სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები,შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 27.10.2025
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-55. 55253007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.168.016039
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 03/11/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.10.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები,
შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები,შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ
სიღნაღის მუნიცაპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-55. 55253007
2025 წლის 27 ოქტომბერი
სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 სექტემბრის სხდომის №48 ოქმის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს ქუჩების, შესახვევებისა და ჩიხების სახელდება მოხდეს თანდართული მისამართების რეესტრისა და დამისამართებული ორთორუკის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
2. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას განკარგულების შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს აღნიშნული განკარგულების გადაგზავნა ყველა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირისთვის შესაბამისი ცვლილებების გასატარებლად.
4. ეს განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქ.№15) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე დავითი ჯანიკაშვილი