„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (პროექტი Log-In Georgia-ს დამატებითი დაფინანსება)“

მიღების თარიღი 01.08.2025
ძალაში შესვლა 25.11.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №9863-GE
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016839 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 03/12/2025
3,427 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.08.2025 მიღება
25.11.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 30.03.2022 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის მეშვეობით − მრავალფაზიანი პროგრამული მიდგომის I ფაზა)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 07.06.2024 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი)" საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 17.05.2021 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 31.03.2023 „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 23.01.2025

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (პროექტი Log-In Georgia-ს დამატებითი დაფინანსება)“ „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (პროექტი Log-In Georgia-ს დამატებითი დაფინანსება)“ სესხის ნომერი 9863-GE სასესხო შეთანხმება (პროექტი Log-In Georgia-ს დამატებითი დაფინანსება) საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება შეთანხმების თარიღია საქართველოსა (“მსესხებელი”) და რეკონსტრუქციისა და განვითრების საერთაშორისო ბანკს (“ბანკი”) შორის ამ დოკუმენტის ხელმოწერის თარიღი. შეთანხმების მიზანია დამატებითი დაფინანსების გამოყოფა თავდაპირველი პროექტით განსაზღვრული ღონისძიებებისთვის (თავდაპირველი პროექტი განსაზღვრულია ამ შეთანხმების დანართით). მსესხებელი და ბანკი თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი I — ზოგადი პირობები; განმარტებები 1.01. ზოგადი პირობები (როგორც განსაზღვრულია ამ შეთანხმების დანართში) გამოიყენება ამ შეთანხმების მიმართ და წარმოადგენს მის შემადგენელ ნაწილს. 1.02. თუ სხვაგვარად არ არის კონტექსტით განსაზღვრული, ამ შეთანხმების ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ზოგადი პირობებით ან ამ შეთანხმების დანართით განსაზღვრული მნიშვნელობები. მუხლი II — სესხი 2.01. ბანკი თანახმაა მსესხებელს გამოუყოს სესხი ოცდათხუთმეტი მილიონ ოთხასი ათასი ევროს (35,400,000 ევრო) ოდენობით, რომლის კონვერტაციაც შეიძლება პერიოდულად განხორციელდეს ვალუტის კონვერტაციის („სესხი“) საშუალებით, ამ შეთანხმების განრიგ 1-ში აღწერილი პროექტის („პროექტი“) დაფინანსებაში დახმარების მიზნით. 2.02. მსესხებელმა შეიძლება აითვისოს სესხის თანხები ამ შეთანხმების განრიგი 2-ის III ნაწილის შესაბამისად. 2.03. ერთჯერადი ადმინისტრირების გადასახდელი შეადგენს სესხის თანხის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%). 2.04. ვალდებულების გადასახდელი შეადგენს აუთვისებელი საკრედიტო ნაშთის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%) წელიწადში. 2.05. საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს საბაზისო განაკვეთის და ფიქსირებული სპრედის ჯამს ან ისეთ განაკვეთს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს კონვერტაციის შემდეგ ზოგადი პირობების 3.02(e) პუნქტის შესაბამისად. 2.06. გადახდის თარიღებია ყოველი წლის 15 მარტი და 15 სექტემბერი. 2.07. სესხის ძირითადი თანხა დაფარული უნდა იქნეს ზოგადი პირობების 3.03 პუნქტის და ამ შეთანხმების განრიგ 3-ის შესაბამისად. მუხლი III — პროექტი 3.01. მსესხებელი აცხადებს თავის ვალდებულებას პროექტის ამოცანების შესრულების მიმართ. ამ მიზნით, მსესხებელი უზრუნველყოფს პროექტის შესრულებას ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და კომუნიკაციების კომისიის მიერ და, ასევე, უნდა უზრუნველყოს რომ პროექტი განხორციელდეს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის საშუალებით, ამ შეთანხმების ზოგადი პირობების V მუხლის დებულებების და განრიგი 2-ის დებულებების შესაბამისად. მუხლი IV — ძალაში შესვლა; შეწყვეტა 4.01. შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები შემდეგია: კერძოდ, პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება ხელმოწერილი უნდა იქნეს მსესხებლის, წარმომადგენელი ფინანსთა სამინისტროს მიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას შორის ბანკისთვის მისაღები ფორმით. 4.02. ეფექტურობის ბოლო ვადა არის ხელმოწერის თარიღიდან ას ოცი (120) დღე. მუხლი V — წარმომადგენელი; მისამართები  5.01. მსესხებლის წარმომადგენელია მისი ფინანსთა სამინისტრო.  5.02. ზოგადი პირობების 10.01 პუნქტის მიზნებისთვის:  (a) მსესხებლის მისამართია: ფინანსთა სამინისტრო საქართველო თბილისი 0114 გორგასლის ქუჩა 16; და  (b) მსესხებლის ელექტრონული მისამართია:  ელ-ფოსტა: publicdebt@mof.ge  5.03. ზოგადი პირობების 10.01 პუნქტის მიზნებისთვის:  (a) ბანკის მისამართია: რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) ამერიკის შეერთებული შტატები ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, 20433 1818 H Street, N.W.; და (b) ბანკის ელექტრონული მისამართია: ტელექსი:  ფაქსი: 248423 (MCI) ან 1-202-477-6391 64145 (MCI) შეთანხმება მიღწეულია შეთანხმების ხელმოწერის თარიღის მდგომარეობით. საქართველო _____________________________________ უფლებამოსილი წარმომადგენელი სახელი, გვარი: ლაშა ხუციშვილი თანამდებობა: საქართველოს ფინანსთა მინისტრი თარიღი: 01-აგვ-2025 რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი _____________________________________ უფლებამოსილი წარმომადგენელი სახელი, გვარი: როლანდ პრაისი თანამდებობა: სამხრეთ კავკასიის განყოფილების დირექტორი თარიღი: 01-აგვ-2025 განრიგი 1 პროექტის აღწერა  პროექტის მიზანია ფინანსურად ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის ზრდა და ფიზიკური პირების და საწარმოების ხელშეწყობა შერჩეულ სოფლებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის გამოყენების მიმართულებით.  პროექტი შემდეგი ნაწილებისგან შედგება: ნაწილი A. მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის ზრდა 1. საქართველოს ოუფენ ნეტის პროგრამის მხარდაჭერა ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ღია წვდომას, საბითუმო, ფართოზოლოვან სატელეკომუნიკაციო სერვისებს: (i) შერჩეულ რეგიონებში; და (ii) სხვა შერჩეულ რეგიონებში, (iii) აღჭურვილობის ჩათვლით: (a) IP/MPLS-ის საპილოტე ან პირველი ფაზისთვის; (b) IP/MPLS -ს მეორე ფაზისთვის; და (c) მაღალი სიმკვრივის ტალღის სიგრძის მიხედვით მულტიპლექსირებისთვის (DWDM). 2. საქართველოს ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს გაუმჯობესების მხარდაჭერა ფართოზოლოვანი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად, მათ შორის (i) სამართლებრივი და დარგობრივი პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავებისა და ინსტიტუციური კოორდინაციის მხარდაჭერის, (ii) მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების, (iii) ფართოზოლოვანი ინტერნეტის ხარჯების შემცირების მხარდაჭერის მექანიზმების დანერგვისა და (iv) ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიებების მეშვეობით. ნაწილი B. ფართოზოლოვან მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან დაკავშირებული ციფრული სერვისების განვითარების ხელშეწყობა 1. ციფრული ეკონომიკის განვითარებისთვის საქართველოში ხელსაყრელი გარემოს გაუმჯობესების მხარდაჭერა, მათ შორის სამართლებრივი, მარეგულირებელი და დარგობრივი პოლიტიკის ჩარჩოს განსაზღვრით და ინვესტიციების მოსაზიდი ღონისძიებების შემუშავებით, ეროვნული ციფრული ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად. 2. ფართოზოლოვანი ინტერნეტკავშირის გამოყენების ზრდის მხარდაჭერა შერჩეულ სოფლებში ფართოზოლოვანი კავშირის კონკრეტული გამოყენების შემთხვევების ხელშეწყობით, მათ შორის, დაინტერესებული მხარეებისა და მოქალაქეების ჩართულობით, ციფრული მომსახურების მომწოდებლებს, პლატფორმის მომწოდებლებსა და სხვა საჯარო უწყებებსა და ორგანიზაციებს შორის კოორდინაციით და კოორდინაციის გასაძლიერებლად ფასილიტატორების მობილიზებით, ასევე, ტრენინგებითა და საკომუნიკაციო ღონისძიებებით. 3. მიზნობრივი ინტერვენციების მხარდაჭერა მოწყვლადი ჯგუფების ციფრული ჩართულობის გასაძლიერებლად, მათ შორის, ციფრული გარიყულობის პრობლემის გადაჭრის სასწავლო პროგრამებით, ციფრული ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების უზრუნველყოფის საპილოტე პროგრამით და პროექტის ღონისძიებების მონიტორინგით აღნიშნულ ჯგუფებზე მათი გავლენის გასაანალიზებლად. ნაწილი C. პროექტის განხორციელების მხარდაჭერა  პროექტის განხორციელებისა და მართვის აქტივობების მხარდაჭერა, მათ შორის, შემდეგი ღონისძიებების განხორციელება: (i) ფინანსური მართვა და შესყიდვები; (ii) მონიტორინგი და შეფასება; და (iii) სხვა ამოცანები, რომლებიც დაკავშირებულია საერთო ადმინისტრირებასთან, გარემოსდაცვით და სოციალურ ასპექტებთან, ასევე, კომუნიკაციასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობასთან. განრიგი 2 პროექტის განხორციელება პუნქტი I. განხორციელების ღონისძიებები A. ინსტიტუციური ღონისძიებები 1. მსესხებელი პროექტის საერთო განხორციელებაზე პასუხისმგებლობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აკისრებს. 