სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების სისტემის რეფორმის კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.10.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №408
სარეგისტრაციო კოდი 010260000.08(0).020.000079 76
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 10, 31/10/1995
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.10.1995 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების სისტემის რეფორმის კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის
ბრძანებულება №408
1995 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების სისტემის რეფორმის კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების სისტემის რეფორმის თანმიმდევრულად განხორციელებისა და რეფორმის მიმდინარეობის კოორდინაციის, „საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესახებ“ დროებითი დებულების სამოქმედოდ შემოღებასთან დაკავშირებით რეგიონალური თათბირ-სემინარებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების, დებულების განმარტების, სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ფინანსურ-ეკონომიკური ბაზის განმტკიცებისა და ადგილობრივი მეურნეობის ფორმირების ხელშეწყობის მიზნით:
1. შეიქმნას სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების სისტემის რეფორმის კომისია.
2. დამტკიცდეს სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების სისტემის რეფორმის კომისიის დებულება.
3. შეიქმნას რეფორმის რეგიონალური საკოორდინაციო ჯგუფები სახელმწიფო რწმუნებულთა ხელმძღვანელობით.
4. საქართველოს რესპუბლიკის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ფართოდ გააშუქონ რეფორმის მიმდინარეობის პროცესი.
საქართველოს სახელმწიფო მეთაური ე. შევარდნაძე
სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების სისტემის რეფორმის კომისიის დებულება
მუხლი 1🔗. სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების სისტემის რეფორმის კომისია
სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების სისტემის რეფორმის კომისია (ტექსტში შემდგომ კომისია) იქნება საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით.
კომისია კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სახელმწიფო მმართველობის სისტემის რეფორმის მიმდინარეობას, განსაზღვრავს მმართველობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიულ კურსს, ახდენს ოპერატიული რეაგირებას მიმდინარე პროცესებზე.
მუხლი 2🔗. კომისიის ძირითადი ამოცანებია
სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის „სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესახებ“ დროებითი დებულების გაცნობის მიზნით:
ა) ორგანიზაცია გაუწიოს რეგიონალური თათბირ-სემინარებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარებას;
ბ) განმარტოს დროებითი დებულების მუხლები;
გ) რეგიონებში შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფების მეშვეობით კოორდინაცია და კონტროლი გაუწიოს რაიონული და რაიონში შემავალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ორგანოებს შორის ფუნქციებისა და შესაბამისი ქონების გადანაწილების პროცესს;
დ) აღმოუჩინოს მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს მეთოდური დახმარება ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფის, ადგილობრივი ბიუჯეტისა და მუნიციპალური ქონების ფორმირებისა და მართვის საქმეში;
ე) განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება მმართველობის ორგანოებს შორის წამოჭრილ სადავო საკითხებზე;
ვ) გააკონტროლოს „სახელმწიფო სამსახურის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაცვა; გაატაროს ქმედითი ღონისძიებები მმართველობის ორგანოებში ბიუროკრატიზმის, კორუფციის, სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესების საწინააღმდეგოდ თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამოვლენათა აღმოსაფხვრელად, მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად;
ზ) ორგანიზაცია გაუწიოს სახელმწიფო სამსახურის სფეროში გასატარებელი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრასა და განხორციელებას.
მუხლი 3🔗. თავისი ამოცანებიდან გამომდინარე კომისია უფლებამოსილია:
- გამოსცეს მეთოდური ხასიათის ინსტრუქციები;
- გამოითხოვოს სახელმწიფო მმართველობის რეგიონალური და ადგილობრივი ორგანოებიდან ოქმები, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სხვა მასალები;
- მოისმინოს სახელმწიფო მმართველობის რეგიონალური და ადგილობრივი ორგანოების ხელძღვანელთა ანგარიშები გაწეული მუშაობის შესახებ, მისცეს მათ შესაბამისი მითითებები;
- შეიმუშაოს და გამოსცეს რეფორმის თანმიმდევრული განხორციელებისათვის საჭირო ინსტრუქციები, ცირკულარები, რეკომენდაციები და სხვა აქტები.
მუხლი 4🔗. კომისია შედგება:
კომისიის მუდმივი წევრებისაგან, რომელთა პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, აგრეთვე სამინისტროებიდან, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციებიდან და უწყებებიდან მოწვეული ექსპერტებისა და სპეციალისტებისაგან.
მუხლი 5🔗. კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, რომელიც:
- იწვევს კომისიის სხდომას და აჯამებს მის მუშაობას;
- ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და კომისიის წევრებს შორის ფუნქციათა განაწილებას, ისმენს მათ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;
- ამტკიცებს კომისიის სხდომაზე მოსაწვევ პირთა სიას;
- ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
- ამტკიცებს კომისიის სამუშაო პროგრამას;
- კოორდინაციას უწევს რეფორმის რეგიონალური ჯგუფების საქმიანობას.
მუხლი 6🔗. კომისიის სხდომების ჩატარებასა და მომზადებას ორგანიზაციას უწევს კომისიის პასუხისმგებელი მდივანი, რომელსაც მუდმივ წევრთაგან ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური
პასუხისმგებელი მდივანი:
- შეიმუშავებს კომისიის სხდომის დღის წესრიგსა და კომისიის სხდომის გადაწყვეტილებათა პროექტებს; აკონტროლებს კომისიის წევრების მიერ თავიანთი ფუნქციების განხორციელებას;
განსაზღვრავს კომისიის სხდომაზე მოსაწვევ პირთა სიას;
აკონტროლებს რეფორმის რეგიონალური ჯგუფების საქმიანობას.
მუხლი 7🔗. კომისიის სხდომა მოიწვევა კვირაში ერთხელ მაინც
სხდომა იღებს გადაწყვეტილებებს ამ დებულებით მასზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად; ამტკიცებს რეფორმის რეგიონალური საკოორდინაციო ჯგუფების სამუშაო გეგმებს და დებულებებს; ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობისა და რეფორმის მიმდინარეობის შესახებ.
კომისიის საქმიანობას მომსახურებას უწევს საქართველოს ხელმწიფოს მეთაურის აპარატის რეგიონების მართვისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურები.