მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/33640-22
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/11/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე N 330210322006379337

საქმე N2/33640-22

 

განჩინენა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

 გაუქმების შესახებ

 2025 წლის  6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე    ზვიად ესებუა

 

 

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი / მოვალე – შპს „პოსტე“

გაკოტრების მმართველი – ნიკოლოზ აბუთიძე

 გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 2022 წლის 31 ოქტომბერს შპს „პოსტეს“ (ს/ნ 405427952) წარმომადგენელმა ზურაბ ლორიამ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 04 ნოემბრის განჩინებით შპს „პოსტეს“ განცხადებაზე დადგენილი იქნა ხარვეზი, განჩინებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად განისაზღვრა ვადა – განჩინების გამოქვეყნებიდან 05 (ხუთი) სამუშაო დღე.

აღნიშნული განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებ-გვერდზე www.ecourt.ge), „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, გამოქვეყნდა 2022 წლის 14 ნოემბერს.

 შპს „პოსტეს“ წარმომადგენელმა 2022 წლის 04 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად 2022 წლის 21 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოადგინა დაკორექტირებული განცხადება და დამატებითი დოკუმენტაცია. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მოვალე შპს „პოსტე“ (ს/კ 405427952) განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი. შპს „პოსტე“ (ს/კ 405427952) მიმართ გაიხსნა გაკოტრების რეჟიმი. შპს „პოსტე“-ს (ს/კ 405427952) გაკოტრების მმართველად დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – დავით გელაშვილი (პ/ნ 01025009990, ელ. ფოტა dgelashvili@bdo.ge, ტელეფონის ნომერი 59938802), რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.

 გაკოტრების მმართველის – დავით გელაშვილის 2024 წლის 29 მაისის განცხადების თანახმად, ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2024 წლის 24 აპრილის №161 ბრძანებით, პირადი განცხადების საფუძველზე, დავით გელაშვილს (პ/ნ 01025009990) შეუწყდა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაცია. განხორციელდა შესწორება გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიან რეესტრში და დავით გელაშვილი (პ/ნ01025009990) ამოირიცხა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრიდან.

სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განჩინებით შპს „პოსტეს“ (ს/ნ 405427952) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – ნიკოლოზ აბუთიძე (პ/ნ 01002023923, მის: თბილისი, აბაშიძის ქუჩა №34, ტელ: 597734773), რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლის საფუძველზე.

 2024 წლის 18 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაკოტრების მმართველმა ნიკოლოზ აბუთიძემ წარმოადგინა ანგარიში მოვალის ფინანსური მდგომარეობის და არსებული ქონების განაწილების შესახებ. წარმოდგენილ ანგარიშში ასახულია მოცემულ საქმეზე საქმის წარმოების დაწყებიდან დღემდე განხორციელებული ყველა ქმედება. ანგარიშიდან ირკვევა, რომ მოვალის სახელზე არ ირიცხება უძრავ-მოძრავი ქონება, წილი სხვა სამეწარმეო საზოგადოებაში. ერთადერთი აქტივი რაც მოვალეს გააჩნია, არის საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხა, ჯამში 9688 ლარის ოდენობით.

კრედიტორთა რეესტრის დაზუსტების მიზნით გაკოტრების მმართველი დაუკავშირდა საქმიდან მისთვის ცნობილ კრედიტორებს, კომუნიკაციით გამოიკვეთა როგორც კრედიტორთა რეესტრის, ისე მოვალის მიერ სასამართლოში წარდგენილი ზოგიერთი ინფორმაციის კორექტირების საჭიროება. კრედიტორთა რეესტრში კორექტირება შეეხო ძირითადად დასაქმებულის მოთხოვნებს და ასევე არაუზრუნველყოფილი კრედიტორების ნაწილსაც, ვინაიდან კომპანიის ფინანსურ თუ საბუღალტრო ჩანაწერებში არათუ არ მოიპოვება დაზუსტებული ინფორმაცია, არამედ ფიზიკურად ვერ ხდება მათი იდენტიფიცირება. გაკოტრების მმართველმა წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად წარმოაადგინა კრედიტორთა რეესტრი 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, რომელიც ასევე გაეგზავნათ კრედიტორებს. რაც შეეხება სასამართლოში წარდგენილ სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაციას, მოვალეს წარდგენილი ჰქონდა ინფორმაცია გარკვეული დებიტორული მოთხოვნების შესახებ, თუმცა დეტალური მოკვლევის შედეგად ვერ იქნა მოძიებული ვერანაირი მტკიცებულება, პირველადი დოკუმენტაცია აღნიშნული მოთხოვნის არსებობის დასადასტურებლად. ზემოაღნიშნული პროცსების პარალელურად გაკოტრების მმართველმა გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან კომპანიის უძრავი ქონების შესახებ, ასევე წილებზე, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ კომპანიას არც მიმდინარე და არც რეჟიმის განმავლობაში უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება არ გააჩნდა, ასევე არ გააჩნია წილები. ასევე გამოთხოვილ იქნა ცნობა კომპანიის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაზე, რაც ასევე არ გააჩნია (სსიპ –საჯარო რეესტრის 2024 წლის 05 ნოემბრის ცნობა უძრავი ქონების შესახებ; 2024 წლის 17 ოქტომბრის ცნობა სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ; 2025 წლის 11 მარტის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა წილების შესახეხ).