2. მსესხებელი უზრუნველყოფს და განაპირობებს, რომ პროექტი განხორციელდეს შემდეგნაირად: (a) პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია ახორციელებს პროექტის A.1 და C ნაწილებს; (b) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს A.2 (i), A.2 (iv), და B.1 ნაწილებს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის, როგორც მსესხებლის წარმომადგენლის მხარდაჭერით; და (c) კომუნიკაციების კომისია ახორციელებს პროექტის A.2 (ii), A.2 (iii), B.2, და B.3 ნაწილებს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის, როგორც მსესხებლის წარმომადგენლის მხარდაჭერით. 3. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ პროექტის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია უზრუნველყოფილი იყოს საკმარისი რესურსით, რათა მან შეძლოს პროექტით დაფინანსებული აქტივების, ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ოპერირება, მოვლა-პატრონობა და მხარდაჭერა და ასევე უზრუნველყოფილი იყოს ადეკვატური პერსონალით, რომლებსაც აქვთ პროექტის ფარგლებში მათი ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელი და ბანკისთვის მისაღები გამოცდილება, კვალიფიკაცია და პასუხისმგებლობები. 4. მსესხებელი უზრუნველყოფს პროექტის საკოორდინაციო ჯგუფის შენარჩუნებას პროექტის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში; და უზრუნველყოფს, რომ პროექტის საკოორდინაციო ჯგუფი იძლეოდეს ზოგად მითითებებს, რჩევებსა და კოორდინაციას პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის და კომუნიკაციების კომისიისთვის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. B. პროექტის ოპერაციების სახელმძღვანელო 1. მსესხებელი შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს ოცდაათ (30) დღეში განაახლებს პროექტის ოპერაციულ სახელმძღვანელოს და უზრუნველყოფს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და კომუნიკაციების კომისიის მიერ პროექტის განხორციელებას აღნიშნული სახელმძღვანელოს შესაბამისად. 2. თუ ბანკის მიერ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და კომუნიკაციების კომისიამ არ შეცვალონ, შეაჩერონ ან გააუქმონ პროექტის ოპერაციების სახელმძღვანელოს რომელიმე დებულება. პროექტის ოპერაციების სახელმძღვანელოს და ამ შეთანხმების დებულებებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, უპირატესობა ამ შეთანხმების დებულებებს ენიჭება. C. პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება 1. პროექტის A.1 და C ნაწილების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მსესხებელმა სესხის თანხის ნაწილი ხელმისაწვდომი უნდა გახადოს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების მეშვეობით ფინანსთა სამინისტროს (მსესხებლის წარმომადგენელი), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას შორის, ბანკის მიერ (“პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება”) დამტკიცებული წესებით და პირობებით, რაც გულისხმობს შემდეგს: (a) მსესხებლის მიერ გამოყოფილი უნდა იქნეს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისთვის როგორც ბენეფიციარისთვის სესხის ნაწილი პროექტის A.1 და C ნაწილების განსახორციელებლად; (b) პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ პროექტი უნდა განახორციელოს (i) სათანადო სიფრთხილით და ეფექტიანობით შესაბამისი ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური, მმართველობითი, გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების და პრაქტიკის შესაბამისად; (ii) სასესხო შეთანხმებით განსაზღვრული წესებისა და პირობების და პროექტის ოპერაციების სახელმძღვანელოს შესაბამისად; და (iii) დროულად და საჭიროებისამებრ გამოყოს რესურსები ამ მიზნით; (c) მსესხებელს უფლება აქვს შეაჩეროს ან შეწყვიტოს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის უფლება სესხის თანხის გამოყენებასთან დაკავშირებით, ან დაიბრუნოს სესხის ჩამორიცხული თანხა მთლიანად ან ნაწილობრივ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავისი რომელიმე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. (d) დებულება, რომელიც ითვალისწინებს, რომ პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულებასა ან პროექტის ოპერაციების სახელმძღვანელოს რომელიმე დებულებას შორის კონფლიქტის შემთხვევას ან სასესხო შეთანხმებისა და პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების დებულებებს შორის კონფლიქტის შემთხვევას, უპირატესია სასესხო შეთანხმების დებულებები; და (e) პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია განახორციელებს პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებს ისე, რომ დაიცვას მსესხებლისა და ბანკის ინტერესები და შეასრულოს სესხის მიზნები. