საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატის სტრუქტურული სრულყოფის შესახებ

მიღების თარიღი 17.09.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №319
სარეგისტრაციო კოდი 010230000.08.002.000036 13
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 9, 30/09/1994
253 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატის სტრუქტურული სრულყოფის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება №319 1994 წლის 17 სექტემბერი ქ. თბილისი  საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატის სტრუქტურული სრულყოფის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მაკონტროლებელი ორგანოების მუშაობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელ გადაუდებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით სახელმწიფო ხელისუფლების სტრუქტურულ-სისტემური რეფორმის ფარგლებში და საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატის მუშაობის ეფექტიანობის ასამაღლებლად, მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავმჯდომარის წინადადება კონტროლის პალატის სტრუქტურული სრულყოფის თაობაზე, რომლის მიხედვით, კონტროლის პალატის ცენტრალურ აპარატში გათვალისწინებულია სამი დეპარტამენტის არსებობა სარევიზიო, დარგობრივი და საორგანიზაციო; თავმჯდომარის თითოეული მოადგილე იმავდროულად დეპარტამენტის უფროსია, გათვალისწინებულია საქალაქო და რაიონული კონტროლის პალატების ნაცვლად რეგიონული კონტროლის პალატების შექმნა, ცენტრებით ქ. ქ. ქუთაისში, რუსთავში, თელავში,გორში ახალციხეში, ოზურგეთში და ზუგდიდში. ამასთან დაკავშირებით: 1. საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავმჯდომარემ: - წარუდგინოს დასანიშნად, სახელმწიფო მეთაურს, საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურები; - ბრძანებულების გამოქვეყნებიდან ორი თვის ვადაში წარუდგინოს დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატის პრეზიდიუმის პერსონალური შემადგენლობა. 2. არსებული წესით კონტროლის პალატის პრეზიდიუმის დამტკიცებამდე, მისი ფუნქცია შეასრულოს დროებითმა პრეზიდიუმმა. დროებითი პრეზიდიუმის შემადგენლობაში წევრების სტატუსით შეყვანილ იქნენ რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეები, ქალაქ თბილისის, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატების თავმჯდომარეები. 3. მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა მოაგვარონ შესაბამისი რეგიონული კონტროლის პალატების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხები. 4. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ კონტროლის პალატასთან ერთად პალატის ახალი სტრუქტურის შესაბამისად შეიმუშაოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პალატის დაფინანსების წესი და წარმოადგინოს დასამტკიცებლად. 5. საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტრომ უზრუნველყოს რესპუბლიკის კონტროლის პალატასა და რეგიონულ პალატებს შორის საიმედო კავშირი. 6. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა, შესაბამისმა სამინისტროებმა და უწყებებმა, ქალაქების მერიებმა და რაიონების გამგეობებმა გადაწყვიტონ კონტროლის პალატის სტრუქტურული სრულყოფის პროცესში გამოთავისუფლებული კადრების შრომითი მოწყობის საკითხები. საქართველოს სახელმწიფო მეთაური  ე. შევარდნაძე