საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.11.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-695
სარეგისტრაციო კოდი 370120000.22.023.016957 4
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 11/11/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.11.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 30.09.2024
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-695
2025 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2024 წლის 30 სექტემბრის №2-778 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულება (შემდგომ – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მელიორაციისა და მიწის მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომელიორაციის, მიწისა და ნიადაგის მდგრადი მართვის პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაში/განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ) ჰიდრომელიორაციის, მიწისა და ნიადაგის მდგრადი მართვის მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, ანალიზი და მათი გადაჭრის გზების განსაზღვრა; ასევე, შესაბამისი მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების/პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია;
გ) ჰიდრომელიორაციის, მიწისა და ნიადაგის მდგრადი მართვის მიმართულებით საერთაშორისო საინვესტიციო და განვითარების პროექტების შერჩევა/ინიცირება, დაგეგმვა, ასევე მათი მომზადებისა და განხორცილების კოორდინაცია;
დ) ირიგაციისა და დრენაჟის სექტორში მართვის, ინსტიტუციური მოწყობის, სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრის თანამედროვე, საერთაშორისო დონეზე აპრობირებული და საქართველოს რეალობის შესაბამისი პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
ვ) მიწისა და ნიადაგის შესახებ მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის ხელშეწყობა;
ზ) ქვეყნის მასშტაბით მიწისა და ნიადაგის დაცვის მექანიზმების განსაზღვრა და განხორციელების კოორდინაცია;
თ) გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის პროცესის შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია;
ი) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მართვის კოორდინაცია;
კ) ნიადაგის მდგრადი მართვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ლ) დარგობრივი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადება და შესრულების მონიტორინგი;
მ) დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგი, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილესა და დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) უფლებამოსილია ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) წლის ბოლოს, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.
4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
6. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:
ა) პასუხისმგებელია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების საქმიანობას;
გ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;
დ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია ვიზა დაადოს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ჰიდრომელიორაციის სამმართველო;
ბ) მიწათსარგებლობის სამმართველო;
გ) მიწის რესურსების დაცვის სამმართველო;
დ) ნიადაგის მდგრადი მართვის სამმართველო.
მუხლი 5🔗. სამმართველოების კომპეტენციები
1. ჰიდრომელიორაციის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) ჰიდრომელიორაციის დარგის პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ) ჰიდრომელიორაციის დარგში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, ანალიზი და მათი გადაჭრის გზების განსაზღვრა;
გ) ჰიდრომელიორაციის დარგში პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების (მათ შორის, დარგობრივი კონცეფციების, პროგრამების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების) მომზადებისა და განხორციელების კოორდინაცია/მონიტორინგი;
დ) ქვეყნის სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახვის მიზნით ჰიდრომელიორაციის დარგთან დაკავშირებული საკითხების მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მონაწილეობა, შესაბამისი ანგარიშების მომზადება სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის წარდგენის მიზნით;
ვ) ადგილობრივი საჭიროებების, საერთაშორისო გამოცდილებისა და თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, ჰიდრომელიორაციის დარგის განვითარების ხელშემწყობი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, მიზნობრივი პროგრამების/პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ზ) ჰიდრომელიორაციის დარგში საერთაშორისო საინვესტიციო და განვითარების პროექტების შერჩევა/ინიცირებაში მონაწილეობა, ასევე კომპეტენციის ფარგლებში მათი მომზადებისა და განხორცილების კოორდინაცია;
თ) საერთაშორისო პროექტების ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში ეროვნულ დაინტერესებულ მხარეებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორებთან თანამშრომლობა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების მიზნებისა და ამოცანების ეროვნულ პრიორიტეტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
კ) ირიგაციისა და დრენაჟის სექტორში მართვის, ინსტიტუციური მოწყობის, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის გაწევის, სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრის თანამედროვე, საერთაშორისო დონეზე აპრობირებული და საქართველოს რეალობის შესაბამისი პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა;
ლ) ჰიდრომელიორაციის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაციასთან“ თანამშრომლობა და მისი ინსტიტუციური და ფუნქციური გაძლიერების მხარდაჭერა;
მ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნებაში მონაწილეობა და მათი განვითარების ხელშეწყობა;
ნ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ რეესტრის წარმოება;
ო) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლში მონაწილეობა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში ფერმერების მიერ წყალდამზოგი მეთოდების და საშუალებების დანერგვის წახალისებაში მონაწილეობა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა-კოორდინაცია, მათ შორის, წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის ვალდებულებების აღსრულებაში მონაწილეობა;
