საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების პრივატიზებით მიღებული სახსრების გამოყენების დროებითი წესის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი მიწა/ქონება
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის

ბრძანებულება №140

1994 წლის 3 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების პრივატიზებით მიღებული სახსრების გამოყენების დროებითი წესის შესახებ

ქვეყანაში შექმნილ რთულ ინფლაციურ პროცესებსა და მძიმე ფინანსურ ვითარებასთან დაკავშირებით:

1. სახელმწიფო ქონების პრივატიზებით მიღებული სახსრები, მათგან სანოტარო და საშუამავლო ხარჯების, აგრეთვე პრივატიზების განხორციელების ორგანიზაციული ხარჯების დასაფარავად საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისათვის გადასარიცხი ამონაგები თანხის 5 პროცენტის გამოკლების შემდეგ, როგორც დროებითი ღონისძიება, 1994 წელს გამოყენებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესავსებად მიღებული ეროვნული ბანკის კრედიტების დაფარვისა და ფინანსური სტაბილიზაციის ფონდის შესაქმნელად.

2. დაევალოს საფინანსო სისტემის რეორგანიზაციის სამთავრობო კომისიას (თ. ბასილია) ორი კვირის ვადაში მოამზადოს და დასამტკიცებლად წარმოადგინოს ფინანსური სტაბილიზაციის ფონდის დებულება.

3. 1995 წლამდე შეჩერდეს „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების პრივატიზებით მიღებული სახსრების გამოყენების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 26 ნოემბრის №239 ბრძანებულების მოქმედება.

 

საქართველოს სახელმწიფო მეთაური                                                   ე. შევარდნაძე