საბანკო დაწესებულებებიდან ნაღდი ფულის გატანაზე შეზღუდვების მოხსნისა და ფულად-საკრედიტო რეგულირების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 26.09.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №329
სარეგისტრაციო კოდი 220010040.08.002.000038 21
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 9, 30/09/1994
190 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საბანკო დაწესებულებებიდან ნაღდი ფულის გატანაზე შეზღუდვების მოხსნისა და ფულად-საკრედიტო რეგულირების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება №329 1994 წლის 26 სექტემბერი ქ. თბილისი საბანკო დაწესებულებებიდან ნაღდი ფულის გატანაზე შეზღუდვების მოხსნისა და ფულად-საკრედიტო რეგულირების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ რესპუბლიკის ფულად ბაზარზე არსებული დეფორმაციების აღმოფხვრისა და ნაღდი კუპონების საბანკო არხებში მოქცევის მიზნით: 1. მოიხსნას იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებიდან ნაღდი ფულის ნიშნების გატანაზე არსებული ყოველგვარი შეზღუდვა. 2. გაუქმდეს ბანკებიდან ნაღდი ფულის გამოტანის შეზღუდვაზე დღეს მოქმედი ყველა ნორმატიული აქტი. 3. რესპუბლიკის ყველა იურიდიულმა პირმა მკაცრად დაიცვას მათი კუთვნილი ფულადი სახსრების მომსახურე საბანკო დაწესებულებებში საკუთარ ანგარიშებზე სავალდებულო შენახვის არსებული წესი. ამასთან, მომსახურე საბანკო დაწესებულების მიერ დამტკიცებული სალაროს ლიმიტს ზევით არსებული ნაღდი ფულის ნაშთი შეტანილ იქნეს შესაბამის ბანკში ან კავშირგაბმულობის საწარმოში არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა; სოფლად განლაგებულ საწარმოებს უფლება აქვთ ჩააბარონ ამონაგები არა უგვიანეს მესამე სამუშაო დღისა. 4. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ფულად-საკრედიტო რეგულირების ზოგიერთი საგანგებო ღონისძიების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 27 ნოემბრის № 240 ბრძანებულების თანახმად იუსტიციის სამინისტროს წარმოდგენილი აქვს წინადადებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე. 5. ბრძანებულება გამოქვეყნდეს რესპუბლიკურ პრესაში. საქართველოს სახელმწიფო მეთაური                                        ე. შევარდნაძე