,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირების განსაზღვრისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.133.016421
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/11/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2025 წლის 21 ნოემბერი

ქ. ბათუმი

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის  შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ცვლილება შევიდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირების განსაზღვრისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 დეკემბრის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/12/2021წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.133.016325) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ მხეიძე



დანართი №1

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და
 
საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა
 
რანგირება და თანამდებობრივი სარგოები

 

თანამდებობის დასახელება

რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო(ლარი)

1

საკრებულოს თავმჯდომარე

1

5986

2

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი
მოადგილე

1

4672

3

საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილეები

2

4234

4

საკრებულოს კომისიის
თავმჯდომარე

5

3358

5

საკრებულოს ფრაქციის
 თავმჯდომარე

2

3066

6

საკრებულოს ფრაქციის
 თავმჯდომარის მოადგილე

8

2628

7

საჯარო დაწესებულების პირველადი
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
აპარატის უფროსი – I რანგი

 

1

3358

8

საჯარო დაწესებულების მეორადი
სტრუქტურული ერთეულის უფროსი
განყოფილების უფროსი II რანგი

 

2

2628

9

საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი III რანგი

 

9

2044

სულ

 

31