დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან თანამშრომლის სახელმწიფო ბიუროს შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 25.05.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №201
სარეგისტრაციო კოდი 250010010.08.002.000049
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 5, 31/05/1995
932 სიტყვა · ~5 წთ

დოკუმენტის ტექსტი

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან თანამშრომლის სახელმწიფო ბიუროს შექმნის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება №201 1995 წლის 25 მაისის ქ. თბილისი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან თანამშრომლის სახელმწიფო ბიუროს შექმნის შესახებ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან სავაჭრო, ეკონომიკური, პოლიტიკური და კოლექტიური უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებისა და გაუმჯობესების, თანამეგობრობის საწესდებო ორგანოებთან სისტემური საქმიანი ურთიერთობის დამყარების, ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით, თითოეულ ქვეყანასთან თანამშრომლობის კონკრეტული პროგრამების შემუშავების, თანამშრომლობაში მონაწილე სამინისტროების, უწყებებისა და სხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების ამ მიმართულებით საქმიანობა, კოორდინაციის მიზნით: 1. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან თანამშრომლობის სახელმწიფო ბიურო. 2. დაინიშნოს სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარედ საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ბაკურ გულუა. 3. დაინიშნოს სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი ზურაბ ქორიძე. 4. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან თანამშრომლობის ხელმწიფო ბიუროს დებულება და საშტატო განრიგი (თან ერთვის). 5. აღნიშნული სტრუქტურის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებიდან. 6. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა 10 დღის ვადაში გადაწყვიტოს სახელმწიფო ბიუროს სამუშაო ოთახებით, ორგტექნიკითა და ინვენტარით უზრუნველყოფის საკითხი. 7. საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტრომ უზრუნველყოს სახელმწიფო ბიურო სატელეფონო კომუნიკაციებითა და სპეციალური კავშირის საშუალებებით. 8. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებმა და უწყებებმა გამოყონ ხელმძღვანელობიდან ამ მიმართულებით მომუშავე პასუხისმგებელი პირი. 9. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა გადაწყვიტოს სახელმწიფო ბიუროს ტრანსპორტით უზრუნველყოფის საკითხი. საქართველოს სახელმწიფო მეთაური   ე. შევარდნაძე  საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან თანამშროლობის სახელმწიფო ბიუროს დებულება 1. საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან თანამშრომლობის სახელმწიფო ბიურო (შემდგომში სახელმწიფო ბიურო) არის მინისტრთა კაბინეტის აპარატის სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო პოლიტიკას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან (შემდგომში თანამეგობრობის ქვეყნები) თანამშრომლობის სფეროში, საჭიროების შემთხვევაში ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებთანაც. 2. სახელმწიფო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტის გადაწყვეტილებებით, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებით და განკარგულებებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 3. სახელმწიფო ბიურო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომისიებთან, სამინისტროებთან უწყებებთან, მმართველობის რეგიონალურ ორგანოებთან, თანამეგობრობის ქვეყნებში საქართველოს საელჩოებთან, სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლობებთან და მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან ურთიერთკავშირში. სახელმწიფო ბიუროს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ყველა სამინისტროს და უწყებისათვის, საწარმოსა და ორგანიზაციისათვის საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე. 4. სახელმწიფო ბიუროს დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯზე. 5. სახელმწიფო ბიუროს ძირითადი ამოცანებია: - საქართველოს რესპუბლიკის თანამეგობრობის ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთხელსაყრელი, თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის განმტკიცებისა და განვითარებისათვის ხელის შეწყობა; - რესპუბლიკის სამინისტროებთან, უწყებებთან და მმართველობის რეგიონალურ ორგანოებთან ერთად თანამეგობრობის ქვეყნებთან თანამშრომლობის სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავება; - თანამეგობრობის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკური და კოლექტიური უსაფრთხოების მიმართულებით კომპლექსური მიზნობრივი პროგრამების დამუშავება, მათი შესრულების ორგანიზაცია, კოორდინირება და კონტროლი, შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად თანამეგობრობის ქვეყნებთან თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლების სრულყოფა; - საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად თანამეგობრობის ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურების საბჭოზე, მთავრობის მეთაურთა საბჭოზე, ეკონომიკური კავშირის სახელმწიფოთაშორისო ეკონომიკური კომიტეტისა და კოლეგიის სხდომებზე განსახილველად საქართველოს ინიციატივით წინადადებებისა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება; - თანამეგობრობის საწესდებო ორგანოებთან მუდმივი საქმიანი ურთიერთობების დამყარება და ამ ორგანოებში, საქართველოსათვის დადგენილი კვოტების ფარგლებში, კადრების შერჩევისა და განაწილების სისტემის