განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/25104-25
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/11/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  საქმე №2 /25104-25 (ელ N 330211925011803330)

საქართველოს სახელით

განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის

რეჟიმის გახსნის თაობაზე

2025 წლი ს   31 ოქტომბერი

ქ.  თბილისი

 

  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ზვიად ესებუა

 

განმცხადებელი – კრედიტორი - შპს „კრისტეინს ბალტიკ“ (ს/ნ 302460908);

წარმომადგენელი – ნიკოლოზ აბუთიძე

მოვალე – შპს „ლაუნდრი ტეკ“ (ს/ნ 405352087)

 მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა რეაბილიტაციის რეჟიმით და მოვალის მართვაში დატოვება

 სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „კრისტეინს ბალტიკის“ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ საკითხი და

გამოარკვია:


თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2025 წლის 12 სექტემბერს განცხადებით მომართა კრედიტორმა, შპს „კრისტეინს ბალტიკის“ წარმომადგენელმა ნიკოლოზ აბუთიძემ მოვალე შპს „ლაუნდრი ტეკის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ რეაბილიტაციის გზით, მოვალის მართვაში დატოვებისა და რეაბილიტაციის ზედამხედველის დანიშვნის მოთხოვნით. კრედიტორის განმარტებით, შპს „ლაუნდრი ტეკი“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმყოფება გადახდისუუნარობის მდგომარეობაში. შპს „ლაუნდრი ტეკი“ საქართველოს, კავკასიისა და თურქეთის ბაზარზე ოპერირებს 2015 წლიდან და მისი საქმიანობის ძირითადი სფეროა სამრეცხაო დანადგარებით, დასუფთავების ინვენტარითა და პროფესიონალური ხსნარებით ვაჭრობა და აღნიშნული პროდუქტის წარმოება სოფ. ნორიოში მდებარე საწარმოს საშუალებით. ამასთან, „ლაუნდრი ტეკი“ თანამშრომლობს არაერთ კომპანიასთან და უზრუნველყოფს პარტნიორ კომპანიებს დასუფთავების ინვენტარით და სამრეწველო სამრეცხაოს ავტომატური დოზირების სისტემით, ასევე სთავაზობს მომხმარებელს ქიმიკატებს, საწმენდსა და ჰიგიენურ პროდუქტებს, ყველა ტიპის სარეცხისთვის, სასტუმროსა და კვების მრეწველობისთვის. შპს „ლაუნდრი ტეკის“ და შეზღუდული პასუხისმგებლობის კერძო კომპანია „კრისტეინს ბალტიკის“ ურთიერთობა დაიწყო 2015-2016 წლებში და გარკვეული პერიოდის შემდეგ მხარეთა შორის გაფორმდა დისტრიბუციის კონტრაქტიც ზემოთ აღნიშნულ პროდუქციაზე. თუმცა, წინამდებარე განცხადებით განსაზღვრული კრედიტორული დავალიანება შპს „ლაუნდრი ტეკის“ წარმოეშვა 2022 წლის 1 აგვისტოს, მას შემდეგ რაც შპს „ლაუნდრი ტეკის“, შპს „ჰოტელ სეპლაისა“ და შპს „კრისტეინს ბალტიკს“ შორის გაფორმდა ვალის გადაკისრების შეთანხმება და შპს „ლაუნდრი ტეკმა“ იკისრა შპს „კრისტეინს ბალტიკისთვის“ იმ დავალიანების გადახდა, რომელიც შპს „ჰოტელ სეპლაის“ გააჩნდა დისტირბუციის კონტრაქტიდან გამომდინარე - სრული მოცულობა, შეთანხმების გაფორმების თარიღისთვის შეადგენს 168 272.77 ევროს და აღნიშნული ექვემდებარება დაუყოვნებლივ გადახდას. მიუხედავად არაერთი შეხსნებისა მოვალეს თანხა არ გადაუხდია და კრედიტორი იძულებული გახდა 2024 წლის 13 დეკემბერს მიემართა სასამართლოსთვის შპს „ლაუნდრი ტეკის“ათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა შპს „კრისტეინს ბალტიკის“ 11/12/2024 წლის სარჩელი და შპს „ლაუნდრი ტეკს“ დაეკისრა 186 272.77 ევროს გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ და ასევე დააკმაყოფილა შუამდგომლობა შპს „ლაუნდრი ტეკის“ საკუთრებაში არსებულ აქტივებსა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ. აღსანიშნავია, რომ შპს „ლაუნდრი ტეკის“ მიერ საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ მომხდარა არსებითი შედავება. აღნიშნული გადაწყვეტილება ფორმალურად გასაჩივრებულია ზემდგომ ინსტანციაში და წინამდებარე განცხადების წარმოდგენის მომენტისათვის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არ აქვს მიღებული. რაც შეეხება მოვალის ფინანსურ მდგომარეობას, რამდენადაც ეს კრედიტორისთვის ცნობილია, კომპანია აგრძელებს საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა გარკვეული ფინანსური სირთულეების ფონზე, ვინაიდან გააჩნია სასესხო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულება სს „თიბისი ბანკის“ მიმართ, რომელზეც ყოვედღიურად ერიცხება ჯარიმა, მხარეთა შორის მიმდინარე დავის ფარგლებში, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს 09.09.2025 წლის ამონაწერით ირკვევა, რომ მოვალეს გააჩნია დავალიანება სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და კომპანიის ქონებაზე გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. წინამდებარე განცხადების წარდგენის მომენტისათვის კომპანიას სრული დაზუსტებული დავალიანება განმცხადებლის მიმართ შეადგენს 168 272.77 ევროს, ასევე როგორც საქმის მასალებით ირკვევა სს „თიბისი ბანკის“ მიმართ დავალიანება შეადგენს დაახლოებით 70 000 ლარს. მოვალეს გააჩნია ვალდებულება არანაკლებ 2 კრედიტორის, სახელმწიფოს და სავარაუდოდ სხვა მომსახურების გამწევი ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ, რაც დასტურდება განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებებით. ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს კომპანის გადახდისუუნარობას. მოვალეს ფინანსური სიძნელეების გამო არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსილი მოთხოვნები და სრულად შეესაბამება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მესამე პუნქტის ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ გადახდისუუნარობის პრეზუმფციას.

