საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის საპაიო კომერციულ შემნახველ ბანკად გარდაქმნის შესახებ

მიღების თარიღი 25.03.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №85
სარეგისტრაციო კოდი 220090000.08(0).020.000012 114
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 3, 31/03/1994
323 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის საპაიო კომერციულ შემნახველ ბანკად გარდაქმნის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება №85 1994 წლის 25 მარტი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის საპაიო კომერციულ შემნახველ ბანკად გარდაქმნის შესახებ „საქართველოს რესპუბლიკაში ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ“ კანონის (მუხლი 4🔗) საფუძველზე, შემნახველი ბანკის მეანაბრეთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რესპუბლიკაში საბანკო სისტემის სრულყოფის მიზნით: 1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის წინადადება მისი საპაიო კომერციულ შემნახველ ბანკად გარდაქმნის შესახებ. დადგინდეს, რომ შემნახველი ბანკი წარმოადგენს სპეციალიზებულ საპაიო ბანკს, რომელიც ახორციელებს მოსახლეობის ფულადი სახსრების მოზიდვისა და მათი განთავსების ოპერაციებს, აგრეთვე მისი წესდებით გათვალისწინებულ სხვა ოპერაციებს, 2. განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – საპაიო კომერციული შემნახველი ბანკის დამფუძნებლად და საზოგადოების საწესდებო კაპიტალში მისი მონაწილეობის საპაიო წილი განისაზღვროს იმ ძირითადი საშუალებების ღირებულებით და სხვა აქტივებით, რომელიც საზოგადოების შექმნის მომენტისათვის ირიცხება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის ბალანსზე აფასების კოეფიციენტის გათვალისწინებით. 3. დადგინდეს, რომ საპაიო კომერციული შემნახველი ბანკის მეპაიეები პირველ რიგში, ნებაყოფლობის საფუძველზე შეიძლება გახდნენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის მეანაბრეები იმ წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ. 4, დადგინდეს, რომ საპაიო კომერციული შემნახველი ბანკის მეპაიეები ნებაყოფლობის საფუძველზე შეიძლება გახდნენ საქართველოს სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის შრომითი კოლექტივის წევრები, აგრეთვე იურიდიული პირები, რომლებიც ამავე  დროს არიან ბანკის კლიენტები. 5. დადგინდეს, რომ საპაიო კომერციული შემნახველი ბანკი არის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის და მისი დაწესებულებების ქსელის სამართალმემკვიდრე. ყოფილი სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის ბალანსზე რიცხული აქტივები და პასივები 1994 წლის მდგომარეობით გადაეცეს ახლად დაფუძნებულ საპაიო შემნახველ ბანკს. ბანკის საქმიანობა ორგანიზებულ იქნეს ყოფილი შემნახველი ბანკის და მისი დაწესებულებების ბაზაზე. 6. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციულ შემნახველ ბანკს შეიმუშაოს და ერთი კვირის ვადაში წარუდგინოს ქონების მართვის სამინისტროს დასამტკიცებლად შემნახველი ბანკის მეანაბრეების მიერ ბანკის დაფუძნებაში ანაბრებიდან საპაიო შენატანების გადახდის წესები. 7. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს დადგენილი წესით ახლად დაფუძნებული საპაიო კომერციული შემნახველი ბანკის რეგისტრაცია და გასცეს ლიცენზია საბანკო ოპერაციების, მათ შორის უცხოურ ვალუტით წარმოებაზე. საქართველოს სახელმწიფო მეთაური                        ე. შევარდნაძე