მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ლისში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - უსახელო ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის აკაკი გელოვანის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 18.11.2025
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-35. 35253222
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.153.016059
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 20/11/2025
238 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ შანკევანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - №1 ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 19.03.2025 მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - 26-ე ქუჩის პირველი შესახვევისთვის საზოგადო მოღვაწის ავთანდილ თოდუას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 31.10.2023 მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ სხალტბაში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - მე-6 ქუჩისათვის „კვირაცხოვლობის ქუჩა“ სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 21.07.2025 მცხეთის მუნიციპალიტეტის, ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მუხათწყაროში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 28.03.2024 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის - ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 22.11.2019

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ლისში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - უსახელო ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის აკაკი გელოვანის სახელის მინიჭების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს გ  ა  ნ  კ  ა  რ  გ  უ  ლ  ე  ბ  ა №გ-35.35253222 2025  წლის 18 ნოემბერი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ლისში მდებარე სახელწოდების არმქონე  გეოგრაფიული ობიექტის – უსახელო ქუჩისათვის  საზოგადო მოღვაწის აკაკი გელოვანის  სახელის მინიჭების  შესახებ საქართველოს  ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის,   61-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  საქართველოს კანონის  ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების  სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 01 ივნისის №239 დადგენილების  მე-2 მუხლის ,,ა“ და ,,დ​1“ პუნქტების, მე-3 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის, მე-7 მუხლისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიის“ თანხმობის (კომისიის  2025 წლის  24 ოქტომბრის  №49  სხდომის  ოქმიდან ამონაწერი) საფუძველზე, 1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ლისში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს – უსახელო ქუჩას  მიენიჭოს  საზოგადო მოღვაწის  აკაკი გელოვანის სახელი. 2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე. 4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს  მცხეთის რაიონულ სასამართლოში    გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე:  ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17. საკრებულოს  თავმჯდომარე                                                                გიორგი ელოშვილი