რ) სტრატეგიული და პოლიტიკის დოკუმენტებით, პროგრამებით, სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშგება;
ს) კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ტ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. მიწათსარგებლობის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის და მიწათსარგებლობის პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; სხვა საჯარო უწყებებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ ანალოგიურ აქტივობებში მონაწილეობა;
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რაციონალური გამოყენების და მიწათსარგებლობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, ანალიზი და მათი გადაჭრის გზების განსაზღვრა;
გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის და მიწათსარგებლობის მიმართულებით პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების (მათ შორის, დარგობრივი კონცეფციების, პროგრამების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების) მომზადებისა და განხორციელების კოორდინაცია/მონიტორინგი; სხვა საჯარო უწყებებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ ანალოგიურ აქტივობებში მონაწილეობა;
დ) ქვეყნის სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახვის მიზნით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვასთან და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მონაწილეობა, შესაბამისი ანგარიშების მომზადება სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის წარდგენის მიზნით;
ვ) ადგილობრივი საჭიროებების, საერთაშორისო გამოცდილებისა და თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რაციონალურად გამოყენებისთვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, მიზნობრივი პროგრამების/პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ზ) მიწის მართვის მიმართულებით საერთაშორისო საინვესტიციო და განვითრების პროექტების შერჩევა/ინიცირებაში მონაწილეობა, ასევე კომპეტენციის ფარგლებში მათი მომზადებისა და განხორცილების კოორდინაცია; სხვა საჯარო უწყებებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ ანალოგიურ აქტივობებში მონაწილეობა;
თ) საერთაშორისო პროექტების ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში ეროვნულ დაინტერესებულ მხარეებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორებთან თანამშრომლობა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების მიზნებისა და ამოცანების ეროვნულ პრიორიტეტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
კ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებულ უწყებრივ, უწყებათაშორის ან საერთაშორისო თემატურ განხილვებში მონაწილეობა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
მ) სსიპ – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობა და მისი ინსტიტუციური და ფუნქციური გაძლიერების მხარდაჭერა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში სსიპ – მიწის მდგარდი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში მიწის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის ხელშეწყობა;
ო) მიწების კონსოლიდაციის ხელშემწყობი ღონისძიებების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია;
პ) კომპეტენციის ფარგლებში საძოვრების მდგრადი მართვის (მათ შორის, გადასარეკი ტრასების) პოლიტიკისა და კანონმდებლობის ჩამოყალიბებასა და აღსრულებაში მონაწილეობა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში საძოვრებით სარგებლობის მიზნით საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებების ჩამოყალიბებასა და მათ შემდგომ განვითარებაში მონაწილეობა;
რ) კომპეტენციის ფარგლებში ქარსაფარი ზოლების მართვის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ს) მიწის მართვის პოლიტიკის ეფექტურად განხორციელების მიზნით ეროვნულ და საერთაშორისო აკადემიურ, სამეცნიერო, კვლევით, საჯარო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა-კოორდინაცია;
უ) სტრატეგიული და პოლიტიკის დოკუმენტებით, პროგრამებით, სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშგება;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი შინაგანაწესის შესაბამისად, მიწის მართვასთან, განკარგვასა და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა პოზიციების გათვალისწინებით, შეჯერებული საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;
ქ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
3. მიწის რესურსების დაცვის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) კომპეტენციის ფარგლებში მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ) მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, ანალიზი და მათი გადაჭრის გზების განსაზღვრა;
გ) მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიმართულებით პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების (მათ შორის, დარგობრივი კონცეფციების, პროგრამების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების) მომზადება, განხორციელების კოორდინაცია/მონიტორინგი;
დ) ქვეყნის სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახვის მიზნით, მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებასა და დაცვასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მონაწილეობა, შესაბამისი ანგარიშების მომზადება სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის წარდგენის მიზნით;
ვ) მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიმართულებით საერთაშორისო პროექტების შერჩევა/ინიცირებაში მონაწილეობა, ასევე კომპეტენციის ფარგლებში მათი მომზადებისა და განხორცილების კოორდინაცია;
ზ) საერთაშორისო პროექტების ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში ეროვნულ დაინტერესებულ მხარეებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორებთან თანამშრომლობა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების მიზნებისა და ამოცანების ეროვნულ პრიორიტეტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ი) გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის პროცესის შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია;
