“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 10 აპრილის №95 ბრძანებით დამტკიცებულ “კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესში" ცვლილების შეტანის შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№253
სარეგისტრაციო კოდი
220.090.000.18.011.009.259
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 129, 20/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.009.259

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №253

2006 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 10 აპრილის №95 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესში“ ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 10 აპრილის №95 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესში“ (სსმ III, 17.04.01წ., №36, მუხ. 291) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „ლიკვიდური აქტივები“ არის ფულადი სახსრები და ისეთი სახის აქტივები, რომლებსაც აქვს ფულად სახსრებად მყისიერად (სწრაფად) გადაქცევის უნარი და შესაძლებლობა. ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს №№ 1003, 1004, 1005, 1006, 1013, 1014, 1015, 1016, 1018, 1051, 1052, 1062, 1401 მინუს 1402, 1411 მინუს 1412, 1702, 1703, 1712, 1713, 1722, 1723, 1732, 1733 საბალანსო ანგარიშებზე რიცხული თანხები. ამასთან, ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში სახაზინო ვალდებულებებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების მოცულობა ერთობლივად ჩაითვლება საშუალო ლიკვიდობის კოეფიციენტის გაანგარიშებისათვის ამ წესით დადგენილი „ვალდებულებების“ თანხის არა უმეტეს 5%-ისა. ლიკვიდური აქტივების გაანგარიშებაში არ ჩაითვლება: ყადაღადადებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული თანხები, ნეგატიურად კლასიფიცირებული ბანკთაშორისი დეპოზიტები, საქართველოს ეროვნულ ბანკში განთავსებული მინიმალური რეზერვების თანხა ან მისი ნაწილი, რომლის უზრუნველყოფითაც კომერციულ ბანკს აღებული აქვს კრედიტი;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

პრეზიდენტის მოვალეობის

შემსრულებელი               გ. ღლონტი