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბანკი სხვაგვარად შეთანხმდება, პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ არ უნდა დაავალოს, შეცვალოს, გააუქმოს ან უარი თქვას პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების ან მის რომელიმე დებულებაზე. 2. მსესხებელმა უნდა გამოიყენოს პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები ისე, რომ დაიცვას მსესხებლისა და ბანკის ინტერესები და შეასრულოს სესხის მიზნები. გარდა იმისა, თუ ბანკი სხვაგვარად შეთანხმდება, მსესხებელმა არ უნდა დაავალოს, შეცვალოს, გაუქმოს ან უარი თქვას პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულებაზე ან მისი რომელიმე დებულებაზე. D. გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტები 1. მსესხებელი პროექტს ახორციელებს და ასევე უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებას პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების შესაბამისად ბანკისთვის მისაღები ფორმით. 2. პირველი პუნქტის დებულებების შეზღუდვის გარეშე მსესხებელი პროექტს ახორციელებს და ასევე უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებას პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) შესაბამისად ბანკისთვის მისაღები ფორმით. ამ მიმართულებით მსესხებელი ასრულებს შემდეგ მოთხოვნებს და ასევე უზრუნველყოფს მათ შესრულებას პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ, იმისათვის რომ: (a) გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმაში (ESCP) მითითებული ღონისძიებები და ზომები შესრულდეს სათანადო სიფრთხილით და ეფექტიანობით და გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმაში (ESCP) მოცემული მითითებების შესაბამისად; (b) ხელმისაწვდომი იყოს საკმარისი თანხები გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმით (ESCP) გათვალისწინებული ხარჯების დასაფარად; (c) პოლიტიკა და პროცედურები უნდა იქნეს დაცული და კვალიფიციური და გამოცდილი პერსონალი უნდა იძლეოდეს გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) განხორციელების შესაძლებლობას აღნიშნული გეგმით განსაზღვრული მითითებების შესაბამისად; და (d) გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმა (ESCP) ან მისი ნებისმიერი დათქმა არ უნდა შეიცვალოს, შეჩერდეს ან გაუქმდეს ბანკის მიერ წერილობით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, რომლებიც მითითებულია აღნიშნულ გეგმაში, რის შემდეგაც მსესხებელი გამოაქვეყნებს გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გადამუშავებულ გეგმას (ESCP). 3. ნებისმიერი შეუსაბამობის შემთხვევაში გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) დებულებებსა და ამ შეთანხმებას შორის უპირატესობა ამ უკანასკნელს ენიჭება. 4. მსესხებელი, თავის მხრივ, და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მხრიდან უზრუნველყოფს: (a) ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელებას იმისათვის, რომ შეაგროვოს, შეადგინოს და ბანკს პროექტის რეგულარული ანგარიშების საშუალებით, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმით (ESCP) განსაზღვრული სიხშირით და დროულად, ცალკე ანგარიშის ან ანგარიშების სახით (ბანკის მხრიდან ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) წარუდგინოს ინფორმაცია გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმასთან (ESCP) და მასში მითითებულ მართვის ინსტრუმენტებთან და მექანიზმებთან შესაბამისობის სტატუსის შესახებ; ყველა ასეთი ანგარიში მომზადებულ უნდა იქნეს ბანკისთვის მისაღები ფორმით და შინაარსით და სხვა საკითხებთან ერთად მათში განსაზღვრული უნდა იყოს: (i) გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) შესრულების სტატუსი; (ii) პირობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლებიც ხელს უშლის ან ქმნის ხელის შეშლის საფრთხეს გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) შესრულებასთან დაკავშირებით; და (iii) მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდა ან უნდა განხორციელდეს ასეთ პირობებზე რეაგირებისთვის; და (b) ბანკისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას ნებისმიერი ინციდენტის ან უბედური შემთხვევის შესახებ, რომელიც უკავშირდება ან გავლენას იქონიებს პროექტზე და რომელსაც აქვს ან სავარაუდოდ ექნება მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა გარემოზე, ზემოქმედების ქვეშ მყოფ ჯგუფებზე, საზოგადოებაზე ან მუშაკზე, მათ შორის, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) შესაბამისად მასში მითითებულ ინსტრუმენტებზე და გარემოსდაცვითი და სოციალურ სტანდარტებზე. 