ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, დიმიტრი არაყიშვილისა და ზაქარია ფალიაშვილის ქუჩებთან არსებული უსახელო სკვერისთვის ფრანგი პოლიტიკოსის და სახელმწიფო მოღვაწის რობერ შუმანის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 21.11.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №94
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017032
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 01/12/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.11.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ალექსანდრე წურწუმიას შესახვევისთვის და დედოფლისწყაროს I შესახვევისთვის საზოგადო მოღვაწის ბესარიონ ნიჟარაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, მეგობრობის I შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის ვახტანგ მალაყმაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, პეტრე და იოსებ ოცხელების ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის შმაგი ხაიკაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების, გიორგი და ზვიად უგრეხელიძეების სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, 26 მაისის მოედნის და აკაკი ჩხენკელის სკვერთან არსებული უსახელო სკვერისთვის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ნოე რამიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, დიმიტრი არაყიშვილისა და ზაქარია ფალიაშვილის ქუჩებთან არსებული უსახელო სკვერისთვის ფრანგი პოლიტიკოსის და სახელმწიფო მოღვაწის რობერ შუმანის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №94
2025 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, დიმიტრი არაყიშვილისა და ზაქარია ფალიაშვილის ქუჩებთან არსებული უსახელო სკვერისთვის ფრანგი პოლიტიკოსის და სახელმწიფო მოღვაწის რობერ შუმანის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ვაკის რაიონში, დიმიტრი არაყიშვილისა და ზაქარია ფალიაშვილის ქუჩებთან არსებულ უსახელო სკვერს მიენიჭოს ფრანგი პოლიტიკოსის და სახელმწიფო მოღვაწის რობერ შუმანის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე