“საჯარო სამართლის იურიდიული პირის_ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ №1 დანართში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№725
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.027.009.242
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 127, 15/09/2006

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.009.242

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №725

2006 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპურ დებულებასა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ №1 დანართში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპურ დებულებასა და №1 დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1) დებულების მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, მთაწმინდაკრწანისის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორის, ჩუღურეთის, ამბროლაურის, ახალქალაქის, ბოლნისის, ზუგდიდის, თელავის, მარნეულის, მცხეთის, ნინოწმინდის, ოზურგეთის, რუსთავის, ახალციხის, გორის, ქუთაისის, ბათუმის, ჭიათურის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. 

3. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აბაშის, ადიგენის, ასპინძის, ახალგორის, ახმეტის, ბაღდათის, ბორჯომის, გარდაბნის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, თეთრიწყაროს, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, ლენტეხის, მარტვილის, მესტიის, ონის, საგარეჯოს, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, სიღნაღის, ტყიბულის, ფოთის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წალკის, წყალტუბოს, ხონის, ხარაგაულის, ხაშურის, ხობის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, ხულოს, შუახევის, ქურთას თემის, ერედვის თემის, აჟარის თემის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ზ” ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“

2) №1 დანართის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ დევნილებზე, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრებ მოსახლეობაზე პირადობის მოწმობას გასცემს (შეცვლის) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აფხაზეთის სამსახური.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე