1. ახლად არჩეული საკრებულო, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის  ერთი მესამედისა ღია კენჭისყრით, სამი წევრის შემადგენლობით, ირჩევს დროებით ხმისდამთვლელ  კომისიას, რომელიც თავისი შემადგენლობიდან, ღია კენჭისყრით, უმრავლესობით, ირჩევს დროებითი კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს.

2. დროებითი ხმის დამთვლელი  კომისია ხელმძღვანელობს ბიულეტენების მომზადების, დარიგებისა და კენჭისყრის პროცესს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია და ფარული კენჭისყრის დროს.

3. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს მიერ  შესაბამისი ფუნქციის მუდმივი კომისიის არჩევამდ