„ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად დამატებითი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
მიღების თარიღი 22.05.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №182
სარეგისტრაციო კოდი 370010000.08.002.000248
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 5, 31/05/1995
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.05.1995 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად დამატებითი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის
ბრძანებულება №182
1995 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
„ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად დამატებითი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გარკვეული მუშაობაა ჩატარებული „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად. როგორც უკანონო შეიარაღებული ფორმირებების, ისე ინდივიდუალური პირებისაგან ამოღებულია დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა, ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს მაშველთა კორპუსის მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის ნებაყოფლობით ჩაბარება.
ამავე დროს, როგორც ირკვევა, რესპუბლიკაში ჯერ კიდევ შემორჩნენ უკანონოდ შეიარაღებული სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც თავს ასაღებენ ამა თუ იმ პოლიტიკური გაერთიანების შეიარაღებულ ფორმირებად, ინახავენ იარაღსა და საბრძოლო მასალას.
აქედან გამომდინარე:
1. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს (შ. კვირაია):
შესაბამის უწყებებთან ერთად დააწესოს მკაცრი კონტროლი იარაღის აღრიცხვა-რეგისტრაციის, შენახვისა და ტარების წესების განუხრელად დაცვისადმი;
„ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით შეისწავლოს და მიიღოს საჭირო ზომები ჯერ კიდევ არსებული უკანონო შეიარაღებული ჯგუფების განიარაღების, არარეგისტრირებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღებისათვის;
შეამოწმოს მათი სხვადასხვა გაერთიანებებთან, მოქალაქეთა ჯგუფებთან კავშირის საკითხი და 1995 წლის 1 ივლისისათვის მომახსენოს ჩატარებული მუშაობის შესახებ.
2. საქართველოს რესპუბლიკის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმ პოლიტიკური და სხვა სახის გაერთიანებების მიმართ, რომლებსაც აღმოაჩნდებათ არარეგისტრირებული იარაღი და საბრძოლო მასალა, გაატარონ კანონით გათვალისწინებული ზომები, რის შესახებაც წარმოადგინონ ინფორმაცია.
საქართველოს სახელმწიფო მეთაური ე. შევარდნაძე