საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.11.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-692
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016955 217
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 11/11/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.11.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 02.02.2021
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დირექტორატის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-692
2025 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულება“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 2 თებერვლის №2-154 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადების, შესაბამისი მოლაპარაკებების გამართვისა და ხელშეკრულებათა ხელმოწერის პროცესის კოორდინაცია;
გ) შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა და თანამშრომლობის საკითხების რეგულირება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში მომუშავე დონორებსა და განმახორციელებელ პარტნიორებთან ერთად ახალი პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საჭიროებებისა და ევროინტეგრაციის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან განსაზღვრული თანამშრომლობის პრიორიტეტების გათვალისწინებით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინირება. დონორი ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა, აგრეთვე პროექტებით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების პროგრესის მონიტორინგი;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული და საერთაშორისო ღონისძიებების (სემინარები, კონფერენციები, მინისტერიალები და სხვა) დაგეგმვა, განხორციელება ან/და კოორდინაცია;
ვ) საერთაშორისო ხელშეკრულებების სავალდებულოდ აღიარებისათვის საჭირო მოსამზადებელ პროცედურულ ღონისძიებათა ორგანიზება;
ზ) საერთაშორისო ხელშეკრულებების განმახორციელებელ მექანიზმებთან თანამშრომლობა და ეროვნული პასუხისმგებელი/საკონტაქტო პირების საქმიანობის კოორდინაცია;
თ) სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროებში ევროკავშირის მიერ დაგეგმილი, მიმდინარე და დასრულებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და განახლება;
ი) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და დაწესებულებების საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით არსებული საკითხების კოორდინაცია და მონიტორინგი;
კ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოციირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების უზრუნველყოფა და შესაბამისობის ცხრილების მომზადება;
ლ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოციირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა;
მ) საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით სამინისტროს საქმიანობის კოორდინაცია;
ნ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროპული ინტეგრაციის საკითხების თაობაზე წინადადებების შემუშავება;
ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს, მეორადი სტრუქტურული ერთეულის/სამმართველოს ხელმძღვანელსა და დეპარატმენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) უფლებამოსილია ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) წელიწადში ერთხელ, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.
4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
6. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:
ა) პასუხისმგებელია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების/სამმართველოების საქმიანობას;
გ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში;
დ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია ვიზა დაადოს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;
ბ) დონორებთან ურთიერთობების სამმართველო;
გ) ევროინტეგრაციის სამმართველო.
მუხლი 5🔗.
სამმართველოების კომპეტენციები
1. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროებში საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროებში საერთაშორისო და არასავალდებულო ხელშეკრულებების დადების ინიციირებაში, საზღვარგარეთის ქვეყნების მიერ ინიციირებული შეთანხმებების კანონით დადგენილი წესით განხილვასა და შესაბამისი პროცედურული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) საერთაშორისო ხელშეკრულებების სავალდებულოდ აღიარებისათვის საჭირო მოსამზადებელ პროცედურულ ღონისძიებათა ორგანიზების უზრუნველყოფა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების კოორდინაციაში მონაწილეობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო პროცესებში მონაწილეობისა და ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების მიზნით, თანამშრომლობა შესაბამისი ქვეყნების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საერთაშორისო და რეგიონული ხელშეკრულებების და საერთაშორისო პროცესების სამდივნოებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით, საერთაშორისო ხელშეკრულებების საკონტაქტო პირებისაგან პერიოდულად ანგარიშის მიღება და, საჭიროების შემთხვევაში მათი ანგარიშების განხილვის ორგანიზება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ხელმძღვანელი პირების ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატის შეხვედრებისა და ვიზიტებისათვის საჭირო სასაუბრო და ანალიტიკური მასალების მომზადებისა და ხელმძღვანელობასთან წარდგენის უზრუნველყოფა;
თ) მთავრობათაშორის კომისიებში სამინისტროს ჩართულობის უზრუნველყოფა, კომისიის ოქმის პროექტის მომზადებაში მონაწილეობა, ოქმის შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
ი) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის განხორციელების მიზნით, სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების კოორდინირებული მოქმედებების ხელშეწყობა;
კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. დონორებთან ურთიერთობების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) კომპეტენციის ფარგლებში დონორ და პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაციისა და თანამშრომლობის საკითხების რეგულირების უზრუნველყოფა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში დონორი ორგანიზაციების მიერ გარემოს დაცვის და აგრარულ სფეროებში შესაბამისი პროგრამებისა და საინვესტიციო პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობისა და დონორი ორგანიზაციის შეთანხმების შესაბამისად, დონორი ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების და პროგრამების მართვის ხელშეწყობა და მათი მონიტორინგი;
დ) კომპეტენციის ფარგლებში დონორი ორგანიზაციების მიერ გარემოს დაცვის და აგრარულ სფეროებში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების იდენტიფიცირებაში მონაწილეობა, ევროინტეგრაციისა და სხვა ორმხრივი თუ მრავალმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტების გათვალისწინებით;
ე) კომპეტენციის ფარგლებში საინვესტიციო პროექტების განხორციელებისათვის საჭირო დაქირავებული ინდივიდუალური კონსულტანტების საქმიანობის კოორდინაცია;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში საინვესტიციო პროექტებისათვის საერთაშორისო აუდიტის ჩატარების უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის მომზადება საერთაშორისო ხელშეკრულებების და საერთაშორისო ორგანიზაციების ფონდებში წლიური საწევრო შენატანების შესახებ;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წინადადებების წარდგენა საერთაშორისო ხელშეკრულებებზე და პროცესებზე ეროვნული პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირების, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან საკონტაქტო პირების დანიშვნის თაობაზე და არსებული დიპლომატიური არხების საშუალებით, დანიშნული პირების შესახებ შესაბამისი სამდივნოებისათვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
ი) კვარტალური ანგარიშის მომზადება, საგარეო დახმარებით მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ;
კ) პროექტების ფარგლებში დონორი ორგანიზაციებიდან თანხების გამოთხოვა/შევსება, სამინისტროს სახელით ხელშეკრულებების გაფორმებასა და განხორციელებული საქმიანობებისათვის თანხების გადარიცხვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროცედურებში მონაწილეობა;
ლ) „საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციისა და საქართველოს სამინისტროების მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №238 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციის წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საგარეო დახმარებით მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ კვარტალურად ანგარიშგების მომზადების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის;
მ) მონიტორინგის განხორციელება დონორებთან შეთანხმებული ინდიკატორების მეშვეობით;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში დონორი ორგანიზაციების საზედამხედველო მისიების კოორდინაცია;
ო) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პროექტებთან დაკავშირებული შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
პ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, პროექტების ელექტრონული ბაზის მუდმივი განახლება;
ჟ) დონორთა საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზება;
რ) დასრულებული პროექტების შესახებ საბოლოო ანგარიშების მიღება;
ს) სამინისტროს ხელმძღვანელი პირების ვიზიტების ორგანიზების უზრუნველყოფა, შესაბამისი მასალების მომზადება და ხელმძღვანელობასთან წარდგენა;
ტ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. ევროინტეგრაციის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობა, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი და შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების შემუშავება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით;
გ) ევროკავშირის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების მარეგულირებელი კანონმდებლობის საქართველოში დანერგვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან/და ასეთი აქტების მომზადებაში მონაწილეობა და ხელშეწყობა;
დ) დასკვნისა და შესაბამისობის ცხრილის მომზადება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით, სამინისტროში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით შემუშავებული სამართლებრივი აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი დასკვნების მომზადება სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე, რომელიც უშუალოდ უკავშირდება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას;
ვ) ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ (შემდგომში – ასოცირების შესახებ შეთანხმება) შეთანხმებისა და მისი დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმების შედგენისა და ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშგების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის კოორდინაცია;
ზ) მოხსენებების და ანგარიშების მომზადება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობის მიზნით;
თ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ევროინტეგრაციის პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობა და მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა, მათ შორის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში;
ი) საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე გარემოს დაცვის სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, სამინისტროს საქმიანობის კოორდინაცია;
კ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ვალდებულებების შესრულების, მათ შორის, ევროკომისიის გაფართოების პოლიტიკის საკითხებზე კომუნიკაციის დოკუმენტით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების საკითხებზე სამინისტროს სტრატეგიული კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტთან კოორდინაცია;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 6🔗.
სამმართველოს ხელმძღვანელობა
1. სამმართველოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს ხელმძღვანელი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას;
დ) მოთხოვნის შემთხვევაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის დავალებებს.
3. სამმართველოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.
4. სამმართველოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.