1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება დუშეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.dusheti.org.ge) საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.
2. საკრებულოს ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge), ხოლო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ, ასევე, დუშეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.dusheti.gov.ge).
3. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება, ქვეყნდება დუშეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.dusheti.gov.ge მისი მიღებიდან 5 დღის ვადაშ