1.    საკრებულოს    თანამდებობის    პირები     ვალდებულნი     არიან     საკრებულოს    თავმჯდომარის     ბრძანებით დამტკიცებული  გრაფიკის  შესაბამისად  მოაწყონ  მოქალაქეთა  მიღება.

2. საკრებულოს წევრი ვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული  გრაფიკის შესაბამისად თვეში ერთხელ მაინც მოაწყოს ამომრჩევლების მიღება.

3. მოქალაქეთა მიღების გრაფიკში აღინიშნება საკრებულოს წევრის (საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ მოქალაქეთა მიღების დღე, მიღების საათები (არანაკლებ 6 საათი), შესვენების დრო, მიღების ადგილი.

4. საკრებულოს წევრის (საკრებულოს თანამდებობის პირების გარდა) მიერ მოქალაქეთა  მიღებისა  და დასმული საკითხების აღრიცხვას აწარმოებს უშუალოდ საკრებულოს წევრი, ხოლო თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღებისა და დასმული საკითხების აღრიცხვას აწარმოებს საკრებულოს აპარატის თანამშრომელი.

5. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღებისას დასმული საკითხების შესრულების კონტროლს და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილ ვადებში აწვდის ინფორმაციას მოქალაქეს მის მიერ დასმული საკითხის გადაწყვეტის მიმდინარეობის შესახე