სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და უცხო სახელმწიფოებს შორის ხელშეკრულებათა დროულად დადების ღონისძიებათა თაობაზე
მიღების თარიღი 10.02.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 480140000.08.002.000003 1021
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 2, 26/02/1993
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.02.1993 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და უცხო სახელმწიფოებს შორის ხელშეკრულებათა დროულად დადების ღონისძიებათა თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის
ბრძანებულება №18
1993 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და უცხო სახელმწიფოებს შორის ხელშეკრულებათა დროულად დადების ღონისძიებათა თაობაზე
სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს რესპუბლიკასა და უცხო სახელმწიფოებს შორის ხელშეკრულებების დროულად დადების მიზნით:
1. მიეცეს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ უცხო სახელმწიფოებთან ხელშეკრულებების დადების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და ამ ხელშეკრულებების ხელმოწერის უფლებამოსილება.
2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის შექმნის საკითხი.
საქართველოს სახელმწიფო მეთაური ე. შევარდნაძე