კ) კომპეტენციის ფარგლებში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკისა და კანონმდებლობის ჩამოყალიბებასა და აღსრულებაში მონაწილეობა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში საძოვრებით სარგებლობის მიზნით საძოვრით მოსარგებლეთა გაერთიანებების ჩამოყალიბებასა და მათ შემდგომ განვითარებაში მონაწილეობა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში ქარსაფარი ზოლების მართვის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ნ) ნიადაგების დაბინძურებაზე, ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, ასევე ნიადაგებზე გვალვის, ეროზიისა და სხვა ექსტრემალური მოვლენების გავლენებზე დაკვირვების შედეგების მიღება, გაანალიზება და შესაბამისი წინადადების მომზადება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში ნიადაგების წერტილოვანი დაბინძურების შედეგების გაანალიზება და დაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
პ) ნიადაგის დეგრადაციისა და დაბინძურების ინდიკატორების განმსაზღვრელი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობა;
ჟ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მართვის კანონმდებლობის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
რ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის რაციონალურად გამოყენების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელების კოორდინაციაში მონაწილეობა;
ს) მიწის ბუნებრივ რესურსზე დამაგრების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა;
უ) მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულების სამდივნოსგან მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და ვალიდაცია. საქართველოს მიწის საფარის, მიწის პროდუქტიულობისა და ნიადაგში ნახშირბადის შემცველობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
ფ) მიწის რესურსების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საზოგადოების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაში მონაწილეობა;
ქ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა-კოორდინაცია;
ღ) სტრატეგიული და პოლიტიკის დოკუმენტებით, პროგრამებით, სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშგება;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
შ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ნიადაგის მდგრადი მართვის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ნიადაგის მდგრადი მართვის პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ) ნიადაგის მდგრადი მართვის მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, ანალიზი და მათი გადაჭრის გზების განსაზღვრა;
გ) ნიადაგის მდგრადი მართვის მიმართულებით პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების (მათ შორის, დარგობრივი კონცეფციების, პროგრამების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების) მომზადებისა და განხორციელების კოორდინაცია/მონიტორინგი;
დ) ქვეყნის სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახვის მიზნით ნიადაგის მდგრად მართვასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მონაწილეობა, შესაბამისი ანგარიშების მომზადება სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის წარდგენის მიზნით;
ვ) ადგილობრივი საჭიროებების, საერთაშორისო გამოცდილებისა და თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, ნიადაგის მართვის საერთაშორისო დონეზე აპრობირებული და საქართველოს რეალობის შესაბამისი ინოვაციური ტექნოლოგიების და მიდგომების დამუშავება/ანალიზი, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება. შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების/პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ზ) ნიადაგის მდგრადი მართვის მიმართულებით საერთაშორისო პროექტების ინიცირება/შერჩევა/დაგეგმვა, ასევე მათი მომზადებისა და განხორცილების კოორდინაცია;
თ) საერთაშორისო პროექტების ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში ეროვნულ დაინტერესებულ მხარეებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორებთან თანამშრომლობა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების მიზნებისა და ამოცანების ეროვნულ პრიორიტეტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
კ) დარგობრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთან (UN Food and Agriculture Organization, Global Soil Partnership,European Soil Partnership) თანამშრომლობა;
ლ) ნიადაგური მონაცემების საინფორმაციო ბაზის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
მ) ნიადაგური კვლევის საექსპერტო მიმართულებების დივერსიფიკაცია;
ნ) იჯარით გაცემულ სავარგულებზე ნიადაგების ნაყოფიერების დონის მონიტორინგი;
ო) იჯარით გაცემულ სავარგულებზე აღებული ვალდებულების შესრულებასა და მონიტორინგში მონაწილეობა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით;
პ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი ნიადაგის კვლევის, ასევე რაციონალურად გამოყენების მიმართულებით მომუშავე სტრუქტურული ერთეულების ინსტიტუციური და ფუნქციური გაძლიერების მხარდაჭერა;
ჟ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებულ უწყებრივ, უწყებათაშორის ან საერთაშორისო თემატურ განხილვებში მონაწილეობა;
რ) ნიადაგის მდგრადი მართვის პოლიტიკის ეფექტურად განხორციელების მიზნით აკადემიურ, სამეცნიერო, კვლევით, საჯარო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ს) კომპეტენციის ფარგლებში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკისა და კანონმდებლობის ჩამოყალიბებასა და აღსრულებაში მონაწილეობა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში ქარსაფარი ზოლების მართვის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში ფერმერების მიერ ნიადაგის რაციონალურად გამოყენების მიზნით მეთოდების და საშუალებების დანერგვის წახალისებაში მონაწილეობა;
ფ) ნიადაგთან მდგრადი მართვის პოპულარიზაციის მიზნით, საზოგადოების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლების კამპანიაში მონაწილეობა;
ქ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა-კოორდინაცია;
ღ) სტრატეგიული და პოლიტიკის დოკუმენტებით, პროგრამებით, სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშგება;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
შ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 6🔗. სამმართველოს ხელმძღვანელობა
1. სამმართველოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს ხელმძღვანელი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშს წარუდგენს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
3. სამმართველოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.