხელახლა იქნენ არჩეულნი ერთხელ. პირველი ვიცე-პრეზიდენტი ცვლის პრეზიდენტს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი არ იმყოფება ადგილზე ან დისკვალიფიცირებულია. მეორე ვიცე-პრეზიდენტი ცვლის პრეზიდენტს იმ შემთხვევაში, თუ არც პრეზიდენტი და არც პირველი ვიცე-პრეზიდენტი არ იმყოფებიან ადგილზე ან დისკვალიფიცირებულნი არიან. პრეზიდენტი, პირველ და მეორე ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, ქმნის პრეზიდიუმს, რომელიც პასუხისმგებელია: სასამართლოს სათანადო ადმინისტრირებაზე, პროკურორის ოფისის გამოკლებით; და წინამდებარე წესდების შესაბამისად მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულებაზე. მე-3 პუნქტის (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისას, პრეზიდიუმმა ორმხრივი ინტერესის ყველა საკითხის შესახებ კოორდინაცია უნდა განახორციელოს პროკურორთან და უნდა ეცადოს მისი თანმხვედრი პოზიციის მოპოვებას. მუხლი 39🔗. პალატები​11 მოსამართლეების არჩევის შემდეგ, რაც შეიძლება მალე, სასამართლო ორგანიზებული უნდა იქნეს 34-ე მუხლის (b) პუნქტში მითითებულ განყოფილებებად. სააპელაციო პალატა შედგება პრეზიდენტისგან და ოთხი სხვა მოსამართლისგან, სასამართლო განყოფილება შედგება არანაკლებ ექვსი მოსამართლისგან, ხოლო წინასასამართლო განყოფილება – არანაკლებ ექვსი მოსამართლისგან. მოსამართლეების განყოფილებებში განაწილება უნდა ეფუძნებოდეს თითოეული განყოფილების მიერ შესასრულებელი ფუნქციების ხასიათს და სასამართლოში არჩეული მოსამართლეების კვალიფიკაციასა და გამოცდილებას ისე, რომ თითოეულ განყოფილებაში წარმოდგენილი იყოს მატერიალური და საპროცესო სისხლის სამართლისა და საერთაშორისო სამართლის ექსპერტიზის შესაბამისი კომბინაცია. სასამართლო და წინასასამართლო განყოფილებები ძირითადად დაკომპლექტდება იმ მოსამართლეებით, რომლებსაც აქვთ სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობის გამოცდილება. სასამართლოს სამართლებრივ ფუნქციებს თითოეულ განყოფილებაში ახორციელებენ პალატები. მოსამართლის ჩანაცვლების საკითხისგან დამოუკიდებლად, როგორც ეს გათვალისწინებულია „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“, სააპელაციო პალატა შედგება სააპელაციო განყოფილების ყველა მოსამართლისგან; სასამართლო პალატის ფუნქციებს ასრულებს სასამართლო განყოფილების სამი მოსამართლე; წინასასამართლო პალატის ფუნქციებს ასრულებს წინასასამართლო განყოფილების სამი მოსამართლე, ან ამ განყოფილების ერთი მოსამართლე, წინამდებარე წესდებისა და „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად; წინამდებარე პუნქტში არაფერი უშლის ხელს ერთზე მეტი სასამართლო პალატის ან წინასასამართლო პალატის ერთდროულად შექმნას, როდესაც სასამართლოს სამუშაო დატვირთვის ეფექტიანი მართვა ამას მოითხოვს. სასამართლო და წინასასამართლო განყოფილებებში განაწილებულმა მოსამართლეებმა ამ განყოფილებებში უნდა იმსახურონ სამი წლის ვადით და ამის შემდეგ იმ საქმის დასრულებამდე, რომლის განხილვაც უკვე დაწყებულია შესაბამის განყოფილებაში. სააპელაციო განყოფილებაში განაწილებულმა მოსამართლეებმა ამ განყოფილებაში უნდა იმსახურონ თავიანთი უფლებამოსილების სრული ვადით. სააპელაციო განყოფილებაში განაწილებულმა მოსამართლეებმა უნდა იმსახურონ მხოლოდ ამ პალატაში. თუმცა, წინამდებარე მუხლის არცერთი დებულება ხელს არ უშლის სასამართლო პალატიდან მოსამართლეების დროებით გადაყვანას წინასასამართლო პალატაში ან პირიქით, თუ პრეზიდიუმი მიიჩნევს, რომ ამას მოითხოვს სასამართლოს სამუშაო დატვირთვის ეფექტიანი მართვა, იმ პირობით, რომ მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის წინასასამართლო ეტაპზე, არავითარ შემთხვევაში არ იქნება უფლებამოსილი, იყოს ამ საქმის განმხილველი სასამართლო პალატის წევრი. მუხლი 40🔗. მოსამართლეთა დამოუკიდებლობა მოსამართლეები თავიანთი ფუნქციების შესრულებისას არიან დამოუკიდებლები. მოსამართლეები არ უნდა ეწეოდნენ ისეთ საქმიანობას, რომელიც შესაძლოა ხელს უშლიდეს მათ სამოსამართლო ფუნქციებს ან უარყოფითად აისახოს მათი დამოუკიდებლობის მიმართ არსებულ ნდობაზე. სასამართლოს განლაგების ადგილზე საქმიანობის სრული სამუშაო განაკვეთით განხორციელების ვალდებულების მქონე მოსამართლეები არ უნდა მონაწილეობდნენ სხვა პროფესიული ხასიათის საქმიანობაში. მე-2 და მე-3 პუნქტების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობით. თუ ასეთი საკითხი ეხება კონკრეტულ მოსამართლეს, ამ მოსამართლემ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში. მუხლი 41🔗. მოსამართლეების გათავისუფლება და აცილება პრეზიდიუმს შეუძლია, მოსამართლის მოთხოვნით, გაათავისუფლოს ეს მოსამართლე წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულებისგან, „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად. მოსამართლე არ უნდა მონაწილეობდეს რომელიმე საქმეში, რომელშიც მისი მიუკერძოებლობა შეიძლება გონივრულად დადგეს ეჭვქვეშ რაიმე საფუძვლით. მოსამართლე აცილებული უნდა იქნეს საქმიდან წინამდებარე პუნქტის შესაბამისად, თუ, inter alia, ეს მოსამართლე ადრე რაიმე ფორმით მონაწილეობდა სასამართლოს წინაშე არსებულ ამ საქმეში ან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეში ეროვნულ დონეზე, რომელშიც ფიგურირებდა გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფი პირი. მოსამართლე ასევე აცილებული უნდა იქნეს სხვა ისეთი საფუძვლებით, რომლებიც შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“. პროკურორს ან გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფ პირს შეუძლია მოითხოვოს მოსამართლის აცილება წინამდებარე პუნქტის შესაბამისად. მოსამართლის აცილების შესახებ ნებისმიერი საკითხი წყდება მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობით. აცილების ადრესატ მოსამართლეს უფლება აქვს, წარადგინოს თავისი კომენტარები საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილების მიღებაში. მუხლი 42🔗. პროკურორის ოფისი პროკურორის ოფისი მოქმედებს დამოუკიდებლად, როგორც სასამართლოს ცალკე მდგომი ორგანო. იგი პასუხისმგებელია სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ დანაშაულებთან დაკავშირებული გადაცემებისა (რეფერალებისა) და ნებისმიერი დასაბუთებული ინფორმაციის მიღებაზე, მათ განხილვასა და გამოძიებისა და სასამართლოში სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოებაზე. პროკურორის ოფისის წევრს არ აქვს უფლება, მოითხოვოს ან იმოქმედოს ნებისმიერი გარე წყაროდან მიღებული ინსტრუქციების შესაბამისად. ოფისს ხელმძღვანელობს პროკურორი. პროკურორს აქვს სრული უფლებამოსილება ოფისის მართვასა და ადმინისტრირებაზე, მათ შორის, ოფისის პერსონალზე, შენობებსა და სხვა რესურსებზე. პროკურორს ეხმარება ერთი ან მეტი პროკურორის მოადგილე, რომლებსაც შეუძლიათ განახორციელონ პროკურორისთვის წინამდებარე წესდებით მოთხოვნილი ნებისმიერი ქმედება. პროკურორი და პროკურორების მოადგილეები უნდა იყვნენ სხვადასხვა მოქალაქეობის მქონე. მათ საქმიანობა უნდა განახორციელონ სრულ სამუშაო განაკვეთზე. პროკურორი და პროკურორის მოადგილეები უნდა იყვნენ მაღალი მორალური თვისებების მქონე პირები, იყვნენ მაღალკვალიფიციურები და ჰქონდეთ სისხლისსამართლებრივი დევნის ან სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო განხილვის ფართო პრაქტიკული გამოცდილება. მათ სრულყოფილად უნდა იცოდნენ სასამართლოს სამუშაო ენებიდან სულ მცირე ერთი და გამართულად ფლობდნენ მას. პროკურორი აირჩევა ფარული კენჭისყრით, მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობით. პროკურორის მოადგილეები აირჩევიან იმავე წესით, პროკურორის მიერ წარდგენილი კანდიდატების სიიდან. პროკურორი პროკურორის მოადგილის თითოეული ვაკანტური თანამდებობისთვის წარადგენს სამ კანდიდატს. თუ მათი არჩევის დროს არ განისაზღვრება უფრო მცირე ვადა, პროკურორი და პროკურორის მოადგილეები თანამდებობას იკავებენ ცხრა წლის ვადით და არ აქვთ ხელახლა არჩევის უფლება. არც პროკურორი და არც პროკურორის მოადგილე არ უნდა ეწეოდნენ ისეთ საქმიანობას, რომელიც შესაძლოა ხელს უშლიდეს მათ საპროკურორო ფუნქციებს ან უარყოფითად აისახოს მათი დამოუკიდებლობის მიმართ არსებულ ნდობაზე. ისინი არ უნდა მონაწილეობდნენ სხვა პროფესიული ხასიათის საქმიანობის განხორციელებაში. პრეზიდიუმს შეუძლია, რომ პროკურორი ან პროკურორის მოადგილე, მისი მოთხოვნით, გაათავისუფლოს კონკრეტულ საქმეში მონაწილეობისგან. არც პროკურორი და არც პროკურორის მოადგილე არ უნდა მონაწილეობდნენ ნებისმიერ ისეთ საკითხში, რომელმაც მათი მიუკერძოებლობა შეიძლება გონივრულად ეჭვქვეშ დააყენოს რაიმე საფუძვლით. ისინი აცილებული უნდა იქნენ საქმიდან წინამდებარე პუნქტის შესაბამისად, თუ, inter alia, ისინი ადრე რაიმე ფორმით იყვნენ ჩართულნი სასამართლოს წინაშე არსებულ ამ საქმეში ან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეში ეროვნულ დონეზე, რომელშიც ფიგურირებდა გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფი პირი. პროკურორის ან პროკურორის მოადგილის აცილების ნებისმიერ საკითხს წყვეტს სააპელაციო პალატა. გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფ პირს შეუძლია, რომ ნებისმიერ დროს მოითხოვოს პროკურორის ან პროკურორის მოადგილის აცილება წინამდებარე მუხლში მითითებული საფუძვლებით; პროკურორს ან პროკურორის მოადგილეს, შესაბამისად, უფლება აქვთ, წარადგინონ საკუთარი კომენტარები მოცემულ საკითხთან დაკავშირებით; პროკურორი ნიშნავს მრჩევლებს, რომლებსაც აქვთ სამართლებრივი კომპეტენცია კონკრეტულ საკითხებზე, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, სქესობრივ და გენდერულ ძალადობაზე და ბავშვთა მიმართ ძალადობაზე. მუხლი 43🔗. რეგისტრატურა სასამართლოს ადმინისტრირებისა და მომსახურების გაწევის არასასამართლო ასპექტებზე პასუხისმგებელია რეგისტრატურა, პროკურორის 42-ე მუხლით გათვალისწინებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შეუზღუდავად. რეგისტრატურას ხელმძღვანელობს რეგისტრატორი, რომელიც არის სასამართლოს მთავარი ადმინისტრაციული თანამდებობის პირი. რეგისტრატორი თავის ფუნქციებს ახორციელებს სასამართლოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობის ქვეშ. რეგისტრატორი და რეგისტრატორის მოადგილე უნდა იყვნენ მაღალი მორალური თვისებების მქონე პირები, იყვნენ მაღალკვალიფიციურები, მათ სრულყოფილად უნდა იცოდნენ სასამართლოს სამუშაო ენებიდან სულ მცირე ერთი და გამართულად ფლობდნენ მას. მოსამართლეები აბსოლუტური უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით ირჩევენ რეგისტრატორს, მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის ნებისმიერი რეკომენდაციის გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში და რეგისტრატორის რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლეები იმავე წესით ირჩევენ რეგისტრატორის მოადგილეს. რეგისტრატორი თანამდებობას იკავებს ხუთი წლის ვადით, აქვს ერთხელ ხელახლა არჩევის უფლება და საქმიანობა უნდა განახორციელოს სრულ სამუშაო განაკვეთზე. რეგისტრატორის მოადგილე თანამდებობას იკავებს ხუთი წლის ვადით ან მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობის მიერ განსაზღვრული უფრო მცირე ვადით და შეიძლება აირჩეს იმ პირობით, რომ რეგისტრატორის მოადგილე საქმიანობის განსახორციელებლად გამოძახებული იქნება საჭიროებისამებრ. რეგისტრატორი რეგისტრატურის ფარგლებში ქმნის დაზარალებულთა და მოწმეთა განყოფილებას. ეს განყოფილება, პროკურორის ოფისთან კონსულტაციით, უზრუნველყოფს დამცავ ზომებსა და უსაფრთხოების ზომებს, კონსულტაციას და სხვა შესაბამის დახმარებას მოწმეებისთვის, სასამართლოში გამომსვლელი დაზარალებულებისთვის და სხვა პირებისთვის, რომლებიც რისკის ქვეშ არიან ასეთი მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების გამო. განყოფილება უნდა დაკომპლექტდეს პერსონალით, რომელსაც აქვს კომპეტენცია ტრავმების, მათ შორის, სქესობრივი ძალადობის დანაშაულებთან დაკავშირებული ტრავმების საკითხებში. მუხლი 44🔗. პერსონალი პროკურორი და რეგისტრატორი ნიშნავენ თავიანთი შესაბამისი ორგანოებისთვის საჭირო კვალიფიციურ პერსონალს. პროკურორის შემთხვევაში, ეს მოიცავს გამომძიებლების დანიშვნას. პერსონალის დასაქმებისას პროკურორი და რეგისტრატორი უზრუნველყოფენ ეფექტიანობის, კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების უმაღლეს სტანდარტებს და, mutatis mutandis, ითვალისწინებენ 36-ე მუხლის მე-8 პუნქტში მითითებულ კრიტერიუმებს. რეგისტრატორი, პრეზიდიუმთან და პროკურორთან შეთანხმებით, წარადგენს „პერსონალის დებულებას“, რომელიც მოიცავს სასამართლოს პერსონალის დანიშვნის, ანაზღაურებისა და გათავისუფლების წესებსა და პირობებს. საშტატო დებულებას ამტკიცებს მხარე სახელმწიფოთა ასამბლეა. „პერსონალის დებულებას“ ამტკიცებს მხარე სახელმწიფოთა ასამბლეა. სასამართლოს გამონაკლის შემთხვევებში შეუძლია გამოიყენოს მხარე სახელმწიფოების, მთავრობათაშორისი ორგანიზაციების ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული არაანაზღაურებადი პერსონალის ექსპერტიზა სასამართლოს ნებისმიერი ორგანოს საქმიანობის დახმარების მიზნით. პროკურორს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ასეთი შეთავაზება პროკურორის ოფისის სახელით. ასეთი არაანაზღაურებადი პერსონალი დასაქმდება მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის მიერ დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად. მუხლი 45🔗. ფიცის დადება წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული შესაბამისი მოვალეობების შესრულებამდე, მოსამართლეები, პროკურორი, პროკურორის მოადგილეები, რეგისტრატორი და რეგისტრატორის მოადგილე ღია სასამართლო სხდომაზე დებენ ფიცს, რომ მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად შეასრულებენ თავიანთ შესაბამის ფუნქციებს. მუხლი 46🔗. თანამდებობიდან გათავისუფლება მოსამართლე, პროკურორი, პროკურორის მოადგილე, რეგისტრატორი ან რეგისტრატორის მოადგილე უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია მე-2 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც: დადგინდა, რომ ამ პირმა ჩაიდინა სერიოზული გადაცდომა ან წინამდებარე წესდებით განსაზღვრული მოვალეობების სერიოზული დარღვევა, როგორც ეს გათვალისწინებულია „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“; ან ამ პირს არ შეუძლია წინამდებარე წესდებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება. მოსამართლის, პროკურორის ან პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს მხარე სახელმწიფოთა ასამბლეა ფარული კენჭისყრით: მოსამართლის შემთხვევაში – მხარე სახელმწიფოების ორი მესამედის უმრავლესობით, სხვა მოსამართლეების ორი მესამედის უმრავლესობის მიერ მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე; პროკურორის შემთხვევაში – მხარე სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობით; პროკურორის მოადგილის შემთხვევაში – მხარე სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობით, პროკურორის რეკომენდაციის საფუძველზე. რეგისტრატორის ან რეგისტრატორის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობით. მოსამართლეს, პროკურორს, პროკურორის მოადგილეს, რეგისტრატორს ან რეგისტრატორის მოადგილეს, რომლის ქმედება ან წინამდებარე წესდებით მოთხოვნილი ფუნქციების შესრულების უნარი სადავო გახდა წინამდებარე მუხლის შესაბამისად, აქვს სრული შესაძლებლობა, წარადგინოს და მიიღოს მტკიცებულებები და წარადგინოს მოსაზრებები „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად. ასეთ პირს არ შეუძლია საკითხის განხილვაში სხვაგვარად მონაწილეობა. მუხლი 47🔗. დისციპლინური ზომები მოსამართლე, პროკურორი, პროკურორის მოადგილე, რეგისტრატორი ან რეგისტრატორის მოადგილე, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად სერიოზული ხასიათის სამსახურებრივი გადაცდომა, ვიდრე ეს 46-ე მუხლის პირველი პუნქტით არის გათვალისწინებული, ექვემდებარება დისციპლინურ ზომებს „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად. მუხლი 48🔗. პრივილეგიები და იმუნიტეტები სასამართლო თითოეული მხარე სახელმწიფოს ტერიტორიაზე სარგებლობს ისეთი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რომლებიც აუცილებელია მისი მიზნების შესასრულებლად. სასამართლოს საქმიანობაში მონაწილე ან მის საქმიანობასთან დაკავშირებით მოქმედი მოსამართლეები, პროკურორი, პროკურორის მოადგილეები და რეგისტრატორი სარგებლობენ იმავე პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რაც ენიჭებათ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს და, მათი თანამდებობის ვადის გასვლის შემდეგ, კვლავ სარგებლობენ იმუნიტეტით ნებისმიერი სახის სამართლებრივი პროცესისგან მათ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში წარმოთქმული ან წერილობითი სიტყვებისა და შესრულებული ქმედებების მიმართ. რეგისტრატორის მოადგილე, პროკურორის ოფისის პერსონალი და რეგისტრატურის პერსონალი სარგებლობენ პრივილეგიებით, იმუნიტეტებითა და ხელსაყრელი პირობებით, რომლებიც აუცილებელია მათი ფუნქციების შესასრულებლად, სასამართლოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ შეთანხმების შესაბამისად. ადვოკატებს, ექსპერტებს, მოწმეებს ან ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც მოეთხოვება სასამართლოს განლაგების ადგილზე ყოფნა, სარგებლობენ ისეთი მოპყრობით, რომელიც აუცილებელია სასამართლოს სათანადო ფუნქციონირებისთვის, სასამართლოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ შეთანხმების შესაბამისად. პრივილეგიები და იმუნიტეტები: მოსამართლეს ან პროკურორს შეიძლება მოუხსნას მოსამართლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ; რეგისტრატორს შეიძლება მოუხსნას პრეზიდიუმმა; პროკურორის მოადგილეებსა და პროკურორის ოფისის პერსონალს შეიძლება მოუხსნას პროკურორმა; რეგისტრატორის მოადგილესა და რეგისტრატურის პერსონალს შეიძლება მოუხსნას რეგისტრატორმა. მუხლი 49🔗. თანამდებობრივი სარგო, დანამატები და ხარჯების ანაზღაურება მოსამართლეები, პროკურორი, პროკურორის მოადგილეები, რეგისტრატორი და რეგისტრატორის მოადგილე იღებენ თანამდებობრივ სარგოს, დანამატებსა და ხარჯების ანაზღაურებას, რომლებიც განისაზღვრება მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის მიერ. აღნიშნული თანამდებობრივი სარგოები და დანამატები არ უნდა შემცირდეს მათი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. მუხლი 50🔗. ოფიციალური და სამუშაო ენები სასამართლოს ოფიციალური ენებია არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური. სასამართლოს გადაწყვეტილებები, ასევე, სასამართლოს წინაშე არსებული ფუნდამენტური საკითხების შესახებ სხვა გადაწყვეტილებები ქვეყნდება ოფიციალურ ენებზე. პრეზიდიუმი, „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, განსაზღვრავს, თუ რომელი გადაწყვეტილებები შეიძლება ჩაითვალოს ფუნდამენტური საკითხების შესახებ მიღებულად წინამდებარე პუნქტის მიზნებისათვის. სასამართლოს სამუშაო ენებია ინგლისური და ფრანგული. „პროცედურისა და მტკიცებულების წესებმა“ უნდა განსაზღვროს შემთხვევები, როდესაც სამუშაო ენებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა ოფიციალური ენები. სამართალწარმოების ნებისმიერი მხარის ან სამართალწარმოებაში მონაწილეობის ნებართვის მქონე სახელმწიფოს მოთხოვნით, სასამართლო ასეთ მხარეს ან სახელმწიფოს აძლევს ინგლისური ან ფრანგული ენების გარდა სხვა ენის გამოყენების უფლებას, იმ პირობით, რომ სასამართლო ასეთი ნებართვის გაცემას საკმარისად გამართლებულად მიიჩნევს. მუხლი 51🔗. „პროცედურისა და მტკიცებულების წესები“ „პროცედურისა და მტკიცებულების წესები“ ძალაში შედის მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის წევრების ორი მესამედის მიერ დამტკიცებისთანავე. „პროცედურისა და მტკიცებულების წესებში“ ცვლილებების შეტანის წინადადების წარდგენა შეუძლია: ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს; აბსოლუტური უმრავლესობით მოქმედ მოსამართლეებს; ან პროკურორს. ასეთი ცვლილებები ძალაში შედის მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის წევრების ორი მესამედის უმრავლესობის მიერ დამტკიცებისთანავე. „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ დამტკიცების შემდეგ, გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც წესები არ ითვალისწინებს სასამართლოს წინაშე არსებულ კონკრეტულ სიტუაციას, მოსამართლეებს, ორი მესამედის უმრავლესობით, შეუძლიათ შეიმუშაონ დროებითი წესები, რომლებიც იმოქმედებს მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის მომდევნო მორიგ ან სპეციალურ სესიაზე მათ დამტკიცებამდე, ცვლილებამდე ან უარყოფამდე. „პროცედურისა და მტკიცებულების წესები“, მისი ცვლილებები და ნებისმიერი დროებითი წესი უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე წესდებას. „პროცედურისა და მტკიცებულების წესებში“ შეტანილი ცვლილებები, ასევე, დროებითი წესები, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკუძალით იმ პირის საზიანოდ, რომლის მიმართაც მიმდინარეობს გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა ან რომელიც მსჯავრდებულია. წესდებასა და „პროცედურისა და მტკიცებულების წესებს“ შორის კონფლიქტის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება წესდებას. მუხლი 52🔗. „სასამართლოს რეგულაციები“ მოსამართლეები, წინამდებარე წესდებისა და „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად, აბსოლუტური უმრავლესობით ამტკიცებენ „სასამართლოს რეგულაციებს“, რომლებიც აუცილებელია მისი ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის. რეგულაციებისა და მასში ნებისმიერი ცვლილების შემუშავებისას კონსულტაციები უნდა გაიმართოს პროკურორთან და რეგისტრატორთან. რეგულაციები და მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის დამტკიცებისთანავე, თუ მოსამართლეები სხვაგვარად არ გადაწყვეტენ. დამტკიცებისთანავე ისინი გადაეცემა მხარე სახელმწიფოებს კომენტარებისთვის. თუ ექვსი თვის განმავლობაში მხარე სახელმწიფოების უმრავლესობის მხრიდან არ დაფიქსირდება წინააღმდეგობა, ისინი რჩება ძალაში. ნაწილი 5. გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა მუხლი 53🔗. გამოძიების დაწყება პროკურორი, მისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის შეფასების შემდეგ, იწყებს გამოძიებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაადგენს, რომ არ არსებობს წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული გონივრული საფუძველი შემდგომი რეაგირებისთვის. გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, პროკურორი ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: პროკურორისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია იძლევა ვარაუდის გონივრულ საფუძველს, რომ ჩადენილია ან ჩადენის პროცესშია სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაული; საქმე დასაშვებია ან დასაშვები იქნებოდა მე-17 მუხლის შესაბამისად; და მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა და დაზარალებულთა ინტერესების მხედველობაში მიღებისა, არსებობს ვარაუდის საფუძვლიანი მიზეზები, რომ გამოძიება არ ემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს. თუ პროკურორი დაადგენს, რომ არ არსებობს გონივრული საფუძველი შემდგომი რეაგირებისთვის და მისი გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ ზემოთ მოცემულ (c) ქვეპუნქტს, იგი ამის შესახებ აცნობებს წინასასამართლო პალატას. თუ გამოძიების შედეგად პროკურორი დაასკვნის, რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი სისხლისსამართლებრივი დევნისთვის, რადგან: არ არსებობს საკმარისი სამართლებრივი ან ფაქტობრივი საფუძველი 58-ე მუხლის შესაბამისად ორდერის ან გამოძახების უწყების მოთხოვნისთვის; საქმე დაუშვებელია მე-17 მუხლის შესაბამისად; ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ ემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს, ყველა გარემოების, მათ შორის, დანაშაულის სიმძიმის, დაზარალებულთა ინტერესების და სავარაუდო დამნაშავის ასაკის ან ფიზიკური უუნარობის, ასევე, სავარაუდო დანაშაულში მისი როლის გათვალისწინებით; პროკურორი თავისი დასკვნისა და დასკვნის მიზეზების შესახებ აცნობებს წინასასამართლო პალატას და სახელმწიფოს, რომელმაც განახორციელა გადაცემა (რეფერალი) მე-14 მუხლის შესაბამისად, ან – უშიშროების საბჭოს, მე-13 მუხლის (b) პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მე-14 მუხლის შესაბამისად გადაცემის (რეფერალის) განმახორციელებელი სახელმწიფოს, ან მე-13 მუხლის (b) პუნქტის შესაბამისად უშიშროების საბჭოს მოთხოვნით, წინასასამართლო პალატას შეუძლია, გადახედოს პროკურორის მიერ პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებას შემდგომ რეაგირებაზე უარის თქმის შესახებ და მოსთხოვოს პროკურორს ამ გადაწყვეტილების გადახედვა. გარდა ამისა, წინასასამართლო პალატას შეუძლია, საკუთარი ინიციატივით, გადახედოს პროკურორის გადაწყვეტილებას შემდგომ რეაგირებაზე უარის თქმის შესახებ, თუ იგი მხოლოდ პირველი პუნქტის (c) ან მე-2 პუნქტის (c) ქვეპუნქტებს ეფუძნება. ასეთ შემთხვევაში, პროკურორის გადაწყვეტილება ძალაში შევა მხოლოდ წინასასამართლო პალატის მიერ დადასტურების შემთხვევაში. პროკურორს შეუძლია, ახალი ფაქტების ან ინფორმაციის საფუძველზე, ნებისმიერ დროს თავიდან განიხილოს გადაწყვეტილება გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. მუხლი 54🔗. პროკურორის მოვალეობები და უფლებამოსილებები გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურორი: სიმართლის დასადგენად, აფართოებს გამოძიებას, რათა მოიცვას ყველა ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც რელევანტურია წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არსებობის დასადგენად, და ამ პროცესში თანაბრად იძიებს როგორც მამხილებელ, ასევე გამამართლებელ გარემოებებს; იღებს შესაბამის ზომებს სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად და ამ პროცესში პატივს სცემს დაზარალებულთა და მოწმეთა ინტერესებსა და პირად გარემოებებს, მათ შორის ასაკს, მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ გენდერს და ჯანმრთელობას, და ითვალისწინებს დანაშაულის ხასიათს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მოიცავს სქესობრივ ძალადობას, გენდერულ ძალადობას ან ბავშვთა მიმართ ძალადობას; და სრულად სცემს პატივს წინამდებარე წესდებით გათვალისწინებულ პირთა უფლებებს. პროკურორს შეუძლია გამოძიების ჩატარება სახელმწიფოს ტერიტორიაზე: მე-9 ნაწილის დებულებების შესაბამისად; ან როგორც ეს ნებადართულია წინასასამართლო პალატის მიერ 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის (d) ქვეპუნქტის შესაბამისად. პროკურორს შეუძლია: მტკიცებულებების შეგროვება და შესწავლა; მოითხოვოს გამოძიების ქვეშ მყოფი პირების, დაზარალებულებისა და მოწმეების დასწრება და მათი დაკითხვა; ითხოვოს ნებისმიერი სახელმწიფოს ან მთავრობათაშორისი ორგანიზაციის ან მექანიზმის თანამშრომლობა მისი შესაბამისი კომპეტენციისა ან/და მანდატის ფარგლებში; დადოს ისეთი გარიგებები ან შეთანხმებები, რომლებიც არ არის წინამდებარე წესდებასთან შეუსაბამო და რომლებიც შეიძლება საჭირო იყოს სახელმწიფოს, მთავრობათაშორისი ორგანიზაციის ან პირის თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის; დათანხმდეს, რომ სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ გაამჟღავნებს დოკუმენტებს ან ინფორმაციას, რომელსაც პროკურორი მოიპოვებს კონფიდენციალობის პირობით და მხოლოდ ახალი მტკიცებულებების შექმნის მიზნით, თუ ინფორმაციის მიმწოდებელი არ იქნება თანახმა; და მიიღოს საჭირო ზომები ან მოითხოვოს საჭირო ზომების მიღება ინფორმაციის კონფიდენციალობის, ნებისმიერი პირის ან მტკიცებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად. მუხლი 55🔗. პირთა უფლებები გამოძიების დროს წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული გამოძიების ფარგლებში, პირი: არ უნდა იყოს იძულებული, მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ ან აღიაროს დანაშაული; არ უნდა დაექვემდებაროს რაიმე სახის ზეწოლას, იძულებას ან მუქარას, წამებას ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის სხვა ფორმას; თუ დაიკითხება სხვა ენაზე, გარდა იმ ენისა, რომელიც მას სრულად ესმის და საუბრობს, მან უფასოდ უნდა ისარგებლოს კომპეტენტური თარჯიმნის დახმარებით და ისეთი თარგმანებით, რომლებიც აუცილებელია სამართლიანობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად; და არ უნდა დაექვემდებაროს თვითნებურ დაპატიმრებას ან დაკავებას და არ უნდა აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა წინამდებარე წესდებით დადგენილი საფუძვლებითა და პროცედურების შესაბამისად. თუ არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ პირმა ჩაიდინა სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაული და ეს პირი უნდა დაიკითხოს პროკურორის ან ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ მე-9 ნაწილის მიხედვით წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, ეს პირი სარგებლობს შემდეგი უფლებებით, რომელთა შესახებაც მას უნდა ეცნობოს დაკითხვამდე: დაკითხვამდე იყოს ინფორმირებული, რომ არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ მან ჩაიდინა სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაული; შეინარჩუნოს დუმილი ისე, რომ ასეთი დუმილი არ იქნეს გათვალისწინებული დამნაშავეობის ან უდანაშაულობის დადგენისას; ისარგებლოს მის მიერ არჩეული იურიდიული დახმარებით, ან, თუ პირი არ სარგებლობს იურიდიული დახმარებით, ისარგებლოს მისთვის დანიშნული იურიდიული დახმარებით, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესები ამას მოითხოვს და ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში საფასურის გადახდის გარეშე, თუ პირს არ აქვს საკმარისი ფინანსური სახსრები მის დასაფარად; და დაიკითხოს ადვოკატის თანდასწრებით, თუ პირს ნებაყოფლობით არ უთქვამს უარი ადვოკატის აყვანის უფლებაზე. მუხლი 56🔗. წინასასამართლო პალატის როლი განსაკუთრებულ საგამოძიებო შესაძლებლობასთან დაკავშირებით როდესაც პროკურორი მიიჩნევს, რომ გამოძიება წარმოადგენს განსაკუთრებულ შესაძლებლობას მოწმისგან ჩვენების ან განცხადების აღების ან მტკიცებულებების გამოკვლევის, შეგროვების ან შემოწმების მიზნით, რომლებიც შესაძლოა შემდგომში აღარ იყოს ხელმისაწვდომი სასამართლო პროცესის მიზნებისთვის, პროკურორი ამის შესახებ აცნობებს წინასასამართლო პალატას. ამ შემთხვევაში, წინასასამართლო პალატას, პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე, შეუძლია მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც აუცილებელია სამართალწარმოების ეფექტიანობისა და ერთიანობის უზრუნველსაყოფად და, განსაკუთრებით, დაცვის მხარის უფლებების დასაცავად. თუ წინასასამართლო პალატა სხვაგვარად არ დაადგენს, პროკურორი აწვდის შესაბამის ინფორმაციას იმ პირს, რომელიც დაკავებულია ან გამოცხადებულია (a) ქვეპუნქტში მითითებულ გამოძიებასთან დაკავშირებული გამოძახების უწყების საფუძველზე, რათა მას მოუსმინონ ამ საკითხთან დაკავშირებით. პირველი პუნქტის (b) ქვეპუნქტში მითითებული ზომები შეიძლება მოიცავდეს: რეკომენდაციების ან ბრძანებების გაცემას შესასრულებელი პროცედურების შესახებ; მითითებას სამართალწარმოების ოქმის შედგენის შესახებ; ექსპერტის დანიშვნას დახმარების მიზნით; დაკავებული ან სასამართლოში გამოძახების უწყების საფუძველზე გამოცხადებული პირის ადვოკატისთვის უფლებამოსილების მიცემას, მიიღოს მონაწილეობა ან, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დაკავება ან გამოცხადება ჯერ არ მომხდარა ან ადვოკატი არ არის დანიშნული, სხვა ადვოკატის დანიშვნას დასწრებისა და დაცვის მხარის ინტერესების წარმომადგენლობის მიზნით; მისი ერთ-ერთი წევრის ან, საჭიროების შემთხვევაში, წინასასამართლო ან სასამართლო განყოფილების სხვა თავისუფალი მოსამართლის დანიშვნას მტკიცებულებების შეგროვებისა და შენახვის და პირთა დაკითხვის შესახებ რეკომენდაციების ან ბრძანებების შესრულების კონტროლისა და გაცემის მიზნით; მტკიცებულებების შეგროვებისა და შენახვის მიზნით საჭირო სხვა ქმედებების განხორციელებას. თუ პროკურორმა არ მოითხოვა ზომების მიღება წინამდებარე მუხლის შესაბამისად, მაგრამ წინასასამართლო პალატა მიიჩნევს, რომ ასეთი ზომები აუცილებელია იმ მტკიცებულებების დასაცავად, რომლებიც მას სასამართლო პროცესზე აუცილებლად მიაჩნია დაცვის მხარისთვის, იგი კონსულტაციებს გამართავს პროკურორთან იმის გასარკვევად, არსებობს თუ არა საფუძვლიანი მიზეზი იმისა, რომ პროკურორმა არ მოითხოვა ზომები. თუ კონსულტაციის შედეგად წინასასამართლო პალატა დაასკვნის, რომ პროკურორის მიერ ასეთი ზომების მოთხოვნის არარსებობა გაუმართლებელია, წინასასამართლო პალატას შეუძლია, საკუთარი ინიციატივით მიიღოს ასეთი ზომები; წინასასამართლო პალატის მიერ წინამდებარე პუნქტის შესაბამისად საკუთარი ინიციატივით მოქმედების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორის მიერ. საჩივარი განიხილება დაჩქარებული წესით. წინამდებარე მუხლის შესაბამისად სასამართლო პროცესისთვის დაცული ან შეგროვებული მტკიცებულებების ან მათი ჩანაწერების სასამართლო პროცესზე დასაშვებობა მოწესრიგებულია 69-ე მუხლით და ენიჭება ის წონა, რასაც დაადგენს სასამართლო პალატა. მუხლი 57🔗. წინასასამართლო პალატის ფუნქციები და უფლებამოსილებები თუ წინამდებარე წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წინასასამართლო პალატა თავის ფუნქციებს ახორციელებს წინამდებარე მუხლის დებულებების შესაბამისად. წინასასამართლო პალატის მიერ მე-15, მე-18, მე-19, 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-7 პუნქტის და 72-ე მუხლების შესაბამისად გამოცემულ ბრძანებებს ან განჩინებებს უნდა დაეთანხმოს მისი მოსამართლეების უმრავლესობა; ყველა სხვა შემთხვევაში, წინასასამართლო პალატის ერთ მოსამართლეს შეუძლია განახორციელოს წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული ფუნქციები, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“ ან წინასასამართლო პალატის უმრავლესობის მიერ. წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებზე დამატებით, წინასასამართლო პალატას შეუძლია: პროკურორის მოთხოვნით, გამოსცეს ისეთი ბრძანებები და ორდერები, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს გამოძიების მიზნებისთვის; დაპატიმრებული ან 58-ე მუხლით გათვალისწინებული გამოძახების უწყების საფუძველზე გამოცხადებული პირის მოთხოვნით, გამოსცეს ისეთი ბრძანებები, მათ შორის, მიიღოს 56-ე მუხლში აღწერილი ზომები ან მოითხოვოს ისეთი თანამშრომლობა მე-9 ნაწილის შესაბამისად, რაც შეიძლება საჭირო გახდეს პირის დასახმარებლად მისი დაცვის მომზადებაში; საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს დაზარალებულთა და მოწმეთა დაცვა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მტკიცებულებების, დაპატიმრებული ან გამოძახების უწყების საფუძველზე გამოცხადებული პირებისა და ეროვნული უსაფრთხოების ინფორმაციის დაცვა; ნებართვა მისცეს პროკურორს, განახორციელოს კონკრეტული საგამოძიებო ნაბიჯები მხარე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მე-9 ნაწილის შესაბამისად, ამ სახელმწიფოს თანამშრომლობის უზრუნველყოფის გარეშე, თუ, შესაძლებლობის შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფოს მოსაზრებების გათვალისწინებით, წინასასამართლო პალატა ამ საქმეში დაადგენს, რომ სახელმწიფო აშკარად ვერ ასრულებს თანამშრომლობის შესახებ მოთხოვნას რომელიმე კომპეტენტური ორგანოს ან მისი სასამართლო სისტემის რომელიმე კომპონენტის არარსებობის გამო, რომელსაც აქვს თანამშრომლობის შესახებ მოთხოვნის შესრულების კომპეტენცია მე-9 ნაწილის შესაბამისად. როდესაც 58-ე მუხლის შესაბამისად გამოცემულია დაპატიმრების ორდერი ან გამოძახების უწყება, მტკიცებულებების სიძლიერისა და დაინტერესებული მხარეების უფლებების გათვალისწინებით, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე წესდებითა და „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“, მოითხოვოს სახელმწიფოების თანამშრომლობა 93-ე მუხლის პირველი პუნქტის (k) ქვეპუნქტის შესაბამისად, რათა მიიღონ დამცავი ზომები კონფისკაციის მიზნით, განსაკუთრებით დაზარალებულთა საბოლოო სარგებლისთვის. მუხლი 58🔗. წინასასამართლო პალატის მიერ დაპატიმრების ორდერის ან გამოძახების უწყების გამოცემა გამოძიების დაწყების შემდეგ ნებისმიერ დროს, წინასასამართლო პალატა, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, გასცემს პირის დაპატიმრების ორდერს, თუ შუამდგომლობისა და პროკურორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ან სხვა ინფორმაციის შესწავლის შემდეგ დარწმუნდება, რომ: არსებობს გონივრული საფუძვლები ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაული; და პირის დაპატიმრება აუცილებელია: პირის სასამართლო პროცესზე გამოცხადების უზრუნველყოფის მიზნით; იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირმა ხელი არ შეუშალოს ან საფრთხე არ შეუქმნას გამოძიებას ან სასამართლო პროცესს; ან შესაბამის შემთხვევაში, იმის უზრუნველსაყოფად, რომ თავიდან იქნეს აცილებული ამ პირის მიერ ამ დანაშაულის ან ამ დანაშაულთან დაკავშირებული, სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი და იმავე გარემოებებიდან წარმოშობილი დანაშაულის ჩადენის გაგრძელება. პროკურორის შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს: პირის სახელს და ნებისმიერ სხვა შესაბამის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას; კონკრეტულ მითითებას სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ დანაშაულებზე, რომელთა ჩადენაშიც ბრალი ედება პირს; ფაქტების მოკლე ჩამონათვალს, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ დანაშაულებს წარმოადგენს; მტკიცებულებებისა და ნებისმიერი სხვა ინფორმაციის შეჯამებას, რომელიც ქმნის გონივრულ საფუძვლებს ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა ეს დანაშაულები; და დასაბუთებას, თუ რატომ მიიჩნევს პროკურორი, რომ აუცილებელია პირის დაკავება. დაპატიმრების ორდერი უნდა შეიცავდეს: პირის სახელს და ნებისმიერი სხვა შესაბამისი საიდენტიფიკაციო ინფორმაციას; კონკრეტულ მითითებას სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ დანაშაულებზე, რომელთა გამო მოთხოვნილია პირის დაპატიმრება; და ფაქტების მოკლე ჩამონათვალს, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ დანაშაულებს წარმოადგენს. დაპატიმრების ორდერი ძალაში რჩება მანამ, სანამ სასამართლო სხვაგვარად არ გადაწყვეტს. დაპატიმრების ორდერის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია მოითხოვოს პირის დროებითი დაპატიმრება ან დაპატიმრება და გადაცემა მე-9 ნაწილის შესაბამისად. პროკურორს შეუძლია წინასასამართლო პალატისგან მოითხოვოს, რომ შეიტანოს ცვლილება დაპატიმრების ორდერში მასში მითითებული დანაშაულების შეცვლით ან დამატებით. წინასასამართლო პალატამ ცვლილება უნდა შეიტანოს ორდერში, თუ დარწმუნდება, რომ არსებობს გონივრული საფუძვლები ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა შეცვლილი ან დამატებული დანაშაულები. დაპატიმრების ორდერის მოთხოვნის ალტერნატივად პროკურორს შეუძლია წარადგინოს შუამდგომლობა, რომლითაც მოითხოვს, რომ წინასასამართლო პალატამ გასცეს გამოძახების უწყება პირის გამოცხადების მიზნით. თუ წინასასამართლო პალატა დარწმუნდება, რომ არსებობს გონივრული საფუძვლები ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა სავარაუდო დანაშაული და რომ გამოძახების უწყება საკმარისია პირის გამოცხადებისთვის, იგი, პირის სასამართლოში გამოცხადების მიზნით, გამოსცემს გამოძახების უწყებას, თავისუფლების შეზღუდვის პირობებით (გარდა დაკავებისა) ან მათ გარეშე, თუ ეს გათვალისწინებულია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით. გამოძახების უწყება უნდა შეიცავდეს: პირის სახელს და ნებისმიერ სხვა შესაბამის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას; კონკრეტულ თარიღს, როდესაც პირი უნდა გამოცხადდეს; კონკრეტულ მითითებას სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ დანაშაულებზე, რომელთა ჩადენაშიც ბრალი ედება პირს; და ფაქტების მოკლე აღწერას, რომლებიც, სავარაუდოდ, წარმოადგენს დანაშაულს. გამოძახების უწყება უნდა ჩაჰბარდესპირს. მუხლი 59🔗. დაპატიმრების პროცედურები პატიმრობის განმახორციელებელ სახელმწიფოში მხარე სახელმწიფომ, რომელმაც მიიღო დროებითი დაპატიმრების ან დაპატიმრებისა და გადაცემის მოთხოვნა, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები შესაბამისი პირის დაპატიმრებისთვის, თავისი კანონმდებლობისა და მე-9 ნაწილის დებულებების შესაბამისად. დაპატიმრებული პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს პატიმრობის განმახორციელებელი სახელმწიფოს კომპეტენტურ სასამართლო ორგანოს, რომელმაც, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა დაადგინოს, რომ: ორდერი ვრცელდება ამ პირზე; პირი დააპატიმრეს სათანადო პროცედურის შესაბამისად; და პირის უფლებები დაცულია. დაკავებულ პირს უფლება აქვს, გადაცემამდე დროებითი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართოს პატიმრობის განმახორციელებელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. ასეთ მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მიღებისას, პატიმრობის განმახორციელებელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო, სავარაუდო დანაშაულების სიმძიმის გათვალისწინებით, განიხილავს, არსებობს თუ არა გადაუდებელი და გამონაკლისი გარემოებები დროებითი გათავისუფლების დასასაბუთებლად და არსებობს თუ არა საჭირო გარანტიები იმის უზრუნველსაყოფად, რომ პატიმრობის განმახორციელებელ სახელმწიფოს შეუძლია პირის სასამართლოსთვის გადაცემის ვალდებულების შესრულება. დაპატიმრების განმახორციელებელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს არ აქვს უფლება განიხილოს, სათანადოდ იყო თუ არა გაცემული დაპატიმრების ორდერი 58-ე მუხლის პირველი პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტების შესაბამისად. დროებითი გათავისუფლების ნებისმიერი მოთხოვნის შესახებ უნდა ეცნობოს წინასასამართლო პალატას, რომელიც რეკომენდაციებს წარუდგენს პატიმრობის განმახორციელებელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. პატიმრობის განმახორციელებელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად უნდა განიხილოს ასეთი რეკომენდაციები, მათ შორის, ნებისმიერი რეკომენდაცია პირის გაქცევის პრევენციის ზომების შესახებ. თუ პირი დროებით გათავისუფლდა, წინასასამართლო პალატას შეუძლია, რომ მოითხოვოს პერიოდული ანგარიშები დროებითი გათავისუფლების მიმდინარეობის შესახებ. მას შემდეგ, რაც პატიმრობის განმახორციელებელ სახელმწიფოს დაევალება პირის გადაცემა, პირი რაც შეიძლება მალე უნდა გადაეცეს სასამართლოს. მუხლი 60🔗. საწყისი სამართალწარმოება სასამართლოს წინაშე პირის სასამართლოსთვის გადაცემის ან სასამართლოში ნებაყოფლობით ან გამოძახების საფუძველზე გამოცხადებისთანავე წინასასამართლო პალატა უნდა დარწმუნდეს, რომ პირი ინფორმირებულია მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებისა და წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ, მათ შორის, სასამართლო პროცესის დაწყებამდე დროებითი გათავისუფლების მოთხოვნის უფლების შესახებ. პირს, რომლის მიმართაც გაცემულია დაპატიმრების ორდერი, სასამართლო პროცესის დაწყებამდე შეუძლია მოითხოვოს დროებითი გათავისუფლება. თუ წინასასამართლო პალატა დარწმუნდება, რომ დაკმაყოფილებულია 58-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობები, პირის დაკავება გაგრძელდება. თუ ეს პირობები არ არის დაკმაყოფილებული, წინასასამართლო პალატა გაათავისუფლებს პირს, პირობებით ან პირობების გარეშე. წინასასამართლო პალატა პერიოდულად გადახედავს პირის გათავისუფლების ან დაკავების შესახებ თავის გადაწყვეტილებას და ამის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ დროს, პროკურორის ან პირის მოთხოვნით. ასეთი გადახედვის შემდეგ, მას შეუძლია შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება დაკავების, გათავისუფლების ან გათავისუფლების პირობების შესახებ, თუ დარწმუნდება, რომ შეცვლილი გარემოებები ამას მოითხოვს. წინასასამართლო პალატა უზრუნველყოფს, რომ სასამართლო პროცესამდე პირი არ იყოს დაკავებული არაგონივრული ვადით პროკურორის მიერ გაუმართლებელი დაყოვნების გამო. თუ სახეზეა ასეთი გაჭიანურება, სასამართლო განიხილავს პირის გათავისუფლების საკითხს, პირობებით ან მათ გარეშე. საჭიროების შემთხვევაში, წინასასამართლო პალატას შეუძლია გასცეს დაპატიმრების ორდერი, რათა უზრუნველყოს გათავისუფლებული პირის დასწრება. მუხლი 61🔗. ბრალდებების დადასტურება სასამართლო პროცესამდე მე-2 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, პირის სასამართლოსთვის გადაცემიდან ან სასამართლოში ნებაყოფლობით ან გამოძახების უწყების საფუძველზე გამოცხადებიდან გონივრულ ვადაში, წინასასამართლო პალატამ უნდა ჩაატაროს მოსმენა იმ ბრალდებების დასადასტურებლად, რომელთა საფუძველზეც პროკურორი აპირებს სასამართლო პროცესის დაწყებას. მოსმენა ტარდება პროკურორისა და ბრალდებული პირის, ასევე, მისი ადვოკატის თანდასწრებით. წინასასამართლო პალატას, პროკურორის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, შეუძლია, ბრალდებული პირის დაუსწრებლად ჩაატაროს მოსმენა იმ ბრალდებების დასადასტურებლად, რომელთა საფუძველზეც პროკურორი აპირებს სასამართლო პროცესის დაწყებას, თუ პირმა: უარი თქვა დასწრების უფლებაზე; ან გაიქცა ან ვერ მიაკვლიეს და მიღებულია ყველა გონივრული ზომა სასამართლოში მისი გამოცხადების უზრუნველსაყოფად, პირის ინფორმირებისთვის ბრალდებებისა და იმის შესახებ, რომ ჩატარდება მოსმენა ამ ბრალდებების დადასტურების მიზნით. ამ შემთხვევაში, პირს წარმოადგენს ადვოკატი, თუ წინასასამართლო პალატა დაადგენს, რომ ეს მართლმსაჯულების ინტერესებშია. მოსმენამდე გონივრული ვადით ადრე, პირს: უნდა გადაეცეს იმ დოკუმენტის ასლი, რომელიც შეიცავს ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც პროკურორი აპირებს პირის სასამართლოში წარდგენას; და უნდა ეცნობოს იმ მტკიცებულებების შესახებ, რომელთა გამოყენებასაც პროკურორი აპირებს მოსმენაზე. წინასასამართლო პროცესის პალატას შეუძლია გასცეს ბრძანებები მოსმენის მიზნებისთვის ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ. მოსმენამდე პროკურორს შეუძლია გააგრძელოს გამოძიება და შეცვალოს ან გააუქმოს ნებისმიერი ბრალდება. პირს მოსმენამდე გონივრული ვადით ადრე უნდა ეცნობოს ბრალდებების ნებისმიერი ცვლილების ან გაუქმების შესახებ. ბრალდებების გაუქმების შემთხვევაში პროკურორი აცნობებს წინასასამართლო პალატას გაუქმების მიზეზების შესახებ. მოსმენაზე პროკურორმა თითოეული ბრალდება უნდა გაამყაროს საკმარისი მტკიცებულებებით, რათა დადგინდეს არსებითი საფუძვლები ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა ბრალად წაყენებული დანაშაული. პროკურორს შეუძლია დაეყრდნოს დოკუმენტურ ან შემაჯამებელ მტკიცებულებებს და არ არის ვალდებული, გამოიძახოს მოწმეები, რომელთაგანაც მოსალოდნელია ჩვენების მიცემა სასამართლო პროცესზე. მოსმენაზე პირს შეუძლია: არ დაეთანხმოს ბრალდებებს; სადავო გახადოს პროკურორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები; და წარადგინოს მტკიცებულებები. წინასასამართლო პალატა, მოსმენის საფუძველზე, ადგენს, არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები, რათა დადგინდეს არსებითი საფუძვლები ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა ბრალად წაყენებული თითოეული დანაშაული. თავისი დასკვნის საფუძველზე, წინასასამართლო პალატა: ადასტურებს იმ ბრალდებებს, რომლებთან დაკავშირებითაც დადგინდა, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, და პირს გადასცემს სასამართლო პალატას, დადასტურებული ბრალდებების საფუძველზე გასამართლების მიზნით. უარს ამბობს იმ ბრალდებების დადასტურებაზე, რომლებთან დაკავშირებითაც დადგინდა, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები; გადადებს სხდომას და მოსთხოვს პროკურორს, რომ განიხილოს: კონკრეტული ბრალდების შესახებ დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა ან შემდგომი გამოძიების ჩატარება; ან ბრალდების შეცვლა იმის გამო, რომ წარდგენილი მტკიცებულებები, სავარაუდოდ, მიუთითებს სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ სხვა დანაშაულზე. თუ წინასასამართლო პალატა უარს იტყვის ბრალდების დადასტურებაზე, პროკურორს არ ეკრძალება შემდგომში მისი დადასტურების მოთხოვნა, თუ მოთხოვნას ამყარებს დამატებითი მტკიცებულებები. ბრალდებების დადასტურების შემდეგ და სასამართლო პროცესის დაწყებამდე, პროკურორს შეუძლია, წინასასამართლო პალატის ნებართვით და ბრალდებულის შეტყობინების შემდეგ, ცვლილება შეიტანოს ბრალდებებში. თუ პროკურორი აპირებს დამატებითი ბრალდებების წარდგენას ან არსებულის უფრო მძიმე ბრალდებებით ჩანაცვლებას, ამ ბრალდებების დადასტურების მიზნით უნდა ჩატარდეს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული მოსმენა. სასამართლო პროცესის დაწყების შემდეგ, პროკურორს შეუძლია, სასამართლო პალატის ნებართვით გააუქმოს ბრალდებები. ნებისმიერი ადრე გაცემული ორდერი კარგავს ძალას იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებიც არ დადასტურდა წინასასამართლო პალატის მიერ ან რომლებიც გააუქმა პროკურორმა. მას შემდეგ, რაც ბრალდებები დადასტურდება წინამდებარე მუხლის შესაბამისად, პრეზიდიუმი ქმნის სასამართლო პალატას, რომელიც, მე-9 პუნქტისა და 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, პასუხისმგებელია შემდგომი სამართალწარმოების წარმართვაზე და შეუძლია განახორციელოს წინასასამართლო პალატის ნებისმიერი ფუნქცია, რომელიც შესაბამისია და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ასეთ სამართალწარმოებაში. ნაწილი 6. სასამართლო პროცესი მუხლი 62🔗. სასამართლო პროცესის ადგილი თუ სხვა რამ არ არის გადაწყვეტილი, სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს სასამართლოს განლაგების ადგილზე. მუხლი 63🔗. სასამართლო პროცესი ბრალდებულის თანდასწრებით ბრალდებული უნდა იმყოფებოდეს სასამართლო პროცესზე. თუ ბრალდებული სასამართლოში ყოფნისას კვლავ ხელს უშლის სასამართლო პროცესს, სასამართლო პალატას შეუძლია, გაიყვანოს ბრალდებული და უზრუნველყოს, რომ ის დააკვირდეს სასამართლო პროცესს და საჭიროების შემთხვევაში მისცეს მითითებები ადვოკატს სასამართლო დარბაზის გარედან, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. ასეთი ზომები მიიღება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მას შემდეგ, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა სხვა გონივრული ალტერნატივები და მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, რაც მკაცრად აუცილებელია. მუხლი 64🔗. სასამართლო პალატის ფუნქციები და უფლებამოსილებები სასამართლო პალატის წინამდებარე მუხლში მოცემული ფუნქციები და უფლებამოსილებები ხორციელდება წინამდებარე წესდებისა და „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად. სასამართლო პალატა უზრუნველყოფს, რომ სასამართლო პროცესი იყოს სამართლიანი და სწრაფი და ჩატარდეს ბრალდებულის უფლებების სრული პატივისცემით და დაზარალებულებისა და მოწმეების დაცვის სათანადო გათვალისწინებით. წინამდებარე წესდების შესაბამისად საქმის სასამართლო განხილვისთვის გადაცემისას, საქმის განხილვისთვის განსაზღვრული სასამართლო პალატა: მხარეებთან განიხილავს და იღებს ისეთ პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია სამართალწარმოების სამართლიანი და სწრაფი წარმართვის ხელშესაწყობად; განსაზღვრავს სასამართლო პროცესზე გამოსაყენებელ ენას ან ენებს; და წინამდებარე წესდების სხვა შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ადრე გაუმჟღავნებელი დოკუმენტების ან ინფორმაციის გამჟღავნებას, სასამართლო პროცესის დაწყებამდე საკმარისად ადრე, რათა შესაძლებელი იყოს სასამართლო პროცესისთვის სათანადო მომზადება. სასამართლო პალატას, თუ ეს აუცილებელია მისი ეფექტიანი და სამართლიანი ფუნქციონირებისთვის, შეუძლია წინასწარი საკითხები გადასცეს წინასასამართლო პალატას ან, საჭიროების შემთხვევაში, წინასასამართლო განყოფილების სხვა მოსამართლეს. მხარეებისთვის შეტყობინების შემდეგ, სასამართლო პალატას შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება ერთზე მეტი ბრალდებულისთვის წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებული საქმეების გაერთიანების ან გამოყოფის შესახებ. სასამართლო პროცესამდე ან სასამართლო პროცესის მსვლელობისას, თავისი ფუნქციების შესრულებისას, სასამართლო პალატას, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია: განახორციელოს წინასასამართლო პალატის ნებისმიერი ფუნქცია, რომელიც მითითებულია 61-ე მუხლის მე-11 პუნქტში; მოითხოვოს მოწმეების დასწრება და მათი ჩვენება, ასევე – დოკუმენტებისა და სხვა მტკიცებულებების წარდგენა, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოების დახმარებით, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე წესდებით; უზრუნველყოს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა; მოითხოვოს მტკიცებულებების წარდგენა სასამართლო პროცესამდე უკვე შეგროვებულ ან სასამართლო პროცესის დროს მხარეების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე დამატებით; უზრუნველყოს ბრალდებულის, მოწმეებისა და დაზარალებულების დაცვა; და მიიღოს გადაწყვეტილება ნებისმიერ სხვა შესაბამის საკითხზე. სასამართლო პროცესი ტარდება საჯაროდ. თუმცა, სასამართლო პალატას შეუძლია დაადგინოს, რომ განსაკუთრებული გარემოებები მოითხოვს გარკვეული სამართალწარმოების დახურულ სხდომაზე ჩატარებას, 68-ე მუხლში მითითებული მიზნებისთვის, ან მტკიცებულებად წარდგენილი კონფიდენციალური ან მგრძნობიარე ინფორმაციის დაცვის მიზნით. სასამართლო პროცესის დაწყებისას, სასამართლო პალატამ ბრალდებულს უნდა გააცნოს წინასასამართლო პალატის მიერ მანამდე დადასტურებული ბრალდებები. სასამართლო პალატა უნდა დარწმუნდეს, რომ ბრალდებული აცნობიერებს ბრალდებების ხასიათს. მან უნდა მისცეს მას შესაძლებლობა, აღიაროს დანაშაული 65-ე მუხლის შესაბამისად ან ამტკიცოს უდანაშაულობა. სასამართლო პროცესზე სხდომის თავმჯდომარე მოსამართლეს შეუძლია გასცეს მითითებები სამართალწარმოების წარმართვის, მათ შორის, სამართლიანად და მიუკერძოებლად წარმართვის უზრუნველსაყოფად. სხდომის თავმჯდომარე მოსამართლის ნებისმიერი მითითების გათვალისწინებით, მხარეებს შეუძლიათ მტკიცებულებების წარდგენა წინამდებარე წესდების დებულებების შესაბამისად. სასამართლო პალატას, inter alia, უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით: გადაწყვიტოს მტკიცებულებების დასაშვებობის ან რელევანტურობის საკითხი; და მიიღოს ყველა საჭირო ზომა სხდომის დროს წესრიგის შესანარჩუნებლად. სასამართლო პალატა უზრუნველყოფს სასამართლო პროცესის სრული ჩანაწერის შექმნას, რომელიც ზუსტად ასახავს სამართალწარმოებას, და იმას, რომ ჩანაწერი დაიცვას და შეინახოს რეგისტრატორმა. მუხლი 65🔗. დანაშაულის აღიარებასთან დაკავშირებული სამართალწარმოება თუ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს 64-ე მუხლის მე-8 პუნქტის (a) ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო პალატამ დაადგინოს: ესმის თუ არა ბრალდებულს დანაშაულის აღიარების ხასიათი და შედეგები; აღიარა თუ არა დანაშაული ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატთან საკმარისი კონსულტაციის შემდეგ; და ამყარებს თუ არა დანაშაულის აღიარებას საქმის ფაქტები, რომლებიც მოცემულია: პროკურორის მიერ წაყენებული და ბრალდებულის მიერ აღიარებულ ბრალდებებში; პროკურორის მიერ წარდგენილ ნებისმიერ მასალაში, რომელიც ავსებს ბრალდებებს და რომელსაც ეთანხმება ბრალდებული; და ნებისმიერ სხვა მტკიცებულებაში, როგორიცაა პროკურორის ან ბრალდებულის მიერ წარდგენილი მოწმეთა ჩვენებები. თუ სასამართლო პალატა დარწმუნდება, რომ პირველ პუნქტში მითითებული საკითხები დადასტურებულია, ის დანაშაულის აღიარებას, წარდგენილ ნებისმიერ დამატებით მტკიცებულებასთან ერთად, განიხილავს, როგორც ყველა არსებითი ფაქტის დადგენას, რომელიც საჭიროა იმ დანაშაულის დასამტკიცებლად, რომელსაც უკავშირდება დანაშაულის აღიარება, და შეუძლია ბრალდებული მსჯავრდებულად ცნოს ამ დანაშაულში. თუ სასამართლო პალატა არ არის დარწმუნებული, რომ პირველ პუნქტში მითითებული საკითხები დადასტურებულია, იგი ჩათვლის, რომ არ არსებობს დანაშაულის აღიარება, რა შემთხვევაშიც იგი გასცემს ბრძანებას სასამართლო პროცესის წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული ჩვეულებრივი სასამართლო პროცესის პროცედურების მიხედვით გაგრძელების შესახებ და შეუძლია, რომ საქმე გადასცეს სხვა სასამართლო პალატას. თუ სასამართლო პალატა მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების ინტერესებიდან, განსაკუთრებით კი დაზარალებულთა ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროა საქმის ფაქტების უფრო სრულყოფილი წარდგენა, სასამართლო პალატას შეუძლია: მოითხოვოს პროკურორისგან დამატებითი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების წარდგენა; ან გასცეს ბრძანება სასამართლო პროცესის წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული ჩვეულებრივი სასამართლო პროცესის პროცედურების მიხედვით გაგრძელების შესახებ, რა შემთხვევაშიც იგი ჩათვლის, რომ არ არსებობს დანაშაულის აღიარება და შეუძლია, რომ საქმე გადასცეს სხვა სასამართლო პალატას. პროკურორსა და დაცვის მხარეს შორის ნებისმიერი განხილვა, რომელიც ეხება ბრალდებებში ცვლილების შეტანას, დანაშაულის აღიარებას ან შესაფარდებელ სასჯელს, სავალდებულო არ არის სასამართლოსთვის. მუხლი 66🔗. უდანაშაულობის პრეზუმფცია ყველა ითვლება უდანაშაულოდ მანამ, სანამ სასამართლოს წინაშე არ დამტკიცდება მისი დამნაშავეობა გამოსაყენებელი სამართლის შესაბამისად. ბრალდებულის დამნაშავეობის მტკიცების ტვირთი აქვს პროკურორს. ბრალდებულის მსჯავრდების მიზნით, სასამართლო ბრალდებულის დამნაშავეობაში უნდა დარწმუნდეს გონივრულ ეჭვს მიღმა. მუხლი 67🔗. ბრალდებულის უფლებები ნებისმიერი ბრალდების დადგენისას, ბრალდებულს უფლება აქვს საჯარო მოსმენაზე, წინამდებარე წესდების დებულებების გათვალისწინებით, მიუკერძოებლად ჩატარებულ სამართლიან განხილვაზე და, სრული თანასწორობის პირობებში, შემდეგ მინიმალურ გარანტიებზე: დაუყოვნებლივ და დეტალურად იყოს ინფორმირებული ბრალდების ხასიათის, მიზეზისა და შინაარსის შესახებ იმ ენაზე, რომელიც ბრალდებულს სრულად ესმის და რომელზეც საუბრობს; ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალებები დაცვის მოსამზადებლად და თავისუფლად და კონფიდენციალურად ჰქონდეს კომუნიკაცია ბრალდებულის მიერ არჩეულ ადვოკატთან; გასამართლდეს გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე; 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, დაესწროს სასამართლო პროცესს, განახორციელოს დაცვა პირადად ან ბრალდებულის მიერ შერჩეული სამართლებრივი დახმარებით, თუ ბრალდებულს არ აქვს სამართლებრივი დახმარება, იყოს ინფორმირებული ამ უფლების შესახებ და ისარგებლოს სასამართლოს მიერ უზრუნველყოფილი სამართლებრივი დახმარებით ნებისმიერ საქმეში, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესები ამას მოითხოვს, და ანაზღაურების გარეშე, თუ ბრალდებულს არ აქვს საკმარისი ფინანსური სახსრები მისი ანაზღაურებისთვის; დაკითხოს ან დააკითხვინოს მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი მოწმეები და უზრუნველყოს თავისი სახელით მოწმეების მოწვევა და დაკითხვა იმავე პირობებით, რომლითაც სარგებლობენ მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი მოწმეები. ბრალდებულს ასევე უფლება აქვს, მიუთითოს პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებებზე და წარადგინოს წინამდებარე წესდებით დასაშვები სხვა მტკიცებულებები; უფასოდ ისარგებლოს კომპეტენტური თარჯიმნის დახმარებით და ისეთი თარგმანებით, რომლებიც აუცილებელია სამართლიანობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თუ სასამართლოში მიმდინარე რომელიმე სამართალწარმოება ან წარდგენილი დოკუმენტი არ არის შესრულებული იმ ენაზე, რომელიც ბრალდებულს სრულად ესმის და რომელზეც საუბრობს; არ იყოს იძულებული, რომ მისცეს ჩვენება ან აღიაროს დანაშაული და შეინარჩუნოს დუმილი ისე, რომ ასეთი დუმილი არ იყოს გათვალისწინებული დამნაშავეობის ან უდანაშაულობის დადგენისას; საკუთარი თავის დასაცავად, ფიცის გარეშე, გააკეთოს ზეპირი ან წერილობითი განცხადება; და თავად მას არ დაეკისროს შებრუნებული მტკიცების ტვირთი ან ბრალდების უარყოფის რაიმე ვალდებულება. წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული ნებისმიერ სხვა გამჟღავნებაზე დამატებით, პროკურორმა, როგორც კი ეს პრაქტიკული იქნება, დაცვის მხარეს უნდა გაუმჟღავნოს მის ხელთ ან კონტროლის ქვეშ არსებული მტკიცებულებები, რომლებიც, მისი აზრით, აჩვენებს, ან იკვეთება, რომ აჩვენებს ბრალდებულის უდანაშაულობას, ან ამსუბუქებს ბრალდებულის დამნაშავეობას, ან რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ბრალდების მხარის მტკიცებულებების სანდოობაზე. წინამდებარე პუნქტის გამოყენებასთან დაკავშირებული ეჭვის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. მუხლი 68🔗. დაზარალებულთა და მოწმეთა დაცვა და მათი მონაწილეობა სამართალწარმოებაში სასამართლომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები დაზარალებულთა და მოწმეთა უსაფრთხოების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების დასაცავად. ამ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ყველა შესაბამისი ფაქტორი, მათ შორის, ასაკი, მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გენდერი, ჯანმრთელობა და დანაშაულის ხასიათი, განსაკუთრებით, მაგრამ არა მხოლოდ, როდესაც დანაშაული მოიცავს სქესობრივ ან გენდერულ ძალადობას ან ძალადობას ბავშვების მიმართ. პროკურორმა ასეთი ზომები განსაკუთრებით უნდა მიიღოს ასეთი დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დროს. ეს ზომები არ უნდა იყოს ზიანის მომტანი ან შეუსაბამო ბრალდებულის უფლებებთან და სამართლიან და მიუკერძოებელ სასამართლო პროცესთან. 