,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №200 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№468
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.157.016571
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/11/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №468

2025 წლის 3 ნოემბერი

ქ. თეთრიწყარო

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №200 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნას ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №200 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/02/2018, სარეგ. კოდი 010250050.35.157.016304) და დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ 241 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 241. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

1. მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვისა და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა, კანონმდებლობით დადგენილი მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს პერსონალური მონაცემები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:

ა) სახელი; 

ბ) გვარი; 

გ) პირადი ნომერი; 

დ) დაბადების თარიღი; 

ე) სქესი; 

ვ) მოქალაქეობა; 

ზ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ; 

თ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ; 

ი) ფოტოსურათი. 

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა. 

4. ამ მუხლის მიზნებისთვის მერია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით და მკაცრად რეგლამენტირებულად.

5. ამ მუხლის მიზნებისთვის მერია, ასევე მოიცავს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №200 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №200 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.11.2025.
როდის იქნა მიღებული „,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №200 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №200 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 03.11.2025. მიმღები ორგანო — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №468. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.157.016571.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №200 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №200 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №200 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.11.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №200 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №468, 03.11.2025, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016571 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6660650/