5. მსესხებელი, თავის მხრივ, და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მხრიდან უზრუნველყოფს საჩივრებზე რეაგირების მექანიზმის შექმნას, ოპერირებას და მისი არსებობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას იმისათვის, რომ პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირებისგან მიღებულ და განხილულ იქნეს ნებისმიერი პრეტენზია და საჩივარი, და გატარებულ იქნეს ყველა აუცილებელი და სათანადო ღონისძიება ასეთი მექანიზმის საშუალებით მიღებული პრეტენზიის ან საჩივრის გადასაწყვეტად ან გადაწყვეტის ხელშესაწყობად ბანკისთვის მისაღები ფორმით. 6. მსესხებელი, თავის მხრივ, და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მხრიდან უზრუნველყოფს, რომ ყველა სატენდერო დოკუმენტი და სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული კონტრაქტი შეიცავდეს კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორების და საზედამხედველო ორგანოების ვალდებულებას: (a) შეასრულონ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) შესაბამისი ნაწილები და მასში აღნიშნული გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნები; და (b) მიიღონ და აღასრულონ ქცევის კოდექსი, რომელიც მიწოდებულ უნდა იქნეს ყველა მუშაკისთვის და ხელმოწერილი მათ მიერ. ქცევის კოდექსში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი ღონისძიებები გარემოსდაცვით, სოციალურ, ჯანდაცვის და უსაფრთხოების, სექსუალური ექსპლუატაციის და ძალადობის, სექსუალური დევნის და ბავშვების წინააღმდეგ ძალადობის რისკებზე რეაგირებისთვის. კოდექსი გამოყენებულ უნდა იქნეს დაკვეთით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ან აღნიშნული კონტრაქტების შესაბამისად განხორციელებული სამუშაოების მიმართ. თავი II. პროექტის მონიტორინგის ანგარიშგება და შეფასება მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ ბანკს წარუდგინოს თითოეული პროექტის ანგარიში, რომელიც მოიცავს: (a) პირველი იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდს არაუგვიანეს 30 ივნისის მომდევნო 30 დღის განმავლობაში, და (b) პირველი ივლისიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს არაუგვიანეს 31 დეკემბრის მომდევნო 30 დღის განმავლობაში. თავი III. სესხის თანხების გამოთხოვა A. ზოგადი ზოგადი პირობების II მუხლის დებულებების შეზღუდვის გარეშე მსესხებელმა შეიძლება ჩამორიცხოს სესხით თანხები: (a) პროექტის სათანადო ხარჯების დასაფინანსებლად სესხის ტრანშების ჩამორიცხვისა და ფინანსური ინფორმაციის წერილის შესაბამისად; და (b) ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის და საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის პრემიის გადასახდელად, გამოყოფილი თანხით, და საჭიროების შემთხვევაში, შემდეგ ცხრილში თითოეული კატეგორიის გასწვრივ მითითებული განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში: კატეგორია გამოყოფილი სესხის თანხა (გამოხატული ევროში) დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტული მაჩვენებელი (გადასახადების ჩათვლით) (1) საქონელი, სამუშაოები, არასაკონსულტაციო მომსახურება და საკონსულტაციო სერვისები პროექტის A.1(ii) და A.1(iii)(c) ნაწილების შესაბამისად 34,957,500 100% (2) საქონელი, არასაკონსულტაციო მომსახურება და ოპერაციული ხარჯები პროექტის C ნაწილის შესაბამისად 442,500 100% (3) საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის და საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის პრემია 0 ზოგადი პირობების 4.05(c) პუნქტის შესაბამისად გადასახდელი თანხა მთლიანი თანხა 35,400,000 B. გამოთხოვის პირობები; გამოთხოვის პერიოდი 1. ნაწილი A-ს დებულებების მიუხედავად, სესხის თანხების გამოყენება დაუშვებელია: (a) ხელმოწერის თარიღამდე განხორციელებული გადახდებისათვის, გარდა სესხის თანხების ჩამორიცხვისა არაუმეტეს შვიდი მილიონ ოთხმოცი ათასი ევროს (7,080,000 ევრო) ჯამური მოცულობით, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ამ თარიღამდე, მაგრამ ხელმოწერის თარიღამდე არაუმეტეს თორმეტი (12) თვით ადრე შესრულებული გადახდებისათვის, პირველი და მე-2 კატეგორიის შესაფერისი ხარჯებისთვის; ან (b) მე-2 კატეგორიის ოპერაციული ხარჯებისთვის, სანამ მსესხებელი სრულად არ გასწევს თავდაპირველი სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებულ ოპერაციულ ხარჯებს. 