სახელმწიფო კომერციული ინდუსტრიული ბანკის „ინდუსტრიაბანკის“ სააქციო-კომერციულ ბანკად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 29.08.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №280
სარეგისტრაციო კოდი 220120000.08.002.000028
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 8, 31/08/1994
176 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო კომერციული ინდუსტრიული ბანკის „ინდუსტრიაბანკის“ სააქციო-კომერციულ ბანკად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება №280 1994 წლის 29 აგვისტო ქ. თბილისი სახელმწიფო კომერციული ინდუსტრიული ბანკის „ინდუსტრიაბანკის“ სააქციო-კომერციულ ბანკად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს რესპუბლიკაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების ანტიკრიზისული პროგრამის „საქართველოს რესპუბლიკაში საბანკო სისტემის სრულყოფის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 12 აგვისტოს №253 ბრძანებულებისა და „სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად: 1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წინადადება სახელმწიფო კომერციული ინდუსტრიული ბანკის „ინდუსტრიაბანკის“ სააქციო-კომერციულ ბანკად გარდაქმნის შესახებ, რაც განხორციელდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის №288 დადგენილების შესაბამისად. 2. სახელმწიფო კომერციულმა ბანკმა „ინდუსტრიაბანკმა“ უზრუნველყოს დამფუძნებელ ტიპობრივ დოკუმენტაციაში, მათ შორის სააქციო-კომერციული ბანკის წესდებაში, ბანკის ფუნქციონირებისათვის საჭირო სათანადო ცვლილებების შეტანა. 3. „ინდუსტრიაბანკის“ აქციონირებისას მასზე გავრცელდეს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულებით გათვალისწინებული შეღავათები. 4. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს დადგენილი წესით ახლად დაფუძნებული სააქციო-კომერციული ბანკის რეგისტრაცია და გასცეს  გენერალური ლიცენზია საბანკო ოპერაციების წარმოებაზე, მათ შორის უცხოური ვალუტით. საქართველოს სახელმწიფო მეთაური                                                ე. შევარდნაძე