„გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ“ შიდა ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 14.11.2025
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
ნომერი №25093
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016789
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 18/11/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.11.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
შემოსავლების სამსახურის ბრძანებები (1)
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- „გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ“ შიდა ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „ძალადაკარგულია - 14.11.25, №25093"
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
„გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ“ შიდა ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №25093
2025 წლის 14 ნოემბერი
ქ.თბილისი
„გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ“ შიდა ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „სსიპ – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“ ქვეპუნქტების, აგრეთვე „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 61 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ“ შიდა ინსტრუქცია №1 დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ შიდა ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 30 ოქტომბრის №26626 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ირაკლი ბერაია