ქ. ვენაში გაეროს ცენტრთან, ევროთათბირის კონფლიქტების თავიდან აცილების ცენტრთან და ევროთათბირის უშიშროების ფორუმთან საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის შესახებ

მიღების თარიღი 26.04.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 480610000.08.002.000005 920
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 4, 30/04/1993
189 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ქ. ვენაში გაეროს ცენტრთან, ევროთათბირის კონფლიქტების თავიდან აცილების ცენტრთან და ევროთათბირის უშიშროების ფორუმთან საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულება №32 1993 წლის 26 აპრილი ქ.თბილისი ქ. ვენაში გაეროს ცენტრთან, ევროთათბირის კონფლიქტების თავიდან აცილების ცენტრთან და ევროთათბირის უშიშროების ფორუმთან საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის შესახებ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანი ურთიერთობისა და ევროპაში თანამშრომლობისა და უშიშროების საკითხებში მონაწილეობისათვის: 1. დაარსდეს ქ. ვენაში გაეროს ცენტრთან, ევროთათბირის კონფლიქტების თავიდან აცილების ცენტრთან და ევროთათბირის უშიშროების ფორუმთან საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაცია ორი თანამშრომლით - დელეგაციის ხელმძღვანელი დესპანის რანგში და ერთი დიპლომატი მრჩევლის რანგში. 2. დაინიშნოს ქ. ვენაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელად პირველი კლასის დესპანის რანგში ნოდარ გიორგაძე. 3. საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი კვირის ვადაში განახორციელოს აღნიშნული მისიის დაარსებასა და  ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სამუშაოები. 4. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ, მინისტრთა კაბინეტთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით სამი დღის ვადაში განიხილოს და დაამტკიცოს მისიის ხარჯთაღრიცხვა და საშტატო განრიგი, უზრუნველყოს ა. წ. 15 აპრილიდან მისიის ყოველწლიური დაფინანსება შესაბამისი სავალუტო სახსრებით. გათვალისწინებულ იქნეს რესპუბლიკის რიგი საწარმოებისა და ორგანიზაციების ინიციატივა ფინანსური დახმარება გაუწიონ აღნიშნულ მისიას ვენაში. 5. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი სავალუტო სახსრების გადარიცხვა მისიის საბანკო ანგარიშზე ქ. ვენაში. საქართველოს სახელმწიფო მეთაური ე.შევარდნაძე