2. დახურვის თარიღია 2027 წლის 31 დეკემბერი. განრიგი 3 ვალდებულებასთან დაკავშირებული დაფარვის ამორტიზაციის გრაფიკი მსესხებელი სესხის ძირითად თანხას დაფარავს შემდეგი ცხრილის შესაბამისად, რომელშიც მითითებულია სესხის ძირითადი თანხის დაფარვის თარიღები და სესხის მთლიანი ძირითადი თანხის დაფარვის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც გადასახდელია ძირითადი თანხის თითოეული გადახდის თარიღის მდგომარეობით („გადასახდელი თანხის წილი“). ძირითადი თანხის თანაბარი წილობრივი დაფარვა ძირითადი თანხის დაფარვის თარიღი გადასახდელი თანხის წილი ყოველ 15 მარტს და 15 სექტემბერს დაწყების თარიღი: 15 სექტემბერი, 2035 2049 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით, 3.33% 15 მარტი, 2050 3.43% დანართი თავი I. განმარტებები 1. „ანტიკორუფციული მითითებები“ ზოგადი პირობების დანართის მე-6 პუნქტის მიზნებისთვის ნიშნავს, „რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხებით და განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (IDA) კრედიტებით და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებში თაღლითობასთან და კორუფციასთან ბრძოლის და მათი პრევენციის მითითებებს“, რომლებიც გამოქვეყნდა 2006 წლის 15 ოქტომბერს და შესწორებულ იქნა 2011 წლის იანვარში და 2016 წლის პირველ ივლისს. 2. „კატეგორია“ ნიშნავს III.A თავის ცხრილში წარმოდგენილ კატეგორიას. იხ. ამ შეთანხმების განრიგი 2; 3. „კომუნიკაციების კომისია (ComCom)“ ნიშნავს საქართველოს ტელეკომუნიკაციების სახელმწიფო მარეგულირებელ უწყებას, რომელიც შექმნილია 1999 წლის 23 ივლისის საქართველოს პარლამენტის N 2329 კანონით კომუნიკაციების და საფოსტო მომსახურების შესახებ. 4. „DWDM“ ან მკვრივი სპექტრული მულტიპლექსირება ნიშნავს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მულტიპლექსირების ტექნოლოგიას, რომელიც ზრდის ბოჭკოვანი ქსელის სიხშირის დიაპაზონს ან მის უნარს განახორციელოს მეტი მონაცემების გადაცემა ქსელის სხვადასხვა ნაწილს შორის. 5. „გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმა“ ან „ESCP“ ნიშნავს პროექტის გეგმას გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, დათარიღებული 2025 წლის 30 ივნისით, და რომელიც პერიოდულად შეიძლება შეიცვალოს მისი დებულებების შესაბამისად და განსაზღვრავს მსესხებლის მიერ განსახორციელებელ მატერიალურ ღონისძიებებს და ქმედებებს პროექტით გამოწვეულ პოტენციურ გარემოსდაცვით და სოციალურ რისკებზე და ზემოქმედებაზე რეაგირებისთვის (ქმედებების და ღონისძიებების ვადების, ინსტიტუციური, პერსონალის, ტრენინგის, მონიტორინგის და ანგარიშგების მექანიზმების და მის ფარგლებში მომზადებული ნებისმიერი გარემოსდაცვითი და სოციალური ინსტრუმენტის ჩათვლით). 6. „გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტები“ ან ESS ნიშნავს ერთობლივად: (i) „გარემოსდაცვითი და სოციალურ სტანდარტი 1: გარემოს დაცვის და სოციალური რისკების და მათი ზემოქმედების შეფასება და მართვა“; (ii) „გარემოსდაცვითი და სოციალურ სტანდარტი 2: შრომის და სამუშაო პირობები“; (iii) „გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტი 3: რესურსების ეფექტიანობა და დაბინძურების პრევენცია და მართვა“; (iv) „გარემოს დაცვის და სოციალური სტანდარტი 4: საზოგადოების ჯანდაცვა და უსაფრთხოება“; (v) „გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტი 5: მიწის შესყიდვა, მიწათსარგებლობის შეზღუდვა და იძულებითი განსახლება“; (vi) „გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტი 6: ბიომრავალფეროვნების დაცვა და ცოცხალი ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა“; (vii) „გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტი 7: ადგილობრივი მოსახლეობა/ საჰარის სამხრეთით ისტორიულად არაუზრუნველყოფილი ტრადიციული ადგილობრივი თემები“; (viii) „გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტი 8: კულტურული მემკვიდრეობა“; (ix) „გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტი 9: ფინანსური შუამავლები“; (x) „გარემოსდაცვითი და სოციალურ სტანდარტი 10: დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და ინფორმაციის გამჟღავნება“; რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის პირველ ოქტომბერს, და გამოქვეყნებულია ბანკის ვებგვერდზე. 7. „ზოგადი პირობები“ ნიშნავს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) ძირითად პირობებს ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსებისთვის, საინვესტიციო პროექტის დაფინანსებისთვის, რომელიც თარიღდება 2018 წლის 14 დეკემბრით (ბოლოს შესწორებულ იქნა 2023 წლის 15 ივლისს) ამ დანართის II თავში განსაზღვრული მოდიფიკაციებით. 