პუბლიკაციის თარიღი 31.10.2025
მოქმედების პერიოდი 31.10.2025 — 10.11.2025
გამომცემი ორგანო სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრისა და დამტკიცების შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2025 წლის 30 ოქტომბერი
ქ. სამტრედია
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრისა და დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიების წევრთა რაოდენობა (შემადგენლობა) განისაზღვროს 15 საკრებულოს წევრით, ხოლო საკრებულოს წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები საკრებულოს თითოეულ კომისიაში განისაზღვროს შემდეგნაირად:
ფრაქციები:
ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 13 წევრი;
ბ) ფრაქცია „ხალხის ძალა“ – 1 წევრი.
მუხლი 2🔗
საკრებულოს იმ წევრებს, რომლებიც გაწევრიანებულნი არ არიან არცერთ ფრაქციაში, თითოეულ კომისიაში წევრის წარსადგენად განესაზღვროთ 1 (ერთი) კვოტა.
მუხლი 3🔗
დადგენილება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქ. №1), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა სტურუა