 გაკოტრების რეჟიმის გახსნის მომენტისთვის მოვალის ანგარიშზე ირიცხებოდა 9688 ლარი, საიდანაც განხორციელდა მიმდინარე რეგულარული ვალდებულების შესრულება შემდეგი სახით:

·         სახელმწიფო ბაჟი – 500 ლარი

·         სან პეტროლიუმი (ს/ნ 404391136) 1598 ლარი;

·         რომპეტროლი (ს/ნ 204493002) – 5445 ლარი;

·         გინზა (405273804) – 1748 ლარი;

·         სენდი (ს/ნ 406140055) – 63 ლარი;

·         რევაზ მამსიკაშვილი (პ/ნ 1005034572) – 270 ლარი;

·         ლაზარე ჯღენტი (პ/ნ 1008058640) – 64 ლარი;

 თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა და მოითხოვა შპს „პოსტეს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და მისი რეგისტრაციის გაუქმება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, რადგან კრედიტრთა რეესტრის შესაბამისად უკვე მოხდა კრედიტორებს შორის თანხების განაწილება და ასევე გაეგზავნათ მათ შესაბამი ინფორმაცია.

 სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, გაკოტრების მმართველის ანგარიშს, თანდართულ დოკუმენტაციას და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 „რეაბილიტაციისა და კოლექტიური წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-100 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს.

 „რეაბილიტაციის და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაკოტრების საქმის წარმოება ფაქტობრივად სრულდება გაკოტრების მმართველის მიერ გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით ამონაგები თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე.

 2024 წლის 18 ნოემბერის განცხადებას ერთვის ამონაწერები შპს „პოსტეს“ ანგარიშიდან, ანგარიშებიდან, საიდანაც დგინდება, რომ:

·         500 ლარი გადარიცხულია ხაზინის ერთიან ანგარიშზე, სახელწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხზე;

·         65 ლარი გადარიცხულია ლაზარე ჯღენტთან (პ/ნ 1008058640);

·         270 ლარი გადარიცხულია რევაზ მამსიკაშვილთან (პ/ნ 1005034572);

·         63 ლარი გადარიცხულია შპს „სენდისთან“ (ს/ნ 406140055);

·         1748 ლარი გადარიცხულია შპს „გინზასთან“ (405273804)

·         5600 ლარი გადარიცხულია შპს რომპეტროლ საქართველოს“-სთან (ს/ნ 204493002)

·         1598 ლარი გადარიცხულია სან პეტროლიუმთან (ს/ნ 404391136)

 

განცხადებას ასევე ერთვის გაკოტრების ანგარიშის გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 „რეაბილიტაციის და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გაკოტრების მმართველის ანგარიშის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონება მოქმედი საწარმოს სახით გაიყიდა და მისი შემძენი საწარმოს პარტნიორად დარეგისტრირდა. ამ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ.

შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ შპს „პოსტე“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

 სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, მე-100, 106-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დასრულდეს შპს „პოსტეს“ (ს/ნ 405427952) გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოება და კომპანია გამოცხადდეს გაკოტრებულად.

2. გაუქმდეს შპს „პოსტეს“ (ს/ნ 405427952) რეგისტრაცია სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

3. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/).

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

მოსამართლე  ზვიად ესებუა