8. „IP/MPLS“ ან „Internet Protocol Multi-Protocol Label Switching“ ნიშნავს მარშრუტიზაციის სისტემას რომელიც შესაძლებელს ხდის მონაცემების სწრაფ გადაცემას ერთი კვანძიდან მომდევნო კვანძში მონიშვნის საფუძველზე. 9. „MOESD“ ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. 10. „ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების ეროვნული სტრატეგია“, ასევე ცნობილია როგორც „ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების ეროვნული სტრატეგია 2020 - 2025 და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა“, ნიშნავს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერის სტრატეგიას მთელი საქართველოს მასშტაბით 2020-2025 წლების პერიოდისთვის, რომელიც შემუშავებულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 იანვრის № 60 განკარგულებით. 11. „ოუფენ ნეტის პროგრამა“ ნიშნავს ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას, რომელიც შექმნილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილების შესაბამისად. 12. „ოპერაციული ხარჯები“ ნიშნავს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ პროექტის მართვის და განხორციელების ფარგლებში გაწეულ გონივრულ მზარდ ხარჯებს, საოფისე აღჭურვილობის და მარაგების შეძენასთან დაკავშირებული ხარჯების, სატრანსპორტო საშუალებების ოპერირების და ტექნიკური მომსახურების, გადაზიდვის, ოფისის ქირაობის, კომუნიკაციის და დაზღვევის, ოფისის ადმინისტრირების, საბანკო ტარიფების, კომუნალური მომსახურების, ტრანსპორტის, მგზავრობის, დღიური და საზედამხედველო ხარჯების და ხელფასების, ასევე თანამშრომლების ჯანმრთელობისთვის მიყენებული საფრთხის ანაზღაურების ხარჯის ჩათვლით. 13. „თავდაპირველი სასესხო შეთანხმება“ ნიშნავს სასესხო შეთანხმებას მსესხებელსა და ბანკს შორის (სესხი No. 9161-GE), რომელიც დათარიღებულია 2020 წლის 31 აგვისტოთი. 14. „თავდაპირველი პროექტი“ ნიშნავს თავდაპირველი სასესხო შეთანხმების პირველი განრიგით აღწერილ პროექტს. 15. „სხვა შერჩეული რეგიონები“ ნიშნავს კახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს, და თბილისის ზოგიერთ უბანს, რომლებიც დეტალურად აღწერილია პროექტის ოპერაციულ სახელმძღვანელოში. 16. „შესყიდვის რეგულაციები“ ზოგადი პირობების დანართის 85-ე პუნქტის მიზნებისთვის ნიშნავს „მსოფლიო ბანკის შესყიდვების რეგულაციებს IPF მსესხებლებისთვის”, რომლებიც მიღებულ იქნა 2025 წლის თებერვალში. 17. „პროექტის საკოორდინაციო ჯგუფი“ ნიშნავს ჯგუფს, რომელსაც აკისრია პროექტის საერთო კოორდინაციის პასუხისმგებლობა და მითითებულია მე-2 განრიგის I.A(4) თავში და შედგენილია პროექტის ოპერაციების სახელმძღვანელოს შესაბამისად. 18. „პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია“ ნიშნავს „აა(ი)პ ოუფენ ნეტს“ რომელიც შექმნილია საქართველოს მთავრობის № 375 დადგენილებით (28 ივლისი, 2016). 19. „პროექტის ოპერაციების სახელმძღვანელო“ ნიშნავს I.B ნაწილის მე -2 განრიგში მითითებულ სახელმძღვანელოს, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით, რომელშიც მოცემულია: პროექტის განხორციელების დეტალური სახელმძღვანელო და პროცედურები, მათ შორის: ადმინისტრირება და კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება, ფინანსური მენეჯმენტი, შესყიდვების და ანგარიშგების პროცედურები, გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტები, ანტი კორუფციისა და თაღლითობის შემსუბუქების ღონისძიებები, საჩივრების გამოსწორების მექანიზმი, პერსონალურ მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების შესახებ დებულებები კარგი საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფუნქციები და პასუხისმგებლობები პროექტის განხორციელებისთვის, მათ შორის, პროექტის განხორციელებაში ჩართული სააგენტოების და განყოფილებების კონკრეტული ფუნქციები და პასუხისმგებლობები, და სხვა ღონისძიებები და პროცედურები, რომლებიც საჭიროა პროექტის ეფექტური განხორციელებისთვის. 20. „შერჩეული რეგიონები“ ნიშნავს გურიის, იმერეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებსა და თბილისის ზოგიერთ უბანს, რომლებიც დეტალურად აღწერილია პროექტის ოპერაციულ სახელმძღვანელოში. 