საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 1596 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების წესების დარღვევა –
გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს პასუხისმგებელი პირის (სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის მიერ განხორციელებისას – სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის) დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.“.
2. 1597−1599 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1597. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების პირობებისა და წესების დარღვევა
სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების პირობებისა და წესების დარღვევა –
გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შესაბამისი თანამდებობის პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული დავის ადმინისტრაციული წესით განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის (სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის მიერ განხორციელებისას – შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის) დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა ან ყალბი ინფორმაციის მიწოდება –
გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.
თბილისი, 12 ნოემბერი 2025 წ. N1058-IVმს-XIმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 1596. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესების დარღვევა
- მუხლი 1597. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების პირობებისა და წესების დარღვევა
- მუხლი 1598. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა
- მუხლი 1599. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა ან ყალბი ინფორმაციის მიწოდება
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.11.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 12.11.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1058-IVმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 020000000.05.001.102847.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.11.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1058-IVმს-XIმპ, 12.11.2025, სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.102847 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6669736/