67-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო მოსმენების პრინციპიდან გამონაკლისის სახით, სასამართლოს პალატებს შეუძლიათ, დაზარალებულებისა და მოწმეების ან ბრალდებულის დასაცავად, სამართალწარმოების ნებისმიერი ნაწილი ჩაატაროს დახურულ სხდომაზე ან გასცეს მტკიცებულებების ელექტრონული ან სხვა სპეციალური საშუალებებით წარდგენის ნებართვა. ასეთი ზომები განსაკუთრებით უნდა იქნეს გამოყენებული სქესობრივი ძალადობის მსხვერპლის ან მსხვერპლი ან მოწმე ბავშვის შემთხვევაში, თუ სასამართლო სხვაგვარად არ დაადგენს ყველა გარემოების, განსაკუთრებით, დაზარალებულის ან მოწმის შეხედულებების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს გავლენას ახდენს დაზარალებულთა პირად ინტერესებზე, სასამართლომ უნდა გასცეს ნებართვა, რომ მათი მოსაზრებები და პრეტენზიები წარდგენილ და განხილულ იქნეს სასამართლოს მიერ მიზანშეწონილად მიჩნეულ სამართალწარმოების ეტაპებზე, ისეთი ფორმით, რომ არ დაზიანდეს ბრალდებულის უფლებები და სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლო პროცესი, ან ეს არ ეწინააღმდეგებოდეს მათ. ასეთი მოსაზრებები და პრეტენზიები შეიძლება წარადგინოს დაზარალებულთა კანონიერმა წარმომადგენლებმა, თუ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად. დაზარალებულთა და მოწმეთა განყოფილებას შეუძლია, რომ პროკურორსა და სასამართლოს რეკომენდაციები მისცეს შესაბამისი დამცავი ზომების, უსაფრთხოების ზომების, სამართლებრივი წარმომადგენლობისა და დახმარების შესახებ, როგორც ეს მითითებულია 43-ე მუხლის მე-6 პუნქტში. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე წესდების შესაბამისად მტკიცებულებების ან ინფორმაციის გამჟღავნებამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას მოწმის ან მისი ოჯახის უსაფრთხოებას, პროკურორს შეუძლია, სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჩატარებული ნებისმიერი სამართალწარმოების მიზნებისთვის, არ გაამჟღავნოს ასეთი მტკიცებულებები ან ინფორმაცია და მათ ნაცვლად ისინი წარადგინოს შემაჯამებელი სახით. ასეთი ზომები ისე უნდა იქნეს გამოყენებული, რომ არ დაზიანდეს ბრალდებულის უფლებები და სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლო პროცესი და არ ეწინააღმდეგებოდეს მათ. სახელმწიფოს შეუძლია, მოითხოვოს აუცილებელი ზომების მიღება მისი თანამშრომლების ან წარმომადგენლების და კონფიდენციალური ან მგრძნობიარე ინფორმაციის დაცვის მიზნით. მუხლი 69🔗. მტკიცებულება ჩვენების მიცემამდე, თითოეული მოწმე, „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად, იღებს ვალდებულებას მის მიერ მისაცემი ჩვენების სისწორესთან დაკავშირებით. სასამართლო პროცესზე მოწმემ ჩვენება უნდა მისცეს პირადად, გარდა იმ შემთხვევებისა, როგორც ეს გათვალისწინებულია 68-ე მუხლით ან „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“. სასამართლოს ასევე შეუძლია გასცეს ნებართვა მოწმის მიერ viva voce (ზეპირი) ან ჩაწერილი ჩვენების ვიდეო ან აუდიო ტექნოლოგიის საშუალებით მიცემის, ასევე – დოკუმენტების ან წერილობითი ჩანაწერების წარდგენის თაობაზე, წინამდებარე წესდების მიხედვით და „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად. ეს ზომები არ უნდა იყოს ბრალდებულის უფლებების საზიანო ან მათთან შეუსაბამო. მხარეებს შეუძლიათ, 64-ე მუხლის შესაბამისად, წარადგინონ საქმისთვის რელევანტური მტკიცებულებები. სასამართლოს უფლება აქვს, მოითხოვოს ყველა იმ მტკიცებულების წარდგენა, რომელსაც იგი აუცილებლად მიიჩნევს სიმართლის დასადგენად. სასამართლოს შეუძლია, „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება ნებისმიერი მტკიცებულების რელევანტურობის ან დასაშვებობის შესახებ, inter alia, მტკიცებულებების მტკიცებითი ღირებულებისა და ნებისმიერი ზიანის გათვალისწინებით, რომელიც ასეთმა მტკიცებულებებმა შეიძლება გამოიწვიოს სამართლიანი სასამართლო პროცესის ან მოწმის ჩვენების სამართლიანი შეფასების მიმართ. სასამართლომ პატივი უნდა სცეს და დაიცვას კონფიდენციალობის პრივილეგიები, როგორც ეს გათვალისწინებულია „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“. სასამართლომ არ უნდა მოითხოვოს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების მტკიცებულება, თუმცა შეუძლია, რომ პრეიუდიციულად დადგენილად მიიჩნიოს ისინი. წინამდებარე წესდების ან საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები არ იქნება დასაშვები, თუ: დარღვევა არსებითად ეჭვქვეშ აყენებს მტკიცებულებების სანდოობას; ან მტკიცებულებების დაშვება შეეწინააღმდეგებოდა სამართალწარმოების მთლიანობას და სერიოზულ ზიანს მიაყენებდა მას. სახელმწიფოს მიერ შეგროვებული მტკიცებულებების რელევანტურობის ან დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლომ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე. მუხლი 70🔗. დანაშაულები მართლმსაჯულების განხორციელების წინააღმდეგ სასამართლოს აქვს იურისდიქცია მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელების წინააღმდეგ მიმართულ, განზრახ ჩადენილ შემდეგ დანაშაულებზე: ცრუ ჩვენების მიცემა, როდესაც მოქმედებს სიმართლის თქმის ვალდებულება 69-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; მტკიცებულებების წარდგენა, რომელთა შესახებაც მხარემ იცის, რომ ისინი მცდარი ან გაყალბებულია; მოწმეზე მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედება, მოწმის დასწრებისთვის ან ჩვენების მიცემისთვის დაბრკოლების შექმნა ან მასში ჩარევა, მოწმის მიმართ შურისძიება ჩვენების მიცემის გამო ან მტკიცებულებების განადგურება, მათი მანიპულაცია ან მათი შეგროვების პროცესში ჩარევა; სასამართლოს ოფიციალური პირისთვის ხელის შეშლა, მისი დაშინება ან მასზე მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედება თანამდებობის პირის იძულების ან დარწმუნების მიზნით, რომ არ შეასრულოს ან არასათანადოდ შეასრულოს თავისი მოვალეობები; სასამართლოს ოფიციალური პირის მიმართ შურისძიება ამ ან სხვა თანამდებობის პირის მიერ შესრულებული მოვალეობების გამო; სასამართლოს ოფიციალური პირის მიერ ქრთამის მოთხოვნა ან აღება მის სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებზე იურისდიქციის განხორციელების პრინციპები და პროცედურები გათვალისწინებულია „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფის პირობები წესრიგდება მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით. მსჯავრდების შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია დანიშნოს თავისუფლების აღკვეთა არაუმეტეს ხუთი წლისა, ან ჯარიმა „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად, ან ორივე ერთად. თითოეულმა მხარე სახელმწიფომ თავისი სისხლის სამართლის კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს საკუთარი საგამოძიებო ან სასამართლო პროცესის მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის, უნდა გაავრცელოს წინამდებარე მუხლში მითითებულ მართლმსაჯულების განხორციელების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია მის ტერიტორიაზე ან მისი ერთ-ერთი მოქალაქის მიერ; სასამართლოს მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც ის მიზანშეწონილად მიიჩნევს, მხარე სახელმწიფომ საქმე უნდა გადასცეს თავის კომპეტენტურ ორგანოებს სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით. ამ ორგანოებმა ასეთი საქმეები უნდა განიხილონ სათანადოდ და გამოყონ საკმარისი რესურსები მათი ეფექტიანად წარმართვის უზრუნველსაყოფად. მუხლი 71🔗. სასჯელები სასამართლოში არასათანადო ქცევისთვის სასამართლოს შეუძლია მის წინაშე მყოფ პირებს, რომლებიც არასათანადოდ იქცევიან, მათ შორის, ხელს უშლიან სამართალწარმოებას ან განზრახ უარს ამბობენ მისი მითითებების შესრულებაზე, სასჯელის სახით შეუფარდოს თავისუფლების აღკვეთისგან განსხვავებული ადმინისტრაციული ზომები, როგორიცაა სასამართლო სხდომის დარბაზიდან დროებითი ან მუდმივი გაძევება, ჯარიმა ან სხვა მსგავსი ზომები, რომლებიც გათვალისწინებულია „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“. პირველ პუნქტში მითითებული ზომების გამოყენების მომწესრიგებელი პროცედურები განისაზღვრება „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“. მუხლი 72🔗. ეროვნული უსაფრთხოების ინფორმაციის დაცვა წინამდებარე მუხლი გამოიყენება ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს ინფორმაციის ან დოკუმენტების გამჟღავნება, ამ სახელმწიფოს შეფასებით, ზიანს მიაყენებს მისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. ასეთად ჩაითვლება შემთხვევები, რომლებიც ექცევა 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 64-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 87-ე მუხლის მე-6 პუნქტის და 93-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში, ასევე – სამართალწარმოების ნებისმიერ სხვა ეტაპზე წარმოშობილი შემთხვევები, როდესაც შეიძლება წამოიჭრას ასეთი გამჟღავნების საკითხი. წინამდებარე მუხლი ასევე გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელსაც მოსთხოვეს ინფორმაციის ან მტკიცებულების მიწოდება, უარს ამბობს ამის გაკეთებაზე, ან საკითხი გადასცა სახელმწიფოს იმ საფუძვლით, რომ გამჟღავნება საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და შესაბამისი სახელმწიფო ადასტურებს, რომ მისი შეფასებით, გამჟღავნება საფრთხეს შეუქმნის თავისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. წინამდებარე მუხლში არაფერი ახდენს გავლენას 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის (e) და (f) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კონფიდენციალობის მოთხოვნებზე ან 73-ე მუხლის გამოყენებაზე. თუ სახელმწიფო შეიტყობს, რომ სახელმწიფოს ინფორმაცია ან დოკუმენტები მჟღავნდება ან, სავარაუდოდ, გამჟღავნდება სამართალწარმოების რომელიმე ეტაპზე და მას მიაჩნია, რომ გამჟღავნება ზიანს მიაყენებს თავისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, ამ სახელმწიფოს უფლება აქვს, ჩაერთოს სამართალწარმოებაში საკითხის წინამდებარე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტის მიზნით. თუ სახელმწიფოს შეფასებით, ინფორმაციის გამჟღავნება საფრთხეს შეუქმნის თავისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, სახელმწიფო გადადგამს ყველა გონივრულ ნაბიჯს პროკურორთან, დაცვის მხარესთან, წინასასამართლო პალატასთან ან სასამართლო პალატასთან კოორდინაციით, როგორც ამას მოითხოვს კონკრეტული შემთხვევა, რათა საკითხი გადაჭრას თანამშრომლობაზე დაფუძნებული საშუალებებით. ასეთი ნაბიჯები შეიძლება მოიცავდეს: მოთხოვნის შეცვლას ან დაზუსტებას; მოთხოვნილი ინფორმაციის ან მტკიცებულების რელევანტურობის დადგენას სასამართლოს მიერ, ან იმის დადგენას, შეიძლება თუ არა მტკიცებულება, მიუხედავად მისი რელევანტურობისა, მოპოვებული ყოფილიყო ან ხომ არ იყო მოპოვებული მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოსგან განსხვავებული წყაროდან; ინფორმაციის ან მტკიცებულების სხვა წყაროდან ან სხვა ფორმით მოპოვებას; ან შეთანხმებას იმ პირობებზე, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია დახმარების გაწევა, მათ შორის, სხვა საკითხებთან ერთად, ინფორმაციის შეჯამებული ან რედაქტირებული ფორმით მიწოდება, შეზღუდვების დაწესება გამჟღავნებაზე, დახურული ან ex parte სამართალწარმოების გამოყენება ან სხვა დამცავი ზომები, რომლებიც ნებადართულია წესდებითა და „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“. როგორც კი ყველა გონივრული ნაბიჯი გადაიდგმება საკითხის თანამშრომლობაზე დაფუძნებული საშუალებებით გადასაჭრელად და თუ სახელმწიფო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საშუალებები ან პირობები, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია ინფორმაციის ან დოკუმენტების მიწოდება ან გამჟღავნება თავისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, იგი პროკურორს ან სასამართლოს აცნობებს თავისი გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზების შესახებ, თუ მიზეზების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია თავისთავად არ გამოიწვევს სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის ასეთი ზიანის მიყენებას. შემდგომში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მტკიცებულებები რელევანტური და აუცილებელია ბრალდებულის დამნაშავეობის ან უდანაშაულობის დასადგენად, სასამართლოს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: როდესაც ინფორმაციის ან დოკუმენტის გამჟღავნება მოთხოვნილია მე-9 ნაწილის ფარგლებში თანამშრომლობის მოთხოვნის ან მე-2 პუნქტში აღწერილი გარემოებების შესაბამისად და სახელმწიფომ გამოიყენა 93-ე მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული უარის თქმის საფუძველი: სასამართლოს შეუძლია, მე-7 პუნქტის (a) ქვეპუნქტის (ii) ქვეპუნქტში მითითებული ნებისმიერი დასკვნის გამოტანამდე, მოითხოვოს დამატებითი კონსულტაციები სახელმწიფოს პოზიციების განხილვის მიზნით, რაც, საჭიროების მიხედვით, შეიძლება მოიცავდეს დახურულ და ex parte მოსმენებს; თუ სასამართლო დაასკვნის, რომ 93-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძვლის გამოყენებით, კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო არ მოქმედებს წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საკითხი გადასცეს 87-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, თავისი დასკვნის მიზეზების მითითებით; და სასამართლოს შეუძლია, ბრალდებულის სასამართლო პროცესზე ფაქტის არსებობის ან არარსებობის შესახებ გააკეთოს ისეთი დასკვნა, როგორიც შეიძლება მიზანშეწონილი იყოს ასეთ გარემოებების გათვალისწინებით; ან ყველა სხვა შემთხვევაში: გასცეს გამჟღავნების ბრძანება; ან იმდენად, რამდენადაც ის არ გასცემს გამჟღავნების ბრძანებას, ბრალდებულის სასამართლო პროცესზე გამოიტანოს ისეთი დასკვნა ფაქტის არსებობის ან არარსებობის შესახებ, როგორიც შეიძლება მიზანშეწონილი იყოს გარემოებების გათვალისწინებით. მუხლი 73🔗. მესამე მხარის ინფორმაცია ან დოკუმენტები თუ სასამართლო მხარე სახელმწიფოს სთხოვს მისი განკარგულების, მფლობელობის ან კონტროლის ქვეშ არსებული დოკუმენტის ან ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც მას კონფიდენციალურად გაუმჟღავნა სახელმწიფომ, მთავრობათშორისმა ორგანიზაციამ ან საერთაშორისო ორგანიზაციამ, მხარე სახელმწიფომ უნდა მოიპოვოს წარმომშობი სუბიექტის თანხმობა ამ დოკუმენტის ან ინფორმაციის გასამჟღავნებლად. თუ ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმომშობი სუბიექტი მხარე სახელმწიფოა, ის ან უნდა დათანხმდეს ინფორმაციის ან დოკუმენტის გამჟღავნებას, ან იღებს ვალდებულებას, გამჟღავნების საკითხი გადაჭრას სასამართლოსთან ერთად, 72-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით. თუ დოკუმენტის წარმომშობი სუბიექტი არ არის მხარე სახელმწიფო და თანახმა არ არის გამჟღავნებაზე, მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ უნდა აცნობოს სასამართლოს, რომ მას არ შეუძლია დოკუმენტის ან ინფორმაციის მიწოდება დოკუმენტის წარმომშობი სუბიექტის მიმართ კონფიდენციალობის დაცვის შესახებ მანამდე არსებული ვალდებულების გამო. მუხლი 74🔗. მოთხოვნები გადაწყვეტილების მიღებისთვის სასამართლო პალატის ყველა მოსამართლე უნდა ესწრებოდეს სასამართლო პროცესის თითოეულ ეტაპს და მათი თათბირების მიმდინარეობას. პრეზიდიუმს, კონკრეტული შემთხვევის მიხედვით, შეუძლია დანიშნოს ერთი ან მეტი ალტერნატიული მოსამართლე, რომლებიც დაესწრებიან სასამართლო პროცესის თითოეულ ეტაპს და შეცვლიან სასამართლო პალატის წევრს, თუ ამ წევრს არ შეუძლია დასწრების გაგრძელება. სასამართლო პალატის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებისა და მთელი სამართალწარმოების შეფასებას. გადაწყვეტილება არ უნდა სცილდებოდეს ბრალდებებსა და ბრალდებების ნებისმიერ ცვლილებაში აღწერილ ფაქტებსა და გარემოებებს. სასამართლოს თავისი გადაწყვეტილების დაფუძნება შეუძლია მხოლოდ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილ და განხილულ მტკიცებულებებზე. მოსამართლეები უნდა ეცადონ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მიაღწიონ ერთხმივობას, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს მოსამართლეთა უმრავლესობით. სასამართლო პალატის თათბირები უნდა დარჩეს საიდუმლოდ. გადაწყვეტილება უნდა იყოს წერილობითი და უნდა შეიცავდეს სასამართლო პალატის მიერ მტკიცებულებებთან და დასკვნებთან დაკავშირებით გაკეთებული მიგნებების სრულ და დასაბუთებულ მსჯელობას. სასამართლო პალატა იღებს ერთ გადაწყვეტილებას. ერთხმივობის არარსებობის შემთხვევაში სასამართლო პალატის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს უმრავლესობისა და უმცირესობის შეხედულებებს. გადაწყვეტილება ან მისი შეჯამება უნდა გამოცხადდეს ღია სასამართლო სხდომაზე. მუხლი 75🔗. რეპარაცია დაზარალებულებს სასამართლომ უნდა შეიმუშავოს პრინციპები, რომლებიც ეხება დაზარალებულებისთვის ან მათ მიმართ რეპარაციას, მათ შორის, რესტიტუციას, კომპენსაციას და რეაბილიტაციას. ამის საფუძველზე, თავის გადაწყვეტილებაში სასამართლოს შეუძლია, მოთხოვნის საფუძველზე ან, გამონაკლის შემთხვევებში, საკუთარი ინიციატივით, განსაზღვროს დაზარალებულებისთვის ან მათ მიმართ მიყენებული ნებისმიერი ზიანის, ზარალისა და დაზიანების მოცულობა და რაოდენობა და მიუთითოს ის პრინციპები, რომელთა საფუძველზეც ის მოქმედებს. სასამართლოს შეუძლია პირდაპირ მიიღოს ბრძანება მსჯავრდებული პირის წინააღმდეგ, რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი რეპარაცია დაზარალებულებისთვის ან მათ მიმართ, მათ შორის, რესტიტუცია, კომპენსაცია და რეაბილიტაცია. საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია დაადგინოს, რომ რეპარაციის მინიჭება განხორციელდეს 79-ე მუხლით გათვალისწინებული დაზარალებულთა ნდობის ფონდის მეშვეობით. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ბრძანების გამოტანამდე, სასამართლოს შეუძლია მოითხოვოს და უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებული პირის, დაზარალებულების, სხვა დაინტერესებული პირების ან დაინტერესებული სახელმწიფოების მიერ ან მათი სახელით წარდგენილი პოზიციები. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, სასამართლოს შეუძლია, მას შემდეგ, რაც პირი მსჯავრდებული იქნება სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულისთვის, დაადგინოს, აუცილებელია თუ არა 93-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზომების მიღება წინამდებარე მუხლის მიხედვით გათვალისწინებული ბრძანების აღსასრულებლად. მხარე სახელმწიფომ უნდა აღასრულოს წინამდებარე მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება იმგვარად, რომ თითქოს წინამდებარე მუხლის მიმართ მოქმედებს 109-ე მუხლის დებულებები. წინამდებარე მუხლის არცერთი დებულება არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ზიანი მიაყენოს დაზარალებულთა შიდასახელმწიფოებრივი ან საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ უფლებებს. მუხლი 76🔗. სასჯელის დანიშვნა მსჯავრდების შემთხვევაში სასამართლო პალატამ უნდა განიხილოს შესაბამისი დასანიშნი სასჯელი და უნდა გაითვალისწინოს სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები და მოსაზრებები, რომლებიც რელევანტურია სასჯელის შეფარდებისთვის. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამოიყენება 65-ე მუხლი და სასამართლო პროცესის დასრულებამდე, სასამართლო პალატას, საკუთარი ინიციატივით – შეუძლია, ხოლო პროკურორის ან ბრალდებულის მოთხოვნით – ვალდებულია ჩაატაროს დამატებითი მოსმენა სასჯელის შესახებ, დამატებითი მტკიცებულებების ან მოსაზრებების განხილვის მიზნით, „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად. მე-2 პუნქტის გამოყენების შემთხვევაში 75-ე მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი პოზიცია მოსმენილი იქნება მე-2 პუნქტში მითითებული შემდგომი მოსმენის დროს და, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი დამატებითი მოსმენის დროს. სასჯელი უნდა გამოცხადდეს საჯაროდ და, როდესაც შესაძლებელია, ბრალდებულის თანდასწრებით. ნაწილი 7. სასჯელები მუხლი 77🔗. გამოსაყენებელი სასჯელები 110-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია წინამდებარე წესდების მე-5 მუხლში მითითებული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირს შეუფარდოს შემდეგ სასჯელთაგან ერთ-ერთი: თავისუფლების აღკვეთა კონკრეტული რაოდენობის წლების ვადით, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს მაქსიმუმ 30 წელს; ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, როდესაც ეს გამართლებულია დანაშაულის უკიდურესი სიმძიმით და მსჯავრდებული პირის ინდივიდუალური გარემოებებით. თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, სასამართლოს შეუძლია დანიშნოს: ჯარიმა „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“ გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად; დანაშაულიდან პირდაპირ ან ირიბად მიღებული შემოსავლის, ქონებისა და აქტივების კონფისკაცია, კეთილსინდისიერი მესამე მხარეების უფლებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე. მუხლი 78🔗. სასჯელის განსაზღვრა სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო, „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად, ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა დანაშაულის სიმძიმე და მსჯავრდებული პირის ინდივიდუალური გარემოებები. