მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 13.11.2025
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №58
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.109.016003
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 21/11/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.11.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე ქალაქ მარნეულში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების განსაზღვრის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მლაშეში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის შატილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №58
2025 წლის 13 ნოემბერი
ქ. მარტვილი
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 24 ოქტომბრის №49 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ დიდი ინჩხურის მე-2 ქუჩას მიენიჭოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას სახელი (ორთოფოტო თან ერთვის).
2. განკარგულება გადაეგზავნოს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).
4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მის.: ქ. სენაკი, შოთა რუსთაველის ქ. №247).
საკრებულოს თავმჯდომარე ელდარი თოდუა