სრულყოფა; - თანამეგობრობის ქვეყნებთან რესპუბლიკის სამინისტროების, უწყებებისა და სხვა დარგობრივი და ტერიტორიული სამეურნეო სუბიექტების საგარეო-ეკონომიკური კავშირებისა და ურთიერთობების კოორდინირება ეკონომიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით; - საწარმოო კოოპერაციის განვითარების ერთობლივი საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების და ტრანსნაციონალური ეკონომიკური სტრუქტურების შექმნისა და ერთობლივი ეკონომიკური პროექტების ინვესტირების მიმართულებით სამინისტროების, უწყებებისა და სხვა სამეურნეო სტრუქტურებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა; - შესაბამის სამინისტროებთან, უწყებებთან და კერძო სტრუქტურებთან ერთად სახელმწიფოთაშორისო საბითუმო ბაზრობებისა და კომერციული გამოფენების მოწყობა; თანამეგობრობის ქვეყნების ანალოგიურ ღონისძიებებში საქართველოს მხარის მონაწილეობის ორგანიზება; - თანამეგობრობის ქვეყნებში ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის ანალიზი და მის საფუძველზე შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრა; - დაინტერესებულ სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად თანამეგობრობის ქვეყნებთან თანამშრომლობის ინფორმატიკულ-სამართლებრივი სახელმწიფო სისტემის შექმნა; - რესპუბლიკის სამრეწველო პოტენციალის მაქსიმალურად ამოქმედება და საწარმოების მუშაობისათვის ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს შექმნა; - თანამეგობრობის, ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებში დიპლომატიური, სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობებისა და თანამეგობრობის საწესდებო ორგანოებში საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენლების საქმიანობის გაუმჯობესებისა და კოორდინაციის ამაღლებისათვის ხელის შეწყობა; - თანამეგობრობის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარება და სრულყოფა საბაჟო და სასაზღვრო ურთიერთობების სფეროში; - თანამეგობრობისა და შავი ზღვის ქვეყნებთან გარემოს დაცვასა და ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონკრეტული მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარება; - სამეურნეო ტვირთებისა და სხვა სახის ტრანსპორტის თანამეგობრობის ქვეყნების ტერიტორიაზე უსაფრთხო გადაადგილებისა და ამ მიმართულებით კრიმინოგენური სიტუაციის ძირეულად გაუმჯობესების მიზნით ღონისძიებების შემუშავება და ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება; - თანამეგობრობის საწესდებო ორგანოებში და მონაწილე ქვეყნების სამთავრობო სტრუქტურებში საქართველოს შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენელთა სამივლინებო დავალებისა და მათი ანგარიშების მოსმენა-შეთანხმება. 6. სახელმწიფო ბიურო უფლებამოსილია: - თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენდეს საქართველოს მხარეს თანამეგობრობის საწესდებო ორგანოებში და წევრ სახელმწიფოებთან სამთავრობოთაშორისო ურთიერთობებში წინასწარი კონსულტაციების ჩატარებისა და ხელშეკრულებების პროექტების მომზადების დროს; - მოითხოვოს და მიიღოს დადგენილი წესით რესპუბლიკის სამინისტროებიდან, უწყებებიდან, მმართველობის ადგილობრივი ორგანოებიდან და ყველა დანარჩენი სტრუქტურებიდან საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც აუცილებელია მასზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად; - უშუალოდ მიმართოს თანამეგობრობის საწესდებო ორგანოებსა და მონაწილე ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, ერთობლივად შეისწავლოს და გააანალიზოს თანამშრომლობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემები, შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები და შესაბამის სახელმწიფო ინსტანციებში მათი მოწონების შემთხვევაში განახორციელოს ისინი; - გაცვალოს თანამეგობრობის მონაწილე ქვეყნების სამთავრობო სტრუქტურებთან ინფორმაცია თანამშრომლობის სამართლებრივი აქტების გამოყენებისა და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხებზე; - დადგენილი წესით შექმნას საბჭოები, კომისიები და სამუშაო ჯგუფები თანამეგობრობის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრობლემებზე, მოიწვიოს მათში მონაწილეობის მისაღებად სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, დაწესებულებების, საწარმოებისა და სამეცნიერო ორგანიზაციების ყველა დონის წარმომადგენლები; - აწარმოოს ოფიციალური მოლაპარაკებები და კონსულტაციები თანამეგობრობის ქვეყნების წარმომადგენლებთან, მოაწყოს თათბირები, კონფერენციები, სემინარები თანამეგობრობის მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე. 7. სახელმწიფო ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს თავმჯდომარე - პრემიერ-მინისტრის მოადგილე, რომელსაც ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე. სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარესა და მის პირველ მოადგილეს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარის მოადგილეებს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარე: - ახორციელებს ბიუროს ხელმძღვანელობას, პასუხს აგებს ბიუროსათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; - შეაქვს სახელმწიფოს მეთაურთან და მინისტრთა კაბინეტში თანამეგობრობის ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხები, ნორმატიული აქტების, ბრძანებულებების, დადგენილებებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტები, წინადადებები მათი რეალიზაციის თაობაზე; - ანაწილებს ფუნქციებს მოადგილეებს შორის; ბიუროს კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს განკარგულებებსა და ბრძანებებს; - ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.