საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან საქართველოსათვის საერთაშორისო დახმარების კოორდინაციის ბიუროს შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 06.01.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010210040.08.002.000010 16
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1, 31/01/1994
151 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან საქართველოსათვის საერთაშორისო დახმარების კოორდინაციის ბიუროს შექმნის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება №1 1994 წლის 6 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან საქართველოსათვის საერთაშორისო დახმარების კოორდინაციის ბიუროს შექმნის შესახებ საქართველოსათვის საზღვარგარეთის ქვეყნების სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო პირთა მხრიდან გაწეული დახმარების კოორდინირების, დახმარების შესაძლო წყაროების გამონახვის და მათი რეალიზაციის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით: 1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან პრემიერ-მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით შეიქმნას საქართველოსათვის საერთაშორისო `დახმარების კოორდინაციის ბიურო. 2. დამტკიცდეს ბიუროს საბჭო შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი; საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი; საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი; საქართველოს რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის თავმჯდომარე; საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. 3. ბიუროს თავმჯდომარედ დაინიშნოს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ირაკლი მენაღარიშვილი. 4. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა: დაამტკიცოს ბიუროს დებულება; განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოსათვის საერთაშორისო დახმარებს რაციონალურად გამოყენების მიზნით სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნის საკითხი. საქართველოს სახელმწიფო მეთაური                                                                     ე. შევარდნაძე