„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№296
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017957
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/11/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №296

2025 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 171 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 171. საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმა

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი უფლებამოსილია შემოსავლების სამსახურს, როგორც წესი, ელექტრონული ფორმით,  გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით წარუდგინოს განცხადება საგადასახადო მოთხოვნის, ასევე საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ, დანართი №I-12​1 შესაბამისად.

2. განცხადებაში მიეთითება იმ საგადასახადო მოთხოვნის/საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის რეკვიზიტები, რომლის გასაჩივრებაზეც უარს აცხადებს პირი. ამასთან, პირი ვალდებულია,  განცხადებაში მიუთითოს მისი წარმოდგენის მიზანი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში, განცხადება ხელმოწერილი უნდა იყოს პირის ან მისი წარმომადგენლის მიერ. ამასთან,  თუ განცხადება ხელმოწერილია წარმომადგენლის მიერ, განცხადებას უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც პირდაპირ უნდა იყოს მითითებული  საგადასახადო  მოთხოვნის/საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის  გასაჩივრებაზე  უარის  თქმის უფლებამოსილება.

4. ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი განცხადება უნდა შეიცავდეს პირის დადასტურებას, რომ იგი ინფორმირებულია საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შედეგების თაობაზე. ამასთან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განცხადების წარდგენის შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს იმ დოკუმენტის ასლი, რომლის გასაჩივრებაზეც უარს აცხადებს პირი.

5. შემოსავლების სამსახური განიხილავს ამ მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ განცხადებას და, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით/საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხულ/დაკისრებულ თანხებს, განცხადების რეგისტრაციის დღიდან არაუგვიანეს მესამე სამუშაო დღისა, ასახავს (გადაიტანს) პირის  პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე.

6. შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ცალკეული შემთხვევები, რა დროსაც შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით/საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით  დარიცხული/დაკისრებული  თანხები პირის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე აისახება (გადაიტანება) ამ მუხლის მე-5 პუნქტისგან  განსხვავებულ ვადაში.

7. იმ შემთხვევაში,  თუ  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახური პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 (ათი) კალენდარულ დღეს, რის თაობაზეც პირს ეცნობება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ა) ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადით ჩერდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვადის დინება, რომელიც განახლდება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მომდევნო სამუშაო დღიდან. ამასთან, თუ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ;

ბ) შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში პირის მიერ განცხადების წარმოდგენის თარიღად ჩაითვლება  განცხადების თავდაპირველად წარმოდგენის თარიღი.

9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული თანხის  პირის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ასახვის (გადატანის) შემდეგ, პირის მიერ განცხადების გამოხმობა აღარ დაიშვება.“.

2. დანართი №I-121 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. 171 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 172 მუხლი:

„მუხლი 172. საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმა

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი უფლებამოსილია შემოსავლების სამსახურს, როგორც წესი, ელექტრონული ფორმით,  გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით  წარუდგინოს განცხადება „საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ“  დანართი №I-122  შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში განცხადება ხელმოწერილი უნდა იყოს პირის ან მისი წარმომადგენლის მიერ. ამასთან,  თუ განცხადება ხელმოწერილია წარმომადგენლის მიერ, განცხადებას უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც პირდაპირ უნდა იყოს მითითებული საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე  უარის  თქმის უფლებამოსილება.

3. შემოსავლების სამსახური განიხილავს ამ მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ განცხადებას და, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პირის პირადი აღრიცხვის დროებით ბარათზე აღრიცხულ შესაბამის თანხებს, განცხადების რეგისტრაციის დღიდან არაუგვიანეს მესამე სამუშაო დღისა, ასახავს (გადაიტანს) ამავე პირის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე.

4. შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ცალკეული შემთხვევები, რა დროსაც პირის პირადი აღრიცხვის დროებით ბარათზე აღრიცხული შესაბამისი თანხები პირის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე აისახება (გადაიტანება) ამ მუხლის მე-3 პუნქტისგან განსხვავებულ ვადებში.

5. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლით  გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახური პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 (ათი) კალენდარულ დღეს, რის თაობაზეც პირს ეცნობება  წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ა) ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული ვადით ჩერდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადის დინება, რომელიც განახლდება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მომდევნო სამუშაო დღიდან. ამასთან, თუ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ;

ბ) შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში პირის მიერ განცხადების წარმოდგენის თარიღად ჩაითვლება  განცხადების თავდაპირველად წარმოდგენის თარიღი.

7.  ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანხის პირის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ასახვის (გადატანის) შემდეგ, პირის მიერ განცხადების გამოხმობა აღარ დაიშვება.“.

4. 172 მუხლის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №I-122.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი
📎 დანართები (2)
ნორმატიული-აქტი-2

დანართი №I-12​1

განცხადება

საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ

1. პირის დასახელება

 

2.  საიდენტიფიკაციო ნომერი

 

3. მისამართი

 

4. ტელეფონის ნომერი

 

5. წარმომადგენელი

6. წარმომადგენლის მისამართი

7. წარმომადგენლის ტელეფონის ნომერი

8. განცხადების წარდგენის მიზანი:
9. დოკუმენტი, რომლის გასაჩივრებაზეც უარს აცხადებს პირი
დოკუმენტის სახე

დოკუმენტის თარიღი

დოკუმენტის ნომერი
საგადასახადო მოთხოვნა
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი  
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი

10. განცხადებაზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალი: (მიუთითეთ განცხადებაზე დართული დოკუმენტის დასახელება)

11. დადასტურება: ვადასტურებ, რომ ინფორმირებული ვარ საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შედეგების თაობაზე. კერძოდ, ვაცნობიერებ, რომ გასაჩივრებაზე უარის თქმის შემდეგ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხა ჩაითვლება აღიარებულად და მასზე საგადასახადო დავა აღარ დაიშვება. ასევე, საგადასახადო მოთხოვნის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ დაიწყება გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება.

განცხადების ფურცლების საერთო რაოდენობა
ხელმოწერის თარიღი

პირის/მისი წარმომადგენლის ხელმოწერა:

_____________________________________

ნორმატიული-აქტი-3

დანართი №I-122

განცხადება

საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ

1. პირის დასახელება
2. საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი
3. მისამართი
4. ტელეფონის ნომერი
5. წარმომადგენელი
6. წარმომადგენლის მისამართი
7. წარმომადგენლის ტელეფონის ნომერი
8. გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრებაზეც უარს აცხადებს პირი
დოკუმენტის სახე დოკუმენტის თარიღი დოკუმენტის ნომერი
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება    
ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება    
განცხადების ფურცლების საერთო რაოდენობა
ხელმოწერის თარიღი

პირის/მისი წარმომადგენლის ხელმოწერა:

_____________________________________