21. „ხელმოწერის თარიღი“ ნიშნავს ორი თარიღიდან უკანასკნელს, როცა მსესხებელმა და ბანკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას და ზოგად პირობებში ასეთი განმარტება ვრცელდება ყველა მითითებაზე ”სასესხო შეთანხმების თარიღზე“. თავი II. ზოგადი პირობების ცვლილებები შეთანხმების ზოგადი პირობები შეცვლილია შემდეგნაირად: 1. პუნქტი 3.01 (ერთჯერადი ადმინისტრირების გადასახდელი; ვალდებულების გადასახდელი; რისკის საკომისიო) შეიცვალა და წარმოდგენილია შემდეგი რედაქციით: „პუნქტი 3.01. ერთჯერადი ადმინისტრირების გადასახდელი; ვალდებულების გადასახდელი (a) მსესხებელი ბანკს გადაუხდის ერთჯერადი ადმინისტრირების გადასახდელს სასესხო შეთანხმებით განსაზღვრული განაკვეთით. თუ 2.07(b) პუნქტით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, მსესხებელი ერთჯერადი ადმინისტრირების გადასახდელს იხდის შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს სამოც (60) დღეში. (b) მსესხებელი ბანკს გადაუხდის ვალდებულების გადასახდელს სესხის აუთვისებელ ნაშთზე სასესხო შეთანხმებით განსაზღვრული განაკვეთით. ვალდებულების გადასახდელის დარიცხვა წარმოებს სასესხო შეთანხმების თარიღიდან ან იმ თარიღიდან, რომელიც ემთხვევა ბანკის მიერ სესხის დამტკიცების თარიღის მეოთხე წლისთავს (დარიცხვა იწარმოებს ამ ორი თარიღიდან უფრო გვიანი თარიღის მდგომარეობით), იმ შესაბამის თარიღებამდე, როდესაც მსესხებელი აითვისებს სესხის თანხებს სასესხო ანგარიშიდან ან გააუქმებს მათ. თუ 2.07(c) პუნქტით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, მსესხებელი გადაიხდის ვალდებულების გადასახდელს ექვს თვეში ერთხელ, შესაბამისი პერიოდის ბოლოს, თითოეული გადახდის თარიღის მდგომარეობით.“. 2. პუნქტი 3.04 (ვადამდელი დაფარვა) შეიცვალა შემდეგი რედაქციით: „პუნქტი 3.04. ვადამდელი დაფარვა (a) ბანკისთვის არანაკლებ ორმოცდახუთი (45) დღით ადრე შეტყობინების მიწოდების შემდეგ მსესხებელს შეუძლია ბანკს ვადაზე ადრე დაუბრუნოს შემდეგი თანხები, ბანკისთვის მისაღები თარიღის მდგომარეობით (იმ პირობით, თუ მსესხებელი დაფარავს სესხის ყველა გადასახდელს ამ თარიღის მდგომარეობით): (i) სესხის მთლიანი ათვისებული ნაშთი ამ თარიღის მდგომარეობით; ან (ii) სესხის ერთი ნებისმიერი ან მეტი გადახდის მთლიანი ძირითადი თანხა. ათვისებული სესხის ნაშთის ნებისმიერი ნაწილობრივი წინასწარი გადახდა უნდა განხორციელდეს მსესხებლის მიერ განსაზღვრული წესით, ან მსესხებლის მიერ განსაზღვრული რაიმე სპეციფიკაციის არარსებობის შემთხვევაში, შემდეგი წესით: (A) თუ სასესხო შეთანხმება ითვალისწინებს სესხის ძირითადი თანხის გაცემების ცალკე ამორტიზაციას, ვადამდელი გადახდა გამოყენებული იქნება ასეთი გაცემების მიმართ ინვერსიულად, ანუ ჯერ დაიფარება გვიანი დაფარვის ვადის მქონე ბოლოს გაცემული თანხები; და (B) ყველა სხვა შემთხვევაში, ვადამდელი გადახდა გამოყენებული იქნება სესხის დაფარვის ვადების ინვერსიული (შებრუნებული) თანმიმდევრობით, სადაც ყველაზე გვიანდელი დაფარვის ვადის მქონე გადახდა განხორციელდება პირველ რიგში. (b) თუ სესხის წინასწარ გადასახდელი ნებისმიერი თანხის მიმართ განხორციელდა კონვერტაცია და კონვერტაციის პერიოდი წინასწარი გადახდის დროს არ დასრულებულა, გამოყენებულ უნდა იქნეს 4.06 პუნქტის დებულებები.“. 3. დანართის თავდაპირველ 75-ე და 81-ე პუნქტებში განსაზღვრული განმარტებები „სესხის დაფარვა“ და „დაფარვის თარიღი“ შესაბამისად ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: „75. „სესხის დაფარვა“ ნიშნავს ნებისმიერ თანხას, რომელსაც სესხის მხარეები გადაუხდიან ბანკს იურიდიული შეთანხმებების შესაბამისად, მათ შორისაა (მაგრამ არა მხოლოდ) ჩამორიცხული სესხის ნაშთის ნებისმიერი თანხა, პროცენტი, ერთჯერადი ადმინისტრირების გადასახდელი, ვალდებულების გადასახდელი, პროცენტის თანხა ნაგულისხმევი საპროცენტო განაკვეთით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ნებისმიერი გადასახდელი, კონვერტაციის ან კონვერტაციის ვადაზე ადრე შეწყვეტის ნებისმიერი ოპერაციის საფასური, საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის და ქვედა ზღვრის დადგენისას გადასახდელი ნებისმიერი პრემია და მსესხებლის მიერ შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში გადასახდელი ნებისმიერი თანხა.“. „81. „დაფარვის თარიღი“ ნიშნავს სასესხო შეთანხმებაში მითითებულ თითოეულ თარიღს, რომელიც წარმოადგენს სასესხო შეთანხმების ან მის მომდევნო თარიღს, როდესაც შესაბამისად გადახდილ უნდა იქნეს სესხის პროცენტი, ვალდებულების გადასახდელი და სესხის სხვა ხარჯი და გადასახდელები (ერთჯერადი ადმინისტრირების გადასახდელის გარდა).“. 4. დანართის მე-4 („გადაჭარბებული რისკის განაწილებული ოდენობა“); 53-ე („გადაჭარბებული რისკის დამატებითი გადასახადი“); 99-ე („სტანდარტული რისკის ზღვარი“) და 105-ე („მთლიანი რისკი“) პუნქტებში წარმოდგენილი განმარტებები ამოღებულ უნდა იქნეს სრულად და შესაბამისად გადაინომროს დანართის დარჩენილი პუნქტები.