პროფესიული კავშირების უფლებათა უზრუნველყოფის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანებულება №22
1993 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ პროფკავშირების უფლებათა დაცვასა და მათი საქმიანობის ყოველმხრივ უზრუნველყოფას;
2. კანონქვემდებარე აქტების მიღებამდე შესაბამის პროფკავშირულ ორგანოებთან ერთად გამართონ წინასწარი კონსულტაციები სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე დასაბუთებული გადაწყვეტილებების შემუშავების მიზნით.
3. რეკომენდაცია მიეცეს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ფონდის გამგეობასთან ერთად განიხილოს და გადაწყვიტოს პროფესიული კავშირების სოციალური პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხი.
4. მიზანშეწონილად ჩაითვალოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და პროფესიულ კავშირებს შორის გენერალური ხელშეკრულებების (შეთანხმებების) შემმუშავებელი კომისიის შექმნა ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში მშრომელთა სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებათა დასახვისა და განხორციელების მიზნით. კომისიამ ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს ზემოხსენებული ხელშეკრულების პროექტი.
5. საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე რეკომენდებულ იქნეს ამა წლის თებერვალ-მარტში მოლაპარაკებების გამართვა საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში 1993 წლის კოლექტიური ხელშეკრულებების (შეთანხმებების) დასადებად მშრომელთა სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების განხორციელებისათვის.
საქართველოს სახელმწიფო მეთაური ე. შევარდნაძე