მრეწველობის დარგის საწარმოების ამოქმედების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 27.10.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №346
სარეგისტრაციო კოდი 300150000.80(0).200.000040 2
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 10, 31/10/1994
158 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

მრეწველობის დარგის საწარმოების ამოქმედების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბ რ ძ ა ნ ე ბ უ ლ ე ბ ა №346 1994 წლის 27 ოქტომბერი ქ. თბილისი მრეწველობის დარგის საწარმოების ამოქმედების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ ქვეყნის მრეწველობის საწარმოო პოტენციალის ამოქმედების, საზღვარგარეთელი დამკვეთის ნედლეულით პროდუქციის წარმოებაზე შეკვეთების მოზიდვისა და ამ გზით დარგის საწარმოების ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის მიზნით: 1. მრეწველობის საწარმოებისათვის საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოტანილი ნედლეული, ნახევარფაბრიკატები, დამხმარე მასალები, მაკომპლექტებელი ნაწარმი და პროდუქცია, რომლებიც შესაბამისი ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების საფუძველზე – ექვემდებარება ტექნოლოგიურ გადამუშავებას და შემდგომში დამკვეთისათვის უკან დაბრუნებას, აგრეთვე უცხოეთის ფირმების მიერ შემოტანილი ძირითადი ფონდები და ინვესტიციები, რომლებიც განკუთვნილია ერთობლივი საწარმოო საქმიანობისათვის დროებით, საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი კანონის მიღებამდე გათავისუფლდეს საბაჟო და დამატებული ღირებულებაზე გადასახადებიდან. 2. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს განახორციელონ ქმედითი ზომები საზღვარგარეთის ქვეყნების ფირმებიდან მრეწველობის საწარმოებისათვის ზემოაღნიშნული მიზნით შემოტანილი ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების, მასალებისა და პროდუქციის შეუფერხებლად მიღების, გატარებისა და რესპუბლიკის ტერიტორიაზე მათი უსაფრთხო ტრანსპორტირებისა და დაცვისათვის. საქართველოს სახელმწიფო მეთაური                          ე. შევარდნაძე