საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.11.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-693
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016956 367
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 11/11/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.11.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-693
2025 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების
დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულება“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულება (შემდგომ – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სტრატეგიული კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს სხვადასხვა სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მონიტორინგის და შეფასების კოორდინაცია, დადგენილი ფორმით მონიტორინგის ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების (მათ შორის, „ხედვა 2030“ საქართველოს განვითარების სტრატეგია, შესაბამისი წლის სამოქმედო გეგმა და სამთავრობო პროგრამა 2025-2028 წლებისთვის) შესრულების კოორდინაცია, ანგარიშების მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;
დ) სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება ან/და მათი განხილვა. ასევე, დადგენილი წესით, ამ სტრატეგიებით/სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული პროგრამების/ღონისძიებების მონიტორინგის ანგარიშების მომზადება სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამისი უწყებებისთვის გაგზავნა;
ე) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების კოორდინაცია. დადგენილი ფორმით მონიტორინგის ანგარიშის მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ვ) გარემოსდაცვითი პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყანაში მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა;
თ) მდგრადი განვითარების პრინციპებთან დაკავშირებული მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებითა და გლობალური/რეგიონული პროცესებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და კოორდინაცია;
ი) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების კოორდინირება და ორგანიზება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი დოკუმენტების შესწავლისა და დამუშავების საფუძველზე, ანალიტიკური მასალების, წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება, რაც უზრუნველყოფს სამინისტროს სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების ხარჯზე;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებსა და დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) უფლებამოსილია ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) წლის ბოლოს, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.
4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის კოორდინაციის სამმართველო;
ბ) გარემოსდაცვითი პოლიტიკის კოორდინაციის სამმართველო;
გ) მდგრადი განვითარების სამმართველო.
მუხლი 5🔗.
სამმართველოების კომპეტენციები
1. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის კოორდინაციის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით დარგობრივი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;
გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ან/და უწყებების მიერ წარდგენილი წინადადებების ანალიზის საფუძველზე, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა (შემდგომ − სტრატეგია) და შესაბამისი სამოქმედო გეგმის (შემდგომ − სამოქმედო გეგმა) შემუშავების კოორდინაცია;
დ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების ელექტრონული სისტემის მართვის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული ანალიტიკური საქმიანობის საფუძველზე შეფასების დოკუმენტის მომზადება;
ვ) სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ან/და შეფასების კოორდინაცია, დადგენილი ფორმით მონიტორინგის ანგარიშის მომზადება და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთვის წარდგენა;
ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, შესრულების კოორდინაცია, ანგარიშების მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენის უზრუნველყოფა (სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ნაწილი);
თ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სოფლისა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების შესაბამისი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ასევე, დადგენილი წესით, ამ სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული პროგრამების მონიტორინგის ანგარიშების მომზადება და შესაბამისი უწყებებისთვის გაგზავნა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის ვალდებულებების შესრულების, მათ შორის ევროკომისიის გაფართოების პოლიტიკის საკითხებზე კომუნიკაციის დოკუმენტით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტთან კოორდინაცია;
კ) სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა, კომუნიკაცია და კოორდინაცია;
ლ) სოფლის განვითარების ეროვნული ქსელის კოორდინაცია;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
2. გარემოსდაცვითი პოლიტიკის კოორდინაციის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) გარემოსდაცვითი პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვის მიმართულებით დარგობრივი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;
გ) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავების, განხორციელების, მონიტორინგის და შეფასების პროცესის კოორდინაცია;
დ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული ანალიტიკური საქმიანობის საფუძველზე შეფასების დოკუმენტის მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შესაბამისი ნაწილის მომზადება;
ვ) სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა მათ მიერ შესამუშავებელი პოლიტიკის დოკუმენტების გარემოსდაცვითი ნაწილის მომზადებისა და განხორციელების მონიტორინგის პროცესში;
ზ) სამთავრობო პროგრამის და მისი განხორციელების გეგმის გარემოს დაცვის ნაწილის შემუშავებისა და ანგარიშგების კოორდინაცია;
თ) სხვა ეროვნული გარემოსდაცვითი შეფასებითი დოკუმენტების და საერთაშორისო გარემოსდაცვითი შეფასებითი დოკუმენტების საქართველოს ნაწილის შემუშავების კოორდინაცია;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოს დაცვის ვალდებულებების შესრულების, მათ შორის ევროკომისიის გაფართოების პოლიტიკის საკითხებზე კომუნიკაციის დოკუმენტით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტთან კოორდინაცია;
კ) საერთაშორისო გარემოსდაცვითი ინდიკატორების ეროვნულ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა და საერთაშორისო კვლევებისთვის ინფორმაციის მომზადების კოორდინაცია;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვითი პოლიტიკის საკითხებზე საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა, კომუნიკაცია და კოორდინაცია;
მ) მოთხოვნის შესაბამისად, საინფორმაციო მასალების მომზადების კოორდინაცია გარემოს დაცვის სფეროში გაწეული საქმიანობისა და გეგმების შესახებ;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. მდგრადი განვითარების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) ქვეყანაში მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის, განხორციელებისა და ანგარიშგების პროცესის კოორდინაცია და ხელშეწყობა;
გ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული ანალიტიკური საქმიანობის საფუძველზე შეფასების დოკუმენტის მომზადება;
დ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაფორმებული მრავალმხრივი ხელშეკრულებებისა (კონვენციები, მათი ოქმები, შეთანხმებები, ცვლილებები და მათი ეგიდით გაფორმებული ხელშეკრულებები ქვეყნებთან/ორგანიზაციებთან) და გლობალური/რეგიონული პროცესების განხორციელების და ეროვნული პასუხისმგებელი/საკონტაქტო პირების საქმიანობის კოორდინაცია/მონიტორინგი, ხელშეკრულებების/პროცესების განმახორციელებელ მექანიზმებთან თანამშრომლობა, შესაბამის მმართველ ორგანოებსა და ექსპერტთა სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა;
ე) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაფორმებული მრავალმხრივი ხელშეკრულებებით (კონვენციები, მათი ოქმები, შეთანხმებები, ცვლილებები და მათი ეგიდით გაფორმებული ხელშეკრულებები ქვეყნებთან/ორგანიზაციებთან) ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების მონიტორინგის მიზნით, ეროვნული პასუხისმგებელი/საკონტაქტო პირებისაგან ზემოაღნიშნული ვალდებულებების ეროვნულ დონეზე განხორციელების სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიღების ორგანიზება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციისა და „განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ სტრატეგიით, განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება, მათ შორის, ეროვნული ანგარიშების მომზადება/კოორდინაცია;
ზ) მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის მიმართულებით სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში, შესაბამისი გლობალური/რეგიონული მექანიზმების ფარგლებში საპროექტო წინადადებების შემუშავების/ინიცირების პროცესებში მონაწილეობა და პროექტების განხორციელების კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში;
თ) ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების მიმართულებით სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, შესაბამისი რეკომენდაციების შესრულებისა და ანგარიშგების პროცესების კოორდინაციაში მონაწილეობა;
ი) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადების ორგანიზება, კოორდინაცია და დოკუმენტის შესაბამისი ნაწილების მომზადება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შესაბამისი ნაწილების მომზადება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 6🔗.
სამმართველოს ხელმძღვანელობა
1. სამმართველოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს ხელმძღვანელი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) მოთხოვნის შემთხვევაში ანგარიშს წარუდგენს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ცალკეულ დავალებებს.
3. სამმართველოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.