საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.11.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-718
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016963 367
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 21/11/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.11.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 05.06.2018
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-718
2025 წლის 20 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 27 სექტემბრის №2-1385 ბრძანება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, კომპეტენციას, სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ტყეების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია/ხელშეწყობა;
ბ) სატყეო სტრატეგიებისა და ეროვნული სატყეო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;
გ) სატყეო სფეროში სახელმწიფო რეფორმების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება, ტყის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის მიზანშეწონილობის საკითხების განხილვა;
დ) დარგობრივი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადება და შესრულების მონიტორინგი;
ე) დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგი, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
დ) ანაწილებს მოვალეობებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილესა და დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ვ) უფლებამოსილია ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) წლის ბოლომდე, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
თ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს, ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ი) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის საკითხს, რაც აუცილებელია დეპარტამენტის არსებული ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების უზრუნველყოფას;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.
4. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
6. დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე:
ა) პასუხისმგებელია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
გ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული დავალებების განაწილებაში;
დ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) უფლებამოსილია ვიზა დაადოს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ტყის მდგრადი მართვის სამმართველო;
ბ) ტყითსარგებლობის სამმართველო.
მუხლი 5🔗. სამმართველოების კომპეტენციები
1. ტყის მდგრადი მართვის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) ტყის მართვისა და ზედამხედველობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია/ხელშეწყობა;
ბ) სატყეო სფეროში სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების, ეროვნული სატყეო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი;
გ) სატყეო სფეროში სახელმწიფო რეფორმების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება;
დ) სატყეო რეფორმის პროცესის კოორდინაცია;
ე) სატყეო სფეროს განვითარებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილების პრაქტიკაში დასანერგად წინადადებების მომზადება;
ვ) უფლებამოსილი უწყებების მიერ განხორციელებული ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ზ) ტყის ეკოსისტემების დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენის ღონისძიებების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, ტყის ეკოსისტემების აღდგენის ეროვნული გეგმების მომზადება და მათი განხორციელების კოორდინაციაში მონაწილეობა;
თ) სატყეო სფეროში სამართლებრივი აქტების მომზადება და ტყესთან დაკავშირებული საკანონმდებლო პროექტების განხილვა;
ი) სატყეო სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის წინადადებების მომზადება და საქართველოს მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების ეროვნულ დონეზე შესრულების კოორდინაცია;
კ) სატყეო სფეროში მიმდინარე საერთაშორისო, პოლიტიკური და სტრატეგიული თანამშრომლობის პროცესების კოორდინაცია/წარმომადგენლობა;
ლ) სატყეო სფეროში საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
მ) საქართველოს ტყეებზე კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციისაკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა;
ნ) სატყეო განათლების საკითხების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ო) სატყეო სფეროში ტრანსსასაზღვრო ურთიერთთანამშრომლობის კოორდინაცია;
პ) ტყის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის მიზანშეწონილობის საკითხების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ჟ) ტყის საზღვრის კორექტირების/შეცვლის მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
რ) ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის შექმნასა და მის ფუნქციონირებაში დარგობრივი მხარდაჭერა;
ს) ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების განხილვასა და დასამტკიცებლად წარდგენის პროცესში მონაწილეობა;
ტ) ტყის ეროვნული აღრიცხვის განხორციელების პროცესში მონაწილეობა;
უ) ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოების ტექნიკური დავალებების მომზადებაში მონაწილეობა;
ფ) ტყის მართვის გეგმის განხორციელების შეფასებაში მონაწილეობა;
ქ) ტყის მართვის დონის აღრიცხვის ტექნიკური დავალებების განხილვასა და შეთანხმებაში მონაწილეობა;
ღ) ტყის რესურსებით სარგებლობის რეგულირების პროცესში რესურსის მოპოვების მეთოდების განსაზღვრასა და დადგენილი კვოტების მიზანშეწონილობის შესახებ რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა;
ყ) ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
შ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. ტყითსარგებლობის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) ტყის ეროვნული აღრიცხვის განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) ტყის ეროვნული აღრიცხვისა და ტყის მართვის დონის აღრიცხვის საველე და კამერალური მონაცემების ინსპექტირება;
გ) ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების პროექტების დადგენილი წესით განხილვა და მინისტრისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
დ) ტყის რესურსებით სარგებლობის რეგულირების პროცესში რესურსის მოპოვების მეთოდების განსაზღვრა და დადგენილი კვოტების მიზანშეწონილობის შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
ე) ტყის მართვის დონის აღრიცხვის ტექნიკური დავალებების განხილვა და შეთანხმება;
ვ) ტყის მართვის გეგმის განხორციელების შეფასება;
ზ) ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მონაცემთა მართვის პროცესების კოორდინაციის უზრუნველყოფა;
თ) უფლებამოსილი უწყებების მიერ განხორციელებული ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა;
ი) ტყის ეკოსისტემების დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენის ღონისძიებების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში, დაგეგმვასა და ეროვნული გეგმების მომზადებაში მონაწილეობა;
კ) საქართველოს ტყეებზე კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების შერბილებასა და ადაპტაციისაკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
ლ) სატყეო განათლების საკითხების განხილვაში და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა;
მ) სატყეო სფეროში მიმდინარე საერთაშორისო, პოლიტიკური და სტრატეგიული თანამშრომლობის პროცესის წარმომადგენლობა;
ნ) სატყეო სფეროში საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში მონაწილეობა;
ო) სატყეო სფეროს განვითარებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილების პრაქტიკაში დასანერგად წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა;
პ) სატყეო სფეროში სამართლებრივი აქტების მომზადებასა და ტყესთან დაკავშირებული საკანონმდებლო პროექტების განხილვაში მონაწილეობა;
ჟ) სატყეო სფეროში სახელმწიფო რეფორმების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა;
რ) სატყეო სფეროში სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების, ეროვნული სატყეო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციაში მონაწილეობა;
ს) ტყის მართვისა და ზედამხედველობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და მისი განხორციელების ხელშეწყობაში მონაწილეობა;
ტ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 6🔗. სამმართველოს ხელმძღვანელობა
1. სამმართველოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს ხელმძღვანელი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დავალებებს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) მოთხოვნის შემთხვევაში დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს ანგარიშს წარუდგენს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
3. სამმართველოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.