„პრივატიზაციის პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მიღების თარიღი 23.09.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №379
სარეგისტრაციო კოდი 240060000.08(0).020.000076 2
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 9, 29/09/1995
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.09.1995 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„პრივატიზაციის პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის
ბრძანებულება №379
1995 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
„პრივატიზაციის პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის პროცესში მუშაკების უფლებათა გაფართოება. მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა საწარმოთა აქციონირებისა და პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებაზე. სახელმწიფო საწარმოების გარდაქმნილი ჩამოყალიბდა 800-ზე მეტი სააქციო საზოგადოება, რომელთაგან 400-ზე მეტმა შრომითმა კოლექტივმა მიიღო გადაწყვეტილება აქციათა საკონტროლო პაკეტის პირდაპირი მიყიდვის შესახებ. საწარმოთა შრომითი კოლექტივები, რომლებიც პოტენციური ინვესტორები არიან, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური სტაბილიზაციის პროცესების ფონზე აყენებენ საკითხს პირველი ფულადი შენატანის შეტანის გადავადების შესახებ, რათა მათ შეძლონ სათანადო სახსრების თავმოყრა.
ზოგიერთი სააქციო საზოგადოების შრომითა კოლექტივის საწარმოთა ხელმძღვანელების დაუდევრობის გამო ვერ შეძლო დასახულ ვადებში სათანადო დოკუმენტაციის გაფორმება და წარდგენა აქციათა საკონტროლო პაკეტის პირდაპირი მიყიდვის უფლების მოსაპოვებლად. მართალია, ასეთი საწარმოების ხელძღვანელების მიმართ ადგილებზე მიღებულ იქნა ადმინისტრაციული ზომები, მაგრამ საბოლოოდ დაზარალდნენ შრომითი კოლექტივების რიგითი წევრები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოთა შრომითი კოლექტივების – პოტენციური ინვესტორების ინტერესების გათვალისწინებით:
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის №178 ბრძანებულებაში და იმ სააქციო საზოგადოებებს, რომლებსაც გაუვიდათ. აქციათა საკონტროლო პაკეტის შესყიდვის პირველი შენატანის გადახდის ვადა, ამ თანხის დაფარვის დრო გადაუვადდეთ 1995 წლის 15 ნოემბრამდე.
2. იმ სააქციო საზოგადოების, შრომით კოლექტივებს, რომლებმაც საწარმოთა ხელმძღვანელების გამო დროულად ვერ შეძლეს დოკუმენტაციის წარდგენა აქციათა საკონტროლო პაკეტის პირდაპირი მიყიდვის უფლების მოსაპოვებლად, გაუგრძელდეთ ამ უფლებით სარგებლობის ვადა მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე, ხოლო აქციათა საკონტროლო პაკეტის შესყიდვის პირველი შენატანის გადახდის ვადა მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე.
საქართველოს სახელმწიფო მეთაური ე. შევარდნაძე