ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, შოთა მიქატაძის ქუჩისთვის სპორტსმენის, ფეხბურთელის სერგო კოტრიკაძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 21.11.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №95
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017033
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 01/12/2025
153 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, აეროდრომის დასახლების VII ქუჩისთვის იუსტიციის პოლკოვნიკი ჯემალ გოგიტიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 81% 09.08.2022 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ზაჰესის დასახლებაში, ავჭალის ქუჩისთვის გრიგოლ ხანძთელის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 79% 24.05.2024 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, შუამთის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის პოლკოვნიკის ზაალ დუმბაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 78% 21.02.2023 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, სერგი წულაძის ქუჩის მონაკვეთისთვის შალვა დოლიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 78% 27.04.2021 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, გიგო ხეჩუაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის გიგო ხეჩუაშვილის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 78% 12.07.2024

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, შოთა მიქატაძის ქუჩისთვის სპორტსმენის, ფეხბურთელის სერგო კოტრიკაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №95  2025 წლის 21 ნოემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, შოთა მიქატაძის ქუჩისთვის სპორტსმენის, ფეხბურთელის სერგო კოტრიკაძის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. გლდანის რაიონში, შოთა მიქატაძის ქუჩას მიენიჭოს სპორტსმენის, ფეხბურთელის სერგო კოტრიკაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                                           ზურაბ აბაშიძე