 ზ/ხსენებული გარემოებაზე მითითებით განმცხადებელი ითხოვს შპს „ლაუნდრი ტეკის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნას რეაბილიტაციის რეჟიმით და მოვალის მართვაში დატოვებას.

 სასამართლოს 2025 წლის 17 სექტემბრის განჩინებით შპს „კისტეინს ბალტიკს“ წარმოდგენილ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი, რომელიც მხარის მიერ იქნა აღმოფხვრილი, შესაბამისად კრედიტორს - შპს „კრისტეინს ბალტიკის“ წარმომადგენელს, ნიკოლოზ აბუთიძეს 01.10.2025წ. დაევალა, უზრუნველეყო მოვალე - შპს „ლაუნდრი ტეკის“ მიმართ, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების ჩაბარება მოვალისათვის 1 თვის ვადაში.

 2025 წლის 17 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა მოვალე შპს „ლაუნდრი ტეკ“-ის დირექტორმა პაატა თაგვარელიამ, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „ლაუნდრი ტეკ“-ი თანახმაა გაიხსნას გადახდისუუნარობის - რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმი (კანცელარიის რეგისტრაციის N868846).

 2025 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა განმცხადებლის წარმომადგენელმა ნიკოლოზ აბუთიძემ და წარმოადგინა განცხადების მოვალისათვის ჩაბარების დასტური (კანცელარიის რეგისტრაციის N895129).

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების მოვალის მიერ შეტანის შემთხვევაში სასამართლო ამ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს წყვეტს მისი შეტანიდან 7 დღის ვადაში, ხოლო აღნიშნული განცხადების კრედიტორის მიერ შეტანის შემთხვევაში − მოვალისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. ეს ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს ერთჯერადად, საკუთარი ინიციატივით, დასაბუთებული განჩინებით. გაგრძელებული ვადა არ უნდა აღემატებოდეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხის განხილვისთვის დადგენილ ვადას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს სასამართლო ზეპრი მოსმენით განიხილავს. თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის, სასამართლო უფლებამოსილია ეს საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს.

 სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს, მოვალის პოზიციას და მიაჩნია, რომ შპს „კრისტეინს ბალტიკის“ განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი,მე-4, მე-6, მე-8, მე-9, მე-11, 43-ე, 44-ე, 47-ე, 49-ე, 50-ე, 51-ე, 55-ე, 62-ე, 63-ე, 64-ე, 73-ე, 74-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით, და

დაადგინა
 

 1. შპს „კრისტეინს ბალტიკის“ (ს/ნ 302460908) წარმომადგენლის, ნიკოლოზ აბუთიძის განცხადება დასაშვებად იქნეს ცნობილი.

 2. შპს „ლაუნდრი ტეკის“ (ს/ნ 405352087) მიმართ გაიხსნას რეაბილიტაციის რეჟიმი.

 3. შპს „ლაუნდრი ტეკის“ (ს/ნ 405352087) დირექტორები, პაატა თაგვარელია (პ/ნ 01008002186) და ზურაბ შურღაია (პ/ნ 01030018106) დარჩნენ მართვაში.

 4. რეაბილიტაციის ზედამხედველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი - გიორგი ბათლიძე (პ/ნ 01010007312), თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი 129ა; ტელ:595133373; gbatlidze@blc.ge; gbatlidze@gmail.com) რომელიც შერჩეულ იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 74-ე მუხლის საფუძველზე.

 5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:

ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;

ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;

გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;

ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;

თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;

ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

6. განემარტოს მართვაში მყოფ მოვალეს (მმართველს), რომ მასზე ვრცელდება რეაბილიტაციის მმართველისთვის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ„ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული გამონაკლისებისა. მართვაში მყოფ მოვალეს აქვს რეაბილიტაციის მმართველისთვის ამ კანონით განსაზღვრული ყველა უფლება და მოვალეობა, გარდა:

ა) იმ უფლებებისა და მოვალეობებისა, რომლებიც აქვს რეაბილიტაციის ზედამხედველს;

ბ) მოვალის ყოფილი ან მოქმედი დირექტორის ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სხვა პირების ქმედებებისა და მათ მიერ დადებული გარიგებების შეცილების უფლებისა.

7. განემარტოს მართვაში მყოფ მოვალეს, რომ: იგი

ა) გასცემს თანხმობას ისეთ გარიგებაზე:

ა.ა) რომელიც იდება 2 თვეზე მეტი ვადით; ა.ბ) რომელიც სცილდება მოვალის ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობას;

ა.გ) რომლის ღირებულებაც წინა წლის ბრუნვის 30%-ს აღემატება; ბ) ადგენს ანგარიშებს ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და წარუდგენს 

სასამართლოს;

გ) ანგარიშის შედგენის მიზნით შეისწავლის კრედიტორულ მოთხოვნებს; დ) ადგენს კრედიტორთა პირველად რეესტრს ამ კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად; ე) უფლებამოსილია, მოვალისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობისა და გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისათვის მიმდინარე დავების შესახებ. მმართველს უფლება აქვს მოსთხოვოს მოვალეს მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება; ვ) იძიებს და აღწერს მოვალის სახელზე რიცხულ ქონებას;

ზ) დაუყოვნებლივ ატყობინებს კრედიტორებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და საქმის წარმოებაში ელექტრონული სისტემის გამოყენების ვალდებულების შესახებ. შეტყობინებაში ასევე მითითებული უნდა იყოს კრედიტორების უფლება, წარმოადგინონ მოთხოვნები და მოსაზრებები ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში;

თ) შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს მისთვის მოვალის მართვის უფლების სრულად გადაცემის შესახებ, თუ საწარმოს რაიმე მიზეზით არ ჰყავს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ამ კანონით განსაზღვრული წესით საწარმოს მართვის უფლება:

თ.ა) არ თანამშრომლობს მასთან ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

თ.ბ) ცალსახად ზიანს აყენებს გადახდისუუნარობის მასას;

თ.გ) თავს არიდებს კანონმდებლობით ან მოვალის წესდებით დადგენილი მოვალეობის შესრულებას, მათ შორის, აღარ მართავს საწარმოს.

3. მმართველის მიერ ზ/ხსენებულ გარიგებაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოვალეს შეუძლია ნებართვის გაცემის მოთხოვნით განცხადებით მიმართოს სასამართლოს.

8. განემარტოს მართვაში მყოფ მოვალეს, რომ იგი ვალდებულია რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის გარეშე არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომლის განხორციელებაზე რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის აუცილებლობა ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ„ საქართველოს კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე მოვალეს ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლების მიღმა ვალდებულების აღება/ხელშეკრულების დადება შეუძლია მხოლოდ რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობით.

