საპაიო-კომერციული შემნახველი ბანკის საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს წილის ნახევრის მეპაიეებზე განაწილების შესახებ

მიღების თარიღი 02.06.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №181
სარეგისტრაციო კოდი 220020000.08.002.000018 38
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 6, 30/06/1994
190 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საპაიო-კომერციული შემნახველი ბანკის საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს წილის ნახევრის მეპაიეებზე განაწილების შესახებ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის  ბრძანებულება №181 1994 წლის 2 ივნისი ქ. თბილისი საპაიო-კომერციული შემნახველი ბანკის საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს წილის ნახევრის მეპაიეებზე განაწილების შესახებ საქართველოს კომერციული შემნახველი ბანკის მეანაბრეთა სოციალური დაცვის მიზნით: 1. დაკმაყოფილდეს საქართველოს კომერციული შემნახველი ბანკის თხოვნა, შეთანხმებული საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა, სახელმწიფო ქონების მართვის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროებთან და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკთან, მოქალაქეთა ანაბრების გაუფასურების ნაწილობრივი კომპენსაციის მიზნით საპაიო-კომერციული შემნახველი ბანკის საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს წილის ნახევარი თანხის მეანაბრეებზე განაწილების შესახებ. აღნიშნული თანხა განაწილდეს იმ მეანაბრეებზე, რომლებიც 1993 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ირიცხებოდნენ (და დღესაც ირიცხებიან) მეანაბრეებად და ნებაყოფლობით გახდებიან საპაიო-კომერციული შემნახველი ბანკის დამფუძნებლები. განაწილების პრინციპი განსაზღვროს შემნახველი ბანკის ხელმძღვანელობამ. 2. მეანაბრეთა საპაიო-კომერციული შემნახველი ბანკის მეპაიეებად გაწევრიანება დამთავრდეს 1994 წლის 1 ივლისს. 3. საქართველოს კომერციულმა შემნახველმა ბანკმა (ი. ჩხარტიშვილი) ერთი თვის ვადაში განსაზღვროს საწესდებო კაპიტალში სახელმწიფო ქონების (ძირითადი საშუალებების ღირებულება და სხვა აქტივების მოცულობა) ღირებულება 1994 წლის იანვრის მდგომარეობით და შესაბამისი ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს. 4. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ათი დღის ვადაში დაადგინოს საპაიო კომერციული შემნახველი ბანკის საწესდებო კაპიტალში სახელმწიფო ქონების როგორც შესატანი, ისე გადასანაწილებელი წილის ღირებულება. საქართველოს სახელმწიფო მეთაური                                                    ე. შევარდნაძე