ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, საბარგოს დასახლების XII შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის დიმიტრი კორახაშვილის ქუჩის და დიმიტრი კორახაშვილის I,II და III ჩიხების სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 21.11.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №89
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017027
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 01/12/2025
207 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, მეგობრობის I შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის ვახტანგ მალაყმაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 23.07.2021 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ნიკოლოზ ლანდიას ქუჩისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საომარ მოქმედებებში დაღუპული მებრძოლების ვახტანგ და ბადრი გზირიშვილების სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 24.07.2020 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ვლადიმერ ჯანჯღავას III შესახვევისთვის, მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის და სამი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ომარ ფურცელაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 24.02.2026 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ნავთლუღის დასახლების I შესახვევისთვის, ნავთლუღის დასახლების II შესახვევისთვის და ერთი გასასვლელისთვის ფსიქიატრის, აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 01.10.2020 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, გელა ოჩიაურის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, გურამ სოლოღაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 30.01.2026

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, საბარგოს დასახლების XII შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის დიმიტრი კორახაშვილის ქუჩის და დიმიტრი კორახაშვილის I,II და III ჩიხების სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება N89  2025 წლის 21 ნოემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, საბარგოს დასახლების XII შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის დიმიტრი კორახაშვილის ქუჩის და დიმიტრი კორახაშვილის I, II და III ჩიხების სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ისნის რაიონში, საბარგოს დასახლების XII შესახვევის მონაკვეთს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის დიმიტრი კორახაშვილის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ისნის რაიონში, საბარგოს დასახლების XII შესახვევის სამ მონაკვეთს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის დიმიტრი კორახაშვილის I,II და III ჩიხების სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 4. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                                           ზურაბ აბაშიძე