საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების პრივატიზებით მიღებული სახსრების გამოყენების დროებითი წესის შესახებ

მიღების თარიღი 03.05.1994
ძალის დაკარგვა 31.12.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №140
სარეგისტრაციო კოდი 040110030.08(0).020.000115 213
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 5, 31/05/1994
150 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.05.1994 მიღება
31.12.1998 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების პრივატიზებით მიღებული სახსრების გამოყენების დროებითი წესის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება №140 1994 წლის 3 მაისი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების პრივატიზებით მიღებული სახსრების გამოყენების დროებითი წესის შესახებ ქვეყანაში შექმნილ რთულ ინფლაციურ პროცესებსა და მძიმე ფინანსურ ვითარებასთან დაკავშირებით: 1. სახელმწიფო ქონების პრივატიზებით მიღებული სახსრები, მათგან სანოტარო და საშუამავლო ხარჯების, აგრეთვე პრივატიზების განხორციელების ორგანიზაციული ხარჯების დასაფარავად საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისათვის გადასარიცხი ამონაგები თანხის 5 პროცენტის გამოკლების შემდეგ, როგორც დროებითი ღონისძიება, 1994 წელს გამოყენებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესავსებად მიღებული ეროვნული ბანკის კრედიტების დაფარვისა და ფინანსური სტაბილიზაციის ფონდის შესაქმნელად. 2. დაევალოს საფინანსო სისტემის რეორგანიზაციის სამთავრობო კომისიას (თ. ბასილია) ორი კვირის ვადაში მოამზადოს და დასამტკიცებლად წარმოადგინოს ფინანსური სტაბილიზაციის ფონდის დებულება. 3. 1995 წლამდე შეჩერდეს „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების პრივატიზებით მიღებული სახსრების გამოყენების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 26 ნოემბრის №239 ბრძანებულების მოქმედება. საქართველოს სახელმწიფო მეთაური                                                   ე. შევარდნაძე