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, სასამართლოს ბრძანების შესაბამისად, სასამართლომ ამ ვადაში უნდა ჩათვალოს პატიმრობაში გატარებული დრო, მისი არსებობის შემთხვევაში. სასამართლოს შეუძლია ჩათვალოს დანაშაულის საფუძვლად არსებულ ქმედებასთან დაკავშირებით პატიმრობაში სხვაგვარად გატარებული ნებისმიერი დრო. როდესაც პირი მსჯავრდებულია ერთზე მეტი დანაშაულისთვის, სასამართლომ უნდა გამოაცხადოს სასჯელი თითოეული დანაშაულისთვის და საბოლოო სასჯელი, რომელიც განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთის საერთო ვადას. ეს ვადა არ უნდა იყოს გამოცხადებული უმაღლესი ინდივიდუალური სასჯელის ვადაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 30-წლიან თავისუფლების აღკვეთას ან 77-ე მუხლის პირველი პუნქტის (b) ქვეპუნქტის შესაბამისად დანიშნულ უვადო თავისუფლების აღკვეთას. მუხლი 79🔗. ნდობის ფონდი სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულებით დაზარალებულთა და ასეთ დაზარალებულთა ოჯახების სასარგებლოდ, მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის გადაწყვეტილებით, იქმნება დაზარალებულთა ნდობის ფონდი. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს, რომ ჯარიმებით ან კონფისკაციით შეგროვებული ფული და სხვა ქონება, სასამართლოს ბრძანებით, გადაეცეს დაზარალებულთა ნდობის ფონდს. დაზარალებულთა ნდობის ფონდი იმართება მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. მუხლი 80🔗. ჯარიმებისა და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შეუზღუდავად გამოყენება ეროვნულ დონეზე წინამდებარე ნაწილში არაფერი ახდენს გავლენას სახელმწიფოების მიერ თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელების გამოყენებაზე, ან სახელმწიფოების კანონმდებლობაზე, რომლებიც არ ითვალისწინებს წინამდებარე ნაწილში განსაზღვრულ სასჯელებს. ნაწილი 8. გასაჩივრება და გადასინჯვა მუხლი 81🔗. გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენის ან სასჯელის გასაჩივრება 74-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად, შემდეგნაირად: პროკურორს შეუძლია საჩივარი წარადგინოს ნებისმიერი შემდეგი საფუძვლით: პროცედურული შეცდომა, ფაქტობრივი შეცდომა ან სამართლებრივი შეცდომა; მსჯავრდებულს, ან პროკურორს ამ პირის სახელით, შეუძლია საჩივარი წარადგინოს ნებისმიერი შემდეგი საფუძვლით: პროცედურული შეცდომა, ფაქტობრივი შეცდომა, სამართლებრივი შეცდომა, ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით, რომელიც გავლენას ახდენს სამართალწარმოების ან გადაწყვეტილების სამართლიანობაზე ან სანდოობაზე. სასჯელი შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორის ან მსჯავრდებულის მიერ, „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად, დანაშაულსა და სასჯელს შორის არსებული დისპროპორციის საფუძვლით; თუ სასჯელის გასაჩივრებისას სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძვლები, რომელთა გამოც შესაძლებელია მსჯავრდების სრულად ან ნაწილობრივ გაუქმება, მას შეუძლია შესთავაზოს პროკურორს და მსჯავრდებულს, წარმოადგინონ საფუძვლები 81-ე მუხლის პირველი პუნქტის (a) ან (b) ქვეპუნქტის შესაბამისად და შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდების შესახებ 83-ე მუხლის შესაბამისად; იგივე პროცედურა გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლო, მხოლოდ მსჯავრდების გასაჩივრებისას, მიიჩნევს, რომ არსებობს სასჯელის შემცირების საფუძველი მე-2 პუნქტის (a) ქვეპუნქტის შესაბამისად. თუ სასამართლო პალატა სხვაგვარად არ დაადგენს, მსჯავრდებული პირი პატიმრობაში რჩება საჩივრის განხილვამდე; როდესაც მსჯავრდებული პირის პატიმრობაში ყოფნის ვადა აღემატება შეფარდებულ თავისუფლების აღკვეთის ვადას, ეს პირი უნდა გათავისუფლდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი ასევე წარდგენილი აქვს პროკურორს, რის გამოც გათავისუფლება შეიძლება დაექვემდებაროს ქვემოთ მოცემული (c) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს; გამართლების შემთხვევაში ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, შემდეგი პირობების დაცვით: გამონაკლის შემთხვევებში და, inter alia, გაქცევის კონკრეტული რისკის, ბრალად წაყენებული დანაშაულის სიმძიმისა და გასაჩივრების წარმატების ალბათობის გათვალისწინებით, სასამართლო პალატას, პროკურორის მოთხოვნით, შეუძლია პირის პატიმრობაში დატოვება საჩივრის განხილვამდე; სასამართლო პალატის მიერ (c) ქვეპუნქტის (i) ქვეპუნქტის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად. მე-3 პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტების დებულებების გათვალისწინებით, გადაწყვეტილების ან სასჯელის აღსრულება უნდა შეჩერდეს გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადით და საჩივართან დაკავშირებული სამართალწარმოების განმავლობაში. მუხლი 82🔗. სხვა გადაწყვეტილებების გასაჩივრება ნებისმიერ მხარეს შეუძლია გაასაჩივროს შემდეგი გადაწყვეტილებები „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად: გადაწყვეტილება იურისდიქციასთან ან დასაშვებობასთან დაკავშირებით; გადაწყვეტილება გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფი პირის გათავისუფლების ან გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ; წინასასამართლო პალატის გადაწყვეტილება 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საკუთარი ინიციატივით მოქმედების შესახებ; გადაწყვეტილება, რომელიც ეხება საკითხს, რომელიც მნიშვნელოვნად იმოქმედებს სამართალწარმოების სამართლიან და სწრაფ წარმოებაზე ან სასამართლო პროცესის შედეგზე და რომელზეც სააპელაციო პალატის მიერ დაუყოვნებლივ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, წინასასამართლო ან სასამართლო პალატის შეფასებით, შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი სამართალწარმოებას. წინასასამართლო პალატის მიერ 57-ე მუხლის მე-3 პუნქტის (d) ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამისი სახელმწიფოს ან პროკურორის მიერ, წინასასამართლო პალატის ნებართვით. საჩივარი განიხილება დაჩქარებული წესით. საჩივარს თავისთავად არ ექნება შემაჩერებელი ეფექტი, თუ სააპელაციო პალატა ამგვარად არ გადაწყვეტს მოთხოვნის საფუძველზე, „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად. რეპარაციის შესახებ ბრძანება, „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად, შეიძლება გაასაჩივროს დაზარალებულთა კანონიერმა წარმომადგენელმა, მსჯავრდებულმა ან ქონების კეთილსინდისიერმა მფლობელმა, რომელსაც შეეხო 75-ე მუხლით გათვალისწინებული ბრძანების მოქმედება. მუხლი 83🔗. საჩივართან დაკავშირებული სამართალწარმოება 81-ე მუხლითა და წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული სამართალწარმოების მიზნებისათვის, სააპელაციო პალატას აქვს სასამართლო პალატის ყველა უფლებამოსილება. თუ სააპელაციო პალატა დაადგენს, რომ გასაჩივრებული სამართალწარმოება იყო იმდენად უსამართლო, რომ გავლენა იქონია გადაწყვეტილების ან სასჯელის სანდოობაზე, ან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე, ან სასჯელზე არსებითად გავლენა მოახდინა ფაქტობრივმა, სამართლებრივმა ან პროცედურულმა შეცდომამ, მას შეუძლია: გადაწყვეტილების ან სასჯელის გაუქმება ან შეცვლა; ან ახალი სასამართლო პროცესის დანიშვნა სხვა სასამართლო პალატის წინაშე. ამ მიზნებისთვის, სააპელაციო პალატას შეუძლია, ფაქტობრივი საკითხი დაუბრუნოს თავდაპირველ სასამართლო პალატას საკითხის გადასაწყვეტად და შესაბამისი ანგარიშის წარმოსადგენად, ან თავად მოითხოვოს მტკიცებულებები საკითხის გადასაწყვეტად. როდესაც გადაწყვეტილება ან სასჯელი გასაჩივრებულია მხოლოდ მსჯავრდებული პირის ან ამ პირის სახელით მოქმედი პროკურორის მიერ, მისი შეცვლა არ შეიძლება ამ პირის საზიანოდ. თუ სასჯელის გასაჩივრებისას სააპელაციო პალატა დაადგენს, რომ სასჯელი დანაშაულის არაპროპორციულია, მას შეუძლია სასჯელის შეცვლა მე-7 ნაწილის შესაბამისად. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მიიღება მოსამართლეთა უმრავლესობის მიერ და გამოცხადდება ღია სასამართლო სხდომაზე. გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ის მიზეზები, რომლებსაც ის ეფუძნება. ერთხმივობის არარსებობის შემთხვევაში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს უმრავლესობისა და უმცირესობის შეხედულებებს, თუმცა მოსამართლეს შეუძლია, სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, გამოთქვას ინდივიდუალური ან განსხვავებული აზრი. სააპელაციო პალატას შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება გამართლებული ან მსჯავრდებული პირის დაუსწრებლად. მუხლი 84🔗. მსჯავრდების ან სასჯელის გადასინჯვა მსჯავრდებულს ან, მისი გარდაცვალების შემდეგ, მეუღლეს, შვილებს, მშობლებს ან ბრალდებულის გარდაცვალების დროს ცოცხალ ერთ პირს, რომელსაც ბრალდებულისგან მიეცა ასეთი საჩივრის შეტანის წერილობითი მითითება, ან პროკურორს ამ პირის სახელით, შეუძლია მიმართოს სააპელაციო პალატას საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის ან სასჯელის გადასინჯვის მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ: გამოვლინდა ახალი მტკიცებულება, რომელიც: არ იყო ხელმისაწვდომი სასამართლო პროცესის დროს და ეს გარემოება სრულად ან ნაწილობრივ არ შეერაცხებოდა განაცხადის წარმდგენ მხარეს; და საკმარისად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სასამართლო პროცესზე მისი დადასტურების შემთხვევაში, სავარაუდოდ, შედეგად დადგებოდა სხვა განაჩენი; ახლად გამოვლინდა, რომ სასამართლო პროცესზე გათვალისწინებული და მსჯავრდების საფუძვლად გამოყენებული გადამწყვეტი მტკიცებულება, რომლებზეც დამოკიდებულია გამამტყუნებელი განაჩენი, იყო მცდარი, გაყალბებული ან ფალსიფიცირებული; ერთმა ან რამდენიმე მოსამართლემ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მსჯავრდებაში ან ბრალდებების დადასტურებაში, ასეთ საქმეში ჩაიდინეს სერიოზული სამსახურებრივი გადაცდომა ან მოვალეობის საკმარისი სიმძიმის სერიოზული დარღვევა, რაც ამართლებს ამ მოსამართლის ან ამ მოსამართლეების თანამდებობიდან გათავისუფლებას 46-ე მუხლის შესაბამისად. სააპელაციო პალატა არ დააკმაყოფილებს განაცხადს, თუ მას დაუსაბუთებლად მიიჩნევს. თუ იგი დაადგენს, რომ განაცხადი დასაბუთებულია, მას შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში: ხელახლა მოიწვიოს თავდაპირველი სასამართლო პალატა; შექმნას ახალი სასამართლო პალატა; ან შეინარჩუნოს იურისდიქცია აღნიშნულ საკითხზე, იმ მიზნით, რომ „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“ დადგენილი წესით მხარეთა მოსმენის შემდეგ, დაადგინოს, უნდა გადაისინჯოს თუ არა გადაწყვეტილება. მუხლი 85🔗. კომპენსაცია დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს ნებისმიერ პირს, რომელიც გახდა უკანონო დაპატიმრების ან დაკავების მსხვერპლი, აქვს კომპენსაციის მიღების აღსრულებადი უფლება. როდესაც პირი საბოლოო გადაწყვეტილებით იქნა მსჯავრდებული ინკრიმინირებული ქმედებისთვის და როდესაც შემდგომში მისი მსჯავრდება გაუქმდა იმ საფუძვლით, რომ ახალი ან ახლად გამოვლენილი ფაქტი დამაჯერებლად მიუთითებს მართლმსაჯულების განხორციელების ხარვეზზე, პირს, რომელიც დაექვემდებარება დასჯას ასეთი მსჯავრდების შედეგად, უნდა მიეცეს კომპენსაცია სამართლის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დადასტურდება, რომ უცნობი ფაქტის დროულად გაუმჟღავნებლობა მთლიანად ან ნაწილობრივ მას შეერაცხება. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც სასამართლო დაადგენს, რომ სარწმუნო ფაქტები მიუთითებენ მართლმსაჯულების განხორციელების მძიმე და აშკარა ხარვეზზე, მას შეუძლია, თავისი დისკრეციის ფარგლებში, „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“ გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად, მიანიჭოს კომპენსაცია პირს, რომელიც დაკავებიდან გათავისუფლდა გამამართლებელი ან ამ მიზეზით სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შედეგად. ნაწილი 9. საერთაშორისო თანამშრომლობა და სამართლებრივი დახმარება მუხლი 86🔗. თანამშრომლობის ზოგადი ვალდებულება მხარე სახელმწიფოებმა, წინამდებარე წესდების დებულებების შესაბამისად, სრულად უნდა ითანამშრომლონ სასამართლოსთან სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში. მუხლი 87🔗. თანამშრომლობის მოთხოვნები: ზოგადი დებულებები სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, თანამშრომლობის მოთხოვნით მიმართოს მხარე სახელმწიფოებს. მოთხოვნები გადაიცემა დიპლომატიური ან ნებისმიერი სხვა შესაბამისი არხით, რომელიც შეიძლება განსაზღვროს თითოეულმა მხარე სახელმწიფომ რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დროს. განსაზღვრული არხის შემდგომ ცვლილებებს თითოეული მხარე სახელმწიფო ახორციელებს „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში (a) ქვეპუნქტის დებულებების გათვალისწინებით, მოთხოვნები ასევე შეიძლება გადაიცეს საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის ან ნებისმიერი შესაბამისი რეგიონული ორგანიზაციის მეშვეობით. თანამშრომლობის მოთხოვნები და მოთხოვნის თანმხლები ნებისმიერი დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს, ან მას თან უნდა ახლდეს თარგმანი, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე ან სასამართლოს ერთ-ერთ სამუშაო ენაზე, ამ სახელმწიფოს მიერ რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დროს გაკეთებული არჩევნის შესაბამისად. ამ არჩევანში შემდგომი ცვლილებები უნდა განხორციელდეს „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად. მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ არ უნდა გაამჟღავნოს თანამშრომლობის მოთხოვნა და მოთხოვნის თანმხლები რომელიმე დოკუმენტი, გარდა იმ მოცულობისა, რომლის გამჟღავნებაც აუცილებელია მოთხოვნის შესასრულებლად. წინამდებარე ნაწილის შესაბამისად წარდგენილ დახმარების ნებისმიერ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლოს შეუძლია მიიღოს ისეთი ზომები, მათ შორის, ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებული ზომები, რომლებიც შეიძლება საჭირო იყოს ნებისმიერი დაზარალებულის, პოტენციური მოწმის და მათი ოჯახების უსაფრთხოების ან ფიზიკური ან ფსიქოლოგიური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. სასამართლოს შეუძლია მოითხოვოს, რომ წინამდებარე ნაწილის შესაბამისად ხელმისაწვდომი ნებისმიერი ინფორმაცია მიწოდებული და დამუშავებული იყოს ისე, რომ დაცული იყოს ნებისმიერი დაზარალებულის, პოტენციური მოწმის და მათი ოჯახების უსაფრთხოება და ფიზიკური ან ფსიქოლოგიური კეთილდღეობა. სასამართლოს შეუძლია, მოიწვიოს ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც არ არის წინამდებარე წესდების მხარე, რათა გაუწიოს დახმარება წინამდებარე ნაწილის მიხედვით, ასეთ სახელმწიფოსთან დადებული ad hoc გარიგების, შეთანხმების ან სხვა შესაბამის საფუძველზე დაყრდნობით. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო, რომელიც არ არის წინამდებარე წესდების მხარე და რომელმაც სასამართლოსთან დადო ad hoc გარიგება ან შეთანხმება, არ ითანამშრომლებს ასეთი ad hoc გარიგების ან შეთანხმების შესაბამისად წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით, სასამართლოს შეუძლია, ამის შესახებ აცნობოს მხარე სახელმწიფოთა ასამბლეას ან, როდესაც საკითხი სასამართლოს გადასცა უშიშროების საბჭომ – უშიშროების საბჭოს. სასამართლოს შეუძლია ნებისმიერ მთავრობათაშორის ორგანიზაციას სთხოვოს ინფორმაციის ან დოკუმენტების მიწოდება. სასამართლოს ასევე შეუძლია ითხოვოს თანამშრომლობისა და დახმარების სხვა ფორმები, რომლებიც შეიძლება შეთანხმდეს ასეთ ორგანიზაციასთან და რომლებიც შეესაბამება მის კომპეტენციას ან მანდატს. თუ მხარე სახელმწიფო, წინამდებარე წესდების დებულებების დარღვევით, არ შეასრულებს სასამართლოს მიერ წარდგენილ თანამშრომლობის მოთხოვნას, რითაც სასამართლოს ხელს უშლის წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებაში, სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამის შესახებ და საკითხი გადასცეს მხარე სახელმწიფოთა ასამბლეას ან, როდესაც სასამართლოს საკითხი გადასცა უშიშროების საბჭომ – უშიშროების საბჭოს. მუხლი 88🔗. შიდასახელმწიფოებრივი სამართლით გათვალისწინებული პროცედურების არსებობა მხარე სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში არსებობდეს პროცედურები წინამდებარე ნაწილით გათვალისწინებული თანამშრომლობის ყველა ფორმისთვის. მუხლი 89🔗. პირთა გადაცემა სასამართლოსთვის სასამართლოს შეუძლია პირის დაპატიმრებისა და გადაცემის შესახებ მოთხოვნა, 91-ე მუხლში მითითებული მოთხოვნის თანმხლებ მასალებთან ერთად, გადასცეს ნებისმიერ სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიაზეც შეიძლება იმყოფებოდეს ეს პირი და მოითხოვოს ამ სახელმწიფოს თანამშრომლობა ასეთი პირის დაპატიმრებისა და გადაცემის მიზნით. მხარე სახელმწიფოებმა, წინამდებარე ნაწილის დებულებებისა და თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, უნდა შეასრულონ დაპატიმრებისა და გადაცემის მოთხოვნები. თუ პირი, რომლის გადაცემაც მოთხოვნილია, ეროვნულ სასამართლოში შეიტანს საჩივარს მე-20 მუხლით გათვალისწინებული ne bis in idem პრინციპის საფუძველზე, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო დაუყოვნებლივ გამართავს კონსულტაციას სასამართლოსთან, რათა დაადგინოს, არსებობს თუ არა შესაბამისი განჩინება დასაშვებობის შესახებ. თუ საქმე დასაშვებია, მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს მოთხოვნის შესრულება. თუ დასაშვებობის შესახებ განჩინება არ არის გამოტანილი, მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია, შეაჩეროს პირის გადაცემის მოთხოვნის შესრულება მანამ, სანამ სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დასაშვებობის შესახებ. მხარე სახელმწიფომ, თავისი ეროვნული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა გასცეს სხვა სახელმწიფოს მიერ სასამართლოსთვის გადაცემული პირის თავის ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ნებართვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ სახელმწიფოს გავლით ტრანზიტი ხელს შეუშლის ან შეაფერხებს გადაცემას. ტრანზიტის მოთხოვნა სასამართლოს მიერ გადაიცემა 87-ე მუხლის შესაბამისად. ტრანზიტის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: ინფორმაციას ტრანსპორტირების პროცესში მყოფი პირის შესახებ; საქმის ფაქტების მოკლე აღწერას და მათ სამართლებრივ დახასიათებას; და დაპატიმრებისა და გადაცემის ორდერს; ტრანსპორტირების პროცესში მყოფი პირი ტრანზიტის პერიოდში რჩება პატიმრობაში; ნებართვა საჭირო არ არის, თუ პირის ტრანსპორტირება ხორციელდება საჰაერო გზით და არ იგეგმება ტრანზიტის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაფრენა. თუ ტრანზიტის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განხორციელდა არაგეგმიური დაფრენა, ამ სახელმწიფოს შეუძლია სასამართლოსგან მოითხოვოს (b) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტრანზიტის მოთხოვნა. ტრანზიტის სახელმწიფომ, ტრანზიტის მოთხოვნის მიღებამდე და ტრანზიტის განხორციელებამდე, უნდა დააკავოს ტრანსპორტირების პროცესში მყოფი პირი, იმ პირობით, რომ წინამდებარე ქვეპუნქტის მიზნებისათვის დაკავება არ შეიძლება აღემატებოდეს დაუგეგმავი დაფრენიდან 96 საათს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნა ამ ვადაში არ არის მიღებული. თუ მიმღებ სახელმწიფოში მოთხოვნაში მითითებული პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სამართალწარმოება ან იგი სასჯელს იხდის სასამართლოსთვის გადაცემის მოთხოვნაში მითითებული დანაშაულისგან განსხვავებული დანაშაულისთვის, მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კონსულტაცია უნდა გამართოს სასამართლოსთან. მუხლი 90🔗. კონკურენტული მოთხოვნები მხარე სახელმწიფო, რომელიც სასამართლოსგან მიიღებს 89-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას პირის გადაცემის შესახებ, და თუ ის ასევე მიიღებს ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსგან იმავე პირის ექსტრადიციის მოთხოვნას იმავე ქმედებისთვის, რომელიც წარმოადგენს იმ დანაშაულის საფუძველს, რომლისთვისაც სასამართლო ითხოვს პირის გადაცემას, ვალდებულია, ამ ფაქტის შესახებ აცნობოს სასამართლოს და მომთხოვნ სახელმწიფოს. იმ შემთხვევაში, თუ მომთხოვნი სახელმწიფო არის მხარე სახელმწიფო, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო პრიორიტეტს მიანიჭებს სასამართლოს მოთხოვნას, თუ: სასამართლომ, მე-18 ან მე-19 მუხლის შესაბამისად, დაადგინა, რომ საქმე, რომლის ფარგლებშიც მოთხოვნილია გადაცემა, დასაშვებია და ეს გადაწყვეტილება მხედველობაში იღებს მომთხოვნი სახელმწიფოს მიერ ექსტრადიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით ჩატარებულ გამოძიებას ან სისხლისსამართლებრივ დევნას; ან სასამართლო მიიღებს (a) ქვეპუნქტში მითითებულ გადაწყვეტილებას მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ პირველი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული შეტყობინების შესაბამისად. თუ მე-2 პუნქტის (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, სასამართლოს მიერ მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე, დაიწყოს მომთხოვნი სახელმწიფოსგან მიღებული ექსტრადიციის მოთხოვნის განხილვა, მაგრამ არ უნდა მოახდინოს პირის ექსტრადიცია მანამ, სანამ სასამართლო არ დაადგენს, რომ საქმე დაუშვებელია. სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღება დაჩქარებული წესით. თუ მომთხოვნი სახელმწიფო არ არის წინამდებარე წესდების მხარე, მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ, თუ მას არ აქვს მომთხოვნ სახელმწიფოში პირის ექსტრადიციის საერთაშორისო ვალდებულება, პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს სასამართლოსგან მიღებულ გადაცემის მოთხოვნას, თუ სასამართლო დაადგენს, რომ საქმე დასაშვებია. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქმე დასაშვებია, მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, დაიწყოს მომთხოვნი სახელმწიფოსგან მიღებული ექსტრადიციის მოთხოვნის განხილვა. იმ შემთხვევებში, როდესაც გამოიყენება მე-4 პუნქტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს აქვს მომთხოვნ სახელმწიფოში, რომელიც არ არის წინამდებარე წესდების მხარე, პირის ექსტრადიციის საერთაშორისო ვალდებულება, მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, პირი გადასცეს სასამართლოს თუ მოახდინოს მისი ექსტრადიცია მომთხოვნ სახელმწიფოში. გადაწყვეტილების მიღებისას, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო ითვალისწინებს ყველა შესაბამის ფაქტორს, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: მოთხოვნების შესაბამის თარიღებს; მომთხოვნი სახელმწიფოს ინტერესებს, მათ შორის, შესაბამის შემთხვევაში, ჩადენილი იყო თუ არა დანაშაული მის ტერიტორიაზე და დაზარალებულთა და მოთხოვნაში მითითებული პირის მოქალაქეობას; და სასამართლოსა და მომთხოვნ სახელმწიფოს შორის შემდგომი გადაცემის შესაძლებლობას. როდესაც მხარე სახელმწიფო, რომელიც სასამართლოსგან იღებს პირის გადაცემის მოთხოვნას, ასევე იღებს ნებისმიერი სახელმწიფოსგან იმავე პირის ექსტრადიციის მოთხოვნას იმ ქმედებისთვის, რომელიც არ წარმოადგენს იმ დანაშაულს, რომლისთვისაც სასამართლო ითხოვს პირის გადაცემას: მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ, თუ მას არ აქვს მომთხოვნ სახელმწიფოში პირის ექსტრადიციის მოქმედი საერთაშორისო ვალდებულება, პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს სასამართლოს მოთხოვნას; მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ, თუ მას აქვს მომთხოვნ სახელმწიფოში პირის ექსტრადიციის მოქმედი საერთაშორისო ვალდებულება, უნდა გადაწყვიტოს, პირი გადასცეს სასამართლოს თუ მოახდინოს მისი ექსტრადიცია მომთხოვნ სახელმწიფოში. ამ გადაწყვეტილების მიღებისას, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო ითვალისწინებს ყველა შესაბამის ფაქტორს, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, მე-6 პუნქტში მითითებულ ფაქტორებს, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს შესაბამისი ქმედების შედარებით ხასიათს და სიმძიმეს. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების შესაბამისად, სასამართლო დაადგენს, რომ საქმე დაუშვებელია, და შემდგომში არ დაკმაყოფილდა მომთხოვნ სახელმწიფოში ექსტრადიცია, მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ ამ გადაწყვეტილების შესახებ უნდა აცნობოს სასამართლოს. მუხლი 91🔗. დაპატიმრებისა და გადაცემის მოთხოვნის შინაარსი დაპატიმრებისა და გადაცემის მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს წერილობით. გადაუდებელ შემთხვევებში, მოთხოვნა შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერი საშუალებით, რომელსაც შეუძლია წერილობითი ჩანაწერის მიწოდება, იმ პირობით, რომ მოთხოვნა უნდა დადასტურდეს 87-ე მუხლის პირველი პუნქტის (a) ქვეპუნქტით განსაზღვრული არხით. იმ პირის დაპატიმრებისა და გადაცემის მოთხოვნის შემთხვევაში, რომლის მიმართაც წინასასამართლო პალატამ 58-ე მუხლის შესაბამისად გამოსცა დაპატიმრების ორდერი, მოთხოვნა უნდა შეიცავდეს ან დასტურდებოდეს შემდეგი დოკუმენტებით: ინფორმაცია, რომელიც აღწერს მოთხოვნაში მითითებულ პირს და რომელიც საკმარისია პირის იდენტიფიცირებისთვის, და ინფორმაციას ამ პირის სავარაუდო ადგილსამყოფლის შესახებ; დაპატიმრების ორდერის ასლი; და ისეთი დოკუმენტები, განცხადებები ან ინფორმაცია, რომელიც შეიძლება საჭირო იყოს მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში გადაცემის პროცესის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, იმ პირობით, რომ ეს მოთხოვნები, სასურველია, არ იყოს უფრო მკაცრი, ვიდრე ის მოთხოვნები, რომლებიც ექსტრადიციის მოთხოვნების მიმართ გამოიყენება მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოსა და სხვა სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებების ან გარიგებების შესაბამისად და, თუ შესაძლებელია, სასამართლოს განსხვავებული ბუნების გათვალისწინებით, იყოს ნაკლებად მკაცრი. უკვე მსჯავრდებული პირის დაპატიმრებისა და გადაცემის მოთხოვნის შემთხვევაში მოთხოვნა უნდა შეიცავდეს ან დასტურდებოდეს შემდეგი დოკუმენტებით: ამ პირის დაპატიმრების ორდერის ასლი; გამამტყუნებელი განაჩენის ასლი; ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ მოთხოვნაში მითითებული პირი არის ის პირი, რომელიც მითითებულია გამამტყუნებელ განაჩენში; და თუ მოთხოვნაში მითითებულ პირს შეეფარდა სასჯელი – დანიშნული სასჯელის ასლი და, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემთხვევაში – განცხადება უკვე მოხდილი ნებისმიერი დროისა და მოსახდელი დროის შესახებ. სასამართლოს მოთხოვნის შემთხვევაში მხარე სახელმწიფომ სასამართლოსთან უნდა გამართოს როგორც ზოგადი, ასევე, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებული კონსულტაცია თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მოთხოვნის შესახებ, რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს მე-2 პუნქტის (c) ქვეპუნქტის მიხედვით. კონსულტაციების დროს მხარე სახელმწიფომ სასამართლოს უნდა აცნობოს თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის კონკრეტული მოთხოვნების შესახებ. მუხლი 92🔗. დროებითი დაპატიმრება გადაუდებელ შემთხვევებში, სასამართლოს შეუძლია მოითხოვოს მოთხოვნაში მითითებული პირის დროებითი დაპატიმრება, გადაცემის მოთხოვნისა და მოთხოვნის 91-ე მუხლით გათვალისწინებული დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენამდე. დროებითი დაპატიმრების მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს ნებისმიერი საშუალებით, რომელსაც შეუძლია წერილობითი ჩანაწერის მიწოდება, და უნდა შეიცავდეს: ინფორმაციას, რომელიც აღწერს მოთხოვნაში მითითებულ პირს და რომელიც საკმარისია პირის იდენტიფიცირებისთვის და ინფორმაციას ამ პირის სავარაუდო ადგილსამყოფლის შესახებ; მოკლე აღწერას იმ დანაშაულების შესახებ, რომლებისთვისაც მოთხოვნილია პირის დაპატიმრება, და იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, წარმოადგენენ ამ დანაშაულებს, მათ შორის, შესაძლებლობის შემთხვევაში, დანაშაულის თარიღს და ადგილმდებარეობას; განცხადებას მოთხოვნაში მითითებულ პირთან დაკავშირებული დაპატიმრების ორდერის ან გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის შესახებ; და განცხადებას, რომ მოგვიანებით წარმოდგენილი იქნება მოთხოვნაში მითითებული პირის გადაცემის მოთხოვნა. პირი, რომელიც დროებით დაპატიმრებულია, შეიძლება გათავისუფლდეს პატიმრობიდან, თუ მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“ დადგენილ ვადაში არ მიუღია გადაცემის მოთხოვნა და მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტები, როგორც ეს მითითებულია 91-ე მუხლში. თუმცა, პირს შეუძლია განაცხადოს თანხმობა გადაცემაზე ამ ვადის გასვლამდე, თუ ეს ნებადართულია მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო ვალდებულია, რაც შეიძლება მალე გადასცეს პირი სასამართლოს. ის ფაქტი, რომ მოთხოვნაში მითითებული პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხელს არ უშლის ამ პირის შემდგომ დაპატიმრებასა და გადაცემას, თუ გადაცემის მოთხოვნა და მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი იქნება მოგვიანებით. მუხლი 93🔗. თანამშრომლობის სხვა ფორმები მხარე სახელმწიფოებმა, წინამდებარე ნაწილის დებულებებისა და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პროცედურების შესაბამისად, უნდა შეასრულონ სასამართლოს მოთხოვნები გამოძიებებთან ან სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული შემდეგი სახის დახმარების აღმოჩენის შესახებ: პირთა და მათი ადგილსამყოფლის ან ნივთების ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება; მტკიცებულებების, მათ შორის, ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენების მოპოვება და მტკიცებულებების, მათ შორის, სასამართლოსთვის აუცილებელი ექსპერტების დასკვნებისა და ანგარიშების წარდგენა; ნებისმიერი პირის დაკითხვა, რომლის მიმართაც მიმდინარეობს გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა; დოკუმენტების, მათ შორის, სასამართლო დოკუმენტების ჩაბარება; მოწმეებად ან ექსპერტებად პირთა სასამართლოში ნებაყოფლობით გამოცხადების ხელშეწყობა; პირთა დროებითი გადაყვანა, როგორც ეს გათვალისწინებულია მე-7 პუნქტით; ადგილების ან ტერიტორიების დათვალიერება, მათ შორის, საფლავების ექსჰუმაცია და დათვალიერება; ჩხრეკისა და ჩამორთმევის განხორციელება; ჩანაწერებისა და დოკუმენტების, მათ შორის, ოფიციალური ჩანაწერებისა და დოკუმენტების მიწოდება; დაზარალებულთა და მოწმეთა დაცვა და მტკიცებულებების დაცვა; დანაშაულის შედეგად მიღებული შემოსავლების, ქონებისა და აქტივების, ასევე, დანაშაულის საშუალებების იდენტიფიცირება, მიკვლევა და დაყადაღება ან ამოღება მათი საბოლოო ჩამორთმევის მიზნით, კეთილსინდისიერი მესამე მხარეების უფლებების შელახვის გარეშე; სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ხელშეწყობის მიზნით ნებისმიერი სხვა სახის დახმარება, რომელიც არ არის აკრძალული მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით. სასამართლოს აქვს უფლება, სასამართლოს წინაშე წარდგენილ მოწმეს ან ექსპერტს მისცეს გარანტია, რომ მის მიმართ არ დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა, არ დააკავებენ ან არ შეეზღუდება პირადი თავისუფლება სასამართლოს მიერ რაიმე მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც წინ უძღოდა მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოდან ამ პირის გამგზავრებას. როდესაც პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ მოთხოვნაში დეტალურად აღწერილი დახმარების კონკრეტული ღონისძიების აღსრულება აკრძალულია მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში არსებული ზოგადი მოქმედების ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპის საფუძველზე, მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ, საკითხის გადაჭრის მიზნით, დაუყოვნებლივ უნდა გამართოს კონსულტაცია სასამართლოსთან. კონსულტაციების დროს უნდა განიხილონ, შესაძლებელია თუ არა დახმარების გაწევა სხვა ფორმით ან პირობებით. თუ საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია კონსულტაციების შედეგად, სასამართლომ, საჭიროებისამებრ, ცვლილება უნდა შეიტანოს მოთხოვნაში. 72-ე მუხლის შესაბამისად, მხარე სახელმწიფოს შეუძლია, მთლიანად ან ნაწილობრივ, უარი თქვას დახმარების მოთხოვნის შესრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა ეხება ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენას ან მტკიცებულებების გამჟღავნებას, რომლებიც დაკავშირებულია თავის ეროვნულ უსაფრთხოებასთან. პირველი პუნქტის (l) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მოთხოვნაზე უარის თქმამდე, მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ უნდა განიხილოს, შესაძლებელია თუ არა დახმარების გაწევა კონკრეტული პირობებით, ან შესაძლებელია თუ არა დახმარების გაწევა მოგვიანებით ან ალტერნატიული ფორმით, იმ პირობით, რომ თუ სასამართლო ან პროკურორი დახმარებას მიიღებს პირობებით, სასამართლო ან პროკურორი დაიცავს ამ პირობებს. თუ დახმარების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოთხოვნის მიმღები მხარე სახელმწიფო დაუყოვნებლივ აცნობებს სასამართლოს ან პროკურორს უარის თქმის მიზეზების შესახებ. სასამართლოს შეუძლია მოითხოვოს დაკავებული პირის დროებითი გადაყვანა იდენტიფიცირების ან ჩვენების მოპოვების ან სხვა დახმარების მიზნით. პირის გადაყვანა შესაძლებელია, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები: პირი თავისუფლად იძლევა თავის ინფორმირებულ თანხმობას გადაცემაზე; და მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო ეთანხმება გადაცემას, იმ პირობების დაცვით, რომლებზეც შეიძლება შეთანხმდნენ ეს სახელმწიფო და სასამართლო. გადაცემული პირი რჩება პატიმრობაში. როდესაც შესრულდება გადაცემის მიზნები, სასამართლომ დაუყოვნებლივ უნდა დააბრუნოს პირი მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში. სასამართლო უზრუნველყოფს დოკუმენტებისა და ინფორმაციის კონფიდენციალობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამჟღავნება აუცილებელია მოთხოვნაში აღწერილი გამოძიებისა და სამართალწარმოებისთვის. მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, პროკურორს კონფიდენციალურად მიაწოდოს დოკუმენტები ან ინფორმაცია. ამის შემდეგ პროკურორს მათი გამოყენება შეუძლია მხოლოდ ახალი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია, საკუთარი ინიციატივით ან პროკურორის მოთხოვნით, მოგვიანებით დაეთანხმოს ასეთი დოკუმენტების ან ინფორმაციის გამჟღავნებას. ამის შემდეგ ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად მე-5 და მე-6 ნაწილების დებულებებისა და „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მხარე სახელმწიფო, სასამართლოსგან და სხვა სახელმწიფოსგან, საერთაშორისო ვალდებულების შესაბამისად, მიიღებს გადაცემისგან ან ექსტრადიციისგან განსხვავებულ კონკურენტულ მოთხოვნებს, მხარე სახელმწიფო უნდა ეცადოს, სასამართლოსთან და მეორე სახელმწიფოსთან კონსულტაციით, დააკმაყოფილოს ორივე მოთხოვნა, საჭიროების შემთხვევაში, ერთი ან მეორე მოთხოვნის გადავადებით ან პირობების განსაზღვრით. თუ ეს ვერ მოხერხდა, კონკურენტული მოთხოვნების საკითხი უნდა გადაწყდეს 90-ე მუხლით დადგენილი პრინციპების შესაბამისად. თუმცა, როდესაც სასამართლოს მოთხოვნა ეხება ინფორმაციას, ქონებას ან პირებს, რომლებიც, საერთაშორისო შეთანხმების ძალით, ექვემდებარებიან მესამე სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის კონტროლს, მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფოებმა ამის შესახებ უნდა აცნობონ სასამართლოს და სასამართლო თავის მოთხოვნას გადასცემს მესამე სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას. სასამართლოს, მოთხოვნის შემთხვევაში, შეუძლია ითანამშრომლოს და დახმარება აღმოუჩინოს მხარე სახელმწიფოს, რომელიც აწარმოებს გამოძიებას ან სასამართლო პროცესს ისეთი ქმედების მიმართ, რომელიც წარმოადგენს სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ დანაშაულს, ან რომელიც წარმოადგენს მძიმე დანაშაულს მომთხოვნი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით. (a) ქვეპუნქტის შესაბამისად გაწეული დახმარება, inter alia, უნდა მოიცავდეს: სასამართლოს მიერ ჩატარებული გამოძიების ან სასამართლო პროცესის დროს მოპოვებული განცხადებების, დოკუმენტების ან სხვა სახის მტკიცებულებების გადაცემას; და სასამართლოს ბრძანებით დაკავებული ნებისმიერი პირის დაკითხვას; (b) ქვეპუნქტის (i) ქვეპუნქტის „a“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში: თუ დოკუმენტები ან სხვა სახის მტკიცებულებები მოპოვებულია სახელმწიფოს დახმარებით, ასეთი გადაცემისთვის საჭიროა ამ სახელმწიფოს თანხმობა; თუ განცხადებები, დოკუმენტები ან სხვა სახის მტკიცებულებები წარდგენილია მოწმის ან ექსპერტის მიერ, ასეთი გადაცემა ექვემდებარება 68-ე მუხლის დებულებებს. სასამართლოს შეუძლია, წინამდებარე პუნქტში მითითებული პირობების შესაბამისად, დააკმაყოფილოს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მოთხოვნა იმ სახელმწიფოსგან, რომელიც არ არის წინამდებარე წესდების მხარე. მუხლი 94🔗. მიმდინარე გამოძიებასთან ან სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულების გადავადება თუ მოთხოვნის დაუყოვნებელი შესრულება ხელს შეუშლის მოთხოვნით გათვალისწინებული საქმისგან განსხვავებული საქმის მიმდინარე გამოძიებას ან სისხლისსამართლებრივ დევნას, მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია გადაავადოს მოთხოვნის შესრულება სასამართლოსთან შეთანხმებული ვადით. თუმცა, გადავადება არ უნდა აღემატებოდეს იმ ვადას, რომელიც აუცილებელია მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში შესაბამისი გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის დასრულებისთვის. გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ უნდა განიხილოს, შესაძლებელია თუ არა დახმარების დაუყოვნებლივ აღმოჩენა გარკვეული პირობების დაცვით. თუ გადავადების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია პირველი პუნქტის შესაბამისად, პროკურორს შეუძლია მოითხოვოს ზომების მიღება მტკიცებულებების დასაცავად 93-ე მუხლის პირველი პუნქტის (j) ქვეპუნქტის შესაბამისად. მუხლი 95🔗. მოთხოვნის შესრულების გადავადება დასაშვებობის გასაჩივრების გამო როდესაც სასამართლო განიხილავს დასაშვებობის საკითხს მე-18 ან მე-19 მუხლის შესაბამისად, მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია წინამდებარე ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების გადავადება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ სასამართლო კონკრეტულად არ გამოსცემს ბრძანებას, რომ პროკურორს შეუძლია ასეთი მტკიცებულებების შეგროვება მე-18 ან მე-19 მუხლის შესაბამისად. მუხლი 96🔗. 93-ე მუხლით გათვალისწინებული დახმარების სხვა ფორმების მოთხოვნის შინაარსი 93-ე მუხლში მითითებული დახმარების სხვა ფორმების მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს წერილობით. გადაუდებელ შემთხვევებში, მოთხოვნა შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერი საშუალებით, რომელსაც შეუძლია წერილობითი ჩანაწერის მიწოდება, იმ პირობით, რომ მოთხოვნა უნდა დადასტურდეს 87-ე მუხლის პირველი პუნქტის (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული არხით. მოთხოვნა, შესაბამის შემთხვევაში, უნდა შეიცავდეს ან დასტურდებოდეს შემდეგით: მოთხოვნის მიზნისა და მოთხოვნილი დახმარების მოკლე აღწერა, მათ შორის, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და მიზეზები; შეძლებისდაგვარად დეტალური ინფორმაცია ნებისმიერი პირის ვინაობის ან მისი ადგილსამყოფლის ან ადგილის შესახებ, რომელიც უნდა იქნეს მოძიებული ან იდენტიფიცირებული მოთხოვნილი დახმარების აღმოსაჩენად; მოთხოვნის საფუძვლად არსებული ძირითადი ფაქტების მოკლე აღწერა; მიზეზები ან დეტალები ნებისმიერ პროცედურასთან ან მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა იქნეს დაცული; ისეთი ინფორმაცია, რომელიც, მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, შეიძლება საჭირო იყოს მოთხოვნის შესასრულებლად; და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც რელევანტურია მოთხოვნილი დახმარების აღმოსაჩენად. სასამართლოს მოთხოვნის შემთხვევაში, მხარე სახელმწიფომ სასამართლოსთან უნდა გამართოს როგორც ზოგადი, ასევე, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებული კონსულტაცია თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მოთხოვნის შესახებ, რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს მე-2 პუნქტის (e) ქვეპუნქტის მიხედვით. კონსულტაციების დროს მხარე სახელმწიფომ სასამართლოს უნდა აცნობოს თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის კონკრეტული მოთხოვნების შესახებ. წინამდებარე მუხლის დებულებები, შესაბამის შემთხვევაში, ასევე გამოიყენება სასამართლოსთვის წარდგენილი დახმარების თხოვნის მიმართ. მუხლი 97🔗. კონსულტაციები როდესაც მხარე სახელმწიფო იღებს წინამდებარე ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას, რომლის მიმართაც ის აიდენტიფიცირებს პრობლემებს, რომლებმაც შეიძლება შეაფერხოს ან მოახდინოს მოთხოვნის შესრულების პრევენცია, ამ სახელმწიფომ, საკითხის გადაჭრის მიზნით, დაუყოვნებლივ უნდა გამართოს კონსულტაცია სასამართლოსთან. ასეთი პრობლემები შეიძლება მოიცავდეს, inter alia: მოთხოვნის შესასრულებლად არასაკმარისი ინფორმაცია; გადაცემის მოთხოვნის შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ ყველა მცდელობის მიუხედავად, შეუძლებელია მოთხოვნაში მითითებული პირის ადგილსამყოფლის დადგენა ან ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში მყოფი პირი აშკარად არ არის ორდერში მითითებული პირი; ან ის ფაქტი, რომ მოთხოვნის არსებული ფორმით შესრულება მოითხოვს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს მიმართ მანამდე ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევას. მუხლი 98🔗. თანამშრომლობა იმუნიტეტის მოხსნასთან და გადაცემაზე თანხმობასთან დაკავშირებით სასამართლოს არ შეუძლია წარადგინოს გადაცემის ან დახმარების მოთხოვნა, რომელიც მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოსგან მოითხოვს მესამე სახელმწიფოს პირის ან ქონების სახელმწიფო ან დიპლომატიურ იმუნიტეტთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებთან შეუსაბამოდ მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს შეუძლია თავიდანვე უზრუნველყოს ამ მესამე სახელმწიფოს მხრიდან თანამშრომლობა იმუნიტეტის მოხსნისთვის. სასამართლოს არ შეუძლია წარადგინოს გადაცემის მოთხოვნა, რომელიც მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოსგან მოითხოვს საერთაშორისო შეთანხმებებით მასზე დაკისრებულ იმ ვალდებულებებთან შეუსაბამოდ მოქმედებას, რომელთა თანახმადაც საჭიროა წარმგზავნი სახელმწიფოს თანხმობა ამ სახელმწიფოს პირის სასამართლოსთვის გადაცემისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს შეუძლია თავიდანვე უზრუნველყოს წარმგზავნი სახელმწიფოს მხრიდან თანამშრომლობა გადაცემაზე თანხმობის გაცემისთვის. მუხლი 99🔗. 