,,ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№105
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.001.049
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 60, 21/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №105

2008 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

 ,,ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №280 დადგენილების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. შეიქმნას ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ვლადიმერ გურგენიძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ახალაია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი

კახა ბენდუქიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ელისო გაბადაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესსპიკერი

ირაკლი გვენეტაძე – ექსპერტი

ივანე გოჩიტაშვილი – ექსპერტი

მერაბ გოცირიძე – საქართველოს პარლამენტის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი

გიორგი დაფქვიაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფოკომუნიკაციების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი

თენგიზ თიკანაშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

ილია მაღალაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

გიორგი მეჟლუმიანი – საქართველოს გენერალური პროკურატურის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი

ვარლამ ტყეშელაშვილი – ექსპერტი

გიგა უმეკაშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი

ტატო ურჯუმელაშვილი – ექსპერტი

ეკა ყუბუსიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფოკომუნიკაციების სამმართველოს უფროსი

გიორგი შუბითიძე       – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფონდ ,,ირმის ნახტომის“ პროგრამის მენეჯერი

გიორგი ცაგარეიშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი

დავით ცეკვავა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი

მიხეილ ჯანიაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე