„საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმების“ №1 ცვლილების შეთანხმება“
მიღების თარიღი 09.05.2025
ძალაში შესვლა 21.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №2020-149
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016837 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 03/11/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმება“ „საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)“ №1 ცვლილების შეთანხმება" „საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმების“ №1 ცვლილების შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე „საქართველოს მთავრობასა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის“ ჩარჩო შეთანხმება „საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)“
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის
დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმების“ №1 ცვლილების შეთანხმება“
„საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის
დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმების“ №1 ცვლილების შეთანხმება“
NEFCO-2020-149 E5P
საგრანტო შეთანხმების
N1 ცვლილების შეთანხმება
საქართველოსა
(მიმღები)
და
სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციას
(როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო)
შორის
დათარიღებული 9 მაისი, 2025 წელი
საგრანტო შეთანხმების წინამდებარე N1 ცვლილების შეთანხმება დაიდო შემდეგ მხარეებს შორის („მხარეები“):
(1) საქართველო, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („გრანტის მიმღები“); და
(2) სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაცია („NEFCO“), როგორც განმახორციელებელი სააგენტო;
აღწერა:
(ა) NEFCO-სა და მიმღებს შორის, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, 2022 წლის 4 მაისს დაიდო საგრანტო შეთანხმება („საგრანტო შეთანხმება“), რომლის მიხედვითაც NEFCO დათანხმდა მიმღებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს გრანტი 2,600,000 ევროს ოდენობით საგრანტო შეთანხმებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების შესაბამისად, საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ინვესტიციების დასაფინანსებლად;
(ბ) საგრანტო შეთანხმების 9.1 პუნქტის შესაბამისად, საგრანტო შეთანხმება ძალაში შევიდა 2022 წლის 21 ოქტომბერს;
(გ) საგრანტო შეთანხმების 2.11 პუნქტის შესაბამისად, გრანტის მიმღებმა თხოვნით მიმართა და NEFCO დათანხმდა საგრანტო შეთანხმების დახურვის თარიღის გადავადებაზე;
(დ) მხარეებს ახლა სურთ შეცვალონ საგრანტო შეთანხმება, როგორც ეს გათვალისწინებულია და ამ N1 ცვლილების შეთანხმების დებულებების შესაბამისად.
ახლა, ამგვარად, შეთანხმებულია შემდეგი:
მუხლი 1🔗.
განმარტებები და ინტერპრეტაცია
1.01. საგრანტო შეთანხმებაში განმარტებულ ტერმინებს (იქნება ეს უშუალოდ ან სხვა შეთანხმებაზე მითითებით), თუ ამით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც ცვლილების შეთანხმებაში.
მუხლი 2🔗.
ცვლილებები
2.01. საგრანტო შეთანხმების 2.11 პუნქტი შეიცვალოს შემდეგნაირად:
„2.11 გრანტის დახურვის თარიღი შეესაბამება NEFCO-ს სესხის ხელმისაწვდომობის პერიოდს და არის 2027 წლის 31 დეკემბერი („დახურვის თარიღი“). დახურვის თარიღი შეიძლება გადავადებულ იქნეს NEFCO-ს მიერ მიმღების მოთხოვნის შედეგად.
2.02. საგრანტო შეთანხმების დებულებები, გარდა N1 ცვლილების შეთანხმების მიერ შეცვლილი დებულებებისა, გააგრძელებს მოქმედებას სრული ძალითა და ეფექტით.
2.03. საგრანტო შეთანხმება და N1 ცვლილების შეთანხმება განიხილება და განიმარტება როგორც ერთიანი დოკუმენტი.
მუხლი 3🔗.
ძალაში შესვლა
3.01. ძალაში შესვლა. წინამდებარე საგრანტო შეთანხმების N1 ცვლილების შეთანხმებას ხელი ეწერება ორივე მხარის მიერ და ძალაში შედის იმ თარიღში, როცა NEFCO გრანტის მიმღებისგან მიიღებს შეტყობინებას, რომ დასრულდა საგრანტო შეთანხმების N1 ცვლილების შეთანხმებისა და სასესხო შეთანხმების N1 ცვლილების შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდა პროცედურები. NEFCO გრანტის მიმღებთან შეათანხმებს წინამდებარე N1 ცვლილების შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღს.
3.02. წინამდებარე N1 ცვლილების შეთანხმებაში არაფერი იქნება გაგებული, როგორც NEFCO-ს მხრიდან 1998 წლის 6 ნოემბერს დანიას, ფინეთს, ისლანდიას, ნორვეგიას და შვედეთს შორის NEFCO-ს შესახებ შეთანხმების (როგორც დროდადრო დამატებული ან/და შესწორებული), საქართველოსა და NEFCO-ს შორის 2014 წლის 25 თებერვლით დათარიღებული ჩარჩო შეთანხმების (2014 წლის 4 აპრილს რატიფიცირებული საქართველოს პარლამენტის მიერ), სხვა საერთაშორისო კონვენციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ნებისმიერ იმუნიტეტზე, პრივილეგიასა ან შეღავათზე უარის თქმა ან სხვა მოდიფიკაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, NEFCO-მ გააკეთა არბიტრაჟის პირდაპირი წარდგენა წინამდებარე 9.4 ნაწილის მიხედვით და, შესაბამისად, მისი სხვა პრივილეგიების და იმუნიტეტების შეუზღუდავად (მათ შორის, შეუზღუდავად, მისი არქივების ხელშეუხებლობა), იგი აღიარებს, რომ მას არ აქვს საჩივრების და იურიდიული პროცესების მიმართ იმუნიტეტი, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით სათანადოდ გაკეთებული საარბიტრაჟო განაცხადის შედეგად, წინამდებარე შეთანხმების 9.4 ნაწილის შესაბამისად.
ამის დასტურად, მხარეებმა თავიანთი სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით ხელი მოაწერეს საგრანტო შეთანხმების წინამდებარე N1 ცვლილების შეთანხმებას თავიანთი სახელებით.
საქართველოსთვის სახელით
ლაშა ხუციშვილი
ფინანსთა მინისტრი
სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის სახელით
ტრონდ მოე
მმართველი დირექტორი
ვივი ავიკაინენი
ინვესტიციების მენეჯერი