93-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება დახმარების მოთხოვნები უნდა შესრულდეს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურის მიხედვით და, თუ ეს არ არის აკრძალული ასეთი კანონმდებლობით, მოთხოვნაში მითითებული ფორმით, მათ შორის, მასში აღწერილი ნებისმიერი პროცედურის დაცვით ან მოთხოვნაში მითითებული პირებისთვის შესრულების პროცესში ადგილზე ყოფნის და დახმარების ნებართვის მიცემით. გადაუდებელი მოთხოვნის შემთხვევაში, სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე, საპასუხოდ წარდგენილი დოკუმენტები ან მტკიცებულებები უნდა გაიგზავნოს დაუყოვნებლივ. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს პასუხები უნდა გაიგზავნოს მათ ორიგინალ ენაზე და ფორმით. წინამდებარე ნაწილის სხვა მუხლების გათვალისწინებით, როდესაც ეს აუცილებელია მოთხოვნის წარმატებით შესასრულებლად, რომლის შესრულებაც შესაძლებელია ყოველგვარი იძულებითი ზომების გარეშე, მათ შორის, განსაკუთრებით, პირის დაკითხვა ან მისგან ჩვენების აღება ნებაყოფლობით საფუძველზე, მათ შორის, ამის გაკეთება მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოების დასწრების გარეშე, თუ ეს არსებითად მნიშვნელოვანია მოთხოვნის შესასრულებლად, და საჯარო ტერიტორიის ან სხვა საჯარო ადგილის დათვალიერება ცვლილების განხორციელების გარეშე, პროკურორს შეუძლია ასეთი მოთხოვნა შეასრულოს პირდაპირ სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემდეგნაირად: როდესაც მოთხოვნის მიმღები მხარე სახელმწიფო არის სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც სავარაუდოდ ჩადენილია დანაშაული, და მიღებულია გადაწყვეტილება დასაშვებობის შესახებ მე-18 ან მე-19 მუხლის შესაბამისად, პროკურორს შეუძლია პირდაპირ შეასრულოს ასეთი მოთხოვნა, მოთხოვნის მიმღებ მხარე სახელმწიფოსთან ყველა შესაძლო კონსულტაციის შემდეგ; სხვა შემთხვევებში, პროკურორს შეუძლია ასეთი მოთხოვნის შესრულება მოთხოვნის მიმღებ მხარე სახელმწიფოსთან კონსულტაციების შემდეგ და ამ მხარე სახელმწიფოს მიერ წამოჭრილი ნებისმიერი გონივრული პირობის ან პრეტენზიის გათვალისწინებით. როდესაც მოთხოვნის მიმღები მხარე სახელმწიფო აიდენტიფიცირებს პრობლემებს წინამდებარე ქვეპუნქტის შესაბამისად მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებით, მან, საკითხის გადაჭრის მიზნით, დაუყოვნებლივ უნდა გამართოს კონსულტაცია სასამართლოსთან. დებულებები, რომლებიც სასამართლოს მიერ 72-ე მუხლის შესაბამისად მოსმენილ ან დაკითხულ პირს აძლევს საშუალებას, გამოიყენოს შეზღუდვები, რომლებიც მიზნად ისახავს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებას, ასევე გამოიყენება წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დახმარების შესახებ მოთხოვნების შესრულებისას. მუხლი 100🔗. ხარჯები მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოთხოვნების შესრულების გეგმური ხარჯები უნდა აანაზღაუროს ამ სახელმწიფომ, გარდა შემდეგი ხარჯებისა, რომლებსაც აანაზღაურებს სასამართლო: მოწმეებისა და ექსპერტების მგზავრობასთან და უსაფრთხოებასთან ან 93-ე მუხლის შესაბამისად დაკავებულ პირთა გადაყვანასთან დაკავშირებული ხარჯები; თარგმანის, ზეპირი თარგმნისა და ტრანსკრიფციის ხარჯები; მოსამართლეების, პროკურორის, პროკურორის მოადგილეების, რეგისტრატორის, რეგისტრატორის მოადგილის და სასამართლოს ნებისმიერი ორგანოს თანამშრომლების მგზავრობისა და სადღეღამისო ხარჯები; სასამართლოს მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი ექსპერტის დასკვნის ან ანგარიშის ხარჯები; პატიმრობის განმახორციელებელი სახელმწიფოს მიერ სასამართლოსთვის გადაცემული პირის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯები; და კონსულტაციების შემდეგ, ნებისმიერი გაუთვალისწინებელი ხარჯი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მოთხოვნის შესრულებით. პირველი პუნქტის დებულებები, შესაბამისად, გამოიყენება სასამართლოსთვის მხარე სახელმწიფოების მიერ წარდგენილი მოთხოვნების მიმართ. ამ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა აანაზღაუროს აღსრულების გეგმური ხარჯები. მუხლი 101🔗. სპეციალობის წესი წინამდებარე წესდების შესაბამისად სასამართლოსთვის გადაცემული პირის მიმართ არ შეიძლება დაიწყოს სამართალწარმოება, შეეფარდოს სასჯელი ან დააკავონ გადაცემამდე ჩადენილი ნებისმიერი ქმედებისთვის, გარდა იმ ქმედებისა ან ქმედების მიმდინარეობისა, რომელიც წარმოადგენს იმ დანაშაულების საფუძველს, რომლებისთვისაც ეს პირი იქნა გადაცემული. სასამართლოს შეუძლია, სასამართლოსთვის პირის გადამცემი სახელმწიფოსგან მოითხოვოს, რომ არ იქნეს გამოყენებული პირველი პუნქტის მოთხოვნები და, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლომ უნდა წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია 91-ე მუხლის შესაბამისად. მხარე სახელმწიფოებს აქვთ უფლება, სასამართლოს შეატყობინონ, რომ არ იყენებენ პირველ პუნქტს და უნდა ეცადონ ამის გაკეთებას. მუხლი 102🔗. ტერმინთა გამოყენება წინამდებარე წესდების მიზნებისთვის: „გადაცემა“ ნიშნავს სახელმწიფოს მიერ პირის სასამართლოსთვის გადაცემას წინამდებარე წესდების შესაბამისად. „ექსტრადიცია“ ნიშნავს ერთი სახელმწიფოს მიერ პირის გადაცემას მეორესთვის, როგორც ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულებით, კონვენციით ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით. ნაწილი 10. აღსრულება მუხლი 103🔗. სახელმწიფოების როლი თავისუფლების აღკვეთის სასჯელების აღსრულებაში თავისუფლების აღკვეთის სასჯელი მოხდილი უნდა იქნეს სასამართლოს მიერ შერჩეულ სახელმწიფოში იმ სახელმწიფოთა სიიდან, რომლებმაც სასამართლოს აცნობეს სასჯელშეფარდებულ პირთა მიღების სურვილი. სასჯელშეფარდებული პირების მიღების სურვილის გამოხატვისას, სახელმწიფოს შეუძლია განსაზღვროს მის მიერ მიღების პირობები, სასამართლოსთან შეთანხმებით და წინამდებარე ნაწილის თანახმად. კონკრეტულ საქმეში შერჩეულმა სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სასამართლოს, ეთანხმება თუ არა იგი სასამართლოს მიერ მის შერჩევას. აღსრულების სახელმწიფომ სასამართლოს უნდა აცნობოს ნებისმიერი გარემოების, მათ შორის, პირველი პუნქტით მიხედვით შეთანხმებული ნებისმიერი პირობის შესრულების შესახებ, რამაც შეიძლება არსებითად იმოქმედოს თავისუფლების აღკვეთის ვადებზე ან მოცულობაზე. სასამართლოს ასეთი ცნობილი ან პროგნოზირებადი გარემოებების შესახებ უნდა ეცნობოს სულ მცირე 45 დღით ადრე. ამ პერიოდის განმავლობაში, აღსრულების სახელმწიფომ არ უნდა მიიღოს რაიმე ზომა, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მის ვალდებულებებს 110-ე მუხლის მიხედვით. თუ სასამართლო ვერ ეთანხმება (a) ქვეპუნქტში მითითებულ გარემოებებს, მან უნდა აცნობოს აღსრულების სახელმწიფოს და უნდა იმოქმედოს 104-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. პირველი პუნქტით გათვალისწინებული შერჩევის დისკრეციის განხორციელებისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი: პრინციპი, რომლის მიხედვითაც მხარე სახელმწიფოებმა უნდა გაიზიარონ თავისუფლების აღკვეთის სასჯელების აღსრულების პასუხისმგებლობა, სამართლიანი განაწილების პრინციპების შესაბამისად, როგორც ეს გათვალისწინებულია „პროცედურისა და მტკიცებულების წესებში“; პატიმრებთან მოპყრობის მომწესრიგებელი ფართოდ აღიარებული საერთაშორისო სახელშეკრულებო სტანდარტების გამოყენება; მსჯავრდებული პირის მოსაზრებები; სასჯელშეფარდებული პირის მოქალაქეობა; დანაშაულის გარემოებებთან ან სასჯელშეფარდებულ პირთან ან სასჯელის ეფექტიან აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა ისეთ ფაქტორები, რომლებიც შეიძლება გათვალისწინებული იყოს აღსრულების სახელმწიფოს შერჩევისას. თუ რომელიმე სახელმწიფო არ არის შერჩეული პირველი პუნქტის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სასჯელი მოხდილი იქნება მასპინძელი სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ საპატიმრო დაწესებულებაში, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ადგილსამყოფლის შესახებ შეთანხმებით დადგენილი პირობების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის სასჯელის აღსრულებით გამოწვეული ხარჯები უნდა აანაზღაუროს სასამართლომ. მუხლი 104🔗. აღსრულების სახელმწიფოს შეცვლა სასამართლოს შეუძლია ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება სასჯელშეფარდებული პირის სხვა სახელმწიფოს ციხეში გადაყვანის შესახებ. სასჯელშეფარდებულ პირს ნებისმიერ დროს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს აღსრულების სახელმწიფოდან მისი გადაყვანის მოთხოვნით. მუხლი 105🔗. სასჯელის აღსრულება იმ პირობების გათვალისწინებით, რომლებიც სახელმწიფომ შეიძლება განსაზღვროს 103-ე მუხლის პირველი პუნქტის (b) ქვეპუნქტის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სასჯელი სავალდებულოა მხარე სახელმწიფოებისთვის, რომლებმა არანაირ შემთხვევაში არ უნდა შეცვალონ ის. მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება გასაჩივრების და გადასინჯვის ნებისმიერ განაცხადზე. აღსრულების სახელმწიფომ არ უნდა შეაფერხოს სასჯელშეფარდებული პირის მიერ ასეთი განაცხადის წარდგენა. მუხლი 106🔗. სასჯელების აღსრულებისა და პატიმრობის პირობების ზედამხედველობა თავისუფლების აღკვეთის სასჯელის აღსრულება ხორციელდება სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ და უნდა შეესაბამებოდეს პატიმრებთან მოპყრობის მომწესრიგებელ ფართოდ აღიარებულ საერთაშორისო სახელშეკრულებო სტანდარტებს. პატიმრობის პირობები წესრიგდება აღსრულების სახელმწიფოს კანონმდებლობით და უნდა შეესაბამებოდეს პატიმრებთან მოპყრობის მომწესრიგებელ ფართოდ აღიარებულ საერთაშორისო სახელშეკრულებო სტანდარტებს; ასეთი პირობები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს უფრო მეტად ან ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე ის პირობები, რომლებითაც სარგებლობენ აღსრულების სახელმწიფოში მსგავსი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრები. სასჯელშეფარდებულ პირსა და სასამართლოს შორის კომუნიკაცია უნდა იყოს შეუფერხებელი და კონფიდენციალური. მუხლი 107🔗. პირის გადაყვანა სასჯელის მოხდის შემდეგ სასჯელის მოხდის შემდეგ, პირი, რომელიც არ არის აღსრულების სახელმწიფოს მოქალაქე, აღსრულების სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება გადაყვანილ იქნეს სახელმწიფოში, რომელიც ვალდებულია მიიღოს იგი, ან სხვა სახელმწიფოში, რომელიც თანახმაა მის მიღებაზე, ამ სახელმწიფოში გადასაყვანი პირის ნებისმიერი სურვილის გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღსრულების სახელმწიფო პირს მისცემს მის ტერიტორიაზე დარჩენის ნებართვას. თუ რომელიმე სახელმწიფო არ აანაზღაურებს პირის სხვა სახელმწიფოში პირველი პუნქტის შესაბამისად გადაყვანასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ასეთი ხარჯები უნდა აანაზღაუროს სასამართლომ. 108-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით, აღსრულების სახელმწიფოს ასევე შეუძლია, თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მოახდინოს პირის ექსტრადირება ან სხვაგვარად გადასცეს იმ სახელმწიფოს, რომელმაც მოითხოვა პირის ექსტრადიცია ან გადაცემა გასამართლების ან სასჯელის აღსრულების მიზნით. მუხლი 108🔗. სისხლისსამართლებრივი დევნის ან დასჯის შეზღუდვა სხვა სამართალდარღვევებისთვის აღსრულების სახელმწიფოს განკარგულებაში მყოფი სასჯელშეფარდებული პირი არ უნდა დაექვემდებაროს სისხლისსამართლებრივ დევნას, დასჯას ან ექსტრადიციას მესამე სახელმწიფოში ამ პირის აღსრულების სახელმწიფოსთვის გადაცემამდე ჩადენილი რომელიმე ქმედებისთვის, თუ ასეთი სისხლისსამართლებრივი დევნა, დასჯა ან ექსტრადიცია, აღსრულების სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე, არ არის ნებადართული სასამართლოს მიერ. აღნიშნულ საკითხზე სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასჯელშეფარდებული პირის მოსაზრებების მოსმენის შემდეგ. პირველი პუნქტი არ გამოიყენება, თუ სასჯელშეფარდებულ პირი ნებაყოფლობით დარჩება აღსრულების სახელმწიფოს ტერიტორიაზე 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სრული სასჯელის მოხდის შემდეგ, ან დაბრუნდება ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი დატოვების შემდეგ. მუხლი 109🔗. ჯარიმებისა და ქონების ჩამორთმევის ღონისძიებების აღსრულება მხარე სახელმწიფოებმა უნდა აღასრულონ სასამართლოს მიერ მე-7 ნაწილის შესაბამისად მიღებული ჯარიმების ან ქონების ჩამორთმევის ბრძანებები, კეთილსინდისიერი მესამე მხარეების უფლებების შელახვის გარეშე, და მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. თუ მხარე სახელმწიფოს არ შეუძლია ქონების ჩამორთმევის ბრძანების აღსრულება, მან უნდა მიიღოს ზომები სასამართლოს ბრძანებით ჩამორთმევას დაქვემდებარებული შემოსავლების, ქონებისა და აქტივების ღირებულების ამოღების მიზნით, კეთილსინდისიერი მესამე მხარეების უფლებების შელახვის გარეშე. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად მხარე სახელმწიფოს მიერ მოპოვებული ქონება ან უძრავი ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ან, შესაბამის შემთხვევაში, სხვა ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი უნდა გადაეცეს სასამართლოს. მუხლი 110🔗. სასამართლოს მიერ სასჯელის შემცირებასთან დაკავშირებული გადასინჯვა აღსრულების სახელმწიფომ არ უნდა გაათავისუფლოს პირი სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელის ვადის ამოწურვამდე. მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება სასჯელის ნებისმიერი შემცირების შესახებ და ამ საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პირის მოსმენის შემდეგ. როდესაც პირი მოიხდის სასჯელის ორ მესამედს, ან 25 წელს უვადო თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა გადასინჯოს სასჯელის ზომა იმის დასადგენად, უნდა შემცირდეს თუ არა იგი. ასეთი გადასინჯვა არ უნდა ჩატარდეს ამ დრომდე. მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადასინჯვისას, სასამართლოს შეუძლია შეამციროს სასჯელი, თუ დაადგენს, რომ არსებობს შემდეგი ფაქტორებიდან ერთი ან მეტი: პირის თავდაპირველი და მუდმივი მზადყოფნა, ითანამშრომლოს სასამართლოსთან მის გამოძიებებსა და სისხლისსამართლებრივ დევნაში; სხვა საქმეებში სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და ბრძანებების აღსრულების უზრუნველსაყოფის მიზნით პირის ნებაყოფლობითი დახმარება და, განსაკუთრებით, დახმარების გაწევა ჯარიმის, ქონების ჩამორთმევის ან რეპარაციის ბრძანებებს დაქვემდებარებული აქტივების მოძიებაში, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაზარალებულთა სასარგებლოდ; ან სხვა ფაქტორები, რომლებიც ადასტურებენ გარემოებების აშკარა და მნიშვნელოვან ცვლილებას, რაც საკმარისია სასჯელის შემცირების დასაბუთებისთვის, როგორც ეს გათვალისწინებულია „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“. თუ სასამართლო, მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თავდაპირველი გადასინჯვისას დაადგენს, რომ მიზანშეწონილი არ არის სასჯელის შემცირება, შემდგომში მან სასჯელის შემცირების საკითხი უნდა განიხილოს ისეთი ინტერვალებით და ისეთი კრიტერიუმების გამოყენებით, რომლებიც გათვალისწინებულია „პროცედურისა და მტკიცებულების წესებით“. მუხლი 111🔗. გაქცევა თუ მსჯავრდებული პირი გაიქცევა პატიმრობიდან და დატოვებს აღსრულების სახელმწიფოს, ამ სახელმწიფოს შეუძლია, სასამართლოსთან კონსულტაციის შემდეგ, არსებული ორმხრივი ან მრავალმხრივი გარიგებების შესაბამისად, მოითხოვოს პირის გადმოცემა იმ სახელმწიფოდან, სადაც ის იმყოფება, ან შეუძლია მოითხოვოს, რომ სასამართლომ წარადგინოს პირის გადაცემის მოთხოვნა მე-9 ნაწილის შესაბამისად. მას შეუძლია გასცეს მითითება, რომ პირი გადაეცეს იმ სახელმწიფოს, სადაც ის იხდიდა სასჯელს, ან სასამართლოს მიერ შერჩეულ სხვა სახელმწიფოს. ნაწილი 11. მხარე სახელმწიფოთა ასამბლეა მუხლი 112🔗. მხარე სახელმწიფოთა ასამბლეა იქმნება წინამდებარე წესდების მხარე სახელმწიფოთა ასამბლეა. თითოეულ მხარე სახელმწიფოს ასამბლეაში ჰყავს ერთი წარმომადგენელი, რომელსაც შეიძლება ახლდეს ალტერნატიული წარმომადგენლები და მრჩევლები. სხვა სახელმწიფოებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს წინამდებარე წესდებას ან დასკვნით აქტს, ასამბლეაში შეიძლება იყვნენ დამკვირვებლები. ასამბლეა: განიხილავს და ამტკიცებს, საჭიროების შესაბამისად, მოსამზადებელი კომისიის რეკომენდაციებს; სასამართლოს პრეზიდიუმს, პროკურორს და რეგისტრატორს, სასამართლოს ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს ხელმძღვანელობითი ზედამხედველობით; განიხილავს მე-3 პუნქტის შესაბამისად შექმნილი ბიუროს ანგარიშებსა და საქმიანობას და იღებს შესაბამის ზომებს მათთან დაკავშირებით; განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას სასამართლოს ბიუჯეტზე; იღებს გადაწყვეტილებას, 36-ე მუხლის შესაბამისად, შეცვალოს თუ არა მოსამართლეთა რაოდენობა; 87-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, განიხილავს თანამშრომლობის ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს; ასრულებს წინამდებარე წესდებასთან ან „პროცედურისა და მტკიცებულების წესებთან“ შესაბამის ნებისმიერ სხვა ფუნქციას; ასამბლეას ჰყავს ბიურო, რომელიც შედგება პრეზიდენტის, ორი ვიცე-პრეზიდენტისა და ასამბლეის მიერ სამი წლის ვადით არჩეული 18 წევრისგან. ბიუროს აქვს წარმომადგენლობითი ხასიათი, განსაკუთრებით, სამართლიანი გეოგრაფიული განაწილებისა და მსოფლიოს ძირითადი სამართლებრივი სისტემების ადეკვატური წარმომადგენლობის გათვალისწინებით. ბიურო იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ წელიწადში სულ მცირე ერთხელ. ის ასამბლეას ეხმარება მისი მოვალეობების შესრულებაში. ასამბლეას შეუძლია, საჭიროებისამებრ, შექმნას დამხმარე ორგანოები, მათ შორის სასამართლოს ინსპექტირების, შეფასებისა და გამოძიების დამოუკიდებელი ზედამხედველობის მექანიზმი, მისი ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გასაძლიერებლად. სასამართლოს პრეზიდენტს, პროკურორს და რეგისტრატორს ან მათ წარმომადგენლებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ასამბლეისა და ბიუროს სხდომებში. ასამბლეა იკრიბება წელიწადში ერთხელ, სასამართლოს განლაგების ადგილზე ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში და, როდესაც გარემოებები ამას მოითხოვს, ატარებს სპეციალურ სესიებს. თუ წინამდებარე წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სპეციალურ სესიებს იწვევს ბიურო საკუთარი ინიციატივით ან მხარე სახელმწიფოთა ერთი მესამედის მოთხოვნით. თითოეულ მხარე სახელმწიფოს აქვს ერთი ხმა. მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ ასამბლეასა და ბიუროში გადაწყვეტილებები მიღებულ იქნეს კონსენსუსით. თუ კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია და თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული: არსებით საკითხებზე გადაწყვეტილებები უნდა დამტკიცდეს დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეთა ორი მესამედის უმრავლესობით იმ პირობით, რომ კენჭისყრისთვის კვორუმს წარმოადგენს მხარე სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა; პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარე სახელმწიფოების მარტივი უმრავლესობით. მხარე სახელმწიფოს, რომელსაც აქვს სასამართლოს ხარჯების დასაფარად ფინანსური შენატანების გადახდის დავალიანება, არ ექნება ხმის მიცემის უფლება ასამბლეასა და ბიუროში, თუ მისი დავალიანების რაოდენობა ტოლია ან აღემატება წინა ორი სრული წლის განმავლობაში მის მიერ გადასახდელი შენატანების რაოდენობას. მიუხედავად ამისა, ასამბლეას შეუძლია ასეთ მხარე სახელმწიფოს დართოს ასამბლეასა და ბიუროში ხმის მიცემის უფლება, თუ იგი დარწმუნდება, რომ გადაუხდელობა გამოწვეულია მხარე სახელმწიფოს კონტროლის მიღმა არსებული გარემოებებით. ასამბლეა ამტკიცებს საკუთარ რეგლამენტს. ასამბლეის ოფიციალური და სამუშაო ენებია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ენები. ნაწილი 12. დაფინანსება მუხლი 113🔗. „ფინანსური რეგულაციები“ თუ კონკრეტულად სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, სასამართლოსთან და მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის, მათ შორის, მისი ბიუროს და დამხმარე ორგანოების სხდომებთან დაკავშირებული ყველა ფინანსური საკითხი, წესრიგდება წინამდებარე წესდებით და მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის მიერ დამტკიცებული „ფინანსური რეგულაციებითა და წესებით“. მუხლი 114🔗. ხარჯების ანაზღაურება სასამართლოსა და მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის, მათ შორის, მისი ბიუროსა და დამხმარე ორგანოების ხარჯები უნდა ანაზღაურდეს სასამართლოს ფინანსური სახსრებიდან. მუხლი 115🔗. სასამართლოსა და მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის ფინანსური სახსრები სასამართლოსა და მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის, მათ შორის, მისი ბიუროსა და დამხმარე ორგანოების ხარჯები, როგორც ეს გათვალისწინებულია მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტში, უზრუნველყოფილი იქნება შემდეგი წყაროებიდან: მხარე სახელმწიფოების მიერ გადახდილი განსაზღვრული შენატანები; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრები, რომლებიც ექვემდებარება გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებას, განსაკუთრებით უშიშროების საბჭოს მიერ განხორციელებული გადაცემებით (რეფერალებით) გამოწვეულ ხარჯებთან დაკავშირებით. მუხლი 116🔗. ნებაყოფლობითი შენატანები 115-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია, დამატებითი ფინანსური სახსრების სახით, მიიღოს და გამოიყენოს მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ფიზიკური პირების, კორპორაციებისა და სხვა ორგანიზაციების ნებაყოფლობითი შენატანები, მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის მიერ დამტკიცებული შესაბამისი კრიტერიუმების შესაბამისად. მუხლი 117🔗. შენატანების განსაზღვრა მხარე სახელმწიფოების შენატანები განისაზღვრება შეთანხმებული შეფასების შკალის მიხედვით, რომელიც დაფუძნებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მისი რეგულარული ბიუჯეტისთვის დამტკიცებულ შკალაზე და კორექტირდება იმ პრინციპების შესაბამისად, რომლებზეც დაფუძნებულია აღნიშნული შკალა. მუხლი 118🔗. წლიური აუდიტი სასამართლოს ჩანაწერები, აღრიცხვის წიგნები და ანგარიშები, მათ შორის, მისი წლიური ფინანსური ანგარიშგება ყოველწლიურად უნდა შემოწმდეს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. ნაწილი 13. დასკვნითი დებულებები მუხლი 119🔗. დავების მოგვარება სასამართლოს სამართლებრივ ფუნქციებთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით. ორ ან მეტ მხარე სახელმწიფოს შორის ნებისმიერი სხვა დავა, რომელიც ეხება წინამდებარე წესდების განმარტებას ან გამოყენებას, რომელიც არ მოგვარდება მოლაპარაკებების გზით მოლაპარაკებების დაწყებიდან სამი თვის განმავლობაში, გადაეცემა მხარე სახელმწიფოთა ასამბლეას. ასამბლეას შეუძლია თავად სცადოს დავის მოგვარება ან შეუძლია გასცეს რეკომენდაციები დავის მოგვარების შემდგომი საშუალებების, მათ შორის, დავის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსთვის ამ სასამართლოს წესდების შესაბამისად გადაცემის შესახებ. მუხლი 120🔗. დათქმები წინამდებარე წესდების მიმართ აკრძალულია დათქმების გაკეთება. მუხლი 121🔗. ცვლილებები წინამდებარე წესდების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის გასვლის შემდეგ, ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს შეუძლია მასში ცვლილების შეტანის წინადადების წარდგენა. შემოთავაზებული ნებისმიერი ცვლილების ტექსტი უნდა წარედგინოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელმაც დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს ის ყველა მხარე სახელმწიფოს. შეტყობინებიდან არაუადრეს სამი თვისა, მხარე სახელმწიფოთა ასამბლეამ თავის შემდეგ სხდომაზე, დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილეთა უმრავლესობით, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება წინადადების განხილვის თაობაზე. ასამბლეას შეუძლია პირდაპირ განიხილოს წინადადება ან მოიწვიოს გადასინჯვის კონფერენცია, თუ შესაბამისი საკითხი ამას მოითხოვს. მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის სხდომაზე ან გადასინჯვის კონფერენციაზე ისეთი ცვლილების დამტკიცება, რომელზეც კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია, საჭიროებს მხარე სახელმწიფოთა ორი მესამედის უმრავლესობას. გარდა მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ცვლილება ყველა მხარე სახელმწიფოსთვის ძალაში შედის ერთ წელში მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ჩაბარდება მხარე სახელმწიფოთა შვიდი მერვედის რატიფიცირების ან მიღების სიგელები. წინამდებარე წესდების მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 მუხლების ნებისმიერი ცვლილება იმ მხარე სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც თანხმობა გამოხატეს ამ ცვლილებაზე, ძალაში შედის თავიანთი რატიფიცირების ან მიღების სიგელების დეპონირებიდან ერთი წლის შემდეგ. იმ მხარე სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც არ გამოუხატავს თანხმობა ამ ცვლილებაზე, სასამართლომ არ უნდა განახორციელოს საკუთარი იურისდიქცია ცვლილებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, როდესაც ჩადენილია ამ მხარე სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ ან მის ტერიტორიაზე. თუ ცვლილებაზე თანხმობა გამოხატა მხარე სახელმწიფოთა შვიდმა მერვედმა მე-4 პუნქტის მიხედვით, ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს, რომელსაც არ გამოუხატავს თანხმობა ცვლილებაზე, შეუძლია წესდებიდან გასვლა, ამ ცვლილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ერთი წლის შემდეგ შეტყობინების გაგზავნით, რომელიც დაუყოვნებლივ შევა ძალაში 127-ე მუხლის პირველი პუნქტის მიუხედავად, მაგრამ 127-ე მუხლის მე-2 პუნქტის დაცვით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მხარე სახელმწიფოებს უნდა გაუგზავნოს მხარე სახელმწიფოთა ასამბლეაზე ან გადასინჯვის კონფერენციაზე დამტკიცებული ცვლილება. მუხლი 122🔗. ცვლილებების შეტანა ინსტიტუციური ხასიათის დებულებებში წინამდებარე წესდების ექსკლუზიურად ინსტიტუციური ხასიათის მქონე დებულებების, კერძოდ, 35-ე მუხლის, 36-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების, 37-ე მუხლის, 38-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი (პირველი ორი წინადადება), მე-2 და მე-4 პუნქტების, 42-ე მუხლის მე-4 – მე-9 პუნქტების, 43-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების და 44-ე, 46-ე, 47-ე და 49-ე მუხლების ცვლილებების შესახებ წინადადება შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერ დროს ნებისმიერი მხარე სახელმწიფოს მიერ, 121-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად. ყველა წარდგენილი ცვლილების ტექსტი უნდა გადაეცეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ან მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის მიერ განსაზღვრულ სხვა პირს, რომელმაც დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს ის მხარე სახელმწიფოებს და ასამბლეის სხვა მონაწილეებს. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ცვლილებები, რომლებზედაც კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული, მტკიცდება მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის ან, შესაბამის შემთხვევაში, გადასინჯვის კონფერენციის მიერ, მხარე სახელმწიფოთა ორი მესამედის მიერ. ასეთი ცვლილებები ძალაში შედის ყველა მხარე სახელმწიფოსთვის ასამბლეის ან, შესაბამის შემთხვევაში, კონფერენციის მიერ დამტკიცებიდან ექვსი თვის შემდეგ. მუხლი 123🔗. წესდების გადასინჯვა წინამდებარე წესდების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის შემდეგ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა უნდა მოიწვიოს გადასინჯვის კონფერენცია წინამდებარე წესდების ნებისმიერი ცვლილებების განხილვის მიზნით. ამგვარი გადასინჯვა შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ არის შემოფარგლული მე-5 მუხლში ჩამოთვლილი დანაშაულების ნუსხით. კონფერენცია ღია იქნება მხარე სახელმწიფოთა ასამბლეის მონაწილეთათვის, იმავე პირობებით. ამის შემდეგ ნებისმიერ დროს, მხარე სახელმწიფოს მოთხოვნით და პირველ პუნქტში მითითებული მიზნებისათვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, მხარე სახელმწიფოთა უმრავლესობის თანხმობით, უნდა მოიწვიოს გადასინჯვის კონფერენცია. 121-ე მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტების დებულებები გამოიყენება წესდების ნებისმიერი ცვლილების დამტკიცების და ძალაში შესვლის მიმართ, რომლებიც განხილულია გადასინჯვის კონფერენციაზე. მუხლი 124🔗. გარდამავალი დებულება​12 მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, სახელმწიფოს, როდესაც ის ხდება წინამდებარე წესდების მხარე, შეუძლია განაცხადოს, რომ შესაბამისი სახელმწიფოსათვის წინამდებარე წესდების ძალაში შესვლიდან შვიდი წლის განმავლობაში, ის არ ცნობს სასამართლოს იურისდიქციას მე-8 მუხლში განსაზღვრულ დანაშაულთა კატეგორიის მიმართ, როდესაც დანაშაული სავარაუდოდ ჩადენილია მისი მოქალაქეების მიერ ან მის ტერიტორიაზე. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადება შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს. წინამდებარე მუხლის დებულებები უნდა გადაისინჯოს 123-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოწვეულ გადასინჯვის კონფერენციაზე. მუხლი 125🔗. ხელმოწერა, რატიფიცირება, მიღება, დამტკიცება ან შეერთება წინამდებარე წესდება ხელმოსაწერად ყველა სახელმწიფოსთვის გაიხსნება რომში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, 1998 წლის 17 ივლისს. ამის შემდეგ, ის ღია დარჩება ხელმოწერისათვის რომში, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, 1998 წლის 17 ოქტომბრამდე. ამ თარიღის შემდეგ, წინამდებარე წესდება ღია იქნება ხელმოწერისათვის ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, 2000 წლის 31 დეკემბრამდე. წინამდებარე წესდება ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ. სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელები უნდა დეპონირდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან. წინამდებარე წესდება შეერთებისათვის ღიაა ყველა სახელმწიფოსთვის. შეერთების სიგელები უნდა დეპონირდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან. მუხლი 126🔗. ძალაში შესვლა წინამდებარე წესდება ძალაში შედის მე-60 სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან დეპონირებიდან მე-60 დღის შემდეგ მომდევნო თვის პირველ დღეს. ყველა სახელმწიფოსთვის, რომელიც ახდენს წინამდებარე წესდების რატიფიცირებას, მიღებას, დამტკიცებას ან მასთან შეერთებას მე-60 სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირების შემდეგ, წესდება ძალაში შედის ამ სახელმწიფოს მიერ სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირებიდან მე-60 დღის მომდევნო თვის პირველ დღეს. მუხლი 127🔗. წესდებიდან გასვლა ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების მეშვეობით, შეუძლია გავიდეს წინამდებარე წესდებიდან. წესდებიდან გასვლა ძალაში შედის შეტყობინების მიღების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ, თუ განცხადებაში უფრო გვიანი თარიღი არ არის მითითებული. წესდებიდან გასვლის მიზეზით სახელმწიფო არ თავისუფლდება წინამდებარე წესდების მხარედ ყოფნის დროს წარმოშობილი ვალდებულებებისგან, ნებისმიერი დაგროვებული ფინანსური დავალიანების ჩათვლით. წესდებიდან გასვლა გავლენას არ ახდენს სასამართლოსთან თანამშრომლობაზე იმ სისხლისსამართლებრივ გამოძიებასთან და სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც წესდებიდან გასულ სახელმწიფოს ჰქონდა თანამშრომლობის ვალდებულება და რომლებიც დაიწყო წესდებიდან გასვლის ძალაში შესვლის თარიღამდე. ასევე, წესდებიდან გასვლა რაიმე ფორმით გავლენას არ ახდენს ნებისმიერი იმ საკითხის განხილვის გაგრძელებაზე, რომელიც სასამართლოს მიერ უკვე განიხილებოდა წესდებიდან გასვლის ძალაში შესვლის თარიღამდე. მუხლი 128🔗. ავთენტური ტექსტები წინამდებარე წესდების დედანი, რომლის არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ტექსტები თანაბრად ავთენტურია, უნდა დეპონირდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, რომელმაც მისი დამოწმებული ასლები უნდა გაუგზავნოს ყველა სახელმწიფოს. რის დასტურადაც, ქვემორე ხელმომწერებმა, რომლებიც ამ მიზნით სათანადო წესით არიან უფლებამოსილნი თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს წინამდებარე წესდებას. შესრულებულია რომში, 1998 წლის ივლისის მე-17 დღეს. ​1 მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი („სასამართლომ უნდა განახორციელოს იურისდიქცია აგრესიის დანაშაულზე, როგორც კი 121-ე და 123-ე მუხლების შესაბამისად მიღებულ იქნება დებულება, რომელიც განსაზღვრავს დანაშაულს და ადგენს პირობებს, რომელთა მიხედვით სასამართლომ უნდა განახორციელოს იურისდიქცია ამ დანაშაულზე. ასეთი დებულება უნდა შეესაბამებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის შესაბამის დებულებებს.“) ამოღებულ იქნა 2010 წლის 11 ივნისის RC/Res.6 რეზოლუციის I დანართის შესაბამისად. იხილეთ დეპოზიტარის 2010 წლის 29 ნოემბრის C.N.651.2010.TREATIES-8 შეტყობინება. გაეროს ხელშეკრულებათა სექციის ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია დეტალური ინფორმაცია შესწორების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://treaties.un.org/Pages/ViewDetails.aspx‌?src=TREATY‌&mtdsg_no=XVIII-10-b&chapter=18&clang=_en. ​2 პუნქტები მე-2 პუნქტის (e) ქვეპუნქტის (xiii) ქვეპუნქტიდან მე-2 პუნქტის (e) ქვეპუნქტის (xv) ქვეპუნქტის ჩათვლით დაემატა 2010 წლის 11 ივნისის RC/Res.5 რეზოლუციით. იხილეთ დეპოზიტარის 2010 წლის 29 ნოემბრის C.N.533.2010.TREATIES-6 შეტყობინება. გაეროს ხელშეკრულებათა სექციის ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია დეტალური ინფორმაცია ცვლილების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://treaties.un.org/Pages/ViewDetails.aspx?‌src=TREATY&mtdsg_no=XVIII-10-a&chapter=18&clang=_en. ​3 პუნქტები მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტის (xxvii) ქვეპუნქტიდან (xxix) ქვეპუნქტის ჩათვლით და მე-2 პუნქტის (e) ქვეპუნქტის (xvi) ქვეპუნქტიდან (xviii) ქვეპუნქტის ჩათვლით დაემატა 2017 წლის 14 დეკემბრის ICC-ASP/16/Res.4 რეზოლუციით. ცვლილებისთვის, რომლებიც ეხება „იარაღებს, რომლებიც იყენებენ მიკრობულ ან სხვა ბიოლოგიურ აგენტებს ან ტოქსინებს“, იხილეთ დეპოზიტარის 2018 წლის 8 მარტის C.N.116.2018.TREATIES-XVIII-10 შეტყობინება. გაეროს ხელშეკრულებათა სექციის ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია დეტალური ინფორმაცია ცვლილების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://treaties.un.org/Pages/ViewDetails.aspx?src=TREATY&mtdsg_no=XVIII-10-d&chapter=18&c‌lang=_en. ცვლილებისთვის, რომელიც ეხება „იარაღებს, რომელთა პირველადი ეფექტია ისეთი ფრაგმენტებით დაზიანება, რომელთა ადამიანის სხეულში აღმოჩენა შეუძლებელია რენტგენის სხივებით“, იხილეთ დეპოზიტარის 2018 წლის 8 მარტის C.N.125.2018.TREATIES-XVIII-10 შეტყობინება; გაეროს ხელშეკრულებათა სექციის ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია დეტალური ინფორმაცია ცვლილების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://treaties.un.org‌/PAGES/ViewDetails.aspx?src=TREATY&mtdsg_no=XVIII-10-e&chapter=18&clang=‌_en. ცვლილებისთვის, რომელიც ეხება „დამაბრმავებელ ლაზერულ იარაღებს“, იხილეთ დეპოზიტარის 2018 წლის 8 მარტის C.N.126.2018.TREATIES-XVIII-10 შეტყობინება; გაეროს ხელშეკრულებათა სექციის ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია დეტალური ინფორმაცია ცვლილების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://treaties.un.org/Pages/ViewDetails.‌aspx‌?src=TREATY&mtdsg_no=‌XVIII-10-‌f&chapter=18&clang=_en. ​4 მე-2 პუნქტის (e) ქვეპუნქტის (xix) ქვეპუნქტი დაემატა 2019 წლის დეკემბრის ICC-ASP/18/Res.5 რეზოლუციით. იხილეთ დეპოზიტარის 2020 წლის 15 სექტემბრის C.N.394.2020.TREATIES-XVIII.10.g შეტყობინება; გაეროს ხელშეკრულებათა სექციის ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია დეტალური ინფორმაცია შესწორების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://treaties.un.org/Pages/ViewDetails.aspx?src=TREATY&mtdsg_no=XVIII-10-g&chapter=18&clang=_en. ​5 მე-8bis მუხლი დაემატა 2010 წლის 11 ივნისის RC/Res.6 რეზოლუციით. იხილეთ დეპოზიტარის 2010 წლის 29 ნოემბრის C.N.651.2010.TREATIES-8 შეტყობინება. გაეროს ხელშეკრულებათა სექციის ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია დეტალური ინფორმაცია ცვლილების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://treaties.un.org/Pages/ViewDetails.aspx?‌src=TREATY&mtdsg_no=XVIII-10-b&chapter=18&clang=_en. ​6 შეტანილია ცვლილება 2010 წლის 11 ივნისის RC/Res.6 რეზოლუციით (დაემატა მითითება მე-8bis მუხლზე). იხილეთ დეპოზიტარის 2010 წლის 29 ნოემბრის C.N.651.2010.TREATIES-8 შეტყობინება. გაეროს ხელშეკრულებათა სექციის ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია დეტალური ინფორმაცია ცვლილების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://treaties.un.org/Pages/ViewDetails.aspx?src=TREATY&mtdsg_no=XVIII-10-b&chapter=18&clang=_en. ​7 შეტანილია ცვლილება 2010 წლის 11 ივნისის RC/Res.6 რეზოლუციით. იხილეთ დეპოზიტარის 2010 წლის 29 ნოემბრის C.N.651.2010.TREATIES-8 შეტყობინება. გაეროს ხელშეკრულებათა სექციის ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია დეტალური ინფორმაცია ცვლილების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://treaties.un.org/Pages/ViewDetails.‌aspx?src=TREATY&mtdsg_no=XVIII-10-b&chapter=18&clang=_en. რეგისტრატორთან რომის წესდების მე-15bis მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით წარდგენილი დეკლარაციების სტატუსის შესახებ იხილეთ: https://www.icc-cpi.int/resource-library. ​8 მე-15ter მუხლი დაემატა 2010 წლის 11 ივნისის რეზოლუციით. იხილეთ დეპოზიტარის 2010 წლის 29 ნოემბრის C.N.651.2010.TREATIES-8 შეტყობინება. გაეროს ხელშეკრულებათა სექციის ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია დეტალური ინფორმაცია ცვლილების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://treaties.un.org/Pages/ViewDetails.aspx‌?src=TREATY&mtdsg_no=XVIII-10-b&chapter=18&clang=_en. ​9 შეტანილია ცვლილება 2010 წლის 11 ივნისის RC/Res.6 რეზოლუციით (დაემატა მითითება მე-8bis მუხლზე). იხილეთ დეპოზიტარის 2010 წლის 29 ნოემბრის C.N.651.2010.TREATIES-8 შეტყობინება. გაეროს ხელშეკრულებათა სექციის ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია დეტალური ინფორმაცია ცვლილების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://treaties.un.org/Pages/ViewDetails.aspx?src=TREATY&mtdsg_no=XVIII-10-b&chapter=18&clang=_en. ​10 შეტანილია ცვლილება 2010 წლის 11 ივნისის RC/Res.6 რეზოლუციით (დაემატა მითითება მე-3bis პუნქტზე). იხილეთ დეპოზიტარის 2010 წლის 29 ნოემბრის C.N.651.2010.TREATIES-8 შეტყობინება. გაეროს ხელშეკრულებათა სექციის ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია დეტალური ინფორმაცია ცვლილების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://treaties.un.org/Pages/ViewDetails.aspx?src=TREATY&mtdsg_no=XVIII-10-b&chapter=18&clang=_en. ​11 შეტანილია ცვლილება 2023 წლის 13 დეკემბრის ICC-ASP/22/Res.2 რეზოლუციით (დაემატა 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტის საერთო დებულება). იხილეთ დეპოზიტარის 2024 წლის 1 მარტის C.N.80.2024.TREATIES-XVIII.10 შეტყობინება. წესდების 122-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ცვლილება ყველა მხარე სახელმწიფოსთვის ძალაში შევიდა ასამბლეის მიერ მისი მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ, ანუ 2024 წლის 13 ივნისს. ​12 124-ე მუხლი ამოღებულია 2015 წლის 26 ნოემბრის ICC-ASP/14/Res.2 რეზოლუციით. იხილეთ დეპოზიტარის 2016 წლის 15 იანვრის C.N.7.2016.TREATIES-XVIII.10 შეტყობინება. გაეროს ხელშეკრულებათა სექციის ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია დეტალური ინფორმაცია ცვლილების შესახებ, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://treaties.un.org/‌Pages/ViewDetails.aspx?src=TREATY&mtdsg_no=XVIII-10-c&chapter=18&clang=_en.