9. განემარტოს მმართველს (მართვაში მყოფ მოვალეს), რომ იგი ვალდებულია ყველა ცნობილ და სავარაუდო კრედიტორს გაუგზავნოის შეტყობინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ა) მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე; ბ) მოვალის მიერ კრედიტორის მიმართ აღიარებული ვალდებულების ოდენობის თაობაზე და მითითებას კრედიტორის მიერ ამ კანონით დადგენილ ვადაში აღნიშნული ოდენობის შესახებ შედავების უფლებაზე; გ) შესაბამისი რეჟიმის გახსნის თაობაზე მოსაზრების ამ კანონით დადგენილ ვადაში წარდგენის შესაძლებლობის შესახებ.

10. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში, ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია, სასამართლოს წარუდგინოს თავისი მოსაზრება მოვალის გადახდისუუნარობის/მოსალოდნელი გადახდისუუნარობისა და განცხადებით მოთხოვნილი რეჟიმის გახსნის თაობაზე. ამ მიზნით, თითოეულ კრედიტორს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსისგან დამატებით გამოითხოვოს მოვალესთან დაკავშირებული ფინანსური ან სხვა სახის ინფორმაცია, რაც მმართველის მიერ ქვეყნდება ელექტრონულ პროგრამაში, გარდა კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

11. განემარტოს მმართველს (მართვაში მყოფ მოვალეს), რომ იგი კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმებას ახორციელებს და კრედიტორთა რეესტრს ადგენს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობიდან 60 დღის ვადაში, კრედიტორებისაგან მიღებული ან/და მის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე.

12.  განემარტოს რეაბილიტაციის ზედამხედველს, რომ იგი უფლებამოსილია:

ა) მიმართოს სასამართლოს კრედიტორთა კრების მოსაწვევად შემდეგ 
შემთხვევებში:

ა.ა) ამ კანონით გათვალისწინებული შეცილების საფუძვლის განსახილველად;

ა.ბ) მართვაში მყოფი მოვალის რეაბილიტაციის მმართველით შეცვლის საკითხის განსახილველად;

ა.გ) მთლიანი მოთხოვნების 10 პროცენტის მფლობელი კრედიტორების მოთხოვნით, კრედიტორთა კრების კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საკითხის გადასაწყვეტად; ბ) გამოითხოვოს და მიიღოს მოვალის საქმიანობის ანგარიში, გაეცნოს მას და მოითხოვოს, რომ მისთვის სრულად იყოს ხელმისაწვდომი მოვალის ქონება, ყველა საბუღალტრო და საფინანსო ჩანაწერი, სამეწარმეო დოკუმენტი, გარიგება, მათ შორის, ელექტრონულად და კომპიუტერული პროგრამის სახით; გ) კრედიტორთა რეესტრის შედგენის მიზნებისთვის მოვალეს მისცეს ან არ მისცეს თანხმობა კრედიტორული მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ უარყოფაზე ან აღიარებაზე;

დ) მოვალესთან ერთად მოამზადოს რეაბილიტაციის გეგმის პროექტი ან ამ გეგმის გადასინჯვის პროექტი. რეაბილიტაციის ზედამხედველი ვალდებულია რეაბილიტაციის გეგმის პროექტს დაურთოს დასაბუთებული წერილობითი შენიშვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის ზედამხედველი და მოვალე რეაბილიტაციის გეგმის ცალკეულ კომპონენტებზე ვერ თანხმდებიან და, რეაბილიტაციის ზედამხედველის შეფასებით, აღნიშნული გეგმის პროექტი არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებსა და სტანდარტებს. თუ რეაბილიტაციის ზედამხედველი რეაბილიტაციის გეგმის  პროექტს  დასაბუთებულ  შენიშვნებს  არ  დაურთავს,  მიიჩნევა,  რომ  იგი  ეთანხმება ამ პროექტს;

ე) უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;

ვ) თავისი ფუნქციების შესასრულებლად შეუზღუდავად ითანამშრომლოს კრედიტორებსა და კრედიტორთა კომიტეტთან (არსებობის შემთხვევაში); დაესწროს კრედიტორთა კომიტეტის სხდომებს და მოიპოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია;

ზ) ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დაინტერესებული პირისთვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილება, მათ შორის, შეუზღუდავად გაეცნოს მოვალის შესახებ სასამართლოში დაცულ ინფორმაციას, ინფორმაციის დახურული ნაწილის ჩათვლით, მისი კონფიდენციალურობის დაცვის პირობით;

თ) მოვალისგან გამოითხოვოს მისი უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო ახსნა-განმარტება, ინფორმაცია ან/და ანგარიში ნებისმიერ საკითხზე;

ი) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

13. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით www.ECOURT.ge და საქართველოს „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ).

14. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე    ზვიად ესებუა